საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ჩააცვა სალომე ზურაბიშვილს ტრამპებთან შეხვედრაზე - "შეცდომაა შავი კოლგოტის ჩაცმა"
ვინ ჩააცვა სალომე ზურაბიშვილს ტრამპებთან შეხვედრაზე - "შეცდომაა შავი კოლგოტის ჩაცმა"

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ე­ბის სკან­და­ლის შემ­დეგ, სა­კუ­თა­რი ჩაც­მუ­ლო­ბის გამო გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში. ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნიუ-იორკში, აშშ-ს პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პი­სა და პირ­ვე­ლი ლე­დის - მე­ლა­ნია ტრამ­პის სა­ხე­ლით გა­მარ­თულ ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბას და­ეს­წრო.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა საყ­ვა­რელ ფერს, წი­თელს არც ამ­ჯე­რად უღა­ლა­ტა - შავ კა­ბა­ზე, წი­თე­ლი პალ­ტო ეცვა და სწო­რედ ამ პალ­ტო­სა და შავი კოლ­გო­ტის გამო, ის კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ამ ჩაც­მუ­ლო­ბის შემ­დეგ, პრე­ზი­დენტზე რო­გორც გე­მოვ­ნე­ბი­ან ადა­მი­ან­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლათ.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ვინ ჩა­აც­ვა ტრამ­პთან შეხ­ვედ­რი­სას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და გა­ვარ­კვი­ეთ, რომ სა­კუ­თა­რი სტი­ლი უმაღ­ლე­სი დო­ნის შეხ­ვედ­რა­ზე და­სას­წრე­ბად, ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა საყ­ვა­რელ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერს - ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს ანდო. AMBEBI.GE ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს საფ­რან­გეთ­ში და­უ­კავ­შირ­და.

- ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს დო­ნალდ ტრამ­პთან ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბა­ზე ჩემს მიერ შე­კე­რი­ლი წი­თე­ლი მო­საც­მე­ლი ეცვა. გამ­გზავ­რე­ბამ­დე მო­ვიდ­ნენ ჩვენს მა­ღა­ზი­ა­ში მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე კოს­ტი­უ­მი აარ­ჩი­ეს და ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ სწო­რედ ამ კოს­ტი­უმ­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი.

ის არ არ­ღვევს და­პი­რე­ბას და პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძლის და­კა­ვე­ბის შემ­დე­გაც, ქარ­თველ დი­ზი­ა­ნე­რებ­ზე აკე­თებს არ­ჩე­ვანს. მე­ო­რე დღეს გა­მარ­თულ ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე რომ ნაც­რის­ფე­რი პი­ჯა­კი ემო­სა, ის თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვამ შე­უ­კე­რა. ჩვენ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს პრე­ზი­დენ­ტი. ზოგ­ჯერ თა­ვად მო­დის შო­უ­რუმ­ში, ზოგ­ჯერ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­დი­ან.

- რო­მე­ლი წლის კო­ლექ­ცი­ი­დან არის ეს წი­თე­ლი პალ­ტო?

- ეს წი­თე­ლი მო­საც­მე­ლი ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ის­თვის შე­იქ­მნა. ვნა­ხე, ამ ჩაც­მუ­ლო­ბის გამო, რო­გორ გა­აკ­რი­ტი­კეს ის, მაგ­რამ კრი­ტი­კა კარ­გია.

- შავი კოლ­გო­ტიც თქვენ შე­ურ­ჩი­ეთ? და­საშ­ვე­ბია ასე­თი დო­ნის შეხ­ვედ­რებ­ზე შავი კოლ­გო­ტით გა­მო­ჩე­ნა?

- ჩვენ­თან შე­არ­ჩია წი­თე­ლი მო­საც­მე­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ დრეს-კოდს ნამ­დვი­ლად არ ვიცი, ასე­თი დო­ნის შეხ­ვედ­რებ­ზე და­საშ­ვე­ბია თუ არა შავი კოლ­გო­ტის ჩაც­მა.

AMBEBI.GE მო­დის ცნო­ბილ კრი­ტი­კოსს დალი ჩი­ტა­ლა­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენ­ტის სკან­და­ლუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბა შე­ა­ფა­სა.

- კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე არის თა­ვი­სე­ბუ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არა­ვის რჩე­ვებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ასე, რომ დი­ზა­ი­ნე­რის გაკ­რი­ტი­კე­ბა სწო­რად არ მი­მაჩ­ნია, მი­თუ­მე­ტეს ქეთი ჩხიკ­ვა­ძის, რო­მელ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხედ­ვა აქვს და ჩემს გარ­დე­რობ­შიც არის მის მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სი.

მე "სთა­ი­ლინგს" ვა­კე­თებ და ვიცი, რა რთუ­ლია ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც არა­ვის არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან, მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე­სიც მეს­მის. ის არის პრე­ზი­დენ­ტი და არ აქვს ფიქ­რის დრო, რა ჩა­იც­ვას.

რთუ­ლია იყო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, მი­თუ­მე­ტეს პრე­ზი­დენ­ტი და ჩაც­მა­ზეც იფიქ­რო. ამი­ტომ მას უნდა ჰყავ­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ურ­ჩევს, სად რისი ჩაც­მა ჯო­ბია. უშუ­ა­ლოდ ამ ჩაც­მუ­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მკლა­ვე­ბი აქვს ამ პალ­ტოს. პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე მუხ­ლი არ უნდა უჩან­დეს პირს, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს კი აც­ვია მოკ­ლე კაბა და მუხლს უფა­რავს პალ­ტო - ეს არის შეც­დო­მა. შეც­დო­მაა ასე­ვე შავი კოლ­გო­ტის ჩაც­მა.

მე მის ად­გილ­ზე ჩა­ვიც­ვამ­დი ბეჟი ფე­რის კოლ­გოტს, არ შე­ვიკ­რავ­დი პალ­ტოს და ცოტა და­ვაგ­რძე­ლებ­დი კა­ბის სიგ­რძეს. სა­ერ­თო ჯამ­ში, მის ამ ჩაც­მუ­ლო­ბას 3+-ით შე­ვა­ფა­სებ".

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ ჩააცვა სალომე ზურაბიშვილს ტრამპებთან შეხვედრაზე - "შეცდომაა შავი კოლგოტის ჩაცმა"

ვინ ჩააცვა სალომე ზურაბიშვილს ტრამპებთან შეხვედრაზე - "შეცდომაა შავი კოლგოტის ჩაცმა"

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეწყალების საქმეების სკანდალის შემდეგ, საკუთარი ჩაცმულობის გამო გაეხვა სკანდალში. ქვეყნის პირველი პირი, რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის - მელანია ტრამპის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილმა საყვარელ ფერს, წითელს არც ამჯერად უღალატა - შავ კაბაზე, წითელი პალტო ეცვა და სწორედ ამ პალტოსა და შავი კოლგოტის გამო, ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ ამ ჩაცმულობის შემდეგ, პრეზიდენტზე როგორც გემოვნებიან ადამიანზე შთაბეჭდილება შეეცვალათ.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ ჩააცვა ტრამპთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილს და გავარკვიეთ, რომ საკუთარი სტილი უმაღლესი დონის შეხვედრაზე დასასწრებად, ზურაბიშვილმა საყვარელ ქართველ დიზაინერს - ქეთი ჩხიკვაძეს ანდო. AMBEBI.GE ქეთი ჩხიკვაძეს საფრანგეთში დაუკავშირდა.

- ქალბატონ სალომეს დონალდ ტრამპთან ოფიციალურ მიღებაზე ჩემს მიერ შეკერილი წითელი მოსაცმელი ეცვა. გამგზავრებამდე მოვიდნენ ჩვენს მაღაზიაში მისი წარმომადგენლები, რამდენიმე კოსტიუმი აარჩიეს და ქალბატონმა სალომემ სწორედ ამ კოსტიუმზე შეაჩერა არჩევანი.

ის არ არღვევს დაპირებას და პრეზიდენტის სავარძლის დაკავების შემდეგაც, ქართველ დიზიანერებზე აკეთებს არჩევანს. მეორე დღეს გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე რომ ნაცრისფერი პიჯაკი ემოსა, ის თამუნა ინგოროყვამ შეუკერა. ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს პრეზიდენტი. ზოგჯერ თავად მოდის შოურუმში, ზოგჯერ წარმომადგენლები მოდიან.

- რომელი წლის კოლექციიდან არის ეს წითელი პალტო?

- ეს წითელი მოსაცმელი ზაფხულის კოლექციისთვის შეიქმნა. ვნახე, ამ ჩაცმულობის გამო, როგორ გააკრიტიკეს ის, მაგრამ კრიტიკა კარგია.

- შავი კოლგოტიც თქვენ შეურჩიეთ? დასაშვებია ასეთი დონის შეხვედრებზე შავი კოლგოტით გამოჩენა?

- ჩვენთან შეარჩია წითელი მოსაცმელი, რაც შეეხება ოფიციალურ დრეს-კოდს ნამდვილად არ ვიცი, ასეთი დონის შეხვედრებზე დასაშვებია თუ არა შავი კოლგოტის ჩაცმა.

AMBEBI.GE მოდის ცნობილ კრიტიკოსს დალი ჩიტალაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც პრეზიდენტის სკანდალური ჩაცმულობა შეაფასა.

- კულუარული ინფორმაცია მაქვს, რომ ქალბატონი სალომე არის თავისებური ადამიანი, რომელიც არავის რჩევებს არ ითვალისწინებს. ასე, რომ დიზაინერის გაკრიტიკება სწორად არ მიმაჩნია, მითუმეტეს ქეთი ჩხიკვაძის, რომელსაც არაჩვეულებრივი ხედვა აქვს და ჩემს გარდერობშიც არის მის მიერ შექმნილი სამოსი.

მე "სთაილინგს" ვაკეთებ და ვიცი, რა რთულია ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც არავის არ ემორჩილებიან, მაგრამ ქალბატონი სალომესიც მესმის. ის არის პრეზიდენტი და არ აქვს ფიქრის დრო, რა ჩაიცვას.

რთულია იყო თანამდებობის პირი, მითუმეტეს პრეზიდენტი და ჩაცმაზეც იფიქრო. ამიტომ მას უნდა ჰყავდეს ადამიანი, რომელიც ურჩევს, სად რისი ჩაცმა ჯობია. უშუალოდ ამ ჩაცმულობას რაც შეეხება, ძალიან ლამაზი მკლავები აქვს ამ პალტოს. პროტოკოლის მიხედვით, ოფიციალურ შეხვედრებზე მუხლი არ უნდა უჩანდეს პირს, ქალბატონ სალომეს კი აცვია მოკლე კაბა და მუხლს უფარავს პალტო - ეს არის შეცდომა. შეცდომაა ასევე შავი კოლგოტის ჩაცმა.

მე მის ადგილზე ჩავიცვამდი ბეჟი ფერის კოლგოტს, არ შევიკრავდი პალტოს და ცოტა დავაგრძელებდი კაბის სიგრძეს. საერთო ჯამში, მის ამ ჩაცმულობას 3+-ით შევაფასებ".

"პროფილაქტიკაში შავ სამუშაოებს ვასრუელებ..." - გაიცანით ლაშა ნანობაშვილი "მხოლოდ ქართულიდან"

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს

ნელი აგირბა "ჩცდ"-ს მსახიობისგან შვილს ელოდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ტელეწამყვანი