პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა - რას ამბობს ფინანსთა მინისტრი ლარის მომავალზე
სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა - რას ამბობს ფინანსთა მინისტრი ლარის მომავალზე

ფი­ნანსთა მი­ნისტრს ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ანს სჯე­რა, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­დე­გად, „ლარი არა მარ­ტო დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, არა­მედ წლის ბო­ლომ­დე გამ­ყა­რე­ბას და­ი­წყებს“.

რო­გორც ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ლა­რის კურ­სზე სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და, ამ ეტა­პის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბაა, რომ ლა­რის გამ­ყა­რე­ბა­ზე ვი­ფიქ­როთ.

„მინ­და გი­თხრათ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფის­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა არა­ნა­ი­რად არ უწყობს ხელს ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას. ეს მცდა­რი მო­საზ­რე­ბაა. ჩვე­ნი ფის­კა­ლუ­რი დე­ფი­ცი­ტი და­გეგ­მი­ლის ფარ­გლებ­შია. ჩვე­ნი ხარ­ჯვა არის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, ამ მხრივ, ლარ­ზე ზე­წო­ლა არაა. თუმ­ცა არა­ერ­თხელ ვთქვით, რომ იყო სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რე­ბი, სა­გა­რეო და მათ შო­რის შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის, რა­მაც ეს გა­მო­იწ­ვია.

მე მგო­ნია, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ამას ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალ­ყურს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენს შო­რის არის და იქ­ნე­ბა კო­ორ­დი­ნა­ცია, უბ­რა­ლოდ მა­ინც უნდა ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დეთ, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია ინ­სტი­ტუ­ცი­აა. მე მჯე­რა, რომ ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­და­იდ­გა, დღეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ ინ­ტერ­ვენ­ცი­აც გან­ხორ­ცი­ელ­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ იყო მო­ნე­ტა­რუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის აწე­ვა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში თა­ვის ნა­ყოფს გა­მო­ი­ღებს და ლარი არა მარ­ტო დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, არა­მედ წლის ბო­ლომ­დე ლარი და­ი­წყებს გამ­ყა­რე­ბას. რო­დე­საც ამას ვამ­ბობთ ყვე­ლა ელო­დე­ბა რომ ეს პრო­ცე­სი დღე­ებ­სა და კვი­რებ­ში მოხ­დე­ბა, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ ეს ასე არაა, ამას რო­გორც წესი, რამ­დე­ნი­მე თვე სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ კი­დევ ვი­მე­ო­რებ, მო­ლო­დი­ნი და პროგ­ნო­ზე­ბი ლარი მი­მართ არის პო­ზი­ტი­უ­რი,“-გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რი­სას, მი­ნის­ტრმა კიდე ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ზე­ზე­ბი კომ­პლექ­სუ­რია და ერთ-ერთ მი­ზე­ზად რუ­სე­თის ტუ­რის­ტუ­ლი ემ­ბარ­გო და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 200-300 მი­ლი­ო­ნის და­ნაკ­ლი­სის მო­ლო­დი­ნი და­ა­სა­ხე­ლა.

ცნო­ბის­თვის, დღეს გა­მარ­თულ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­ვა­ლუ­ტო აუქ­ცი­ონ­ზე სებ-მა 40 000 000 აშშ დო­ლა­რი გა­ყი­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­შუ­ა­ლო შე­წო­ნილ­მა გაც­ვლით­მა კურ­სმა 2.9546 შე­ად­გი­ნა.

ავტორი:

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა - რას ამბობს ფინანსთა მინისტრი ლარის მომავალზე

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა - რას ამბობს ფინანსთა მინისტრი ლარის მომავალზე

ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს სჯერა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, „ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს“.

როგორც ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ლარის კურსზე საუბრისას განუცხადა, ამ ეტაპისთვის ყველა პირობაა, რომ ლარის გამყარებაზე ვიფიქროთ.

„მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არანაირად არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას. ეს მცდარი მოსაზრებაა. ჩვენი ფისკალური დეფიციტი დაგეგმილის ფარგლებშია. ჩვენი ხარჯვა არის პასუხისმგებლიანი, შესაბამისად, ამ მხრივ, ლარზე ზეწოლა არაა. თუმცა არაერთხელ ვთქვით, რომ იყო სხვადასხვა ფაქტორები, საგარეო და მათ შორის შიდა პოლიტიკური ფაქტორების, რამაც ეს გამოიწვია.

მე მგონია, რომ ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. რასაკვირველია, ჩვენს შორის არის და იქნება კოორდინაცია, უბრალოდ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია ინსტიტუციაა. მე მჯერა, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციაც განხორციელდა, რამდენიმე დღის წინ იყო მონეტარული განაკვეთის აწევა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას. როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არაა, ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზები ლარი მიმართ არის პოზიტიური,“-განაცხადა მაჭავარიანმა.

გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას, მინისტრმა კიდე ერთხელ აღნიშნა, რომ მიზეზები კომპლექსურია და ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის ტურისტული ემბარგო და ამ მიმართულებით 200-300 მილიონის დანაკლისის მოლოდინი დაასახელა.

ცნობისთვის, დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9546 შეადგინა.

ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილებას შეუწყვეტენ? - საბჭო პრეზიდენტს მიმართავს

რას პასუხობს კახა კალაძე იმ ადამიანებს, რომლებმაც ბერა ამაზონის ტყის გადასარჩენად, ქველმოქმედებისთვის გააკრიტიკეს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს