ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან გაერთიანების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
"22 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური პარტიები ერთიანდებიან. აღნიშნული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია განცხადების ტექსტში.
განცხადების თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ნოღაიდელს შორის მიმდინარე კონსულტაციებზე იხილება არა ორი პოლიტიკური პარტიის, არამედ ფართო ოპოზიციური გაერთიანების შექმნის საკითხი.
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" და "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერების პოზიცია მკაფიოდ არის დეკლარირებული მათ მიერ 2010 წლის 10 ივნისს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ხაზგასმულია ოპოზიციური ძალების გაერთიანებისა და კონსოლიდაციის აუცილებლობა, რამაც საზოგადოებას უნდა შესთავაზოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზები", - აღნიშნულია განცხადებაში.