მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ბოკერია - "ბაზარზე ლარი 3-იანის ნიშნულს ასცდა, რაც ჩვენს ყველა მოქალაქეს ურტყამს"
გიგა ბოკერია - "ბაზარზე ლარი 3-იანის ნიშნულს ასცდა, რაც ჩვენს ყველა მოქალაქეს ურტყამს"

პარ­ტია "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ბან­კო და სა­პენ­სიო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ბრი­ფინგზე "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ა­კე­თა.

გიგა ბო­კე­რი­ამ იმ მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა, რის გა­მოც დღეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა და გა­ნა­ცხა­და , რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის შე­დე­გია.

"ჩვენ დღეს ვი­ხი­ლეთ კი­დევ ერთი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მოვ­ლე­ნა, ეს სიმ­ბო­ლუ­რა­დაც და არ­სე­ბი­თა­დაც გახ­ლავთ კი­დევ ერთი ზღვრის გა­და­ლახ­ვა ლა­რის კურსთან მი­მარ­თე­ბა­ში. ბა­ზარ­ზე ლარი ას­ცდა 3-ია­ნის ნიშ­ნულს, ლა­რის რყე­ვა და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა გრძელ­დე­ბა, რაც პირ­და­პირ და ირი­ბად ურტყამს ყვე­ლა ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს, ჩვენს შე­მო­სავ­ლებს და ჩვენს გეგ­მებს ცხოვ­რე­ბა­ში. ვგუ­ლის­ხმობ პირ­ველ რიგ­ში ყვე­ლა­ზე უფრო გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ყვე­ლას, სა­შუ­ა­ლო და სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღალ კლას­საც. ეს ვი­თა­რე­ბა არის პირ­და­პი­რი შე­დე­გი ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და მავ­ნებ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში: გა­და­სა­ხა­დე­ბის ზრდის, სა­პენ­სიო გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მა­ტე­ბის, მავ­ნებ­ლუ­რი და უაზ­რო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ზრდის, ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ზრდის, სრუ­ლი აბ­სურ­დის,რა­საც სა­ბან­კო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ჰქვია. ვი­თომ უფრთხილ­დე­ბი­ან ხალ­ხს და სი­ნამ­დვი­ლე­ში გან­კარ­გა­ვენ ჩვენ ნაც­ვლად ჩვენ ცხოვ­რე­ბას ჩვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბის სა­ზი­ა­ნოდ. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ,რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლამ­დე ამ ვი­თა­რე­ბას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს"და სხვე­ბის მრა­ვა­ლი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­და­სა­ხა­დე­ბის და­წე­ვას არ აპი­რე­ბენ. ეს ფული თა­ვის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის უნ­დათ. ამას და­ე­მა­ტა ის პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა და კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა გუნ­დმა შექ­მნა. მხო­ლოდ „გავ­რი­ლო­ვის ღამე“ არ იგუ­ლის­ხმე­ბა ამა­ში და იგუ­ლის­ხმე­ბა ბიზ­ნე­სის მი­მართ გა­დად­გმუ­ლი დრა­კო­ნუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. ანაკ­ლი­ის კრი­ზი­სი, სა­დაც კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ლინ­და, რომ ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტზეც კი პირ­და­პირ ივა­ნიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით და­ი­წყო დევ­ნა და ამ ყვე­ლა­ფერ­მა შექ­მნა კლი­მა­ტი,რო­მე­ლიც პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე - და­ბა­ლი ზრდა, გაზ­რდი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი და მერ­ყე­ვი კურ­სი“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ და დას­ძი­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვნა­ხეთ სკან­და­ლუ­რი ნა­ბი­ჯი, როცა მთავ­რო­ბამ ვერ აით­ვი­სა კრე­დი­ტი, რო­მე­ლიც დო­ლარ­ში უნდა ჰქო­ნო­და, 120 მი­ლი­ო­ნი და და­მა­ტე­ბით იღებს შიდა ძვირ ვალს.

„მო­ვუ­წო­დებთ, რომ მავ­ნებ­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის ნა­წი­ლი მა­ინც, მა­გა­ლი­თად: სა­ბან­კო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რა­ზეც „ოც­ნე­ბის“ გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც კი წა­მოს­ცდათ , რომ არის მავ­ნებ­ლუ­რი, სა­პენ­სიო გა­და­სა­ხა­დი, რო­მე­ლიც რე­ფორ­მა კი არა გაძ­ვი­რე­ბაა ცხოვ­რე­ბის, უაზ­რო, ბრიყ­ვუ­ლი, დე­დო­ლა­რი­ზა­ცი­ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც ურტყამს ეკო­ნო­მი­კას და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მო­სა­ვალს- ეს მა­ინც გა­ა­უქ­მონ. სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვამ­დე არ არი­ან მზად, რომ სა­გა­და­სა­ხა­დო ტვირ­თი შე­უმ­ცი­რონ ხალ­ხს და ჯი­ბი­დან ნაკ­ლე­ბი ფული ამო­უ­ღონ. მათი და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ ჩვენ", - აცხა­დებს ბო­კე­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

გიგა ბოკერია - "ბაზარზე ლარი 3-იანის ნიშნულს ასცდა, რაც ჩვენს ყველა მოქალაქეს ურტყამს"

გიგა ბოკერია - "ბაზარზე ლარი 3-იანის ნიშნულს ასცდა, რაც ჩვენს ყველა მოქალაქეს ურტყამს"

პარტია "ევროპული საქართველო" ლარის კურსის გაუფასურებას ეხმაურება და ხელისუფლებას საბანკო და საპენსიო რეგულაციების გაუქმებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

გიგა ბოკერიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება შეიქმნა და განაცხადა , რომ აღნიშნული ივანიშვილის გუნდის არაკომპეტენტურობის შედეგია.

"ჩვენ დღეს ვიხილეთ კიდევ ერთი შემაშფოთებელი მოვლენა, ეს სიმბოლურადაც და არსებითადაც გახლავთ კიდევ ერთი ზღვრის გადალახვა ლარის კურსთან მიმართებაში. ბაზარზე ლარი ასცდა 3-იანის ნიშნულს, ლარის რყევა და არასტაბილურობა გრძელდება, რაც პირდაპირ და ირიბად ურტყამს ყველა ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს შემოსავლებს და ჩვენს გეგმებს ცხოვრებაში. ვგულისხმობ პირველ რიგში ყველაზე უფრო გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ყველას, საშუალო და საშუალოზე მაღალ კლასსაც. ეს ვითარება არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის გუნდის არაკომპეტენტური და მავნებლური პოლიტიკის მთელი ამ წლების განმავლობაში: გადასახადების ზრდის, საპენსიო გადასახადების დამატების, მავნებლური და უაზრო რეგულაციების ზრდის, ბიუროკრატიის ზრდის, სრული აბსურდის,რასაც საბანკო რეგულაციები ჰქვია. ვითომ უფრთხილდებიან ხალხს და სინამდვილეში განკარგავენ ჩვენ ნაცვლად ჩვენ ცხოვრებას ჩვენი კეთილდღეობის საზიანოდ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ,რომ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლამდე ამ ვითარებას არაფერი ეშველება. „ევროპული საქართველოს"და სხვების მრავალი მოწოდების მიუხედავად, გადასახადების დაწევას არ აპირებენ. ეს ფული თავისთვის არჩევნებისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის უნდათ. ამას დაემატა ის პოლიტიკური ვითარება და კრიზისი, რომელიც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა შექმნა. მხოლოდ „გავრილოვის ღამე“ არ იგულისხმება ამაში და იგულისხმება ბიზნესის მიმართ გადადგმული დრაკონული ნაბიჯები. ანაკლიის კრიზისი, სადაც კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტზეც კი პირდაპირ ივანიშვილის მითითებით დაიწყო დევნა და ამ ყველაფერმა შექმნა კლიმატი,რომელიც პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ვითარებაზე - დაბალი ზრდა, გაზრდილი გადასახადები და მერყევი კურსი“, - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ სკანდალური ნაბიჯი, როცა მთავრობამ ვერ აითვისა კრედიტი, რომელიც დოლარში უნდა ჰქონოდა, 120 მილიონი და დამატებით იღებს შიდა ძვირ ვალს.

„მოვუწოდებთ, რომ მავნებლური ინიციატივების ნაწილი მაინც, მაგალითად: საბანკო რეგულაციები, რაზეც „ოცნების“ გუნდის წარმომადგენლებსაც კი წამოსცდათ , რომ არის მავნებლური, საპენსიო გადასახადი, რომელიც რეფორმა კი არა გაძვირებაა ცხოვრების, უაზრო, ბრიყვული, დედოლარიზაციის რეგულაციები, რაც ურტყამს ეკონომიკას და ჩვეულებრივი ადამიანების შემოსავალს- ეს მაინც გააუქმონ. საკუთარი ძალაუფლების დაკარგვამდე არ არიან მზად, რომ საგადასახადო ტვირთი შეუმცირონ ხალხს და ჯიბიდან ნაკლები ფული ამოუღონ. მათი დამარცხების შემდეგ ამ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ", - აცხადებს ბოკერია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები