მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ ოქ­ტომ­ბრის ნო­მე­რი #10(106), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტე­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­კურ იბე­რი­ე­ლის თა­ოს­ნო­ბით არის და­არ­სე­ბუ­ლი

იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტერ­ში 1969-1973 წლებ­ში გა­მოვ­ლინ­და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა, სა­ი­და­ნაც ცხა­დი გახ­და, რომ მო­ნას­ტე­რი მისი პირ­ვე­ლი ტაძ­რი­თურთ 395 წლის წინა, ახლო პე­რი­ოდ­ში აშენ­და. აღ­მო­ჩე­ნის ავ­ტორ ათა­ნა­სი­ოს ეკო­ნო­მო­პუ­ლო­სის შე­ფა­სე­ბით, მო­ნა­ცე­მე­ბი მე­ტყვე­ლე­ბენ, რომ ჯვრის მო­ნას­ტრის და­არ­სე­ბის სა­თა­ვე­ებ­თან იმ­პე­რა­ტო­რი კონ­სტან­ტი­ნე დიდი იდგა. ბი­ზან­ტი­უ­რი პე­რი­ო­დის წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში კი ნახ­სე­ნე­ბი არ არის ჯვრის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტე­რი, თუმ­ცა, ეკ­ლე­სი­ას ამ სა­ხე­ლით უკვე IV სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბი­დან იც­ნო­ბენ.

პეტ­რე იბე­რის “ცხოვ­რე­ბის” ავ­ტორ იო­ა­ნე რუ­ფუ­სის ცნო­ბით, იე­რუ­სა­ლიმ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ­მა პეტ­რემ და მის­მა თან­მხლებ­მა იო­ა­ნე ლაზ­მა ერთ-ერთი მაღ­ლო­ბი­დან იხი­ლეს “მა­ცხოვ­ნე­ბე­ლი და სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ჯვრის ეკ­ლე­სია, წმინ­და აღ­დგო­მის ეკ­ლე­სია, ...სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ამაღ­ლე­ბის ეკ­ლე­სია”. შემ­დეგ, რო­გორც იგი­ვე მწე­რა­ლი მოგ­ვი­თხრობს, მათ ია­რეს მა­ნამ­დე, “სა­ნამ არ მი­აღ­წი­ეს ქა­ლა­ქის წმინ­და გა­ლა­ვანს, თვით სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ჯვრის (მე ვგუ­ლის­ხმობ წმინ­და გოლ­გო­თას) კვარ­ცხლბეკს და წმინ­და აღ­დგო­მის ეკ­ლე­სი­ის სა­ფუძ­ველს არ მო­ეხ­ვივ­ნენ”.

ავ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბა, რომ “ჯვრის” სა­ხე­ლით ის წმინ­და გოლ­გო­თას გუ­ლის­ხმობს, იმ დროს (პეტ­რე და იო­ა­ნე იე­რუ­სა­ლიმ­ში პირ­ვე­ლად 437/438 წელს გა­მოჩ­ნდნენ) მსგავ­სი სა­ხე­ლის მქო­ნე სხვა სა­კულ­ტო ად­გი­ლის არ­სე­ბო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. პეტ­რე იბე­რის წმინ­და მი­წა­ზე გა­მო­ჩე­ნამ­დე, ქარ­თველ­თა­გან იქ უკვე სა­უ­კუ­ნის 80-90-იანი წლე­ბის მიჯ­ნა­ზე აიგო ბირ ელ-ქუ­ტის მო­ნას­ტე­რი. ცნო­ბი­ლია მისი სა­ვა­რა­უ­დო ქტი­ტო­რიც - პეტ­რე იბე­რი­ე­ლის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი პაპა ბა­კურ იბე­რი­ე­ლი. 382-394 წლებს შო­რის ბა­კურ იბე­რი­ე­ლი პა­ლეს­ტი­ნა­ში მა­ღა­ლი რან­გის რო­მა­უ­ლი სამ­ხედ­რო-სა­მო­ხე­ლეო სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბო­და...

მთი­ულ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სპარ­სეთ­ზე გა­ლაშ­ქრე­ბა­ში ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის მი­ხედ­ვით

ქარ­თულ ხალ­ხურ პო­ე­ზი­ა­ში ასა­ხუ­ლია სა­ყუ­რა­დღე­ბო ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი, მათ შო­რის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. ზო­გი­ერ­თი ასე­თი ტექ­სტი უნი­კა­ლუ­რია, ვი­ნა­ი­დან მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია სხვა წყა­რო­ებ­ში ან მკრთა­ლად შე­მორ­ჩა, ანდა სა­ერ­თოდ არ შე­მოგ­ვე­ნა­ხა.

ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მთი­უ­ლე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად მღე­რი­ან უძ­ვე­ლეს სა­ლაშ­ქრო სიმ­ღე­რას, ე.წ. ფერ­ხი­სას. ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ და ფოლკ­ლო­რის­ტმა პეტ­რე უმი­კაშ­ვილ­მა სიმ­ღე­რა 1876 წელს ხევ­ში ჩა­ი­წე­რა: “ხო­რო­შან ლაშ­ქა­რად ვიყ­ვე­ნით / ჩვენ ლომ­ნი ლო­მი­სი­სა­ნი...” იმა­ვე სიმ­ღე­რის სხვა ვა­რი­ან­ტი ჩა­ი­წე­რა ცნო­ბილ­მა ფოლკ­ლო­რის­ტმა ელე­ნე ვირ­სა­ლა­ძემ მთი­უ­ლეთ­ში 1950 წელს.

მისი მთქმე­ლის, შაქ­რო ბურ­დუ­ლის გან­მარ­ტე­ბით: “თათ­რე­ბი სცარ­ცვავ­დნენ ხა­ტებს. ლო­მი­სას ხატი წა­უ­ღი­ათ ხო­რა­სან­ში. ბურ­დუ­ლე­ბის მე­თა­უ­რო­ბით წა­მო­უ­ღი­ათ ხატი ხო­რას­ნიდ­გან. ამა­ზეა ლექ­სი”. ამას გარ­და, ჩა­წე­რი­ლია სიმ­ღე­რის კი­დევ ორი ვერ­სია და ყველ­გან იხ­სე­ნი­ე­ბა ხო­რა­სა­ნი. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ხო­რა­სა­ნი ასე­ვე იხ­სე­ნი­ე­ბა მთი­უ­ლე­თის სა­ლო­ცავ­თა დე­კა­ნო­ზე­ბის დამ­წყა­ლობ­ნე­ბის ტექ­სტებ­ში.

XII-XIII სა­უ­კუ­ნე­თა მიჯ­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და ხო­რეზ­მის სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა არ­სე­ბობ­და. ქარ­თველ­მა სარ­დლებ­მა თა­მარ მე­ფეს სპარ­სეთ­ში გა­ლაშ­ქრე­ბის ნე­ბარ­თვა სთხო­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს ჯარ­მა და­ლაშ­ქრა ჩრდი­ლო­ეთ ირა­ნის ქა­ლა­ქე­ბი, იქი­დან კი “უში­ნა­გა­ნე­სი­სა რომ-გუ­რი­სა მი­მართ მი­ი­წივ­ნეს, რო­მელ არს ხო­რა­სა­ნი”. აქე­დან ქარ­თველ­თა მხედ­რო­ბა უკან გა­მობ­რუნ­და...

მთი­უ­ლურ საბ­რძო­ლო სიმ­ღე­რა­ში კი ასა­ხუ­ლია მთი­ულ მხე­დარ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს ჯა­რის მიერ სპარ­სეთ­ში მო­წყო­ბილ ძლე­ვა­მო­სილ ლაშ­ქრო­ბა­ში, რო­მე­ლიც 1210 წელს მო­ე­წყო.

სპორ­ტის აკ­რძა­ლუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი

ინ­გლი­სის მეფე ედუ­არდ II (1307-1327) ამ­ტკი­ცებ­და, რომ ფეხ­ბურ­თი მის ჯა­რის­კა­ცებს დროს არ­თმევ­და და ნაც­ვლად იმი­სა, რომ სამ­ხედ­რო საქ­მე­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ, ბურთს, უფრო სწო­რად, ღო­რის გა­ბე­რილ სა­შარ­დე ბუშტს დას­დე­ვე­ნო. 1314 წელს ლონ­დო­ნის მერ­მა ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ფეხ­ბურ­თი აკ­რძა­ლა, თუმ­ცა ეს არ ეხე­ბო­და ჩელ­სი­სა და ფულ­ჰე­მის დღე­ვან­დე­ლი სტა­დი­ო­ნე­ბის მიმ­დე­ბა­რე ად­გი­ლებს...

700 წლის წინ ლონ­დონ­ში 80 ათა­სი კაცი ცხოვ­რობ­და. იმ­დრო­ინ­დე­ლი ქრო­ნი­კე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ მა­შინ ერ­თდრო­უ­ლად ათას კაც­საც კი უთა­მა­შია ფეხ­ბურ­თი ქუ­ჩა­ში, ყო­ველ­გვა­რი წე­სე­ბის გა­რე­შე. გა­ბე­რი­ლი ბუშ­ტის დევ­ნი­სას ყვე­ლა­ფერს აზი­ა­ნებ­დნენ. ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შე­ფა­სე­ბით, ასე­თი მატ­ჩის შემ­დეგ ქა­ლა­ქის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი - ჩამ­სხვრე­უ­ლი ფარ­ნე­ბი, ფირ­ნი­შე­ბი, ფან­ჯრის მი­ნე­ბი, გა­და­თე­ლი­ლი დახ­ლე­ბი - ისეთ დიდ ხარ­ჯებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ მი­სით საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან სამ­ხედ­რო რაზმს შე­ი­ნა­ხავ­დნენ.

ფეხ­ბურ­თი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ფლო­რენ­ცი­ა­ში (აქ მას კალ­ჩო ფი­ო­რენ­ტი­ნოს უწო­დებ­დნენ), მატ­ჩებს მარ­თავ­დნენ უფ­ლის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე და დიდ­მარ­ხვის და­სა­წყის­ში. ერთი ასე­თი შეხ­ვედ­რა 1490 წელს გა­ი­მარ­თა და 50 წუთს გას­ტა­ნა, თი­თო­ე­ულ გუნდში 27 ფეხ­ბურ­თე­ლი თა­მა­შობ­და, რო­გორც ფე­ხით, ისე ხე­ლით. მატ­ჩე­ბი ეწყო­ბო­და ვე­ნე­ცი­ა­შიც, სა­დაც ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ში პო­ლო­ნე­თი­დან გა­ძე­ვე­ბუ­ლი მეფე ჰენ­რიკ ვა­ლე­სა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­საც ფეხ­ბურთზე უთ­ქვამს: “ეს მატ­ჩი მე­ტის­მე­ტად პა­ტა­რაა, რომ მას ომი ვუ­წო­დოთ, მაგ­რამ მე­ტად სა­ში­ნე­ლია, რომ მხო­ლოდ თა­მა­ში ერ­ქვას”.

სტრას­ბუ­რის ტა­ძა­რი

სტრას­ბუ­რის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი, იგი­ვე სტრას­ბუ­რის ნოტრ-დამი, მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლე­სი ნა­გე­ბო­ბა იყო 227 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში დას­რუ­ლე­ბულ ნა­გე­ბო­ბებს შო­რის, ტაძ­რებს შო­რის მე­ექ­ვსეა სი­მაღ­ლით და ამას­თან, ქვი­შაქ­ვით აგე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი შე­ნო­ბაა. პირ­ვე­ლად აქ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სია ძვე­ლი რო­მა­უ­ლი ტაძ­რის ად­გი­ლას აშენ­და. ის ხან­ძარ­მა იმ­სხვერ­პლა, ისე­ვე რო­გორც მისი მემ­კვიდ­რე ნა­გე­ბო­ბე­ბი.

1176 წელს გა­და­წყდა ეკ­ლე­სი­ის აგე­ბა, რო­მე­ლიც უფრო ლა­მა­ზი იქ­ნე­ბო­და, ვიდ­რე იმ­ხა­ნად ახ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლი ტა­ძა­რი ბა­ზელ­ში... 1225 წელს უკვე აგე­ბუ­ლი ნა­ვის ნა­წი­ლე­ბი და­შა­ლეს, რათა მშე­ნებ­ლო­ბა ახალ­და­ბა­დე­ბულ ე.წ. მა­ღალ გო­ტი­კურ სტილ­ში გა­ნეგ­რძოთ, რო­მე­ლიც შარ­ტრის ტა­ძარ­ში მო­მუ­შა­ვე ჯგუფ­მა შექ­მნა. შე­დე­გად ტა­ძარ­ში, ისე­ვე რო­გორც მთელ სტრას­ბურ­ში, ერ­თდრო­უ­ლად ჩანს ფრან­გუ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი გავ­ლე­ნა.

ტაძ­რის სა­ერ­თო სიგ­რძეა 112 მეტ­რი. ჩრდი­ლო­ე­თის კოშ­კის შპი­ლის სი­მაღ­ლე - 142 მეტ­რი. გა­მორ­ჩე­უ­ლია ვიტ­რა­ჟე­ბი, სა­ხელ­გან­თქმუ­ლი “იმ­პე­რა­ტორ­თა ფან­ჯრე­ბი”, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ზო­მის ქან­და­კე­ბე­ბის ჯგუ­ფი “ქრის­ტე ელე­ო­ნის მთა­ზე” (1498). ქა­ლა­ქის საბ­ჭომ 1524 წელს ტა­ძა­რი პრო­ტეს­ტან­ტებს გა­დას­ცა. 1539 წელს კა­თედ­რალ­ში და­იდ­გა სა­შო­ბაო ნაძ­ვის ხე, რაც დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ნაძ­ვის ხეა. 1681 წელს ლუ­დო­ვი­კო XIV-მ შე­ნო­ბა კა­თო­ლი­კე­ებს და­უბ­რუ­ნა.

ევ­რო­პა­ში ერთ-ერთ ულა­მა­ზე­სად ით­ვლე­ბა სტრას­ბუ­რის ტაძ­რის წინ ქა­ლა­ქის მო­ე­და­ნიც, რო­მელ­ზეც შვა­ბუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის 4-5-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბი დგას. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია XV სა­უ­კუ­ნე­ში აგე­ბუ­ლი კა­მერ­ცე­ლის სახ­ლი.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ქვა­ში ნაკ­ვე­თი ინ­დო­ე­თის ქა­ლა­ქე­ბი
  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. თე­ი­მუ­რაზ II-ის პორ­ტრე­ტი ერეკ­ლე მე­ფის სა­სახ­ლე­ში
  • სა­მო­სე­ლი ქარ­თუ­ლი. ქარ­თველ­თა თავ­სა­ბუ­რა­ვი - თა­მარ მე­ფის გვირ­გვი­ნი
  • ქარ­თვე­ლე­ბი და რუ­სე­თის იმ­პე­რია. ქარ­თვე­ლი კან­ვო­ე­ლე­ბის უჩ­ვე­უ­ლო ის­ტო­რი­ე­ბი
  • სი­ახ­ლე. “ქარ­თველ მე­ფე­თა” სე­რი­ას 12 ტომი, ანუ 12 მე­ფის ბი­ოგ­რა­ფია და­ე­მა­ტე­ბა
  • რე­პორ­ტა­ჟი ჯა­ვა­ხე­თი­დან. მოგ­ზა­უ­რო­ბა მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში
  • პერ­სო­ნა. თა­მარ გამ­სა­ხურ­დია - შტრი­ხე­ბი პორ­ტრე­ტის­თვის
  • ძვე­ლი სამ­ყა­რო. ჩი­ნე­თის პირ­ვე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის მა­რა­დი­უ­ლი ომი დრო­ის წი­ნა­აღ­მდეგ / ცინ შ’ ხუ­ანგტის ტე­რა­კო­ტის არ­მია 8000 ჯა­რის­კაცს ით­ვლის
  • სამ­ხედ­რო საქ­მე. “ბრძო­ლა ბრძო­ლა­ში” - შატო უგო­მო­ნის დაც­ვა (1815 წლის 18 ივ­ნი­სი) / ვა­ტერ­ლო­ოს საკ­ვან­ძო და­პი­რის­პი­რე­ბა
  • ცხოვ­რე­ბა. უბ­რა­ლო, რო­გორც წყლის წვე­თი...
  • ახა­ლი ამ­ბე­ბი. ქარ­თულ-ბალ­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბის მა­ტი­ა­ნე / ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რის წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ლატ­ვი­ა­ში
  • სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სპე­ცა­გენ­ტის თავ­გა­და­სა­ვა­ლი (გაგ­რძე­ლე­ბა)
  • ფურ­ცლე­ბი წარ­სუ­ლი­დან. ამო­ნა­რი­დე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომერი #10(106), რომელშიც წაიკითხავთ:

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, სავარაუდოდ, ბაკურ იბერიელის თაოსნობით არის დაარსებული

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში 1969-1973 წლებში გამოვლინდა არქეოლოგიური მასალა, საიდანაც ცხადი გახდა, რომ მონასტერი მისი პირველი ტაძრითურთ 395 წლის წინა, ახლო პერიოდში აშენდა. აღმოჩენის ავტორ ათანასიოს ეკონომოპულოსის შეფასებით, მონაცემები მეტყველებენ, რომ ჯვრის მონასტრის დაარსების სათავეებთან იმპერატორი კონსტანტინე დიდი იდგა. ბიზანტიური პერიოდის წერილობით წყაროებში კი ნახსენები არ არის ჯვრის სახელობის მონასტერი, თუმცა, ეკლესიას ამ სახელით უკვე IV საუკუნის 80-იანი წლებიდან იცნობენ.

პეტრე იბერის “ცხოვრების” ავტორ იოანე რუფუსის ცნობით, იერუსალიმთან მიახლოებულმა პეტრემ და მისმა თანმხლებმა იოანე ლაზმა ერთ-ერთი მაღლობიდან იხილეს “მაცხოვნებელი და სათაყვანებელი ჯვრის ეკლესია, წმინდა აღდგომის ეკლესია, ...სათაყვანებელი ამაღლების ეკლესია”. შემდეგ, როგორც იგივე მწერალი მოგვითხრობს, მათ იარეს მანამდე, “სანამ არ მიაღწიეს ქალაქის წმინდა გალავანს, თვით სათაყვანებელი ჯვრის (მე ვგულისხმობ წმინდა გოლგოთას) კვარცხლბეკს და წმინდა აღდგომის ეკლესიის საფუძველს არ მოეხვივნენ”.

ავტორის განმარტება, რომ “ჯვრის” სახელით ის წმინდა გოლგოთას გულისხმობს, იმ დროს (პეტრე და იოანე იერუსალიმში პირველად 437/438 წელს გამოჩნდნენ) მსგავსი სახელის მქონე სხვა საკულტო ადგილის არსებობაზე მეტყველებს. პეტრე იბერის წმინდა მიწაზე გამოჩენამდე, ქართველთაგან იქ უკვე საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე აიგო ბირ ელ-ქუტის მონასტერი. ცნობილია მისი სავარაუდო ქტიტორიც - პეტრე იბერიელის სახელგანთქმული პაპა ბაკურ იბერიელი. 382-394 წლებს შორის ბაკურ იბერიელი პალესტინაში მაღალი რანგის რომაული სამხედრო-სამოხელეო სტატუსით იმყოფებოდა...

მთიულთა მონაწილეობა სპარსეთზე გალაშქრებაში ქართული ფოლკლორის მიხედვით

ქართულ ხალხურ პოეზიაში ასახულია საყურადღებო ისტორიული ფაქტები, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები. ზოგიერთი ასეთი ტექსტი უნიკალურია, ვინაიდან მსგავსი ინფორმაცია სხვა წყაროებში ან მკრთალად შემორჩა, ანდა საერთოდ არ შემოგვენახა.

ლომისობის დღესასწაულზე მთიულები ტრადიციულად მღერიან უძველეს სალაშქრო სიმღერას, ე.წ. ფერხისას. ქართველმა საზოგადო მოღვაწემ და ფოლკლორისტმა პეტრე უმიკაშვილმა სიმღერა 1876 წელს ხევში ჩაიწერა: “ხოროშან ლაშქარად ვიყვენით / ჩვენ ლომნი ლომისისანი...” იმავე სიმღერის სხვა ვარიანტი ჩაიწერა ცნობილმა ფოლკლორისტმა ელენე ვირსალაძემ მთიულეთში 1950 წელს.

მისი მთქმელის, შაქრო ბურდულის განმარტებით: “თათრები სცარცვავდნენ ხატებს. ლომისას ხატი წაუღიათ ხორასანში. ბურდულების მეთაურობით წამოუღიათ ხატი ხორასნიდგან. ამაზეა ლექსი”. ამას გარდა, ჩაწერილია სიმღერის კიდევ ორი ვერსია და ყველგან იხსენიება ხორასანი. საგულისხმოა, რომ ხორასანი ასევე იხსენიება მთიულეთის სალოცავთა დეკანოზების დამწყალობნების ტექსტებში.

XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოსა და ხორეზმის სახელმწიფოებს შორის მწვავე დაპირისპირება არსებობდა. ქართველმა სარდლებმა თამარ მეფეს სპარსეთში გალაშქრების ნებართვა სთხოვეს. საქართველოს ჯარმა დალაშქრა ჩრდილოეთ ირანის ქალაქები, იქიდან კი “უშინაგანესისა რომ-გურისა მიმართ მიიწივნეს, რომელ არს ხორასანი”. აქედან ქართველთა მხედრობა უკან გამობრუნდა...

მთიულურ საბრძოლო სიმღერაში კი ასახულია მთიულ მხედართა მონაწილეობა საქართველოს სამეფოს ჯარის მიერ სპარსეთში მოწყობილ ძლევამოსილ ლაშქრობაში, რომელიც 1210 წელს მოეწყო.

სპორტის აკრძალული სახეობები

ინგლისის მეფე ედუარდ II (1307-1327) ამტკიცებდა, რომ ფეხბურთი მის ჯარისკაცებს დროს ართმევდა და ნაცვლად იმისა, რომ სამხედრო საქმეში დახელოვნებულიყვნენ, ბურთს, უფრო სწორად, ღორის გაბერილ საშარდე ბუშტს დასდევენო. 1314 წელს ლონდონის მერმა ქალაქის მასშტაბით ფეხბურთი აკრძალა, თუმცა ეს არ ეხებოდა ჩელსისა და ფულჰემის დღევანდელი სტადიონების მიმდებარე ადგილებს...

700 წლის წინ ლონდონში 80 ათასი კაცი ცხოვრობდა. იმდროინდელი ქრონიკებიდან ირკვევა, რომ მაშინ ერთდროულად ათას კაცსაც კი უთამაშია ფეხბურთი ქუჩაში, ყოველგვარი წესების გარეშე. გაბერილი ბუშტის დევნისას ყველაფერს აზიანებდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობის შეფასებით, ასეთი მატჩის შემდეგ ქალაქისთვის მიყენებული ზარალი - ჩამსხვრეული ფარნები, ფირნიშები, ფანჯრის მინები, გადათელილი დახლები - ისეთ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომ მისით საკმაოდ მრავალრიცხოვან სამხედრო რაზმს შეინახავდნენ.

ფეხბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობდა შუა საუკუნეების ფლორენციაში (აქ მას კალჩო ფიორენტინოს უწოდებდნენ), მატჩებს მართავდნენ უფლის გამოცხადების დღესასწაულზე და დიდმარხვის დასაწყისში. ერთი ასეთი შეხვედრა 1490 წელს გაიმართა და 50 წუთს გასტანა, თითოეულ გუნდში 27 ფეხბურთელი თამაშობდა, როგორც ფეხით, ისე ხელით. მატჩები ეწყობოდა ვენეციაშიც, სადაც ერთ-ერთ შეხვედრაში პოლონეთიდან გაძევებული მეფე ჰენრიკ ვალესა მონაწილეობდა, რომელსაც ფეხბურთზე უთქვამს: “ეს მატჩი მეტისმეტად პატარაა, რომ მას ომი ვუწოდოთ, მაგრამ მეტად საშინელია, რომ მხოლოდ თამაში ერქვას”.

სტრასბურის ტაძარი

სტრასბურის საკათედრო ტაძარი, იგივე სტრასბურის ნოტრ-დამი, მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა იყო 227 წლის განმავლობაში. ის ყველაზე მაღალია შუა საუკუნეებში დასრულებულ ნაგებობებს შორის, ტაძრებს შორის მეექვსეა სიმაღლით და ამასთან, ქვიშაქვით აგებული მსოფლიოს უდიდესი შენობაა. პირველად აქ ქრისტიანული ეკლესია ძველი რომაული ტაძრის ადგილას აშენდა. ის ხანძარმა იმსხვერპლა, ისევე როგორც მისი მემკვიდრე ნაგებობები.

1176 წელს გადაწყდა ეკლესიის აგება, რომელიც უფრო ლამაზი იქნებოდა, ვიდრე იმხანად ახლად დასრულებული ტაძარი ბაზელში... 1225 წელს უკვე აგებული ნავის ნაწილები დაშალეს, რათა მშენებლობა ახალდაბადებულ ე.წ. მაღალ გოტიკურ სტილში განეგრძოთ, რომელიც შარტრის ტაძარში მომუშავე ჯგუფმა შექმნა. შედეგად ტაძარში, ისევე როგორც მთელ სტრასბურში, ერთდროულად ჩანს ფრანგული და გერმანული კულტურული გავლენა.

ტაძრის საერთო სიგრძეა 112 მეტრი. ჩრდილოეთის კოშკის შპილის სიმაღლე - 142 მეტრი. გამორჩეულია ვიტრაჟები, სახელგანთქმული “იმპერატორთა ფანჯრები”, ნატურალური ზომის ქანდაკებების ჯგუფი “ქრისტე ელეონის მთაზე” (1498). ქალაქის საბჭომ 1524 წელს ტაძარი პროტესტანტებს გადასცა. 1539 წელს კათედრალში დაიდგა საშობაო ნაძვის ხე, რაც დოკუმენტურად დადასტურებული მსოფლიოში პირველი ნაძვის ხეა. 1681 წელს ლუდოვიკო XIV-მ შენობა კათოლიკეებს დაუბრუნა.

ევროპაში ერთ-ერთ ულამაზესად ითვლება სტრასბურის ტაძრის წინ ქალაქის მოედანიც, რომელზეც შვაბური არქიტექტურის 4-5-სართულიანი სახლები დგას. მათ შორის ყველაზე ცნობილია XV საუკუნეში აგებული კამერცელის სახლი.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. ქვაში ნაკვეთი ინდოეთის ქალაქები
  • მოკლე ამბები. თეიმურაზ II-ის პორტრეტი ერეკლე მეფის სასახლეში
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი - თამარ მეფის გვირგვინი
  • ქართველები და რუსეთის იმპერია. ქართველი კანვოელების უჩვეულო ისტორიები
  • სიახლე. “ქართველ მეფეთა” სერიას 12 ტომი, ანუ 12 მეფის ბიოგრაფია დაემატება
  • რეპორტაჟი ჯავახეთიდან. მოგზაურობა მშობლიურ მხარეში
  • პერსონა. თამარ გამსახურდია - შტრიხები პორტრეტისთვის
  • ძველი სამყარო. ჩინეთის პირველი იმპერატორის მარადიული ომი დროის წინააღმდეგ / ცინ შ’ ხუანგტის ტერაკოტის არმია 8000 ჯარისკაცს ითვლის
  • სამხედრო საქმე. “ბრძოლა ბრძოლაში” - შატო უგომონის დაცვა (1815 წლის 18 ივნისი) / ვატერლოოს საკვანძო დაპირისპირება
  • ცხოვრება. უბრალო, როგორც წყლის წვეთი...
  • ახალი ამბები. ქართულ-ბალტიური კავშირების მატიანე / ქართველი მეცნიერის წიგნის პრეზენტაციები ლატვიაში
  • სადაზვერვო თამაშები. შეყვარებული სპეცაგენტის თავგადასავალი (გაგრძელება)
  • ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს