პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლში ოთხი შვილი დავტოვე, გამოვედი და მტკვარში გადავხტი..." - მარტოხელა დედები და მათი ბედი საქართველოში
"სახლში ოთხი შვილი დავტოვე, გამოვედი და მტკვარში გადავხტი..." - მარტოხელა დედები და მათი ბედი საქართველოში

ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში რამ­დენ­ჯერ­მე იპო­ვეს მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვი­ლე­ბი.


სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ქა­ლე­ბი, რო­მელ­თაც მა­მა­კა­ცი ან ოჯა­ხი მარ­ტო ტო­ვებს, ახალ­შო­ბილ შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვას ვერ ახერ­ხე­ბენ და უკი­დუ­რეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მი­დი­ან - ჩვილს ტო­ვე­ბენ...


პრობ­ლე­მა კომ­პლექ­სუ­რი და რთუ­ლია - და­წყე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რი­სა და ზრუნ­ვის არარ­სე­ბო­ბით.


თე­ო­ნას ის­ტო­რია

33 წლის მარ­ტო­ხე­ლა დედა, თე­ო­ნა AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა. ახალ­გაზ­რდა ქალი 24 წლის ასაკ­ში ოთხ შვილ­თან ერ­თად ღია ცის ქვეშ დარ­ჩა. იქამ­დე იყო გა­უ­საძ­ლი­სი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის წლე­ბი, შემ­დეგ კი - თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლა თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის.


"ოჯა­ხი 16 წლი­სამ შევ­ქმე­ნი. ჩემი ნე­ბით არ დავ­ქორ­წი­ნე­ბულ­ვარ, მო­მი­ტა­ცეს. რომ მო­ვიდ­ნენ ჩემი მშობ­ლე­ბი, მინ­დო­და წავ­ყო­ლო­დი, მაგ­რამ მა­ინც მო­მი­წია დარ­ჩე­ნა... პირ­ვე­ლი ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე 17 წლი­სამ, მე­ო­რე - თვრა­მე­ტი­სამ, მე­სა­მე ოცი წლი­სას მე­ყო­ლა, მე­ო­თხე კი 24 წლი­სამ გა­ვა­ჩი­ნე და მას შემ­დეგ ვარ მარ­ტო­ხე­ლა დედა.


ჩემი ყო­ფი­ლი ქმა­რი ხში­რად სვამ­და, მუდ­მი­ვად ძა­ლა­დობ­და ჩემ­ზეც და ბავ­შვებ­ზეც. რა­ღაც არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, ხდე­ბო­და აგ­რე­სი­უ­ლი და მცემ­და გა­მე­ტე­ბით. არც ერთი ვმუ­შა­ობ­დით, თავს ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით ვირ­ჩენ­დით. ამ ყვე­ლა­ფერს ვერც დე­დას ვერ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ვერც - მა­მას. მხარ­დამ­ჭე­რი არა­ვინ მყავ­და... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლა­დო­ბა მუდ­მი­ვად იყო, რამ­დენ­ჯე­რაც ორ­სუ­ლად დავ­რჩი, ბავ­შვის მო­შო­რე­ბა არ მი­ფიქ­რია. ამ ძა­ლა­დო­ბის გამო ჩემ­მა ერ­თმა შვილ­მა ცალ ყურ­ში მთლი­ა­ნად და­კარ­გა სმე­ნა...


ბო­ლოს რომ მცე­მა, მივ­ხვდი, რომ ამის ატა­ნა მე­ტად აღარ შე­მეძ­ლო. დავ­ტო­ვე ბავ­შვე­ბი, გა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან და არ ვი­ცო­დი სად მივ­დი­ო­დი... ტრან­სპორ­ტი­დან მტკვა­რი და­ვი­ნა­ხე, გა­ვა­ჩე­რე და მდი­ნა­რე­ში გა­დავ­ხტი.


ძა­ლი­ან სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, დაღ­ლი­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... თვით­მკვლე­ლო­ბა გან­ზრა­ხუ­ლი არ მქონ­და სახ­ლი­დან გა­სულს. მთე­ლი გზა ვტი­რო­დი, არა­ვის შე­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ, არა­ვის უკი­თხავს რა გი­ჭირ­სო...


მდი­ნა­რი­დან რომ ამო­მიყ­ვა­ნეს მაშ­ვე­ლებ­მა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სამი დღე კო­მა­ში ვი­ყა­ვი... გონ­ზე რომ მო­ვე­დი, იქ იყო ჩემი ყო­ფი­ლი ქმა­რიც და პო­ლი­ცი­აც, ვე­რა­ფე­რი ვთქვი, შე­მე­შინ­და... წა­მიყ­ვა­ნეს სახ­ლში და ისევ თა­ვი­დან და­ი­წყო კოშ­მა­რი. ახლა იმა­ზე მცემ­და, ეს რო­გორ გა­ა­კე­თეო! წა­ვე­დი პო­ლი­ცი­ა­ში. გა­მო­უ­წე­რეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, შემ­დეგ და­ა­კა­ვეს კი­დეც...



პო­ლი­ცი­ამ მირ­ჩია და სას­წრა­ფოდ გა­ვა­კე­თე გან­ქორ­წი­ნე­ბა. წა­ვიყ­ვა­ნე ბავ­შვე­ბი თავ­შე­სა­ფარ­ში... გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვცხოვ­რობ­დი სა­ხელ­მწი­ფო თავ­შე­სა­ფარ­ში, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი იყო, მაგ­რამ იქ ერთი წელი შე­გიძ­ლია იცხოვ­რო მაქ­სი­მუმ. თავ­შე­საფ­რი­დან თავ­შე­სა­ფარ­ში გა­დავ­დი­ო­დით...


რა მექ­ნა, ბავ­შვებს ძა­ლი­ან ბევ­რი სჭირ­დე­ბო­დათ - უნდა მე­მუ­შა­ვა. ის პე­რი­ო­დი როცა ბავ­შვე­ბი თავ­შე­სა­ფარ­ში იყ­ვნენ, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ვი­წყე სტი­ლის­ტო­ბის სწავ­ლა და მა­ლე­ვე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა სა­ლონ­ში. ცოტა რომ მოვძლი­ერ­დი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, გა­დავ­წყვი­ტე შვი­ლე­ბი თავ­შე­საფ­რი­დან გა­მო­მეყ­ვა­ნა, ყო­ველ­დღე კი დავ­დი­ო­დი მათ­თან, მაგ­რამ მინ­დო­და ერ­თად გვე­ცხოვ­რა.


დევ­ნი­ლი ვარ და რო­გორც სხვა დევ­ნი­ლე­ბი, მეც შე­ვი­ჭე­რი რამ­დე­ნი­მე მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში, მაგ­რამ გა­მო­მაგ­დეს და ისევ ქუ­ჩა­ში აღ­მოვ­ჩნდი. ახლა ვარ თემ­ქა­ზე ძვე­ლი გამ­გე­ო­ბის შე­ნო­ბა­ში, ეს იყო ჩემი შეჭ­რის მე­ექ­ვსე მცდე­ლო­ბა. აქ დევ­ნი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. თა­ვი­დან თავ­შე­საფ­რი­დან ბავ­შვებს არ მა­ტან­დნენ, რად­გან რო­გორც სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მა მი­თხრა, პი­რო­ბე­ბი უნდა მქო­ნო­და, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ჰი­გი­ე­ნა...


ისევ გა­ვაგ­რძე­ლე თავ­და­უ­ზო­გა­დავ მუ­შა­ო­ბა, დი­ლი­დან შუ­ა­ღა­მემ­დე. სა­ლონ­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად დამ­ლა­გებ­ლა­დაც და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ჩემს ის­ტო­რი­ას რომ იგებ­დნენ მჩუქ­ნიდ­ნენ ავეჯს, ტექ­ნი­კას და ასე შე­ვიქ­მე­ნი ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი, დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და გა­მო­ვიყ­ვა­ნე ჩემი შვი­ლე­ბი თავ­შე­საფ­რი­დან, რო­გორც მე­ურ­ვემ. ახლა ვცხოვ­რობთ ყვე­ლა ერ­თად, არც ახლა გვილ­ხინს, მაგ­რამ ერ­თად ვართ მთა­ვა­რია... ღმერ­თის მად­ლო­ბე­ლი ვარ!


ვერ ვი­ტყვი, რომ სა­ხელ­მწი­ფო არ გვეხ­მა­რე­ბა. ვი­ღებთ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი 300 ლარს, ასე­ვე რო­გორც თავ­შე­საფ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვე­ბის მე­ურ­ვეს, და­მე­ნიშ­ნა დახ­მა­რე­ბა სა­მას ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით. ვმუ­შა­ობ, თვე­ში ერთხელ გვაქვს 90-ლა­რი­ა­ნი საკ­ვე­ბის ვა­უ­ჩე­რი და ამ თან­ხის ფარ­გლებ­ში ვყი­დუ­ლობ პრო­დუქ­ტებს. მაქვს ხელ­ფა­სი 300 ლარი და თა­ვის გა­ტა­ნას ვა­ხერ­ხებთ" - გვი­ამ­ბობს 33 წლის მარ­ტო­ხე­ლა დედა, რო­მელ­საც მო­მავ­ლის იმე­დი არას­დროს და­უ­კარ­გავს და უამ­რა­ვი გა­ჭირ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად შვი­ლებ­ზე უარი არ უთ­ქვამს.


მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ძა­ლა­დო­ბი­სა­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლი" წლე­ბია მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე მუ­შა­ობს.


სწო­რედ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­მუ­შავ­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­იქ­მნა სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი - "მარ­ტო­ხე­ლა მშო­ბე­ლი", რო­მელ­შიც ცხა­დია მო­ი­აზ­რე­ბი­ან რო­გორც დე­დე­ბი, ისე - მა­მე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის თა­ნახ­მად, მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლად ით­ვლე­ბა პირი, რო­მელ­საც ჰყავს ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლი 18 წლამ­დე ასა­კის შვი­ლი და ბავ­შვის და­ბა­დე­ბის აქ­ტში არ არის ჩა­ნა­წე­რი მა­მის ან დე­დის შე­სა­ხებ.


კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მარ­ტო­ხე­ლა დე­დად ით­ვლე­ბა პირი, რო­მე­ლიც შვი­ლად აიყ­ვანს 18 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვს, თუმ­ცა ამ დროს არ იმ­ყო­ფე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში.


სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო­ხე­ლა დე­დად არ ით­ვლე­ბა ქალი, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წინ­და და მარ­ტო ზრდის შვილს.


ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯე­რი ელი­სო ამი­რე­ჯი­ბი გვე­უბ­ნე­ბა რომ, მი­ზა­ნი მხო­ლოდ სტა­ტუ­სის შე­მო­ღე­ბა არ ყო­ფი­ლა - სტა­ტუსს თან უნდა მოჰ­ყვეს სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მე­ბი.



"შარ­შან­დე­ლი მო­ნა­ცე­მით, მხო­ლოდ 140-მდე ქალი სარ­გებ­ლობ­და მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სით და არ­ცერ­თი მა­მა­კა­ცი. ასე ცოტა იმი­ტომ არი­ან, რომ ეს არის სტა­ტუ­სი სტა­ტუ­სის­თვის და არა­ვი­თა­რი სარ­გე­ბე­ლი არ ახ­ლავს.


პრობ­ლე­მის მას­შტა­ბი გა­ცი­ლე­ბით დი­დია. მა­გა­ლი­თად, 2000-2017 წლებ­ში 40 000-ზე მეტი ქა­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ბავ­შვი გა­მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავს სამ­შო­ბი­ა­რო­დან და ბავ­შვის მა­მის გრა­ფა არის ცა­რი­ე­ლი


რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მებს, რომ­ლებ­საც ძი­რი­თა­დად აწყდე­ბი­ან მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი, ამა­ში უპირ­ვე­ლე­სად გა­მოვ­ყოფ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ბოლო დროს გახ­შირ­და ფაქ­ტე­ბი, რომ პო­უ­ლო­ბენ მი­ტო­ვე­ბულ ბავ­შვებს. ჩვენ გა­მოვ­კი­თხეთ დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ცი­ხე­ში მოხ­ვდნენ ჩვილ ბავ­შვთა მკვლე­ლო­ბის გამო. ყვე­ლა გა­მო­კი­თხუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. თქვეს რომ, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და პირ­ვე­ლი რა­საც აკე­თებ­დნენ, პირ­ზე ხელს აფა­რებ­დნენ ჩვილს, რათა არა­ვის გა­ე­გო, რომ ისი­ნი გაჩ­ნდნენ. ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი გა­გუდ­ვით არის მკვდა­რი.


რა იწ­ვევს ამას? ქალი, რო­მელ­მაც გა­ა­ჩი­ნა არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გად ბავ­შვი, იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია ოჯა­ხის, ახ­ლობ­ლე­ბის მიერ, მათ აგ­დე­ბენ სახ­ლე­ბი­დან, თუ სამ­სა­ხუ­რი აქვთ, იმა­საც კარ­გა­ვენ, რად­გან ბავ­შვს ვერ­სად ტო­ვე­ბენ, სა­ნამ ბა­ღის ასა­კის გახ­დე­ბა. ამას ერ­თვის ისიც, რომ სა­ხელ­მწი­ფოს არ გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი ამ ქა­ლე­ბის­თვის.


ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ იბ­რძო­ლა და მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ დნმ-ით მა­მო­ბის დად­გე­ნა გახ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო. რას ნიშ­ნავს ეს? თუ მა­მამ უარი თქვა მა­მო­ბა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად დნმ-ის ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა­ზე და არ გა­მო­ცხად­და პრო­ცეს­ზე, სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს და­უს­წრე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მას აღი­ა­რებს მა­მად, შემ­დეგ და­ე­კის­რე­ბა ალი­მენ­ტი, თუმ­ცა აქ პრობ­ლე­მაა აღ­სრუ­ლე­ბა - თუ ამ­ბობს უარს გა­დახ­და­ზე და მის სა­ხელ­ზე არა­ნა­ი­რი ქო­ნე­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბა, თან­ხის ამო­ღე­ბა ხდე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი" - ამ­ბობს ელი­სო ამი­რე­ჯი­ბი.


ფსი­ქო­ლო­გი ელი­სო სა­მუ­შია "ძა­ლა­დო­ბი­სა­გან დაც­ვის ეროვ­ნულ ქსელ­თან" არ­სე­ბულ დე­და­თა და შვილ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში, ასე­ვე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა თავ­შე­საფ­რის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­თან მუ­შა­ობს.


რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ თავ­შე­საფ­რებ­ში მოხ­ვედ­რილ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, რაც მათ ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მწვა­ვედ აი­სა­ხე­ბა.


"ისი­ნი არი­ან ძლი­ე­რი ტრავ­მის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ. რად­გან არამ­ხო­ლოდ მათ ეხე­ბათ საფრ­თხე, არა­მედ მათ შვი­ლებ­საც. გა­მო­ხა­ტუ­ლი აქვთ შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცი­ე­ბი: მო­მავ­ლის იმე­დის არ­ქო­ნა, უსუ­სუ­რო­ბის, და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბის მკვეთ­რი დაქ­ვე­ი­თე­ბა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც გა­მო­ხა­ტუ­ლია მო­მავ­ლის იმე­დის არ­ქო­ნა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სიმპტო­მე­ბი ნელ-ნელა მცირ­დე­ბა, მას შემ­დეგ რაც ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ შე­სა­ბა­მის სო­ცი­ა­ლურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას.


ბავ­შვებ­ში ეს რე­აქ­ცი­ე­ბი გან­ხვა­ვე­ბუ­ლია. შე­საძ­ლოა, ის ჩვი­ლო­ბის ასაკ­შიც კი გა­მოვ­ლინ­დეს, ძი­ლის პრობ­ლე­მე­ბით, კვე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბით, შფოთვით, ჭირ­ვე­უ­ლო­ბით... მოზ­დილ ბავ­შვებ­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­ში, აგ­რე­სი­უ­ლო­ბა­ში ვლინ­დე­ბა. მათ შო­რის ფი­ზი­კურ ტკი­ვილ­შიც კი გა­და­იზ­რდე­ბა ხოლ­მე, რაც სტრე­სით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი" - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.


რა მხარ­და­ჭე­რას სთა­ვა­ზობს სა­ხელ­მწი­ფო მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს?

ჩვენ ამ კი­თხვით ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თეთ. პენ­სი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა თეა გვა­რა­მა­ძემ გვი­თხრა, რომ მარ­თა­ლია სა­მი­ნის­ტროს კონ­კრე­ტუ­ლად მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მე­ბი არ გა­აჩ­ნია, თუმ­ცა არ­სე­ბობს პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლი­თაც შე­უძ­ლი­ათ მათ ისარ­გებ­ლონ:



"ერ­თა­დერ­თი შე­ღა­ვა­თი, რაც კონ­კრე­ტუ­ლად ასე­თი სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე მოქ­მე­დებს, არის სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლი­თაც ისი­ნი არ იბეგ­რე­ბი­ან 3000 ლა­რამ­დე შე­მო­სავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დით. სა­კუთ­რივ მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის­თვის სა­მი­ნის­ტროს არა­ნა­ი­რი პროგ­რა­მა არ გა­აჩ­ნია, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მათ­ზე სა­ხელ­მწი­ფო არ ზრუ­ნავს. მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს და ეს გაბ­ნე­უ­ლია სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მა­ში.


მა­გა­ლი­თად, მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა, სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის - სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, მარ­ტო­ხე­ლა დედა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ცალ­კე კა­ტე­გო­რი­ად, რაც ზრდის დახ­მა­რე­ბის და­ნიშ­ვნის შანსს. ყო­ველ­წლი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და ბავ­შვზე ზრუნ­ვის პროგ­რა­მა.


ასე­ვე, არის დე­და­თა და ბავ­შვთა თავ­შე­საფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ქვეპ­როგ­რა­მა, თუმ­ცა იქ არ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამ თავ­შე­საფ­რით შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს რო­გორც მარ­ტო­ხე­ლა დე­დამ, ასე­ვე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლმა დე­დებ­მა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლებ­მა, ორ­სუ­ლებ­მა და ა.შ. მათ შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი შე­ის­წავ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას და მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გან­თავ­სდნენ თავ­შე­საფ­რებ­ში ერთი თვი­დან ერთ წლამ­დე ვა­დით პა­ტა­რებ­თან ერ­თად, სა­დაც იქ­ნე­ბი­ან ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი.



არ­სე­ბობს კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის პირ­ვე­ლა­დი დამ­ხა­რე­ბის პროგ­რა­მა, რაც გუ­ლის­ხმობს ერთჯე­რად დახ­მა­რე­ბას 800 ლა­რის ოდე­ნო­ბით. წე­რენ გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, მი­დის სოც­მუ­შა­კი, შე­ის­წავ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას და თუ ოჯა­ხი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, გა­ი­ცე­მა 800 ლარი ერთჯე­რა­დად.


ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­შია ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი კვე­ბის ვა­უ­ჩე­რიც - ერთი წლის ჩათ­ვლით ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­მა უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ ფორ­მა ასი, რომ ბავ­შვს სჭირ­დე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი კვე­ბა და ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფა­სოდ შე­ი­ძე­ნენ ხე­ლოვ­ნურ საკ­ვებს აფ­თი­აქ­ში" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს თა­თია გვა­რა­მა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ სულ სამი თავ­შე­სა­ფა­რი მოქ­მე­დებს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით: თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ხა­შურ­ში.


მი­სი­ვე თქმით, გარ­და თავ­შე­საფ­რე­ბი­სა, მოქ­მე­დებს დღის ცენ­ტრე­ბი რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ისე - დე­დე­ბის­თვის. ასეთ ცენ­ტრებ­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს შე­უძ­ლი­ათ ყო­ველ­დღი­უ­რად ია­რონ, იკ­ვე­ბონ, ჩა­ერ­თონ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მებ­ში. სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ დღის ცენ­ტრე­ბი ქვეყ­ნის თით­ქმის ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში მოქ­მე­დებს.


რა დო­კუ­მენ­ტე­ბია სა­ჭი­რო მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის­თვის?

მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის მა­ძი­ე­ბელ­მა პირ­მა სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უნდა მი­მარ­თოს და წა­რად­გი­ნოს შემ­დე­გი დო­კუ­მენ­ტე­ბი:


  • პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბე­ბი
  • სტა­ტუ­სის მა­ძი­ე­ბე­ლი პი­რის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა და ბავ­შვის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა

აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტუ­სი უქ­მდე­ბა მა­შინ, თუ მისი მა­ძი­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი და­ქორ­წინ­დე­ბა, ან გარ­და­იც­ვლე­ბა, ასე­ვე - ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის, ან უგზო-უკვლოდ და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში, მა­ში­ნაც თუ მო­ზარ­დი გახ­დე­ბა 18 წლის, ან და­ქორ­წინ­დე­ბა, და­უდ­გინ­დე­ბა მე­ო­რე მშო­ბე­ლი, ან გაშ­ვილ­დე­ბა. მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სტა­ტუ­სი უქ­მდე­ბა მა­ში­ნაც, თუ მისი მა­ძი­ე­ბე­ლი პირი აღარ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვს მშობ­ლის უფ­ლე­ბა, ან შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში არას­წორ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას წა­რად­გენს.



დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში
ავტორი:

"სახლში ოთხი შვილი დავტოვე, გამოვედი და მტკვარში გადავხტი..." - მარტოხელა დედები და მათი ბედი საქართველოში

"სახლში ოთხი შვილი დავტოვე, გამოვედი და მტკვარში გადავხტი..." - მარტოხელა დედები და მათი ბედი საქართველოში

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენჯერმე იპოვეს მიტოვებული ჩვილები.


სამწუხაროდ, ხშირად ქალები, რომელთაც მამაკაცი ან ოჯახი მარტო ტოვებს, ახალშობილ შვილებზე ზრუნვას ვერ ახერხებენ და უკიდურეს გადაწყვეტილებამდე მიდიან - ჩვილს ტოვებენ...


პრობლემა კომპლექსური და რთულია - დაწყებული საზოგადოების დისკრიმინაციული დამოკიდებულებიდან, დამთავრებული სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მხარდაჭერისა და ზრუნვის არარსებობით.


თეონას ისტორია

33 წლის მარტოხელა დედა, თეონა AMBEBI.GE-ს საკუთარ ისტორიას უყვება. ახალგაზრდა ქალი 24 წლის ასაკში ოთხ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა. იქამდე იყო გაუსაძლისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის წლები, შემდეგ კი - თავდაუზოგავი ბრძოლა თვითგადარჩენისთვის.


"ოჯახი 16 წლისამ შევქმენი. ჩემი ნებით არ დავქორწინებულვარ, მომიტაცეს. რომ მოვიდნენ ჩემი მშობლები, მინდოდა წავყოლოდი, მაგრამ მაინც მომიწია დარჩენა... პირველი ბავშვი გავაჩინე 17 წლისამ, მეორე - თვრამეტისამ, მესამე ოცი წლისას მეყოლა, მეოთხე კი 24 წლისამ გავაჩინე და მას შემდეგ ვარ მარტოხელა დედა.


ჩემი ყოფილი ქმარი ხშირად სვამდა, მუდმივად ძალადობდა ჩემზეც და ბავშვებზეც. რაღაც არ მოეწონებოდა, ხდებოდა აგრესიული და მცემდა გამეტებით. არც ერთი ვმუშაობდით, თავს ძირითადად სოციალური დახმარებით ვირჩენდით. ამ ყველაფერს ვერც დედას ვერ ვეუბნებოდი, ვერც - მამას. მხარდამჭერი არავინ მყავდა... მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა მუდმივად იყო, რამდენჯერაც ორსულად დავრჩი, ბავშვის მოშორება არ მიფიქრია. ამ ძალადობის გამო ჩემმა ერთმა შვილმა ცალ ყურში მთლიანად დაკარგა სმენა...


ბოლოს რომ მცემა, მივხვდი, რომ ამის ატანა მეტად აღარ შემეძლო. დავტოვე ბავშვები, გამოვედი სახლიდან და არ ვიცოდი სად მივდიოდი... ტრანსპორტიდან მტკვარი დავინახე, გავაჩერე და მდინარეში გადავხტი.


ძალიან სასოწარკვეთილი, დაღლილი, განადგურებული ვიყავი... თვითმკვლელობა განზრახული არ მქონდა სახლიდან გასულს. მთელი გზა ვტიროდი, არავის შევუჩერებივარ, არავის უკითხავს რა გიჭირსო...


მდინარიდან რომ ამომიყვანეს მაშველებმა და საავადმყოფოში გადამიყვანეს, სამი დღე კომაში ვიყავი... გონზე რომ მოვედი, იქ იყო ჩემი ყოფილი ქმარიც და პოლიციაც, ვერაფერი ვთქვი, შემეშინდა... წამიყვანეს სახლში და ისევ თავიდან დაიწყო კოშმარი. ახლა იმაზე მცემდა, ეს როგორ გააკეთეო! წავედი პოლიციაში. გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი, შემდეგ დააკავეს კიდეც...



პოლიციამ მირჩია და სასწრაფოდ გავაკეთე განქორწინება. წავიყვანე ბავშვები თავშესაფარში... გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი სახელმწიფო თავშესაფარში, სადაც ძალიან კარგი პირობები იყო, მაგრამ იქ ერთი წელი შეგიძლია იცხოვრო მაქსიმუმ. თავშესაფრიდან თავშესაფარში გადავდიოდით...


რა მექნა, ბავშვებს ძალიან ბევრი სჭირდებოდათ - უნდა მემუშავა. ის პერიოდი როცა ბავშვები თავშესაფარში იყვნენ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დავიწყე სტილისტობის სწავლა და მალევე დავიწყე მუშაობა სალონში. ცოტა რომ მოვძლიერდი ფსიქოლოგიურად და მატერიალურად, გადავწყვიტე შვილები თავშესაფრიდან გამომეყვანა, ყოველდღე კი დავდიოდი მათთან, მაგრამ მინდოდა ერთად გვეცხოვრა.


დევნილი ვარ და როგორც სხვა დევნილები, მეც შევიჭერი რამდენიმე მიტოვებულ შენობაში, მაგრამ გამომაგდეს და ისევ ქუჩაში აღმოვჩნდი. ახლა ვარ თემქაზე ძველი გამგეობის შენობაში, ეს იყო ჩემი შეჭრის მეექვსე მცდელობა. აქ დევნილები ცხოვრობენ. თავიდან თავშესაფრიდან ბავშვებს არ მატანდნენ, რადგან როგორც სოციალურმა მუშაკმა მითხრა, პირობები უნდა მქონოდა, ელემენტარული ტექნიკა და ჰიგიენა...


ისევ გავაგრძელე თავდაუზოგადავ მუშაობა, დილიდან შუაღამემდე. სალონში მუშაობის პარალელურად დამლაგებლადაც დავიწყე მუშაობა. ჩემს ისტორიას რომ იგებდნენ მჩუქნიდნენ ავეჯს, ტექნიკას და ასე შევიქმენი ელემენტარული პირობები, დავწერე განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში და გამოვიყვანე ჩემი შვილები თავშესაფრიდან, როგორც მეურვემ. ახლა ვცხოვრობთ ყველა ერთად, არც ახლა გვილხინს, მაგრამ ერთად ვართ მთავარია... ღმერთის მადლობელი ვარ!


ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო არ გვეხმარება. ვიღებთ სოციალურ დახმარებას, როგორც სოციალურად დაუცველები 300 ლარს, ასევე როგორც თავშესაფრიდან გამოყვანილი ბავშვების მეურვეს, დამენიშნა დახმარება სამას ლარამდე ოდენობით. ვმუშაობ, თვეში ერთხელ გვაქვს 90-ლარიანი საკვების ვაუჩერი და ამ თანხის ფარგლებში ვყიდულობ პროდუქტებს. მაქვს ხელფასი 300 ლარი და თავის გატანას ვახერხებთ" - გვიამბობს 33 წლის მარტოხელა დედა, რომელსაც მომავლის იმედი არასდროს დაუკარგავს და უამრავი გაჭირვების მიუხედავად შვილებზე უარი არ უთქვამს.


მარტოხელა დედები და საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი" წლებია მარტოხელა დედების პრობლემებზე მუშაობს.


სწორედ ორგანიზაციის ინიციატივით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სამართლებრივი სტატუსი - "მარტოხელა მშობელი", რომელშიც ცხადია მოიაზრებიან როგორც დედები, ისე - მამები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მარტოხელა მშობლად ითვლება პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების აქტში არ არის ჩანაწერი მამის ან დედის შესახებ.


კანონის მიხედვით, მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელიც შვილად აიყვანს 18 წლამდე ასაკის ბავშვს, თუმცა ამ დროს არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.


საქართველოში მარტოხელა დედად არ ითვლება ქალი, რომელიც ოფიციალურად განქორწინდა და მარტო ზრდის შვილს.


ორგანიზაციის რეგიონული პროგრამების მენეჯერი ელისო ამირეჯიბი გვეუბნება რომ, მიზანი მხოლოდ სტატუსის შემოღება არ ყოფილა - სტატუსს თან უნდა მოჰყვეს სოციალური მხარდაჭერის პროგრამები.



"შარშანდელი მონაცემით, მხოლოდ 140-მდე ქალი სარგებლობდა მარტოხელა მშობლის სტატუსით და არცერთი მამაკაცი. ასე ცოტა იმიტომ არიან, რომ ეს არის სტატუსი სტატუსისთვის და არავითარი სარგებელი არ ახლავს.


პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია. მაგალითად, 2000-2017 წლებში 40 000-ზე მეტი ქალია რეგისტრირებული, რომელსაც ბავშვი გამოყვანილი ჰყავს სამშობიაროდან და ბავშვის მამის გრაფა არის ცარიელი


რაც შეეხება პრობლემებს, რომლებსაც ძირითადად აწყდებიან მარტოხელა დედები, ამაში უპირველესად გამოვყოფდი საზოგადოების დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. ბოლო დროს გახშირდა ფაქტები, რომ პოულობენ მიტოვებულ ბავშვებს. ჩვენ გამოვკითხეთ დედები, რომლებიც ციხეში მოხვდნენ ჩვილ ბავშვთა მკვლელობის გამო. ყველა გამოკითხული აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლი. თქვეს რომ, როდესაც ბავშვი ჩნდებოდა პირველი რასაც აკეთებდნენ, პირზე ხელს აფარებდნენ ჩვილს, რათა არავის გაეგო, რომ ისინი გაჩნდნენ. ძალიან ბევრი ბავშვი გაგუდვით არის მკვდარი.


რა იწვევს ამას? ქალი, რომელმაც გააჩინა არარეგისტრირებული ურთიერთობის შედეგად ბავშვი, იგნორირებულია ოჯახის, ახლობლების მიერ, მათ აგდებენ სახლებიდან, თუ სამსახური აქვთ, იმასაც კარგავენ, რადგან ბავშვს ვერსად ტოვებენ, სანამ ბაღის ასაკის გახდება. ამას ერთვის ისიც, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია შესაბამისი დახმარების პროგრამები ამ ქალებისთვის.


ჩვენმა ორგანიზაციამ იბრძოლა და მივაღწიეთ იმას, რომ დნმ-ით მამობის დადგენა გახდა სავალდებულო. რას ნიშნავს ეს? თუ მამამ უარი თქვა მამობაზე და შესაბამისად დნმ-ის ანალიზის გაკეთებაზე და არ გამოცხადდა პროცესზე, სასამართლო მიიღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მას აღიარებს მამად, შემდეგ დაეკისრება ალიმენტი, თუმცა აქ პრობლემაა აღსრულება - თუ ამბობს უარს გადახდაზე და მის სახელზე არანაირი ქონება არ ფიქსირდება, თანხის ამოღება ხდება შეუძლებელი" - ამბობს ელისო ამირეჯიბი.


ფსიქოლოგი ელისო სამუშია "ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან" არსებულ დედათა და შვილთა თავშესაფარში, ასევე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარებთან მუშაობს.


რესპონდენტი ამბობს, რომ თავშესაფრებში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ძალადობის მსხვერპლია, რაც მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე მწვავედ აისახება.


"ისინი არიან ძლიერი ტრავმის ზეგავლენის ქვეშ. რადგან არამხოლოდ მათ ეხებათ საფრთხე, არამედ მათ შვილებსაც. გამოხატული აქვთ შესაბამისი რეაქციები: მომავლის იმედის არქონა, უსუსურობის, დაუცველობის განცდა, დაბალი თვითშეფასება და გუნება-განწყობილების მკვეთრი დაქვეითება. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც გამოხატულია მომავლის იმედის არქონა. დროთა განმავლობაში ეს სიმპტომები ნელ-ნელა მცირდება, მას შემდეგ რაც ისინი მიიღებენ შესაბამის სოციალურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.


ბავშვებში ეს რეაქციები განხვავებულია. შესაძლოა, ის ჩვილობის ასაკშიც კი გამოვლინდეს, ძილის პრობლემებით, კვებითი დარღვევებით, შფოთვით, ჭირვეულობით... მოზდილ ბავშვებში გაღიზიანებაში, აგრესიულობაში ვლინდება. მათ შორის ფიზიკურ ტკივილშიც კი გადაიზრდება ხოლმე, რაც სტრესით არის გამოწვეული" - ამბობს ფსიქოლოგი.


რა მხარდაჭერას სთავაზობს სახელმწიფო მარტოხელა დედებს?

ჩვენ ამ კითხვით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ. პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსმა თეა გვარამაძემ გვითხრა, რომ მართალია სამინისტროს კონკრეტულად მარტოხელა დედებისთვის სოციალური მხარდაჭერის პროგრამები არ გააჩნია, თუმცა არსებობს პროგრამები, რომლითაც შეუძლიათ მათ ისარგებლონ:



"ერთადერთი შეღავათი, რაც კონკრეტულად ასეთი სტატუსის მქონე ადამიანებზე მოქმედებს, არის საგადასახადო კოდექსში ჩანაწერი, რომლითაც ისინი არ იბეგრებიან 3000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით. საკუთრივ მარტოხელა დედებისთვის სამინისტროს არანაირი პროგრამა არ გააჩნია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათზე სახელმწიფო არ ზრუნავს. მათი სოციალური მხარდაჭერის შესაძლებლობები არსებობს და ეს გაბნეულია სხვადასხვა პროგრამაში.


მაგალითად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, საარსებო შემწეობები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის - სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასებისას, მარტოხელა დედა განისაზღვრება ცალკე კატეგორიად, რაც ზრდის დახმარების დანიშვნის შანსს. ყოველწლიურად ხორციელდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა.


ასევე, არის დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, თუმცა იქ არ არის მაინცდამაინც მარტოხელა დედები აქცენტირებული. ამ თავშესაფრით შეუძლია ისარგებლოს როგორც მარტოხელა დედამ, ასევე ძალადობის მსხვერპლმა დედებმა, მატერიალურად შეჭირვებულებმა, ორსულებმა და ა.შ. მათ შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოციალური მუშაკი შეისწავლის მდგომარეობას და მიეცემათ საშუალება საჭიროების შემთხვევაში განთავსდნენ თავშესაფრებში ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადით პატარებთან ერთად, სადაც იქნებიან ყველაფრით უზრუნველყოფილნი.



არსებობს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის პირველადი დამხარების პროგრამა, რაც გულისხმობს ერთჯერად დახმარებას 800 ლარის ოდენობით. წერენ განცხადებას სოციალური მომსახურების სააგენტოში, მიდის სოცმუშაკი, შეისწავლის მდგომარეობას და თუ ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია, გაიცემა 800 ლარი ერთჯერადად.


ამ პროგრამის ფარგლებშია ასევე ხელოვნური კვების ვაუჩერიც - ერთი წლის ჩათვლით ბავშვების მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ფორმა ასი, რომ ბავშვს სჭირდება ხელოვნური კვება და ერთი წლის განმავლობაში უფასოდ შეიძენენ ხელოვნურ საკვებს აფთიაქში" - განუცხადა AMBEBI.GE-ს თათია გვარამაძემ და აღნიშნა, რომ სულ სამი თავშესაფარი მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით: თბილისში, ქუთაისსა და ხაშურში.


მისივე თქმით, გარდა თავშესაფრებისა, მოქმედებს დღის ცენტრები როგორც ბავშვებისთვის, ისე - დედებისთვის. ასეთ ცენტრებში ბენეფიციარებს შეუძლიათ ყოველდღიურად იარონ, იკვებონ, ჩაერთონ საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში. სამინისტროში აცხადებენ, რომ დღის ცენტრები ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში მოქმედებს.


რა დოკუმენტებია საჭირო მარტოხელა მშობლის სტატუსისთვის?

მარტოხელა მშობლის სტატუსის მაძიებელმა პირმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:


  • პირადობის დამადასტურებელი ცნობები
  • სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა და ბავშვის დაბადების მოწმობა

აღნიშნული სტატუსი უქმდება მაშინ, თუ მისი მაძიებელი ადამიანი დაქორწინდება, ან გარდაიცვლება, ასევე - ბავშვის გარდაცვალების, ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, მაშინაც თუ მოზარდი გახდება 18 წლის, ან დაქორწინდება, დაუდგინდება მეორე მშობელი, ან გაშვილდება. მარტოხელა დედის სტატუსი უქმდება მაშინაც, თუ მისი მაძიებელი პირი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, ან შესაბამის უწყებაში არასწორ დოკუმენტაციას წარადგენს.



"საიზოლაციო ოთახში გადაიყვანენ" - როგორია პროტოკოლი იმ შემთხვევისთვის, თუ საბავშვო ბაღში ბავშვს მაღალი ტემპერატურა ექნება

თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 კორონავირუსის შემთხვევების გამო არ გაიხსნა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა