პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"600 ეკლესია მაქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატი... ბოკერიას კი ქართული ფასეულობებისადმი ცინიკური დამოკიდებულება აქვს" - მიხეილ სააკაშვილი
"600 ეკლესია მაქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატი... ბოკერიას კი ქართული ფასეულობებისადმი ცინიკური დამოკიდებულება აქვს" - მიხეილ სააკაშვილი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას­სა და ყო­ფილ თა­ნა­მებ­რძოლ გიგა ბო­კე­რი­ას შო­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბია. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა „მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"აქ არის მარ­თლაც ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, მე ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით და ჩემი მრწამ­სით ვარ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი. ვინც რა უნდა თქვას, ესეც - ვა­ტა­რებ ჯვარს.

ბო­კე­რი­ამ და ბო­კე­რი­ას­ნა­ირ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი დის­ტან­ცი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ტრა­დი­ცი­უ­ლი, ქარ­თუ­ლი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­გან" - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გიგა ბო­კე­რია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის, ქარ­თუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მი­მართ“, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის „უძ­ვირ­ფა­სე­სია“.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­ნიშ­ვნა­ზე, რომ იმა­ვე ბრალ­დე­ბას უყე­ნე­ბენ „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და პი­რა­დად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს „ქარ­თუ­ლი მარ­ში“ და სხვა პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი პა­სუ­ხობს:

„ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მა­გას, იმი­ტომ რომ 600 ეკ­ლე­სია მაქვს აშე­ნე­ბუ­ლი ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით, მათ შო­რის ბაგ­რა­ტი... ეკ­ლე­სი­ა­ში არ არის მარ­ტო საქ­მე, ეკ­ლე­სია ერთ-ერთი ელე­მენ­ტია. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ის რაც არის ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­ფე­რი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ამა­ში არ არის".

ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გიგა ბო­კე­რი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ არ გა­მო­რი­ცხავს და ამ­ბობს, რომ მის პარ­ტი­ა­ში ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბაა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დეს, ჩა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში მას და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ თუ არა, ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია.

„უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში მე ვა­პი­რებ ჩა­მო­ვი­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა­ფე­რი სა­ი­დუმ­ლო არ არის. მარ­თა­ლია, უკ­რა­ი­ნა­ში კარ­გად ვგრძნობ თავს, მაგ­რამ როცა სამ­შობ­ლოს კარ­გავ... ახლა ოდე­სა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი და ყო­ველ მე­ო­რე ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ქუ­ჩა­ში ვხვდე­ბი მეხ­ვე­წე­ბი­ან მე­რო­ბა­ზე. მე აქ გა­მო­კი­თხვებ­ში ვლი­დე­რობ, ხალ­ხი მეხ­ვე­წე­ბა, მთა­ვა­ზობს, მაგ­რამ ეს არის ერთი თემა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიდ­რე არ აღ­ვად­გენთ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას, სა­ნამ არ გა­ვა­ჩე­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს დან­გრე­ვის და გა­ნად­გუ­რე­ბის პრო­ცესს, რა თქმა უნდა, ამა­ში მე ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში ვა­პი­რებ ჩა­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, ცი­ხე­ში აპი­რებთ წას­ვლას, სა­ა­კაშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა: „ეს ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია. ივა­ნიშ­ვილს მის­ცემს თუ არა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. მე ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად და­ვას­რუ­ლებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბას. გავ­წი­ოთ გვერ­დზე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. მე პო­ლი­ტი­კო­სი არ ვარ, მე ვარ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შემ­ქმნე­ლი. მე ვარ პატ­რი­ო­ტი.

არ შემ­ში­ნე­ბია უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მოს­ვლის და არ შე­მე­შინ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს ხალ­ხთან ჩა­მოს­ვლის. ახლა ისი­ნი დგა­ნან ჩვენს ში­შებ­ზე და სა­ერ­თოდ ვერ გა­უ­წე­ვენ წი­ნა­აღდმე­გო­ბას ქარ­თველ ხალ­ხს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ ის პი­რო­ბას ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"600 ეკლესია მაქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატი... ბოკერიას კი ქართული ფასეულობებისადმი ცინიკური დამოკიდებულება აქვს" - მიხეილ სააკაშვილი

"600 ეკლესია მაქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატი... ბოკერიას კი ქართული ფასეულობებისადმი ცინიკური დამოკიდებულება აქვს" - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასსა და ყოფილ თანამებრძოლ გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტრადიციული ფასეულობებისგან დისტანცირებაში დაადანაშაულა.

"აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები. მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეც - ვატარებ ჯვარს.

ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან" - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, გიგა ბოკერია წლების განმავლობაში გამოირჩეოდა „განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ“, რომელიც სააკაშვილისთვის „უძვირფასესია“.

ჟურნალისტების შენიშვნაზე, რომ იმავე ბრალდებას უყენებენ „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილს „ქართული მარში“ და სხვა პრორუსული ძალები, ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს:

„ჩემ წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი... ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ის რაც არის ყველაფერი ქართული და მნიშვნელოვანი, არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის".

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიასთან თანამშრომლობას წინასაარჩევნოდ არ გამორიცხავს და ამბობს, რომ მის პარტიაში ბევრი ღირსეული პიროვნებაა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უახლოეს თვეებში აპირებს საქართველოში ჩამოვიდეს, ჩამოსვლის შემთხვევაში მას დააპატიმრებენ თუ არა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„უახლოეს თვეებში მე ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. არაფერი საიდუმლო არ არის. მართალია, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ როცა სამშობლოს კარგავ... ახლა ოდესაში ვიმყოფები და ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც ქუჩაში ვხვდები მეხვეწებიან მერობაზე. მე აქ გამოკითხვებში ვლიდერობ, ხალხი მეხვეწება, მთავაზობს, მაგრამ ეს არის ერთი თემა. საქართველოში ვიდრე არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, სანამ არ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს, რა თქმა უნდა, ამაში მე ვიღებ მონაწილეობას, უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, ციხეში აპირებთ წასვლას, სააკაშვილმა ასე უპასუხა: „ეს ხალხის გადასაწყვეტია. ივანიშვილს მისცემს თუ არა ამის საშუალებას. მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ საქართველოში ივანიშვილის მმართველობას. გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ პატრიოტი.

არ შემშინებია უკრაინაში ჩამოსვლის და არ შემეშინდება საქართველოში ჩემს ხალხთან ჩამოსვლის. ახლა ისინი დგანან ჩვენს შიშებზე და საერთოდ ვერ გაუწევენ წინააღდმეგობას ქართველ ხალხს“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის პირობას ყოველთვის ასრულებს.

გადის თუ არა "ვიზეარი" საქართველოდან? - ნათია თურნავა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს

LIVE "ნიუსრუმიდან" - თამარ ჩერგოლეიშვილი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის საქმე