სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქია ქუთაისსა და ოზურგეთში - ძლიერმა წვიმამ ეზოები და ქუჩები დატბორა
სტიქია ქუთაისსა და ოზურგეთში - ძლიერმა წვიმამ ეზოები და ქუჩები დატბორა

სტი­ქი­ამ ქუ­თა­ის­ში 60-ზე მეტი ოჯა­ხი და­ა­ზა­რა­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა მდი­ნა­რე ოღას­კუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. უხვი ნა­ლე­ქის გამო, მდი­ნა­რე ადიდ­და და კა­ლა­პო­ტი­დან გად­მო­ვი­და. შე­ფერ­ხე­ბუ­ლია სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და და­ი­წყეს სტი­ქი­ის ზო­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბა.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში შე­იქ­მნა სა­გან­გე­ბო შტა­ბი.

სტი­ქი­ამ და­ა­ზი­ა­ნა ოზურ­გე­თის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლიც, სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ეზო­ე­ბი და­იტ­ბო­რა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ხი­დე­ბი. გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მის შე­დე­გად მდი­ნა­რე ბჟუ­ჟი ადიდ­და. რო­გორც ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, საფრ­თხე ექ­მნე­ბა წი­თელმთის მო­ნაკ­ვეთ­ზე, მდი­ნა­რე ბჟუ­ჟის სა­ხი­დე გა­და­სას­ვლელს.

„სო­ფელ დვაბ­ზუ­ში და­ზი­ან­და სა­თა­და­რი­გო ხიდი და მოძ­რა­ო­ბა შე­მოვ­ლი­თი გზით, მხო­ლოდ მე­ლე­ქე­დუ­რის მხრი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზეც. და­იტ­ბო­რა რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხის ეზო“, - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ოზურ­გე­თის მერი კონ­სტან­ტი­ნე შა­რა­შე­ნი­ძე, მე­რის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე სურ­გუ­ლა­ძე და მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სტიქია ქუთაისსა და ოზურგეთში - ძლიერმა წვიმამ ეზოები და ქუჩები დატბორა

სტიქია ქუთაისსა და ოზურგეთში - ძლიერმა წვიმამ ეზოები და ქუჩები დატბორა

სტიქიამ ქუთაისში 60-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა მდინარე ოღასკურის მიმდებარე ტერიტორიაზე. უხვი ნალექის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. შეფერხებულია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიაში განუცხადეს, საგანგებო სიტუაციების სამსახური მობილიზებულია და დაიწყეს სტიქიის ზონებში მოსახლეობის დახმარება.

ქუთაისის მერიაში შეიქმნა საგანგებო შტაბი.

სტიქიამ დააზიანა ოზურგეთის რამდენიმე სოფელიც, სადაც საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, დაზიანებულია ხიდები. გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ბჟუჟი ადიდდა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საფრთხე ექმნება წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელს.

„სოფელ დვაბზუში დაზიანდა სათადარიგო ხიდი და მოძრაობა შემოვლითი გზით, მხოლოდ მელექედურის მხრიდან არის შესაძლებელი. კრიტიკული მდგომარეობაა თაყაიშვილის ქუჩაზეც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის ეზო“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო