პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ფერაძის ოჯახის ტრაგედია და რუსეთში დაბადებული მეოთხე შვილი, რომელიც ცნობილი მამის ასლია
გია ფერაძის ოჯახის ტრაგედია და რუსეთში დაბადებული მეოთხე შვილი, რომელიც ცნობილი მამის ასლია

ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი თბი­ლი­სუ­რი ოჯა­ხი - ფე­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი, არა მხო­ლოდ თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. ფე­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია დაწ­ვრი­ლე­ბით არის მო­თხრო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის ძმის, ილი­კო ფე­რა­ძის წიგნ­ში - "მე, ბე­ბია, ბა­ბუა, დედა, მამა და გია ფე­რა­ძე".

AMBEBI.GE ილი­კო ფე­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და და პირ­დად მის­გან მო­ის­მი­ნა უც­ნო­ბი თუ ნაც­ნო­ბი ის­ტო­რი­ე­ბი ფე­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის შე­სა­ხებ. სწო­რედ ბა­ტონ­მა ილი­კომ გვი­ამ­ბო, რომ ცნო­ბი­ლი ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რის - "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნას" სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი, მათი მამა ბი­ძი­ნა ფე­რა­ძე იყო, ასე­ვე გაგ­ვიმ­ხი­ლა ამ ტექ­სტის შექ­მნის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია...

ილია ფე­რა­ძე

AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ის ცნო­ბი­ლი ძმის ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტა­პებ­საც იხ­სე­ნებს. გვიყ­ვე­ბა მსა­ხი­ო­ბის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ი­სა და მისი შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი - რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მე­ო­თხე ბიჭი, ცნო­ბი­ლი მა­მის სა­ხელს ატა­რებს და მისი ზუს­ტი ას­ლია...

"ცხრა წლით უფ­რო­სი ვი­ყა­ვი ჩემს ძმა­ზე, გია ფე­რა­ძე­ზე. მე და­ვი­ბა­დე სა­მა­მუ­ლო ომამ­დე, ხოლო გია - ომის შემ­დეგ. რომ მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ იყა­ვით ასე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ძმე­ბიო, ვპა­სუ­ხობ - ჩვენს შო­რის მთე­ლი ომი იყო-მეთ­ქი.

ომმა ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­მაც ომი გა­მო­ი­ა­რეს უფრო გულ­ჩა­თხრო­ბი­ლე­ბი და დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ხოლო ომის შემ­დეგ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი გა­ცი­ლე­ბით მხი­ა­რუ­ლე­ბი და ლა­ღე­ბი. გია ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ცელ­ქი და მოძ­რა­ვი იყო. ერთ ად­გი­ლას ვერ გა­ა­ჩე­რებ­დით. ასე იყო სტუ­დენ­ტო­ბა­შიც. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას მას უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და, რო­მელ­თა ნა­წი­ლი დღეს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან.

გია ფე­რა­ძე, გოგი ხა­რა­ბა­ძე, ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი. ფოტო: ილია ფე­რა­ძე

გან­სა­კუთ­რე­ბით ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ელი­სო გუ­დი­აშ­ვილ­თან, ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვილ­თან, ას­მათ ტყაბ­ლა­ძეს­თან, ამი­რან ბუ­ა­ძეს­თან, დათო დვა­ლიშ­ვილ­თან და ა.შ. გიას იუ­მო­რის გრძნო­ბა ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი იყო, ის ხში­რად თვი­თონ ქმნი­და იუ­მო­რის­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, კუ­რი­ო­ზებს.

ერთხელ, რუს­თა­ვი­დან თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და გია და მან­ქა­ნა­ში შე­ი­პა­ტი­ჟა ქუ­ჩა­ში მდგო­მი ელი­სო. თბი­ლი­სის მა­გივ­რად მან­ქა­ნის მხი­ა­რუ­ლი ეკი­პა­ჟი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. გია ელი­სოს შე­სა­ში­ნებ­ლად მძღოლს აფა­რებ­და ხელს თვალ­ზე, ამ თა­მაშ­ში ავა­რი­ა­ში მოხ­ვდნენ და და­ზი­ან­დნენ. ელი­სომ ფეხი მო­ი­ტე­ხა, სხვა მე­გობ­რე­ბიც და­შავ­დნენ, გიამ ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ი­ღო.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­სუ­ლი დე­და­ჩე­მის­თვის გიას უთ­ქვამს - "აჰა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რომ მე­ძახ­დი შე უტვი­ნოო, ხომ და­გიმ­ტკი­ცე, რომ ტვი­ნი მქო­ნი­აო".

გია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს, ჩვე­ნი ფან­ჯრე­ბი პირ­და­პირ გად­მოჰ­ყუ­რებს ე.წ. სამ­ხატ­ვრო ტექ­ნი­კუ­მის სპორ­ტულ მო­ე­დანს, ახლა ის გა­ნა­ახ­ლეს, კე­თილ­მო­ა­წყვეს. გია იქ თა­მა­შობ­და თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად. მას პა­ტა­რა მო­ედ­ნე­ბის პე­ლეს ეძახ­დნენ. გიას მე­გო­ბა­რი იყო დათო ყი­ფი­ნი, რო­მე­ლიც ეუბ­ნე­ბო­და - "ნახე რა დარ­ტყმა გაქვს, წა­მო­დი, ივარ­ჯი­შე და ჩემ­ზე მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლი გა­მოხ­ვა­ლო!". მე მა­გის თავი მაქვს რომ შენ­სა­ვით რე­ჟიმ­ში ვი­ვარ­ჯი­შოო, მერე რო­დის უნდა დავ­ლი­ოო? - მი­უ­გებ­და ხოლ­მე გია.

ხა­ტავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად. და­ამ­თავ­რა კი­დეც სამ­ხატ­ვრო ტექ­ნი­კუ­მი, ერთი შტრი­ხით შე­ეძ­ლო ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის და­ჭე­რა" - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ობ ძმას ილი­კო ფე­რა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა გია ფე­რა­ძის ოჯახს და მის ტრა­გი­კულ ის­ტო­რი­ას, ილი­კო ფე­რა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ეს ფაქ­ტი მე­დი­ით უამ­რავ­ჯერ გავ­რცელ­და, თუმ­ცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად და არას­წო­რად იყო გად­მო­ცე­მუ­ლი.

"გიას ირი­ნა მი­ქა­ტა­ძეს­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე ორი მე­უღ­ლე ჰყავ­და, თითო შვი­ლი დარ­ჩა თითო ქორ­წი­ნე­ბი­დან.

უზო­მოდ უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი ირი­ნას და გიას! ირი­ნა ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და კარ­გი ოჯა­ხი­დან იყო - ცნო­ბი­ლი მო­ქან­და­კე ჯუნა მი­ქა­ტა­ძე იყო მა­მა­მი­სი, ხოლო დედა ასე­ვე ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის, საყ­ვა­რე­ლი­ძე­ე­ბის ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნი და ამ ოჯახ­ში ხში­რად ქა­ლა­ქის ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი იყ­რი­და თავს, მათ შო­რის მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. გია და ირი­ნა, ჯუნა მი­ქა­ტა­ძის სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ...

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ტრა­გი­კულ დღეს, ასე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი: გია სა­ქე­ი­ფოდ იყო წა­სუ­ლი და სახ­ლში გვი­ან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა ნას­ვა­მი, რო­გორც ყო­ველ­თვის ირი­ნას და­უ­წყია ქოთ­ქო­თი. თუმ­ცა, მა­ლე­ვე დამ­შვი­დე­ბუ­ლან და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დამ­სხდა­რან ყა­ვის და­სა­ლე­ვად. გია სა­წოლ­ზე იყო წა­მო­წო­ლი­ლი, ხოლო ირი­ნა მის წინ იჯდა და ყა­ვას მი­ირ­თმევ­და. გიას ჯი­ბე­ში ედო სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფი და მას­თან ერ­თად კალ­მის­ტრის ფორ­მის ია­რა­ღი, რო­მე­ლიც "გე­კოს" ტყვი­ებს ის­რო­და.

ირი­ნა მი­ქა­ტა­ძე

არ ვიცი ვინ აჩუ­ქა ეს ია­რა­ღი მას, სულ თან დაჰ­ქონ­და. დღე­ო­ბებ­ზე რომ და­დი­ო­და მე­გობ­რე­ბის წრე­ში, სა­კი­დებ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ქუ­დებს ეს­რო­და ხოლ­მე, გას­რო­ლი­სას დიდი ხმა ჰქონ­და და იყო ერთი წი­ო­კო­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა... იმ დღეს წა­მო­წო­ლი­ლი რომ იყო, წა­მო­წე­უ­ლა, ჯი­ბი­დან ამო­უ­ღია სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფი, სან­თე­ბე­ლა და მას­თან ერ­თად იდო ეს ია­რა­ღიც, რო­მე­ლიც გა­მო­ე­დო ჯი­ბეს და უეც­რად გა­უს­ვრია...

ირი­ნას და თა­ვად გიას, უბე­დუ­რი ბედი - ტყვი­ამ ნეკ­ნებს შო­რის გა­ი­ა­რა და ირი­ნა ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა... გია შოკ­ში ჩა­ვარ­დნი­ლა, და­იბ­ნა, ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბია და ფეხ­შიშ­ვე­ლი გაქ­ცე­უ­ლა გა­რეთ, წა­სუ­ლა მე­გო­ბარ­თან, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­ყო­ლია, ერთი ბოთ­ლი არა­ყიც სულ­მო­უთ­ქმე­ლად და­უ­ლე­ვია და მი­უ­ღია პო­ლი­ცი­ის­თვის ჩა­ბა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე­ო­რე დი­ლას ის თა­ვი­სით მი­ვი­და და ჩა­ბარ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს.

მას თა­ვის დღე­ში ქა­თა­მი არ და­უკ­ლავს. ბე­ბი­ა­ჩე­მი რომ ეტყო­და - გია მოდი და­მი­კა­ლი ქა­თა­მიო, რას ამ­ბობ ბებო, ფა­შის­ტი ხომ არ ხარ? ქა­თამს რა და­მაკ­ვლე­ვი­ნებ­სო, ეტყო­და ხოლ­მე.

...ირი­ნას დაკ­რძალ­ვა­ზე იყ­ვნენ მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა პირ­და­პირ თქვა, რომ ეს იმ­დე­ნად შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბაა, მკვლე­ლი სა­მა­გა­ლი­თოდ უნდა და­ი­სა­ჯო­სო და მორ­ჩილ­მა „სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა“ სტრუქ­ტუ­რებ­მა პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და­ვა­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ გიას სას­ჯე­ლის უმ­კაც­რე­სი ზომა შე­ფარ­დე­ბო­და.

ირი­ნა მი­ქა­ტა­ძე მისი და გია ფე­რა­ძის ქა­ლიშ­ვილ­თან, მა­რი­კუ­ნას­თან ერ­თად

აპყრო­ბი­ლე­ში მას შე­ე­ყა­რა ჭლე­ქი, მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ გა­და­იყ­ვა­ნეს, არა­მედ მძი­მედ ავად­მყო­ფი, პირ­და­პირ გა­უშ­ვეს ეტაპ­ში ვლა­დი­მირ­ში. ძა­ლი­ან ხში­რად ვა­კი­თხავ­დი ცი­ხე­ში, ვსა­უბ­რობ­დით... თავს ძა­ლი­ან დათ­რგუ­ნუ­ლად გრძნობ­და. ვე­რა­ფერს ვშვე­ლი­დი... გიას ად­ვო­კა­ტი მე­უბ­ნე­ბო­და - აზრი არ აქვს, ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ, არა­ვინ არ მის­მენს, უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლი­აო.

შემ­დეგ გია სსრ კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა ცი­ხე­ებ­ში გა­დაჰ­ყავ­დათ ეტა­პით, სა­ყო­ველ­თა­ო­დაა ცნო­ბი­ლი რომ პა­ტიმ­რის­თვის ეტა­პი­რე­ბა არის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვა. ეტა­პი­რე­ბი­სას არც გვა­რი გაქვს, არც სა­ხე­ლი, გაქვს მხო­ლოდ ნო­მე­რი და თუ სად­მე აღ­მოგხდა სული, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან მი­დის პა­ტა­კი, რომ გარ­და­იც­ვა­ლა ესა და ეს ნო­მე­რი პა­ტი­მა­რი...

გია ყვე­ლას­თან პო­უ­ლობ­და სა­ერ­თო ენას, მისი იუ­მო­რის და წარ­სუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით. იგი ყველ­გან უყ­ვარ­დათ და პა­ტივს სცემ­დნენ. ერთ-ერთი ეტა­პი­რე­ბი­სას ცი­ხე­ში 40 წელი შე­უს­რულ­და და სვერდლოვ­სკის ცი­ხე­ში ცნო­ბილ­მა "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა" ცი­ხე­ში გა­და­უ­ხა­დეს და­ბა­დე­ბის დღე, "სუ­ხა­რე­ბის" და შე­დე­დე­ბუ­ლი რძის­გან შე­ზა­ვე­ბუ­ლი ტორ­ტით, „ჩე­ფი­რით“, სა­ჩუქ­რე­ბით და სი­ურპრი­ზე­ბით...

ია­კუ­ტი­ის ცი­ხი­დან ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, აგ­რეთ­ვე მის­მა რუს­მა მე­გობ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ.

ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას, გიას ძა­ლი­ან შე­ერ­ყა ჯან­მრთე­ლო­ბა და გა­მოს­ვლის შემ­დეგ დიდ­ხანს არ უცო­ცხლია..." - გვიყ­ვე­ბა ილი­კო ფე­რა­ძე და დას­ძენს რომ, ქარ­თულ მე­დი­ა­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სენ­სა­ცი­ურ ხა­სი­ათს ატა­რებს და რო­მელ­თაც სი­ნამ­დვი­ლეს­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო. მი­სი­ვე თქმით, გიას შემ­თხვე­ვა­შიც ბევ­რი სი­სუ­ლე­ლე და­ი­ბეჭ­და მის ცი­ხის შემ­დგომ ცხოვ­რე­ბა­ზე, მაგ­რამ უმე­ტეს­წი­ლად არას­წო­რი...

"სწო­რი და სენ­სა­ცი­უ­რი არის ის, რომ ერთ-ერთ გას­ტროლ­ზე ყოფ­ნის შემ­დეგ, გიას აღ­მო­აჩ­ნდა რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მე­ო­თხე შვი­ლი, მა­საც ქვია გია, არის მოს­კო­ვის ერთ-ერთი თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბი და ორი წვე­თი წყა­ლი­ვით გავს მა­მა­მისს გია ფე­რა­ძეს! (გია ფე­რა­ძე უმ­ცრო­სი დე­დის გვარ­საც ატა­რებს და მას მრუ­სეთ­ში იც­ნო­ბენ, რო­გორც გი­ორ­გი კუ­ზუ­ბოვს. ავტ)

გია ფე­რა­ძე და ირი­ნა კუ­ზუ­ბო­ვა

მე და დე­დამ მის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ გიას და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ. პა­ტა­რა გიას დე­დამ (ირი­ნა კუ­ზუ­ბო­ვა, ავტ.) გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა ბავ­შვის სუ­რა­თი, რო­მელ­შიც ვერ გა­ნას­ხვა­ვებ­დი მა­მას და შვილს! შემ­დეგ და­ი­კარ­გა ჩვენს შო­რის კავ­ში­რი და უკვე 21 სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტი შე­მო­ვი­და, მოვ­ძებ­ნე ჩემი ძმის­შვი­ლი, და­ვუ­კავ­შირ­დი და დედა-შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი...

უმ­ცრო­სი გია ფე­რა­ძე დე­დას­თან ერ­თად

ახალ­გაზ­რდა გია ფე­რა­ძე მა­მის სრუ­ლი ას­ლია, ორი წვე­თი წყა­ლი­ვით გვა­ნან ერ­თმა­ნეთს! ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა ამ მსგავ­სე­ბით. ისიც ნი­ჭი­ე­რია მა­მა­სა­ვით. რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში, მე­რაბ თა­ვა­ძის დახ­მა­რე­ბით, რო­გორც მსა­ხი­ობს სა­ღა­მო მო­ვუ­წყვე, სა­ღა­მო­ზე მო­ვი­და მთე­ლი თბი­ლი­სი.

მო­ვი­და აგ­რეთ­ვე გიას და ირი­ნას შვი­ლი მა­რი­კუ­ნა... ის დარ­ბაზ­ში არ შე­მო­სუ­ლა, გა­რეთ იც­დი­და. უმ­ცრო­სი გია იხ­სე­ნებს: "რომ გა­მო­ვე­დი გა­რეთ, მა­რი­კუ­ნას და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ვიგ­რძე­ნი, რა­ღაც სი­ახ­ლო­ვე ჩვენს შო­რის და ისე მო­მე­წო­ნა, გა­ვი­ფიქ­რე ნე­ტავ, ეს ულა­მა­ზე­სი გოგო ჩემი და არ აღ­მოჩ­ნდე­ბო­დე­სო...

მას შემ­დეგ ძა­ლი­ან და­ახ­ლოვ­და და-ძმა და გიას უფ­როს შვი­ლებ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ.

მა­რი­კუ­ნა მი­ქა­ტა­ძე, გია ფე­რა­ძე უმ­ცრო­სი, ბი­ძი­ნა ფე­რა­ძე
სოფო და გია ფე­რა­ძე­ე­ბი

ეს იყო ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­ხა­რუ­ლი, რომ გიას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 15 წლის შემ­დეგ, გიას შვი­ლე­ბი ერ­თად შევ­ყა­რე და მათ ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. მე დავ­წე­რე სცე­ნა­რი პა­ტა­რა გიას და დე­და­მი­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ და ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სა რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ ცალ­კე წიგ­ნად აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ცემ..." - გვიყ­ვე­ბა ილია ფე­რა­ძე.

ფო­ტო­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა; ილი­კო ფე­რა­ძე; ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააავა
3

რა უბედურებაა... საერთოდ არ გამოხატავს განცდას

მანო
0

უფალმა გაანატლოს ამ ლამაზი გოგოს სული, მიქატაძეებმა აღზარდეს და მიქატაძეა, სხვას მის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღიაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

გია ფერაძის ოჯახის ტრაგედია და რუსეთში დაბადებული მეოთხე შვილი, რომელიც ცნობილი მამის ასლია

გია ფერაძის ოჯახის ტრაგედია და რუსეთში დაბადებული მეოთხე შვილი, რომელიც ცნობილი მამის ასლია

ერთ-ერთი უძველესი თბილისური ოჯახი - ფერაძეების ოჯახი, არა მხოლოდ თბილისელებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის კარგად არის ცნობილი. ფერაძეების ოჯახის საუკუნოვანი ისტორია დაწვრილებით არის მოთხრობილი მსახიობის ძმის, ილიკო ფერაძის წიგნში - "მე, ბებია, ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე".

AMBEBI.GE ილიკო ფერაძეს დაუკავშირდა და პირდად მისგან მოისმინა უცნობი თუ ნაცნობი ისტორიები ფერაძეების ოჯახის შესახებ. სწორედ ბატონმა ილიკომ გვიამბო, რომ ცნობილი ქალაქური სიმღერის - "ყვავილების ქვეყანას" სიტყვების ავტორი, მათი მამა ბიძინა ფერაძე იყო, ასევე გაგვიმხილა ამ ტექსტის შექმნის ძალიან საინტერესო ისტორია...

ილია ფერაძე

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ის ცნობილი ძმის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებსაც იხსენებს. გვიყვება მსახიობის ოჯახის ტრაგედიისა და მისი შვილების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი - რუსეთში დაბადებული მეოთხე ბიჭი, ცნობილი მამის სახელს ატარებს და მისი ზუსტი ასლია...

"ცხრა წლით უფროსი ვიყავი ჩემს ძმაზე, გია ფერაძეზე. მე დავიბადე სამამულო ომამდე, ხოლო გია - ომის შემდეგ. რომ მეკითხებიან, რატომ იყავით ასეთი განსხვავებული ძმებიო, ვპასუხობ - ჩვენს შორის მთელი ომი იყო-მეთქი.

ომმა ძალიან შეცვალა ბავშვები, რომლებმაც ომი გამოიარეს უფრო გულჩათხრობილები და დათრგუნულები იყვნენ, ხოლო ომის შემდეგ დაბადებული ბავშვები გაცილებით მხიარულები და ლაღები. გია ბავშვობიდან ძალიან ცელქი და მოძრავი იყო. ერთ ადგილას ვერ გააჩერებდით. ასე იყო სტუდენტობაშიც. თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლისას მას უამრავი მეგობარი ჰყავდა, რომელთა ნაწილი დღეს ცნობილი მსახიობები არიან.

გია ფერაძე, გოგი ხარაბაძე, ნანული სარაჯიშვილი. ფოტო: ილია ფერაძე

განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ელისო გუდიაშვილთან, ნანული სარაჯიშვილთან, ასმათ ტყაბლაძესთან, ამირან ბუაძესთან, დათო დვალიშვილთან და ა.შ. გიას იუმორის გრძნობა ყველასათვის ცნობილი იყო, ის ხშირად თვითონ ქმნიდა იუმორისტულ სიტუაციებს, კურიოზებს.

ერთხელ, რუსთავიდან თბილისში ბრუნდებოდა გია და მანქანაში შეიპატიჟა ქუჩაში მდგომი ელისო. თბილისის მაგივრად მანქანის მხიარული ეკიპაჟი საავადმყოფოში მოხვდა. გია ელისოს შესაშინებლად მძღოლს აფარებდა ხელს თვალზე, ამ თამაშში ავარიაში მოხვდნენ და დაზიანდნენ. ელისომ ფეხი მოიტეხა, სხვა მეგობრებიც დაშავდნენ, გიამ ტვინის შერყევა მიიღო.

საავადმყოფოში მისული დედაჩემისთვის გიას უთქვამს - "აჰა მთელი ცხოვრება რომ მეძახდი შე უტვინოო, ხომ დაგიმტკიცე, რომ ტვინი მქონიაო".

გია არაჩვეულებრივად თამაშობდა ფეხბურთს, ჩვენი ფანჯრები პირდაპირ გადმოჰყურებს ე.წ. სამხატვრო ტექნიკუმის სპორტულ მოედანს, ახლა ის განაახლეს, კეთილმოაწყვეს. გია იქ თამაშობდა თავის მეგობრებთან ერთად. მას პატარა მოედნების პელეს ეძახდნენ. გიას მეგობარი იყო დათო ყიფინი, რომელიც ეუბნებოდა - "ნახე რა დარტყმა გაქვს, წამოდი, ივარჯიშე და ჩემზე მაგარი ფეხბურთელი გამოხვალო!". მე მაგის თავი მაქვს რომ შენსავით რეჟიმში ვივარჯიშოო, მერე როდის უნდა დავლიოო? - მიუგებდა ხოლმე გია.

ხატავდა არაჩვეულებრივად. დაამთავრა კიდეც სამხატვრო ტექნიკუმი, ერთი შტრიხით შეეძლო ადამიანის ხასიათის დაჭერა" - იხსენებს მსახიობ ძმას ილიკო ფერაძე.

რაც შეეხება გია ფერაძის ოჯახს და მის ტრაგიკულ ისტორიას, ილიკო ფერაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს ფაქტი მედიით უამრავჯერ გავრცელდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში გარკვეული დეტალები დამახინჯებულად და არასწორად იყო გადმოცემული.

"გიას ირინა მიქატაძესთან ქორწინებამდე ორი მეუღლე ჰყავდა, თითო შვილი დარჩა თითო ქორწინებიდან.

უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი ირინას და გიას! ირინა ძალიან ცნობილი და კარგი ოჯახიდან იყო - ცნობილი მოქანდაკე ჯუნა მიქატაძე იყო მამამისი, ხოლო დედა ასევე ცნობილი ოჯახის, საყვარელიძეების ულამაზესი ქალბატონი და ამ ოჯახში ხშირად ქალაქის ცნობილი პიროვნებები იყრიდა თავს, მათ შორის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. გია და ირინა, ჯუნა მიქატაძის სახლში ცხოვრობდნენ...

რაც შეეხება იმ ტრაგიკულ დღეს, ასე განვითარდა მოვლენები: გია საქეიფოდ იყო წასული და სახლში გვიან დაბრუნებულა ნასვამი, როგორც ყოველთვის ირინას დაუწყია ქოთქოთი. თუმცა, მალევე დამშვიდებულან და სამზარეულოში დამსხდარან ყავის დასალევად. გია საწოლზე იყო წამოწოლილი, ხოლო ირინა მის წინ იჯდა და ყავას მიირთმევდა. გიას ჯიბეში ედო სიგარეტის კოლოფი და მასთან ერთად კალმისტრის ფორმის იარაღი, რომელიც "გეკოს" ტყვიებს ისროდა.

ირინა მიქატაძე

არ ვიცი ვინ აჩუქა ეს იარაღი მას, სულ თან დაჰქონდა. დღეობებზე რომ დადიოდა მეგობრების წრეში, საკიდებზე ჩამოკიდებულ ქუდებს ესროდა ხოლმე, გასროლისას დიდი ხმა ჰქონდა და იყო ერთი წიოკობა და მხიარულება... იმ დღეს წამოწოლილი რომ იყო, წამოწეულა, ჯიბიდან ამოუღია სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და მასთან ერთად იდო ეს იარაღიც, რომელიც გამოედო ჯიბეს და უეცრად გაუსვრია...

ირინას და თავად გიას, უბედური ბედი - ტყვიამ ნეკნებს შორის გაიარა და ირინა ადგილზევე გარდაიცვალა... გია შოკში ჩავარდნილა, დაიბნა, ძალიან შეშინებია და ფეხშიშველი გაქცეულა გარეთ, წასულა მეგობართან, რომლისთვისაც ყველაფერი მოუყოლია, ერთი ბოთლი არაყიც სულმოუთქმელად დაულევია და მიუღია პოლიციისთვის ჩაბარების გადაწყვეტილება. მეორე დილას ის თავისით მივიდა და ჩაბარდა სამართალდამცველებს.

მას თავის დღეში ქათამი არ დაუკლავს. ბებიაჩემი რომ ეტყოდა - გია მოდი დამიკალი ქათამიო, რას ამბობ ბებო, ფაშისტი ხომ არ ხარ? ქათამს რა დამაკვლევინებსო, ეტყოდა ხოლმე.

...ირინას დაკრძალვაზე იყვნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი პირები. ერთ-ერთმა მათგანმა პირდაპირ თქვა, რომ ეს იმდენად შემზარავი მკვლელობაა, მკვლელი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო და მორჩილმა „სამართალდამცავმა“ სტრუქტურებმა პირნათლად შეასრულეს ხელმძღვანელობის დავალება, ყველაფერი გააკეთეს, რომ გიას სასჯელის უმკაცრესი ზომა შეფარდებოდა.

ირინა მიქატაძე მისი და გია ფერაძის ქალიშვილთან, მარიკუნასთან ერთად

აპყრობილეში მას შეეყარა ჭლექი, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ციხის საავადმყოფოში არ გადაიყვანეს, არამედ მძიმედ ავადმყოფი, პირდაპირ გაუშვეს ეტაპში ვლადიმირში. ძალიან ხშირად ვაკითხავდი ციხეში, ვსაუბრობდით... თავს ძალიან დათრგუნულად გრძნობდა. ვერაფერს ვშველიდი... გიას ადვოკატი მეუბნებოდა - აზრი არ აქვს, ვერაფერს ვაკეთებ, არავინ არ მისმენს, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილიაო.

შემდეგ გია სსრ კავშირის სხვადასხვა ციხეებში გადაჰყავდათ ეტაპით, საყოველთაოდაა ცნობილი რომ პატიმრისთვის ეტაპირება არის ყველაზე საშინელი ტანჯვა. ეტაპირებისას არც გვარი გაქვს, არც სახელი, გაქვს მხოლოდ ნომერი და თუ სადმე აღმოგხდა სული, ხელმძღვანელობასთან მიდის პატაკი, რომ გარდაიცვალა ესა და ეს ნომერი პატიმარი...

გია ყველასთან პოულობდა საერთო ენას, მისი იუმორის და წარსულის მეშვეობით. იგი ყველგან უყვარდათ და პატივს სცემდნენ. ერთ-ერთი ეტაპირებისას ციხეში 40 წელი შეუსრულდა და სვერდლოვსკის ციხეში ცნობილმა "კანონიერმა ქურდებმა" ციხეში გადაუხადეს დაბადების დღე, "სუხარების" და შედედებული რძისგან შეზავებული ტორტით, „ჩეფირით“, საჩუქრებით და სიურპრიზებით...

იაკუტიის ციხიდან ისევ საქართველოში დაბრუნებაში დიდი როლი ითამაშეს ჩემმა მეგობრებმა, აგრეთვე მისმა რუსმა მეგობრებმა, რომლებიც ცნობილი მსახიობები იყვნენ.

ციხეში ყოფნისას, გიას ძალიან შეერყა ჯანმრთელობა და გამოსვლის შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია..." - გვიყვება ილიკო ფერაძე და დასძენს რომ, ქართულ მედიაში ხშირად ვრცელდება შეუმოწმებელი ინფორმაციები, რომლებიც სენსაციურ ხასიათს ატარებს და რომელთაც სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო. მისივე თქმით, გიას შემთხვევაშიც ბევრი სისულელე დაიბეჭდა მის ციხის შემდგომ ცხოვრებაზე, მაგრამ უმეტესწილად არასწორი...

"სწორი და სენსაციური არის ის, რომ ერთ-ერთ გასტროლზე ყოფნის შემდეგ, გიას აღმოაჩნდა რუსეთში დაბადებული მეოთხე შვილი, მასაც ქვია გია, არის მოსკოვის ერთ-ერთი თეატრის წამყვანი მსახიობი და ორი წვეთი წყალივით გავს მამამისს გია ფერაძეს! (გია ფერაძე უმცროსი დედის გვარსაც ატარებს და მას მრუსეთში იცნობენ, როგორც გიორგი კუზუბოვს. ავტ)

გია ფერაძე და ირინა კუზუბოვა

მე და დედამ მის შესახებ გავიგეთ გიას დაპატიმრების შემდეგ. პატარა გიას დედამ (ირინა კუზუბოვა, ავტ.) გამოგვიგზავნა ბავშვის სურათი, რომელშიც ვერ განასხვავებდი მამას და შვილს! შემდეგ დაიკარგა ჩვენს შორის კავშირი და უკვე 21 საუკუნეში, როდესაც ინტერნეტი შემოვიდა, მოვძებნე ჩემი ძმისშვილი, დავუკავშირდი და დედა-შვილი საქართველოში მყავდა ჩამოყვანილი...

უმცროსი გია ფერაძე დედასთან ერთად

ახალგაზრდა გია ფერაძე მამის სრული ასლია, ორი წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთს! ყველა გაოცებული დარჩა ამ მსგავსებით. ისიც ნიჭიერია მამასავით. რომ ჩამოვიდნენ, სამეფო უბნის თეატრში, მერაბ თავაძის დახმარებით, როგორც მსახიობს საღამო მოვუწყვე, საღამოზე მოვიდა მთელი თბილისი.

მოვიდა აგრეთვე გიას და ირინას შვილი მარიკუნა... ის დარბაზში არ შემოსულა, გარეთ იცდიდა. უმცროსი გია იხსენებს: "რომ გამოვედი გარეთ, მარიკუნას დანახვისთანავე ვიგრძენი, რაღაც სიახლოვე ჩვენს შორის და ისე მომეწონა, გავიფიქრე ნეტავ, ეს ულამაზესი გოგო ჩემი და არ აღმოჩნდებოდესო...

მას შემდეგ ძალიან დაახლოვდა და-ძმა და გიას უფროს შვილებსაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.

მარიკუნა მიქატაძე, გია ფერაძე უმცროსი, ბიძინა ფერაძე
სოფო და გია ფერაძეები

ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სიხარული, რომ გიას გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ, გიას შვილები ერთად შევყარე და მათ ჩემს ქალიშვილთან ერთად არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. მე დავწერე სცენარი პატარა გიას და დედამისის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ და ფილმის გადაღებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ცალკე წიგნად აუცილებლად გამოვცემ..." - გვიყვება ილია ფერაძე.

ფოტოების მფლობელები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ილიკო ფერაძე; ლევან თაქთაქიშვილი