სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ლატენტური ტუბერკულოზი და რომელია დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება
რა არის ლატენტური ტუბერკულოზი და რომელია დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება

მსოფ­ლი­ო­ში, სიკ­ვდი­ლო­ბის გა­მომ­წვევ 10 ყვე­ლა­ზე ხშირ მი­ზეზ­თა შო­რის ერთ-ერთი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზია.

ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის გა­მომ­წვევ ბაქ­ტე­რი­ას (მი­კო­ბაქ­ტე­რი­ას) შე­უძ­ლია და­ა­ზი­ა­ნოს ადა­მი­ა­ნის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ორ­გა­ნო და გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა ფორ­მის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, თუმ­ცა მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რია ფილ­ტვის­მი­ე­რი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის შემ­თხვე­ვა­თა სა­ერ­თო რი­ცხვის 10% ბავ­შვებ­ზე მო­დის. ყო­ველ­წლი­უ­რად, მსოფ­ლი­ო­ში, ამ და­ა­ვა­დე­ბით მი­ლი­ო­ნამ­დე ბავ­შვი ავად­დე­ბა და 200 000-ზე მეტი იღუ­პე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლოდ დღე­ში 575 ბავ­შვს უდ­რის.

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის 23% -ს (1.7 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი) აღე­ნიშ­ნე­ბა ლა­ტენ­ტუ­რი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის „მთვლე­მა­რე“ ფორ­მას, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი არ არის გა­დამ­დე­ბი გარ­შე­მომ­ყოფ­თათ­ვის.

ლა­ტენ­ტუ­რი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მქო­ნე­თა 5-10%-ს სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­დეს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის აქ­ტი­უ­რი ფორ­მა.

უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბის ტენ­დენ­ცია აღი­ნიშ­ნე­ბა. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღარ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­თა რი­ცხვს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს პროგ­რა­მა "ყვე­ლა ფორ­მის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ხა­რის­ხი­ან დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უნი­ვერ­სა­ლუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ხდე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე სა­ეჭ­ვო ყვე­ლა შემ­თხვე­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი­თა და დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

ტუ­ბერ­კუ­ლოზ­თან ბრძო­ლის ერთ-ერთი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა დი­აგ­ნოს­ტი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი ე.წ. ჯი­ნექ­სპერ­ტის (GeneXpert) სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც ფილ­ტვის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დი­აგ­ნო­ზის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბას უმოკ­ლეს ვა­დებ­ში იძ­ლე­ვა. ეს აპა­რა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის კლი­ნი­კებ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა.

ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ექი­მე­ბის და ექთ­ნე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ი­ნინ­გი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რათა შე­სა­ბა­მი­სი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი დრო­უ­ლად გა­და­მი­სა­მართდნენ ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე სა­დი­აგ­ნოს­ტი­კოდ ჯი­ნექ­სპერ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით.

მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მი­ხედ­ვით (რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის გავ­რცე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბაა), იმის­თვის, რომ მოხ­დეს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის და­მარ­ცხე­ბა 2030 წლის­თვის, სა­ჭი­როა და­ა­ვა­დე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 4-5%-ით შემ­ცი­რე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად, რაც ამ­ჟა­მად მხო­ლოდ 2%-ს წარ­მო­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რა არის ლატენტური ტუბერკულოზი და რომელია დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება

რა არის ლატენტური ტუბერკულოზი და რომელია დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება

მსოფლიოში, სიკვდილობის გამომწვევ 10 ყველაზე ხშირ მიზეზთა შორის ერთ-ერთი ტუბერკულოზია.

ტუბერკულოზის გამომწვევ ბაქტერიას (მიკობაქტერიას) შეუძლია დააზიანოს ადამიანის პრაქტიკულად ყველა ორგანო და გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის ტუბერკულოზი, თუმცა მათ შორის ყველაზე ხშირია ფილტვისმიერი ტუბერკულოზი.

აღსანიშნავია, რომ ტუბერკულოზის შემთხვევათა საერთო რიცხვის 10% ბავშვებზე მოდის. ყოველწლიურად, მსოფლიოში, ამ დაავადებით მილიონამდე ბავშვი ავადდება და 200 000-ზე მეტი იღუპება, რაც საშუალოდ დღეში 575 ბავშვს უდრის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 23% -ს (1.7 მილიარდი ადამიანი) აღენიშნება ლატენტური ტუბერკულოზი, რომელიც წარმოადგენს ტუბერკულოზის „მთვლემარე“ ფორმას, რომლის დროსაც ადამიანი არ არის გადამდები გარშემომყოფთათვის.

ლატენტური ტუბერკულოზის მქონეთა 5-10%-ს სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება განუვითარდეს ტუბერკულოზის აქტიური ფორმა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია აღინიშნება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველო აღარ განეკუთვნება ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი გავრცელების ქვეყანათა რიცხვს.

საქართველოში მოქმედებს პროგრამა "ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა“, რომლის ფარგლებშიც ხდება ტუბერკულოზზე საეჭვო ყველა შემთხვევის უზრუნველყოფა საჭირო გამოკვლევებითა და დიაგნოსტიკური საშუალებებით.

ტუბერკულოზთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი ე.წ. ჯინექსპერტის (GeneXpert) სისტემის საშუალებით, რომელიც ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმის საშუალებას უმოკლეს ვადებში იძლევა. ეს აპარატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კლინიკებშია ხელმისაწვდომი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენა.

ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის ექიმების და ექთნების ინტენსიური ტრეინინგი ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენის მიმართულებით, რათა შესაბამისი სიმპტომების მქონე პაციენტები დროულად გადამისამართდნენ ტუბერკულოზზე სადიაგნოსტიკოდ ჯინექსპერტის საშუალებით.

მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით (რომელთაგან ერთ-ერთი ტუბერკულოზის გავრცელების შემცირებაა), იმისთვის, რომ მოხდეს ტუბერკულოზის დამარცხება 2030 წლისთვის, საჭიროა დაავადების ახალი შემთხვევების 4-5%-ით შემცირება ყოველწლიურად, რაც ამჟამად მხოლოდ 2%-ს წარმოადგენს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი