პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნახევარ საათში დაუწერია მამას "ყვავილების ქვეყანა"... ჰონორარით კარაქი და წამალი იყიდა" - ცნობილი სიმღერის უცნობი ისტორია, რომლის ტექსტიც გია ფერაძის მამამ შექმნა
"ნახევარ საათში დაუწერია მამას "ყვავილების ქვეყანა"... ჰონორარით კარაქი და წამალი იყიდა" - ცნობილი სიმღერის უცნობი ისტორია, რომლის ტექსტიც გია ფერაძის მამამ შექმნა

ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი თბი­ლი­სუ­რი ოჯა­ხი - ფე­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი, არა მხო­ლოდ თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის გია ფე­რა­ძი­სა და მისი ოჯა­ხის ის­ტო­რია, დღემ­დე დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ბა­ში.

იმ ოჯა­ხის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია, სა­დაც გია ფე­რა­ძე და­ი­ბა­და, დაწ­ვრი­ლე­ბით არის მო­თხრო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის ძმის, ილი­კო ფე­რა­ძის წიგნ­ში - "მე, ბე­ბია, ბა­ბუა, დედა, მამა და გია ფე­რა­ძე".

ბევ­რმა შე­საძ­ლოა არც იცის, რომ ცნო­ბი­ლი ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რის - "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნას" სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი, გია და ილი­კო ფე­რა­ძე­ე­ბის მამა ბი­ძი­ნა ფე­რა­ძეა.

AMBEBI.GE ილი­კო ფე­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და და პირ­დად მის­გან მო­ის­მი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი ის­ტო­რი­ე­ბი ფე­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის შე­სა­ხებ:

ილი­კო ფე­რა­ძე

"1946 წლის აგ­ვის­ტო იყო. ოჯა­ხი წყნეთ­ში ვის­ვე­ნებ­დით. გია ჯერ არ იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. სა­მა­მუ­ლო ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და რა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბო­და ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია. მე ექ­ვსი წლის ვი­ყა­ვი, გავ­ცივ­დი და მა­ღა­ლი სი­ცხე მქო­ნია. დე­და­ჩემ­მა მა­მას სთხო­ვა: ჩადი ქა­ლაქ­ში, ფული იშო­ვე და სტრეპ­ტო­ცი­დი და კა­რა­ქი ამო­უ­ტა­ნე ბავ­შვსო. ეს იყო ერ­თა­დერ­თი წა­მა­ლი იმ დრო­ის­თვის. ამ პე­რი­ოდ­ში პე­ნი­ცი­ლი­ნი და არც სხვა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი არ იყო გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი.

მა­მა­ჩე­მიც წა­ვი­და თბი­ლის­ში კა­რა­ქი­სა და წამ­ლის მო­სა­ტა­ნად. მამა, ბი­ძი­ნა ფე­რა­ძე, ინ­გლი­სუ­რის ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი იყო, სხვა­თა­შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში სკო­ლის ინ­გლი­სუ­რის პირ­ვე­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი მისი ავ­ტო­რო­ბით გა­მო­დი­ო­და. რად­გან ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, გერ­მა­ნულ ენა­ზე კეთ­დე­ბო­და აქ­ცენ­ტი უფრო მე­ტად, ინ­გლი­სურს ნაკ­ლე­ბად ეტა­ნე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ მამა აქ­ტი­უ­რად ეწე­ო­და ინ­გლი­სუ­რი ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

ჩვენ ვე­რა­ზე ვცხოვ­რობ­დით, ჩვენ­თან ახ­ლოს, ზე­მელ­ზე ცხოვ­რობ­და მა­მას მე­გო­ბა­რი ჯანო ბაგ­რა­ტი­ო­ნის ოჯა­ხი. წყნე­თი­დან თბი­ლის­ში ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად წა­მო­სულ მა­მას ვე­რა­ზე შეხ­ვედ­რია ჯანო. მის­თვის მო­უ­ყო­ლია მა­მას თა­ვი­სი გა­ჭირ­ვე­ბის შე­სა­ხებ. ჯა­ნომ იცო­და რომ ბი­ძი­ნა ლექ­სებს წერ­და და მის სიმ­ღე­რებს ხალ­ხი მღე­რო­და და თა­ვის მხრივ შე­უ­თა­ვა­ზე­ბია - გოგი ვა­სა­ძემ (მსა­ხი­ობ აკა­კი ვა­სა­ძის შვი­ლი), ძა­ლი­ან კარ­გი მე­ლო­დია ჩა­მო­ი­ტა­ნა ქუ­თა­ი­სი­დან, წა­მო­დი, მო­ის­მი­ნე, და­წე­რე ლექ­სი და თუ მოგ­ვე­წო­ნა ჰო­ნო­რარს გა­მო­გი­წერთ და შენს ილი­კოს მი­უ­ტან კა­რაქ­საც და წა­მალ­სა­ცო.

მარ­თლაც, მო­უს­მე­ნია მა­მას მე­ლო­დია, ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში და­უ­წე­რია ლექ­სი. "ყვა­ვი­ლე­ბის მე­უ­ფევ" ასე ერ­ქვა ამ ლექსს. ხელ­და­ხელ გა­მო­უ­წე­რეს ჰო­ნო­რა­რი, მა­მამ იყი­და კა­რა­ქი, წა­მა­ლი და სამი ბოთ­ლი ღვი­ნოც თან მო­ა­ყო­ლა. გა­ი­შა­ლა სუფ­რა ოჯახ­ში და პირ­ვე­ლად "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" შე­ას­რუ­ლა დე­დამ და მა­მამ, მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად...

თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში ავ­ტო­რო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა მა­მა­ჩემს არც უც­დია. არ უყ­ვარ­და თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა (რა­საც ვერ ვი­ტყო­დი დე­და­ზე და გი­ა­ზე, რომ­ლე­ბიც პი­რი­ქით, სულ ცდი­ლობ­დნენ ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნას). მამა სულ ამ­ბობ­და - მე ის მი­ხა­რია ჩემს ლექსს ხალ­ხი რომ მღე­რის და ეს არის მთა­ვა­რიო.

პირ­ვე­ლად ეს სიმ­ღე­რა ჯანო ბაგ­რა­ტი­ონ­მა შე­ას­რუ­ლა. შემ­დეგ ას­რუ­ლებ­დნენ „ორე­რა“ და სხვა­დას­ხვა ორ­კესტრე­ბი. მა­შინ თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო ულა­მა­ზე­სი მსა­ხი­ო­ბი თემო ხე­ლაშ­ვი­ლი. ჯა­ნოს­თვის უთ­ქვამს, ისეთ სიმ­ღე­რას ვმღე­რი ბის­ზე ცხრა­ჯერ გა­მო­მი­ძა­ხე­ბე­ნო. ჯა­ნოს მი­უ­გია, შენ არ იცი მე რა სიმ­ღე­რა უნდა ვიმ­ღე­რო, სა­ნაძ­ლეო დავ­დოთ, მე უფრო მეტ­ჯერ გა­მო­ვალ ბის­ზეო.

ასეც მოხ­და: "ჯა­ნოს ჯა­ზის" პირ­ველ კონ­ცერ­ტზე, რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში გა­ი­მარ­თა, თემო ხე­ლაშ­ვი­ლი მარ­თლაც ცხრა­ჯერ გა­მო­ი­ძა­ხეს ბის­ზე მსმე­ნე­ლებ­მა. რო­დე­საც ჯანო გა­მო­ვი­და და ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად შე­ას­რუ­ლა „ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა", აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა ქუ­თა­ის­ლებ­მა იგი 11- ჯერ და­აბ­რუ­ნეს სცე­ნა­ზე! გარ­და „ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნი­სა“, მა­მას კი­დევ ორი ცნო­ბი­ლი ლექ­სია სიმ­ღე­რად ქცე­უ­ლი - "მთა­ში დაკ­რე­ფილ ზამ­ბახ­თა კო­ნას" და "ადრე ჩემი ვარ­დი იყავ, ახლა დარ­დი ხარ"... კი­დევ სხვა ლექ­სე­ბიც, რომ­ლე­ბიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ 50-იან წლებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ჩემს, იგი იყო მსა­ხი­ობ სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ძმის­შვი­ლი და ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში და­ე­ცა, ცხვი­რი და­ი­ზი­ა­ნა და მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არ უფიქ­რია. თუმ­ცა, დედ-მა­მის არ­ტის­ტულ­მა ნიჭ­მა ერ­თი­ა­ნად იფეთ­ქა გი­ა­ში და იგი პრო­ფე­სი­უ­ლად შე­უდ­გა მსა­ხი­ო­ბო­ბის და­უფ­ლე­ბას თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში" - გვიყ­ვე­ბა ილი­კო ფე­რა­ძე.

გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
4

საინტერესოა, როდესაც ავტორის აღიარებას ადამიანი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და კომპოზიტორის გვარს პრინციპულად არ ასახელებს, ხან ჯანო ჩაერიაო, ხან ვასაძემ ჩამოიტანაო.

ლევანი
11

კარგად მახსოვს თინა დეიდა და ბატონი ბიძინა,ჩვენი ოჯახის მეგობრები, ორი აბსოლიტურად განსხვავებული, მაგრამ საოცრად შეხმატკბილებული წყვილი... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ნახევარ საათში დაუწერია მამას "ყვავილების ქვეყანა"... ჰონორარით კარაქი და წამალი იყიდა" - ცნობილი სიმღერის უცნობი ისტორია, რომლის ტექსტიც გია ფერაძის მამამ შექმნა

"ნახევარ საათში დაუწერია მამას "ყვავილების ქვეყანა"... ჰონორარით კარაქი და წამალი იყიდა" - ცნობილი სიმღერის უცნობი ისტორია, რომლის ტექსტიც გია ფერაძის მამამ შექმნა

ერთ-ერთი უძველესი თბილისური ოჯახი - ფერაძეების ოჯახი, არა მხოლოდ თბილისელებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის კარგად არის ცნობილი. პოპულარული მსახიობის გია ფერაძისა და მისი ოჯახის ისტორია, დღემდე დიდ ინტერესს იწვევს საზოგადობაში.

იმ ოჯახის საუკუნოვანი ისტორია, სადაც გია ფერაძე დაიბადა, დაწვრილებით არის მოთხრობილი მსახიობის ძმის, ილიკო ფერაძის წიგნში - "მე, ბებია, ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე".

ბევრმა შესაძლოა არც იცის, რომ ცნობილი ქალაქური სიმღერის - "ყვავილების ქვეყანას" სიტყვების ავტორი, გია და ილიკო ფერაძეების მამა ბიძინა ფერაძეა.

AMBEBI.GE ილიკო ფერაძეს დაუკავშირდა და პირდად მისგან მოისმინა საზოგადოებისთვის უცნობი ისტორიები ფერაძეების ოჯახის შესახებ:

ილიკო ფერაძე

"1946 წლის აგვისტო იყო. ოჯახი წყნეთში ვისვენებდით. გია ჯერ არ იყო დაბადებული. სამამულო ომი ახალი დამთავრებული იყო და რა მძიმე მდგომარეობა იქნებოდა ადვილი წარმოსადგენია. მე ექვსი წლის ვიყავი, გავცივდი და მაღალი სიცხე მქონია. დედაჩემმა მამას სთხოვა: ჩადი ქალაქში, ფული იშოვე და სტრეპტოციდი და კარაქი ამოუტანე ბავშვსო. ეს იყო ერთადერთი წამალი იმ დროისთვის. ამ პერიოდში პენიცილინი და არც სხვა ანტიბიოტიკები არ იყო გამოგონებული.

მამაჩემიც წავიდა თბილისში კარაქისა და წამლის მოსატანად. მამა, ბიძინა ფერაძე, ინგლისურის ცნობილი პედაგოგი იყო, სხვათაშორის საქართველოში სკოლის ინგლისურის პირველი სახელმძღვანელოები მისი ავტორობით გამოდიოდა. რადგან ომი ახალი დამთავრებული იყო, გერმანულ ენაზე კეთდებოდა აქცენტი უფრო მეტად, ინგლისურს ნაკლებად ეტანებოდნენ, ამიტომ მამა აქტიურად ეწეოდა ინგლისური ენის პოპულარიზაციას.

ჩვენ ვერაზე ვცხოვრობდით, ჩვენთან ახლოს, ზემელზე ცხოვრობდა მამას მეგობარი ჯანო ბაგრატიონის ოჯახი. წყნეთიდან თბილისში ფულის საშოვნელად წამოსულ მამას ვერაზე შეხვედრია ჯანო. მისთვის მოუყოლია მამას თავისი გაჭირვების შესახებ. ჯანომ იცოდა რომ ბიძინა ლექსებს წერდა და მის სიმღერებს ხალხი მღეროდა და თავის მხრივ შეუთავაზებია - გოგი ვასაძემ (მსახიობ აკაკი ვასაძის შვილი), ძალიან კარგი მელოდია ჩამოიტანა ქუთაისიდან, წამოდი, მოისმინე, დაწერე ლექსი და თუ მოგვეწონა ჰონორარს გამოგიწერთ და შენს ილიკოს მიუტან კარაქსაც და წამალსაცო.

მართლაც, მოუსმენია მამას მელოდია, ძალიან მოსწონებია და ნახევარ საათში დაუწერია ლექსი. "ყვავილების მეუფევ" ასე ერქვა ამ ლექსს. ხელდახელ გამოუწერეს ჰონორარი, მამამ იყიდა კარაქი, წამალი და სამი ბოთლი ღვინოც თან მოაყოლა. გაიშალა სუფრა ოჯახში და პირველად "ყვავილების ქვეყანა" შეასრულა დედამ და მამამ, მეზობლებთან ერთად...

თავის სიცოცხლეში ავტორობის დადასტურება მამაჩემს არც უცდია. არ უყვარდა თავის წარმოჩენა (რასაც ვერ ვიტყოდი დედაზე და გიაზე, რომლებიც პირიქით, სულ ცდილობდნენ ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნას). მამა სულ ამბობდა - მე ის მიხარია ჩემს ლექსს ხალხი რომ მღერის და ეს არის მთავარიო.

პირველად ეს სიმღერა ჯანო ბაგრატიონმა შეასრულა. შემდეგ ასრულებდნენ „ორერა“ და სხვადასხვა ორკესტრები. მაშინ თბილისში ცნობილი მომღერალი იყო ულამაზესი მსახიობი თემო ხელაშვილი. ჯანოსთვის უთქვამს, ისეთ სიმღერას ვმღერი ბისზე ცხრაჯერ გამომიძახებენო. ჯანოს მიუგია, შენ არ იცი მე რა სიმღერა უნდა ვიმღერო, სანაძლეო დავდოთ, მე უფრო მეტჯერ გამოვალ ბისზეო.

ასეც მოხდა: "ჯანოს ჯაზის" პირველ კონცერტზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა, თემო ხელაშვილი მართლაც ცხრაჯერ გამოიძახეს ბისზე მსმენელებმა. როდესაც ჯანო გამოვიდა და ძალიან ემოციურად შეასრულა „ყვავილების ქვეყანა", აღფრთოვანებულმა ქუთაისლებმა იგი 11- ჯერ დააბრუნეს სცენაზე! გარდა „ყვავილების ქვეყანისა“, მამას კიდევ ორი ცნობილი ლექსია სიმღერად ქცეული - "მთაში დაკრეფილ ზამბახთა კონას" და "ადრე ჩემი ვარდი იყავ, ახლა დარდი ხარ"... კიდევ სხვა ლექსებიც, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ 50-იან წლებში.

რაც შეეხება დედაჩემს, იგი იყო მსახიობ სანდრო ჟორჟოლიანის ძმისშვილი და ძალიან კარგი მსახიობური მონაცემები ჰქონდა, მაგრამ ბავშვობაში დაეცა, ცხვირი დაიზიანა და მსახიობობაზე არ უფიქრია. თუმცა, დედ-მამის არტისტულმა ნიჭმა ერთიანად იფეთქა გიაში და იგი პროფესიულად შეუდგა მსახიობობის დაუფლებას თეატრალურ ინსტიტუტში" - გვიყვება ილიკო ფერაძე.

გაგრძელება იქნება...