Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გულშემატკივარის წერილი "ბორჯღალოსნებს" ურუგვაისთან თამაშის წინ - "ტელევიზორის წინ, მეც თქვენთან ერთად შევერკინები მეტოქეს!"
გულშემატკივარის წერილი "ბორჯღალოსნებს" ურუგვაისთან თამაშის წინ - "ტელევიზორის წინ, მეც თქვენთან ერთად შევერკინები მეტოქეს!"

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი

ია­პო­ნი­ა­ში რაგ­ბის მსოფ­ლიო თასი, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის 23 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო. უელ­სის უძ­ლი­ე­რეს ნაკ­რებ­თან, ჩვე­ნი გუნ­დი და­მარ­ცხდა. რაგ­ბი ისე­თი სპორ­ტია, სა­დაც მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ 23 სექ­ტემ­ბერს ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა არ მოხ­და და წა­ვა­გეთ.

რაგ­ბი ისე­თი სპორ­ტი­ცაა სა­დაც თავს ვერ და­ზო­გავ, რაც უფრო და­ზო­გავ თავს, მით უფრო დიდი შან­სია რომ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ი­ზი­ა­ნო თავი. რაგ­ბის ხიბ­ლი ბო­ლომ­დე ბრძო­ლაა, თავ­და­უ­ზო­გა­ვი და ხში­რად სა­კუ­თარ თავ­ზე გა­დახ­ტო­მაც რომ გი­წევს, ეგე­თიც. რაგ­ბი ძა­ლის­მი­ე­რი ჭად­რა­კია, სა­დაც თხუ­თე­ტი­ვე ფი­გუ­რას მკაც­რად გა­წე­რი­ლი სა­მოძ­რაო ად­გი­ლი აქვს, უბ­რა­ლოდ იმ ნამ­დვი­ლი ჭად­რა­კი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქ თხუთ­მე­ტი­დან, თხუთ­მე­ტი­ვე პა­ი­კია და თან, თხუთ­მე­ტი­ვე მე­ფეა.

რაგბს მარ­ტო ვერ მო­ი­გებ, ეგაა ზუს­ტად ამ თა­მა­შის უმ­თავ­რე­სი ხიბ­ლი - გუნ­დი, რო­მე­ლიც ერთ ხორ­ცა­დაა შეკ­რუ­ლი ერ­თად იგებს და თუ აგებს, მა­ში­ნაც ერ­თად აგებს.

ქარ­თვე­ლებს ხში­რად გვით­ქვამს რომ რაგ­ბი ჩვე­ნი თა­მა­შია, მაგ­რამ ჩვე­ნი თა­მა­ში სხვი­სი კრი­ტი­კა უფ­როა. უელსთან წა­გე­ბის გამო, ბევ­რმა ძა­ლი­ან მწა­რედ გა­აკ­რი­ტი­კა "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" (ჯან­საღ კრი­ტი­კა­ზე არაა აქ სა­უ­ბა­რი, თო­რემ ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა, აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია) თით­ქოს უელსთან კი არა, გერ­მა­ნი­ის ან ბელ­გი­ის ნაკ­რებ­თან წა­ე­გოთ და თით­ქოს მათ­ზე მე­ტად ვინ­მეს უნ­დო­და მო­ედ­ნი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა.

ბი­ჭე­ბო, თქვენ მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოხ­ვე­დით და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­გე­ბებ­თან ერ­თად, მო­მა­ვალ­ში და­მარ­ცხე­ბაც მოგ­ვი­წევს, მაგ­რამ ვიცი, რომ ყვე­ლა თა­მაშ­ში იქ­ნე­ბა ომი, რო­მელ­საც ეყო­ლე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, თუმ­ცა არ ეყო­ლე­ბა და­მარ­ცხე­ბუ­ლი. არა­სო­დეს იქ­ნე­ბა შერ­ცხვე­ნი­ლი "ბორ­ჯღა­ლო­სა­ნი", ასე­თი რამ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა.

თქვენ ის ქარ­თვე­ლე­ბი ხართ, ვინც გვჭირ­დე­ბა, სამ­შობ­ლოს სჭირ­დე­ბა! ჩვენ ყვე­ლაფ­რის ექ­სპერ­ტე­ბად ვი­ქე­ცით, თქვენ­ზე უკეთ ვი­ცით, სად და რა დროს უნდა მივ­ცეთ პასი, ხა­ზის გაჭ­რა­შიც ბევ­რად მაგ­რე­ბი ვართ ვიდ­რე თქვენ, შერ­კი­ნე­ბა­ში ცო­ტა­თი ვჭი­და­ობთ, ხან­და­ხან გვჯობ­ნით, მაგ­რამ უფრო ხში­რად ჩვენ ვი­მარ­ჯვებთ, გარ­და­სახ­ვებ­ში ბა­და­ლი არ გვყავს, უბარ­ლოდ ჩვენ შო­რის ერთი სხვა­ო­ბაა - ჩვენ ტე­ლე­ვი­ზო­რის ეკ­რა­ნის წინ ვსხედ­ვართ და თქვენ იბ­რძვით, რათა ჩვენ, გაგ­ვა­ხა­როთ და გა­მოგ­დით კი­დეც!

29 სექ­ტემ­ბერს მო­რი­გი თა­მა­შია. ურუგ­ვა­ის ნაკ­რებ­თან უნდა და­ამ­ტკი­ცოთ თქვე­ნი სიძ­ლი­ე­რე. ურუგ­ვა­იმ, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი სენ­სა­ცია გა­მო­ა­ცხო - ფი­ჯის ნაკ­რე­ბი და­ა­მარ­ცხა და ამან იმ­ხე­ლა გული მის­ცა, ახლა ჩვენ­ზეც იწე­ვენ და იქად­ნე­ბი­ან.

ვიცი, 29-ში მო­ე­დან­ზე გას­ვლის წა­მი­დან, ყვე­ლა­ფერს იზამთ რომ წლე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ზე, პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვოთ, ურუგ­ვა­ის კარგ გუნდს და მარ­თლაც მა­გარ ბი­ჭებს, მი­უ­ჩენთ თა­ვის ად­გილს და აჩ­ვე­ნებთ რომ ბრძო­ლა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბი ხართ. არა­ვის ეგო­ნოს, რომ თქვე­ნი ბრძო­ლა მხო­ლოდ 80 წუთი გრძელ­დე­ბა, თქვე­ნი კა­რი­ე­რა სულ ბრძო­ლაა. მომ­ზა­დე­ბა მთა­ვა­რი ბრძო­ლის­თვის და ამის დას­რუ­ლე­ბის მერე, ისევ ახა­ლი მზა­დე­ბა და ასე და­უს­რუ­ლებ­ლად.

კვი­რას, ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ დავ­ჯდე­ბი, თქვენ­თან ერ­თად ვიმ­ღე­რებ ჰიმნს, ღმერ­თს ვე­ტყვი, ამ მა­გარ ბი­ჭებს მი­ე­ცი ჩემი ჯანი, იქ­ნებ რა­მე­ში გა­მო­გად­გეთ და თქვენ­თან ერ­თად მეც შე­ვერ­კი­ნე­ბი მე­ტო­ქეს, მეც ის მეტ­კი­ნე­ბა რაც თქვენ და მეც ის "ლელო" გა­მა­ხა­რებს, რო­მე­ლიც თქვენ! თქვენ­თან ერ­თად მეც და­ვიღ­ლე­ბი და მეც ვიქ­ნე­ბი ბრძო­ლა­ში ბედ­ნი­ე­რი, რად­გან - რაგ­ბი ჩვე­ნი თა­მა­შია!!!

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი

ფოტო: TAMUNAPHOTO

ავტორი:

გულშემატკივარის წერილი "ბორჯღალოსნებს" ურუგვაისთან თამაშის წინ - "ტელევიზორის წინ, მეც თქვენთან ერთად შევერკინები მეტოქეს!"

გულშემატკივარის წერილი "ბორჯღალოსნებს" ურუგვაისთან თამაშის წინ - "ტელევიზორის წინ, მეც თქვენთან ერთად შევერკინები მეტოქეს!"

ლადო გოგოლაძის ბლოგი

იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი, ქართველებისთვის 23 სექტემბერს დაიწყო. უელსის უძლიერეს ნაკრებთან, ჩვენი გუნდი დამარცხდა. რაგბი ისეთი სპორტია, სადაც მოულოდნელობები ძალიან იშვიათად ხდება. სამწუხაროდ 23 სექტემბერს ეს მოულოდნელობა არ მოხდა და წავაგეთ.

რაგბი ისეთი სპორტიცაა სადაც თავს ვერ დაზოგავ, რაც უფრო დაზოგავ თავს, მით უფრო დიდი შანსია რომ სერიოზულად დაიზიანო თავი. რაგბის ხიბლი ბოლომდე ბრძოლაა, თავდაუზოგავი და ხშირად საკუთარ თავზე გადახტომაც რომ გიწევს, ეგეთიც. რაგბი ძალისმიერი ჭადრაკია, სადაც თხუთეტივე ფიგურას მკაცრად გაწერილი სამოძრაო ადგილი აქვს, უბრალოდ იმ ნამდვილი ჭადრაკისაგან განსხვავებით, აქ თხუთმეტიდან, თხუთმეტივე პაიკია და თან, თხუთმეტივე მეფეა.

რაგბს მარტო ვერ მოიგებ, ეგაა ზუსტად ამ თამაშის უმთავრესი ხიბლი - გუნდი, რომელიც ერთ ხორცადაა შეკრული ერთად იგებს და თუ აგებს, მაშინაც ერთად აგებს.

ქართველებს ხშირად გვითქვამს რომ რაგბი ჩვენი თამაშია, მაგრამ ჩვენი თამაში სხვისი კრიტიკა უფროა. უელსთან წაგების გამო, ბევრმა ძალიან მწარედ გააკრიტიკა "ბორჯღალოსნები" (ჯანსაღ კრიტიკაზე არაა აქ საუბარი, თორემ ჯანსაღი კრიტიკა, აუცილებელიც კია) თითქოს უელსთან კი არა, გერმანიის ან ბელგიის ნაკრებთან წაეგოთ და თითქოს მათზე მეტად ვინმეს უნდოდა მოედნიდან გამარჯვებული გამოსვლა.

ბიჭებო, თქვენ მაინც გამარჯვებული გამოხვედით და ყოველთვის ასე იქნება! დარწმუნებული ვარ, მოგებებთან ერთად, მომავალში დამარცხებაც მოგვიწევს, მაგრამ ვიცი, რომ ყველა თამაშში იქნება ომი, რომელსაც ეყოლება გამარჯვებული, თუმცა არ ეყოლება დამარცხებული. არასოდეს იქნება შერცხვენილი "ბორჯღალოსანი", ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და მომავალშიც ასე იქნება.

თქვენ ის ქართველები ხართ, ვინც გვჭირდება, სამშობლოს სჭირდება! ჩვენ ყველაფრის ექსპერტებად ვიქეცით, თქვენზე უკეთ ვიცით, სად და რა დროს უნდა მივცეთ პასი, ხაზის გაჭრაშიც ბევრად მაგრები ვართ ვიდრე თქვენ, შერკინებაში ცოტათი ვჭიდაობთ, ხანდახან გვჯობნით, მაგრამ უფრო ხშირად ჩვენ ვიმარჯვებთ, გარდასახვებში ბადალი არ გვყავს, უბარლოდ ჩვენ შორის ერთი სხვაობაა - ჩვენ ტელევიზორის ეკრანის წინ ვსხედვართ და თქვენ იბრძვით, რათა ჩვენ, გაგვახაროთ და გამოგდით კიდეც!

29 სექტემბერს მორიგი თამაშია. ურუგვაის ნაკრებთან უნდა დაამტკიცოთ თქვენი სიძლიერე. ურუგვაიმ, მსოფლიო ჩემპიონატის ჯერჯერობით ერთადერთი სენსაცია გამოაცხო - ფიჯის ნაკრები დაამარცხა და ამან იმხელა გული მისცა, ახლა ჩვენზეც იწევენ და იქადნებიან.

ვიცი, 29-ში მოედანზე გასვლის წამიდან, ყველაფერს იზამთ რომ წლევანდელ მსოფლიოზე, პირველი გამარჯვება მოიპოვოთ, ურუგვაის კარგ გუნდს და მართლაც მაგარ ბიჭებს, მიუჩენთ თავის ადგილს და აჩვენებთ რომ ბრძოლაში ბედნიერები ხართ. არავის ეგონოს, რომ თქვენი ბრძოლა მხოლოდ 80 წუთი გრძელდება, თქვენი კარიერა სულ ბრძოლაა. მომზადება მთავარი ბრძოლისთვის და ამის დასრულების მერე, ისევ ახალი მზადება და ასე დაუსრულებლად.

კვირას, ტელევიზორის წინ დავჯდები, თქვენთან ერთად ვიმღერებ ჰიმნს, ღმერთს ვეტყვი, ამ მაგარ ბიჭებს მიეცი ჩემი ჯანი, იქნებ რამეში გამოგადგეთ და თქვენთან ერთად მეც შევერკინები მეტოქეს, მეც ის მეტკინება რაც თქვენ და მეც ის "ლელო" გამახარებს, რომელიც თქვენ! თქვენთან ერთად მეც დავიღლები და მეც ვიქნები ბრძოლაში ბედნიერი, რადგან - რაგბი ჩვენი თამაშია!!!

ლადო გოგოლაძის ბლოგი

ფოტო: TAMUNAPHOTO

რა ფოტოები გადაიღო მარსმავალმა პლანეტაზე 7 წლის განმავლობაში? - ყველაზე საინტერესო კადრები NASA-სგან

დასაუთოვებელი და ჭუჭყიანი ტანსაცმელი მოდაში შემოდის - გლობალური დათბობის გავლენა მოდის ტენდენციებზე

როგორები იქნებოდნენ იულისიუს კეისარი, ნეფერტიტი, ნაპოლეონი თანამედროვე ეპოქაში -18 გათანამედროვებული პორტრეტი