პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელფასი და პენსია იზრდება - რომელი პროფესიის ადამიანები მიიღებენ მომატებულ ანაზღაურებას
ხელფასი და პენსია იზრდება - რომელი პროფესიის ადამიანები მიიღებენ მომატებულ ანაზღაურებას

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, 2020 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის, ასე­ვე 18-წლამ­დე ასა­კის და პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ჯგუ­ფის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის პენ­სი­ის ზრდაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის პენ­სია 50-ლა­რით იზ­რდე­ბა.

„პრინ­ცი­პე­ბის დო­ნე­ზე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა პენ­სი­ო­ნე­რის­თვის, ასე­ვე 18-წლამ­დე ასა­კის და პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ჯგუ­ფის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის 20 ლა­რით პენ­სი­ის ზრდა. გარ­და ამი­სა, 1-ელი ივ­ლი­სი­დან 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის და­მა­ტე­ბით პენ­სი­ის 30 ლა­რით ზრდა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­ში ამ ჯგუ­ფის მო­ქა­ლა­ქე­ებს პენ­სია გა­ეზ­რდე­ბათ 50 ლა­რით“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, პრე­მი­ერ­მა 2020 წელს გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პი­რე­ბის­თვის ხელ­ფა­სე­ბის ზრდის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­მა­ვა­ლი წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ხელ­ფა­სე­ბის ზრდა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის აღ­მზრდე­ლე­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის, ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის, ექი­მე­ბის­თვის და ა.შ.

„სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მყო­ფი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა იზ­რდე­ბა რო­გორც მიმ­დი­ნა­რე, ისე მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ნიშ­ნავს, რომ 2020 წლის სას­წავ­ლო წლის­თვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სი გა­იზ­რდე­ბა 300 ლა­რით. ასე­ვე მინ­და გი­თხრათ, რომ 2020 წლის სას­წავ­ლო წლის­თვის სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბი გა­იზ­რდე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 100 ლა­რით. გარ­და ამი­სა გაგ­რძელ­დე­ბა ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის, ჯა­რის­კა­ცე­ბის და მათ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის და სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ ჯგუფს ხელ­ფასს გა­უზ­რდის მი­ნი­მუმ 125 ლა­რით. 2020 წლის პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან ასე­ვე გა­იზ­რდე­ბა სოფ­ლის ექი­მე­ბის ხელ­ფა­სე­ბიც 100 ლა­რით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყვე­ლას გვეს­მის, რომ ეს არის ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­ნი­მუ­მი, რომ­ლი­თაც ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად და ეფექ­ტუ­რად უნდა და­ვეხ­მა­როთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ იმ სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებს, რომ­ლებ­ზეც დგას ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა და მო­მა­ვა­ლი, ეს გახ­ლავთ ბავ­შვე­ბი, პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი და რა თქმა უნდა ექი­მე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პატრიოტი 100%-1
0

არჩევნები რომ ჩაივლის, შემდეგ "დათვის ძილს" მისცემენ თავებს, ყოველთვე ისევ პრემიებს აიღებენ და ჩვენ "ვირებივით" ისევ დაგვაწყებინებენ მუშაობას, ვითომც არ ყოფილა არაფერი.

ერთი ბუმბერაზი ადამიანის ნათქვამი მახსენდება ამ პოსტის შემყურე.

" გვეშველება რამეეე??? "

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ხელფასი და პენსია იზრდება - რომელი პროფესიის ადამიანები მიიღებენ მომატებულ ანაზღაურებას

ხელფასი და პენსია იზრდება - რომელი პროფესიის ადამიანები მიიღებენ მომატებულ ანაზღაურებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული.

როგორც გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 50-ლარით იზრდება.

„პრინციპების დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. გარდა ამისა, 1-ელი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა 2020 წელს გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ხელფასების ზრდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, სამართალდამცველებისთვის, ჯარისკაცებისთვის, ექიმებისთვის და ა.შ.

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ისე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით. გარდა ამისა გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით. 2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღვნიშნავ იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, ეს გახლავთ ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, სამართალდამცველები და ჯარისკაცები და რა თქმა უნდა ექიმები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები

"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში

"წაართვეს მეფეს, დაუმალეს ჰიტლერს, იპოვა სიდნეელმა ღვინით მოვაჭრემ" -  ნადირობა საქართველოში არსებულ სტალინის საიდუმლო ღვინის საცავზე