ავტორი:

საგანგებო სიტუაციების სამსახური თუშეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადება ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების სამსახური თუშეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადება ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თუშეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი "112"-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტურისტთა ჯგუფს დახმარება სჭირდებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა. თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ტურისტები დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი