ავტორი:

ვარკეთილის ერთ-ერთი კორპუსიდან მაშველებმა 18 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს

ვარკეთილის ერთ-ერთი კორპუსიდან მაშველებმა 18 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ში მოქალაქეების მიერ შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა.

ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა 18 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს, ორ პირს კი, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, კორპუსის დატოვებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დაეხმარნენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაშავებული არავინ არის.

ადგილზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო