პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო კიბის უჯრედის მეორე და მესამე სართულის ჩამოშლის საშიშროება" - რა ვითარებაა დღეს ვარკეთილის კორპუსში, საიდანაც გუშინ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
"იყო კიბის უჯრედის მეორე და მესამე სართულის ჩამოშლის საშიშროება" - რა ვითარებაა დღეს ვარკეთილის კორპუსში, საიდანაც გუშინ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ვარ­კე­თი­ლის მე-3 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, 322-ე კორ­პუ­სის მე-8 სა­დარ­ბა­ზო­დან, სა­ი­და­ნაც გუ­შინ მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, მა­ცხოვ­რებ­ლებს ბი­ნე­ბი­დან სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბი გა­მო­აქვთ. რო­გორც ერთ-ერ­თმა მა­ცხოვ­რე­ბელ­მა ანა­ნო და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მას უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მხო­ლოდ 10 წუთი მი­ე­ცა იმი­სათ­ვის, რომ სახ­ლი­დან აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი გა­მო­ე­ტა­ნა.

"მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ. მხო­ლოდ 10 წუთი მოგ­ვცეს იმის­თვის, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი გა­მოგ­ვე­ტა­ნა: ბავ­შვის წამ­ლე­ბი, ფა­ფე­ბი და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი და მერე ალ­ბათ, კიდე შევ­ძლებთ შეს­ვლას", - გა­ნა­ცხა­და ანა­ნო და­ვი­თაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კი­ბე­ე­ბი კარ­გად არის გა­მაგ­რე­ბუ­ლი.

"და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შე­სამ­ჩნე­ვია. კი­ბე­ე­ბი კარ­გად არის გა­მაგ­რე­ბუ­ლი. ჩვე­ნი მხა­რე შე­და­რე­ბით უფრო უსაფრ­თხოა, ვიდ­რე მე­ო­რე მხა­რე", - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ზუსტ დროს, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ეუბ­ნე­ბი­ან, თუ რო­დის შეძ­ლე­ბენ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას.

მთლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლი­ან 322-ე კორ­პუ­სის სა­ძირ­კველს და მოხ­დე­ბა მისი მთლი­ა­ნი კარ­კა­სუ­ლი გა­მაგ­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა კახა სამ­ხა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. გამ­გე­ბე­ლი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვარ­კე­თი­ლის იმ ავა­რი­ულ კორ­პუს­თან იმ­ყო­ფე­ბი­ან, სა­ი­და­ნაც გუ­შინ მე-8 სა­დარ­ბა­ზოს მცხოვ­რებ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

გამ­გებ­ლის თქმით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის პირ­ვე­ლა­დი დას­კვნის მი­ხედ­ვით, 322-ე კორ­პუ­სის მე-8 სა­დარ­ბა­ზო­ში იყო "კი­ბის უჯრე­დის მე­ო­რე და მე­სა­მე სარ­თუ­ლის ჩა­მოშ­ლის სა­შიშ­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას აყე­ნებ­და ეჭვქვეშ და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ამ სა­დარ­ბა­ზო­დან ხალ­ხის ევა­კუ­ი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ".

მი­სი­ვე თქმით, გვერ­დით სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში ცხოვ­რე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი არ არის, რად­გა­ნაც კორ­პუ­სის ჩა­მოშ­ლის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა კორ­პუ­სი გა­სა­მაგ­რე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ, მე-8 სა­დარ­ბა­ზო­დან გა­მო­სახ­ლე­ბულ ოჯა­ხებს, მისი თქმით, ისი­ნი სა­ცხოვ­რებ­ლით მა­ნამ­დე იქ­ნე­ბი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, სა­ნამ კორ­პუს­ში გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ დას­რულ­დე­ბა.

"18-ვე ოჯა­ხი მე-8 სა­დარ­ბა­ზო­დან გა­მო­სახ­ლე­ბუ­ლია. ზოგი სას­ტუმ­რო­შია, ზოგი თა­ვი­სი სურ­ვი­ლით წა­ვი­და ნა­თე­სა­ვებ­თან. ჩვენ ვუზ­რუნ­ველ­ყოფთ ყვე­ლას სა­ცხოვ­რებ­ლით, სა­ნამ არ დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ აქ უსაფრ­თხოდ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გამ­გე­ბელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"იყო კიბის უჯრედის მეორე და მესამე სართულის ჩამოშლის საშიშროება" - რა ვითარებაა დღეს ვარკეთილის კორპუსში, საიდანაც გუშინ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"იყო კიბის უჯრედის მეორე და მესამე სართულის ჩამოშლის საშიშროება" - რა ვითარებაა დღეს ვარკეთილის კორპუსში, საიდანაც გუშინ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, 322-ე კორპუსის მე-8 სადარბაზოდან, საიდანაც გუშინ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, მაცხოვრებლებს ბინებიდან საკუთარი ნივთები გამოაქვთ. როგორც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ანანო დავითაშვილმა განაცხადა, მას უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მხოლოდ 10 წუთი მიეცა იმისათვის, რომ სახლიდან აუცილებელი ნივთები გამოეტანა.

"მეოთხე სართულზე ვცხოვრობ. მხოლოდ 10 წუთი მოგვცეს იმისთვის, რომ აუცილებელი ნივთები გამოგვეტანა: ბავშვის წამლები, ფაფები და მსგავსი რაღაცები და მერე ალბათ, კიდე შევძლებთ შესვლას", - განაცხადა ანანო დავითაშვილმა. მისივე თქმით, დაზიანებული კიბეები კარგად არის გამაგრებული.

"დაზიანებები შესამჩნევია. კიბეები კარგად არის გამაგრებული. ჩვენი მხარე შედარებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მეორე მხარე", - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, ზუსტ დროს, ჯერჯერობით ვერ ეუბნებიან, თუ როდის შეძლებენ სახლში დაბრუნებას.

მთლიანად შეისწავლიან 322-ე კორპუსის საძირკველს და მოხდება მისი მთლიანი კარკასული გამაგრება, - ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გამგებელი და მედიის წარმომადგენლები ვარკეთილის იმ ავარიულ კორპუსთან იმყოფებიან, საიდანაც გუშინ მე-8 სადარბაზოს მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

გამგებლის თქმით, მუნიციპალური ლაბორატორიის პირველადი დასკვნის მიხედვით, 322-ე კორპუსის მე-8 სადარბაზოში იყო "კიბის უჯრედის მეორე და მესამე სართულის ჩამოშლის საშიშროება, რომელიც ადამიანების უსაფრთხოებას აყენებდა ეჭვქვეშ და სწორედ აქედან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ სადარბაზოდან ხალხის ევაკუირება მოეხდინათ".

მისივე თქმით, გვერდით სადარბაზოებში ცხოვრება საფრთხის შემცველი არ არის, რადგანაც კორპუსის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს, თუმცა კორპუსი გასამაგრებელია.

რაც შეეხება გუშინ, მე-8 სადარბაზოდან გამოსახლებულ ოჯახებს, მისი თქმით, ისინი საცხოვრებლით მანამდე იქნებიან უზრუნველყოფილი, სანამ კორპუსში გამაგრებითი სამუშაოები არ დასრულდება.

"18-ვე ოჯახი მე-8 სადარბაზოდან გამოსახლებულია. ზოგი სასტუმროშია, ზოგი თავისი სურვილით წავიდა ნათესავებთან. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველას საცხოვრებლით, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ აქ უსაფრთხოდ შეიძლება ცხოვრება", - განაცხადა გამგებელმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი