პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში
"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

ორი კვი­რის წინ, აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზით, ვი­თომ სწავ­ლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გამო ჩა­კე­ტი­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის გზა ისევ გა­უხ­სენ­ლია. 10 სექ­ტემ­ბერს ახალ­გო­რის ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­მა, სა­დაც უხ­სნი­და, რომ მათ­თვის (და არა მხო­ლოდ) მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, თუმ­ცა, მა­თან პა­სუ­ხი არ მო­სუ­ლა. კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია არც ერთ, ე.წ. ოფი­ცი­ა­ლურ პირს. რე­გი­ონ­ში ვრცელ­დე­ბა ვერ­სი­ე­ბი, რომ გზა ახალ წლამ­დე არც გა­იხ­სნე­ბა.

"რა­ი­ონ­ში არა­ერ­თი ონ­კო­და­ვა­ა­დე­ბუ­ლი გვყავს, რომ­ლე­ბიც სამ­კურ­ნა­ლოდ ქარ­თულ მხა­რეს გა­და­დი­ოდ­ნენ. ისი­ნი თბი­ლის­ში იყ­ვნენ აღ­რი­ცხვა­ზე. რამ­დე­ნი­მე კვი­რაა მკურ­ნა­ლო­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. არა­და, ეს მათ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი არა­ვის ეს­მის, ჩვენ გვახ­სოვს თქვე­ნი და­პი­რე­ბე­ბი, რომ გზა გა­იხ­სნე­ბო­და და მისი და­კეტვის საფრ­თხე აღარ შეგ­ვექ­მნე­ბო­და", - ნათ­ქვა­მია ახალ­გო­რე­ლე­ბის მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც ცხინ­ვა­ლის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის თქმით, "ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის დუ­მი­ლი უჩ­ვე­უ­ლო სუ­ლაც არ არის".

"ორი წლის წინ მეც მივ­წე­რე მას წე­რი­ლი ჩემს პრობ­ლე­მებ­ზე, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია... რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ვიცი, ვინც ავად­მყო­ფო­ბით იტან­ჯე­ბა და თბი­ლის­ში იყო აღ­რი­ცხვა­ზე. ხომ შე­იძ­ლე­ბა კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც გახ­სნან, რომ ამ ხალ­ხმა მა­ინც შეძ­ლოს ქარ­თულ მხა­რეს გა­დას­ვლა სამ­კურ­ნა­ლოდ და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის­თვის", - ამ­ბობს ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, ახალ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბას სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აყე­ნე­ბენ.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტე­ბით მათ ჩრიდ­ლო­ეთ ოსე­თის ქა­ლა­ქებ­ში გა­დას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ. 52 წლის მარი ქენ­ქა­ძე, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ინ­სულ­ტი მი­ი­ღო, ახ­ლა­გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­აწ­ვი­ნეს, ცხინ­ვალ­ში არ­სე­ბუ­ლი არაკ­ვა­ლი­ფი­ცუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის გამო, ისევ ახალ­გორ­ში რჩე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ჩა­მო­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში, თუმ­ცა, მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე დამ­ძი­მე­ბუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად დაგ­ვი­ან­და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაც, რა­მაც პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­არ­თუ­ლა. მის გარ­და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია კი­დევ ორი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თაც სას­წრა­ფოდ თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნა სჭირ­დე­ბათ.

"ახლა საჭ­მელ­სა და კომ­ფორტზე სუ­ლაც არ ვსა­უბ­რობთ, სი­ცო­ცხლის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ელე­მენ­ტა­რულ პი­რო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, რომ ოჯა­ხის წევ­რს გა­და­უ­დე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ჩა­უ­ტარ­დეს. არც კი ვი­ცით, რო­დის გა­იხ­სნე­ბა... ყვე­ლაფ­რის დე­ფი­ცი­ტია უკვე რა­ი­ონ­ში, იზო­ლა­ცი­ა­ში ვცხოვ­რობთ და თუ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, მიგ­რა­ცია გარ­და­უ­ვა­ლია", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

ekhokavkaza.com ცნო­ბით, ვიდ­რე ბი­ბი­ლო­ვი და მისი ე.წ. უწყე­ბა დუმს, რა­ი­ონ­ში ჭო­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, შე­საძ­ლოა გზა ახა­ლი წლის­თვის გახ­სნან. ახალ­გო­რე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. შე­ზღუდ­ვა შე­ე­ხოთ იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, რომ­ლე­ბიც ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში სა­მუ­შა­ოდ წე­როვ­ნის და­სახ­ლე­ბი­დან და­დი­ოდ­ნენ, ან პი­რი­ქით - ახალ­გო­რი­დან მი­დი­ოდ­ნენ წე­როვ­ნის­კენ.

რო­გორც ცხინ­ვა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, "შე­ზღუდ­ვა შე­ე­ხოთ და პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ ად­გი­ლობ­რი­ვებ­საც, რად­გან გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დროს, "წი­თე­ლი ჯვრის" სა­შუ­ა­ლე­ბით ისი­ნი თბი­ლი­სის კლი­ნი­კებ­ში გად­მოჰ­ყავ­დათ.

"ახლა კი, "რაზ­და­ხა­ნის" გამ­შვე­ბი პუნ­ქტის ჩა­კეტვის გამო, ეს მი­მოს­ვლაც შე­ზღუ­დუ­ლია. ვლა­დი­კავ­კაზ­სა და ბეს­ლან­ში კი გა­დას­ვლა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, ვერ ხერ­ხდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

ორი კვირის წინ, აბსურდული მიზეზით, ვითომ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გამო ჩაკეტილი ცხინვალის რეგიონის გზა ისევ გაუხსენლია. 10 სექტემბერს ახალგორის ადგილობრივმა მოსახლეობამ ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობას წერილი გაუგზავმა, სადაც უხსნიდა, რომ მათთვის (და არა მხოლოდ) მიმოსვლის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, მათან პასუხი არ მოსულა. კომენტარი არ გაუკეთებია არც ერთ, ე.წ. ოფიციალურ პირს. რეგიონში ვრცელდება ვერსიები, რომ გზა ახალ წლამდე არც გაიხსნება.

"რაიონში არაერთი ონკოდავაადებული გვყავს, რომლებიც სამკურნალოდ ქართულ მხარეს გადადიოდნენ. ისინი თბილისში იყვნენ აღრიცხვაზე. რამდენიმე კვირაა მკურნალობას ვერ ახერხებენ. არადა, ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი პრობლემები არავის ესმის, ჩვენ გვახსოვს თქვენი დაპირებები, რომ გზა გაიხსნებოდა და მისი დაკეტვის საფრთხე აღარ შეგვექმნებოდა", - ნათქვამია ახალგორელების მიმართვაში, რომელიც ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობამ უპასუხოდ დატოვა.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, "ანატოლი ბიბილოვის დუმილი უჩვეულო სულაც არ არის".

"ორი წლის წინ მეც მივწერე მას წერილი ჩემს პრობლემებზე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია... რამდენიმე ათეული ადამიანი ვიცი, ვინც ავადმყოფობით იტანჯება და თბილისში იყო აღრიცხვაზე. ხომ შეიძლება კვირაში ერთხელ მაინც გახსნან, რომ ამ ხალხმა მაინც შეძლოს ქართულ მხარეს გადასვლა სამკურნალოდ და მედიკამენტებისთვის", - ამბობს ekhokavkaza.com-თან საუბარში თამარ მეარაყიშვილი, რომლის თქმითაც, ახალგორის მოსახლეობას სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე აყენებენ.

მისივე თქმით, ქართული პასპორტებით მათ ჩრიდლოეთ ოსეთის ქალაქებში გადასვლის შესაძლებლობა არ აქვთ. 52 წლის მარი ქენქაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ინსულტი მიიღო, ახლაგორის საავადმყოფოში დააწვინეს, ცხინვალში არსებული არაკვალიფიცური სამედიცინო სერვისის გამო, ისევ ახალგორში რჩებოდა და რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, ჩამოიყვანეს თბილისში, თუმცა, მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო, შესაბამისად დაგვიანდა ქირურგიული ჩარევაც, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა. მის გარდა მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ორი პაციენტი, რომელთაც სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებათ.

"ახლა საჭმელსა და კომფორტზე სულაც არ ვსაუბრობთ, სიცოცხლისთვის აუცილებელ ელემენტარულ პირობაზე ვსაუბრობთ, რომ ოჯახის წევრს გადაუდებელი მკურნალობის კურსი ჩაუტარდეს. არც კი ვიცით, როდის გაიხსნება... ყველაფრის დეფიციტია უკვე რაიონში, იზოლაციაში ვცხოვრობთ და თუ არაფერი შეიცვალა, მიგრაცია გარდაუვალია", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.

ekhokavkaza.com ცნობით, ვიდრე ბიბილოვი და მისი ე.წ. უწყება დუმს, რაიონში ჭორებით ცხოვრობენ, რომლის თანახმადაც, შესაძლოა გზა ახალი წლისთვის გახსნან. ახალგორელი სტუდენტები სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. შეზღუდვა შეეხოთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ახალგორის რაიონში სამუშაოდ წეროვნის დასახლებიდან დადიოდნენ, ან პირიქით - ახალგორიდან მიდიოდნენ წეროვნისკენ.

როგორც ცხინვალის მოსახლეობა ამბობს, "შეზღუდვა შეეხოთ და პრობლემები შეექმნათ ადგილობრივებსაც, რადგან გადაუდებელი შემთხვევების დროს, "წითელი ჯვრის" საშუალებით ისინი თბილისის კლინიკებში გადმოჰყავდათ.

"ახლა კი, "რაზდახანის" გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ეს მიმოსვლაც შეზღუდულია. ვლადიკავკაზსა და ბესლანში კი გადასვლა სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ხერხდება.

"აფხაზეთში ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები კარანტინში გადაიყვანეს" - რას წერს ადგილობრივი მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"პრეზიდენტად 500 კაცს არ ავურჩევივარ, მუშაობას მომავალ არჩევნებამდე გავაგრძელებ" - ანატოლი ბიბილოვი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს