ავტორი:

ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი

ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი

მეცნიერება უკვე იმ დონემდე განვითარდა სულიერ საკითხებს იკვლევს.

სწავლულები მიდიან დასკვნამდე, რომ ყველა დაავადების მიზეზი ჩვენს გონებაში ბუდობს. ადამიანები ქვეცნობიერი შიშების გამო ავადმყოფობენ. ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, ჩვენი ჩახშული ემოციების, განდევნილი აზრების, შიშების მატერიალიზაციაა მხოლოდ. მისი ფიზიკური გამოვლინება. სხეული სულიერი მდგომარეობის ანარეკლია, მისი სარკე და მკურნალობაც მხოლოდ სულიერ დონეზე ხდება შესაძლებელი. თავის ტკივილს გამაყუჩებელი მხოლოდ დროებით შველის, სანამ მიზეზს არ ვუმკურნალებთ, მორჩენაზე საუბარი ზედმეტია.

ეზოთერიკულ დონეზე ყველა ავადმყოფობა კარმულია. პრობლემები იწყება მაშინ, როცა ადამიანი საკუთარ დანიშნულებას ღალატობს, სამყაროსთან ჰარმონიულ თანაარსებობას წყვეტს და მისი კანონების დარღვევას იწყებს.

რეინკარნაციის თეორიის მიხედვით, ისინი, ვინც თანდაყოლილი ავადმყოფობებით იბადებიან, იბადებიან იმისთვის, რომ საკუთარ შეცდომებს ჩახვდნენ, რაღაც-რაღაცეებზე სხვანაირად დაფიქრდნენ. ბავშვური ავადმყოფობები მშობლების ქცევებისა და ფიქრების ანარეკლია, თუკი ოჯახური პრობლემები დალაგდება, ბავშვიც გამოჯანმრთელდება. ზრდასრული და ჯანსაღი ადამიანი კი იმიტომ ხდება ავად, რომ უარყოფით კარმას იგროვებს.

რეინკარნაციის უარმყოფელი სწავლებების მიხედვით, ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი წინაპრების ცოდვების გამო ხდება. ცოდვას დაარქმევ, მეცნიერებას თუ კარმას, მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი ერთია, მუშაობა სულიერ დონეზეა ჩასატარებელი.

ისინი, ვინც სულიერი სიმშვიდის მიღწევას ახერხებენ, თავს ბედნიერად გრძნობენ, შეუძლიათ სიხარული, სიყვარული, სწამთ, სჯერათ, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, იშვიათად ხდებიან ავად და დიდხანს ცოცხლობენ. პოზიტიური ემოციები აჯანსაღებს. სიცილის თერაპიით სიმსივნის განკურნების უამრავი მაგალითი არსებობს. დადებითი შეგრძნებებით მკურნალობა მედიცინაში მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში უკვე ერთ-ერთ მეთოდადაა დანერგილი.

ეს იმიტომ ხდება, რომ მთელი სამყარო ერთი ბიოლოგიური ორგანიზმია, ჩვენ ერთმანეთის ნაწილები ვართ, ენერგეტიკული არსებები და ამ მთლიანობისგან განცალკევებულ არსებობას ვერ ვახერხებთ. ჩვენ ერთი სისტემა ვართ. ერთმანეთს ენერგიას ვაძლევთ და ვიღებთ. რა იმპულსებსაც ვგზავნით, იგივე გვიბრუნდება. როდესაც ვბრაზობთ, გვწყინს, გვეშინია, ვმერყეობთ, ეჭვი გვეპარება, გვშურს, სასოწარკვეთილებაში ვართ, ანუ უარყოფით ემოციებს ვგრძნობთ, ენერგეტიკული არხი ბინძურდება, აურა ირღვევა და ჩვენც ვავადდებით.

გთავაზობთ ზოგიერთი ავადმყოფობის ფსიქოლოგიურ მიზეზებს, რადგან მათი გაცნობიერება, ამ ავადმყოფობებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ:

სიმსივნე - დაგროვილი წყენებია, შეუხორცებელი იარები. უსიხარულობა. სული დაღლილია და სხეულიც ამ დაღლას პასუხობს - უჯრედები კვდომას იწყებენ. სასქესო ორგანოების სიმსივნეები უჩნდებათ იმათ, ვინც ქვეცნობიერ დონეზე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე არიან გაბოროტებულნი. რაც შეეხება საშვილოსნოს, მკერდის კიბოს - ეს დედობის ქვეცნობიერი შიშია.

სიმსუქნე - შიში და გარემო ფაქტორებისგან დაუცველობის შეგრძნებაა. განუხორციელებელ მიზნებზე დარდი, საკუთარი თავის სიბრალული იმის გამო, რომ სიყვარული აკლია. შეიძლება მშობლების მიმართ დაგროვილი ბრაზიც კი მატერიალიზდეს ამ ფორმით, თუკი წონის მომატება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია.

კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები - ადამიანს არ სურს იმ მოვლენების მიღება, რაც მის ირგვლივ ხდება/ ძუნწობა, სიღატაკე, სიღარიბის შიში, შური.

მსხვილი ნაწლავი - კომფორტის ზონაში ჩაკეტვა, ცვლილებების შიში, სტაბილურობისაკენ გადამეტებული სწრაფვა, სიჯიუტე, უმოქმედობა, ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა.

წვრილი ნაწლავი/კისტა - მოქმედების შიში, მხოლოდ სხვების გავლენის ქვეშ მოქმედება.

მეტეორიზმი - სიხარბე.

ბუასილი - შიში, რომ ვერ გაართმევ თავს პრობლემებს.

უმადობა - სიახლეების შიში.

ალერგია - წაიკითხეთ სრულად

ქართველმა ფეხბურთელებმა "ერთა ლიგა" გამარჯვებით დაიწყეს - ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

"მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო?" - სიყვარული, რომელმაც ჩეხი გოგონა ჩეხეთიდან რაჭაში ჩაიყვანა

"როგორც ღატაკებს ისე დაგვირიგეს სურსათი...თავს ქაცვის გაყიდვით ვირჩენთ", - როგორ ცხოვრობს ვლადიკავკაზში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელსაც მამა არ აღიარებს