საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
78 წლის პედაგოგის ულამაზესი ბაღი ახმეტაში, რომელიც დედის ხსოვნას მიუძღვნა - "შვილიშვილი უცხოეთიდან მირეკავს, რომ ვაჩვენო, ახალი რა გავაკეთე"
78 წლის პედაგოგის ულამაზესი ბაღი ახმეტაში, რომელიც დედის ხსოვნას მიუძღვნა - "შვილიშვილი უცხოეთიდან მირეკავს, რომ ვაჩვენო, ახალი რა გავაკეთე"

სა­ნა­თა სა­გი­ნაშ­ვი­ლი ახ­მე­ტე­ლი ქალ­ბა­ტო­ნია - და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ახ­მე­ტა­ში. ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი კუ­თხე. წლე­ბია სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის მუ­შა­კია. "ვმუ­შა­ობ­დი ჯერ აღ­მზრდე­ლად, მერე სა­ბავ­შვო ბა­ღის გამ­გედ, ბოლო 5 წე­ლი­წა­დია, რა­ი­ო­ნის სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის ცენ­ტრში მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად გა­და­მიყ­ვა­ნეს. 78 წლის ვარ. გა­სულ დე­კემ­ბერს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის ტრე­ნინ­გი გა­ვი­ა­რე და გა­მოც­დაც ჩა­ვა­ბა­რე", - გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი სა­ნა­თა, რო­მე­ლიც ამ ცენ­ტრში სა­ბავ­შვო ბა­ღის მე­თო­დის­ტებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

"სამ­სა­ხურს და­ვა­ნე­ბებ თავს-მეთ­ქი, ვთქვი, მაგ­რამ იმ­დე­ნად კარ­გი კო­ლე­გე­ბი მყავს, რომ ჯერ ამის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს... მათი მხარ­და­ჭე­რით კარ­გად გა­დავ­ლა­ხე ტრე­ნინ­გე­ბიც და მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რე - უკვე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვარ", - გვი­ამ­ბობს რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ამ საქ­მით არ იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. ის მოყ­ვა­რუ­ლი მე­ბა­ღეა და ეზო­ში სა­ო­ცა­რი ბაღ-ბოს­ტა­ნი აქვს, რო­მელ­საც გულ­მოდ­გი­ნედ უვ­ლის.

- შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბაღი გაქვთ, სა­დაც შრო­მობთ და მისი ხილ­ვა თვალს უხა­რია. კონ­კრე­ტუ­ლად რა ხა­რობს თქვენს ბაღ­ში?

- პა­ტა­რა ეზოა, ფარ­თო­ბი სახ­ლი­ა­ნად 600 კვმ იქ­ნე­ბა. მცე­ნა­რე­ებს წინა ეზოს ნა­წი­ლი აქვს დათ­მო­ბი­ლი. პა­ტა­რა ბოს­ტა­ნიც მაქვს, ხე­ხი­ლიც ხა­რობს. ბოს­ტან­ზე ჩემი შვი­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, დედა, რად გინ­და, წვა­ლობ, ბა­ზა­რი აქ­ვე­აო, მაგ­რამ რა­ი­ონ­ში რომ ცხოვ­რობ, თით­ქოს რა­ღაც უხერ­ხუ­ლო­ბას გრძნობ - რა­ტომ არ უნდა იყოს ეზო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი? რა­ტომ არ უნდა მქონ­დეს თუნ­დაც ბოს­ტა­ნი? როცა დამ­ჭირ­დე­ბა, გა­ვალ, მწვა­ნილს მოვკრეფ ან პა­ტა­რა თა­ი­გულს გა­ვა­კე­თებ - რა არის ამა­ში ცუდი? მოკ­ლედ მე ჩემი პა­ტა­რა სა­მო­თხე მაქვს.

- ად­რე­ულ წლებ­შიც ასე­თი იყო თქვე­ნი ეზო?

- დედა ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი და ძლი­ე­რი ქალი გახ­ლდათ. მე მას დი­დად არ ვგა­ვარ, უფრო ჩემი შვი­ლე­ბი და­ემ­სგავ­სნენ. ად­რე­ულ წლებ­ში, როცა ამ ეზოს უვ­ლი­და, მე აქა­უ­რო­ბას არც ვე­კა­რე­ბო­დი - ბოს­ტა­ნი, ეზო ჩემი საქ­მე არ იყო. დედა კი სულ მი­ბიძ­გებ­და, რომ რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ბოს­ტან­ში ან ყვა­ვილ­ნარ­ში გავ­სუ­ლი­ყა­ვი. გა­ვი­და დრო, ის აღარ არის და მისი საქ­მე­ე­ბი მე გან­ვაგ­რძე. დე­დას წას­ვლის შემ­დეგ რა­ღაც­ნა­ი­რად შე­მოვ­ბრუნ­დი და მისი საქ­მე­ე­ბის მთე­ლი სიმ­ძი­მე მხრებ­ზე მე და­მაწ­ვა. ეს ეზო ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, აქა­უ­რო­ბა წეს­რი­გი­თა და სი­კოხ­ტა­ვით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, აყ­ვა­ვე­ბულ-აბაღ­ნა­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ყვა­ო­და ფუ­რი­სუ­ლე­ბი, ენ­ძე­ლე­ბი, იები, ნარ­ცი­სე­ბი, ტი­ტე­ბი და ასე და­უს­რუ­ლებ­ლად. ფი­ტო­თე­რა­პი­აც აინ­ტე­რე­სებ­და და ამ მხრი­ვაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ბა­ლა­ხე­ბით მკურ­ნა­ლო­ბაც შე­ეძ­ლო, და­დი­ო­და ტყე­ში, სა­ი­და­ნაც უამ­რა­ვი სა­სარ­გებ­ლო რამ მოჰ­ქონ­და. ეზო­ში ყვე­ლა­ფერს თვი­თონ რგავ­და და ანა­წი­ლებ­და. ეზო­ში ახ­ლაც ხა­რობს მისი დარ­გუ­ლი ხე, რო­მელ­ზეც სამი ჯიშIის მსხა­ლი და­ამ­ყნო.

- მოკ­ლედ, მას შემ­დეგ, რაც დედა აღარ არის, ეზოს მოვ­ლის სურ­ვი­ლი და­გე­ბა­დათ...

- გა­ზა­ფხუ­ლი რომ დგე­ბა და ბუ­ნე­ბა იღ­ვი­ძებს, სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა, უფრო მეტი და მეტი გა­ა­კე­თო. მიყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბი. ბევ­რნა­ი­რი მაქვს, სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით მოყ­ვა­ვი­ლე­ე­ბი. გა­ზა­ფხუ­ლი ფუ­რი­სუ­ლე­ბით იწყე­ბა, მათ იები, შრო­შა­ნე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ტი­ტე­ბი, იორ­და­სა­ლა­მე­ბი - ყვე­ლა­ფერს ნა­ხავთ აქ, რაც გა­ზა­ფხუ­ლი­დან შე­მოდ­გო­მამ­დე ყვა­ვის. წლე­ულს დე­კო­რა­ცი­ე­ბის შეც­ვლა მინ­დო­და და შევ­ცდი - ის მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკა­ნა ეზო­ში უნდა და­მე­თე­სა, ამე­რია და წინ დავ­თე­სე. ახლა გა­ზა­ფხულ­ზე სხვა გეგ­მე­ბი მაქვს.

- მარ­ტო მუ­შა­ობთ და არა­ვინ გეხ­მა­რე­ბათ?

- ჩემი შვი­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, თბი­ლი­სი­დან რა­ღა­ცებს მაწ­ვდი­ან - ნერ­გი იქ­ნე­ბა თუ სხვა რამ მცე­ნა­რე. ამას­თან, აქ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობს. კარ­გი მე­ზობ­ლე­ბი და ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გე­ბი მყავს, ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებთ და ნერ­გებს, თეს­ლებს ვუც­ვლით. სხვა­თა შო­რის, ჩვენს ბაღ­ში დღემ­დეა დე­და­ჩე­მის მიერ ტყი­დან მო­ტა­ნი­ლი ფუ­რი­სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თწ­ლი­ა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბია­, მაგ­რამ ჩვენ­თან ყო­ველ­წლი­უ­რად ამო­დის და ყვა­ვის. გა­ზა­ფხულ­ზე მო­ფე­ნი­ლია ხოლ­მე მთე­ლი ეზო. ხან იმ­დე­ნია, ვხში­რავ, მაგ­რამ მე მცე­ნა­რე­ე­ბი ისე მიყ­ვარს, რომ ამო­საგ­დე­ბად მე­ნა­ნე­ბა...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

78 წლის პედაგოგის ულამაზესი ბაღი ახმეტაში, რომელიც დედის ხსოვნას მიუძღვნა - "შვილიშვილი უცხოეთიდან მირეკავს, რომ ვაჩვენო, ახალი რა გავაკეთე"

78 წლის პედაგოგის ულამაზესი ბაღი ახმეტაში, რომელიც დედის ხსოვნას მიუძღვნა - "შვილიშვილი უცხოეთიდან მირეკავს, რომ ვაჩვენო, ახალი რა გავაკეთე"

სანათა საგინაშვილი ახმეტელი ქალბატონია - დაიბადა და გაიზარდა ახმეტაში. ძალიან უყვარს თავისი კუთხე. წლებია სკოლამდელი აღზრდის მუშაკია. "ვმუშაობდი ჯერ აღმზრდელად, მერე საბავშვო ბაღის გამგედ, ბოლო 5 წელიწადია, რაიონის საბავშვო ბაღების ცენტრში მთავარ სპეციალისტად გადამიყვანეს. 78 წლის ვარ. გასულ დეკემბერს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა სახლის ტრენინგი გავიარე და გამოცდაც ჩავაბარე", - გვეუბნება ქალბატონი სანათა, რომელიც ამ ცენტრში საბავშვო ბაღის მეთოდისტებს ხელმძღვანელობს.

"სამსახურს დავანებებ თავს-მეთქი, ვთქვი, მაგრამ იმდენად კარგი კოლეგები მყავს, რომ ჯერ ამის უფლება არ მომცეს... მათი მხარდაჭერით კარგად გადავლახე ტრენინგებიც და მაღალი შეფასება დავიმსახურე - უკვე სერტიფიცირებული ვარ", - გვიამბობს რესპონდენტი, რომელიც მხოლოდ ამ საქმით არ იქცევს ყურადღებას. ის მოყვარული მებაღეა და ეზოში საოცარი ბაღ-ბოსტანი აქვს, რომელსაც გულმოდგინედ უვლის.

- შესანიშნავი ბაღი გაქვთ, სადაც შრომობთ და მისი ხილვა თვალს უხარია. კონკრეტულად რა ხარობს თქვენს ბაღში?

- პატარა ეზოა, ფართობი სახლიანად 600 კვმ იქნება. მცენარეებს წინა ეზოს ნაწილი აქვს დათმობილი. პატარა ბოსტანიც მაქვს, ხეხილიც ხარობს. ბოსტანზე ჩემი შვილები მეუბნებიან, დედა, რად გინდა, წვალობ, ბაზარი აქვეაო, მაგრამ რაიონში რომ ცხოვრობ, თითქოს რაღაც უხერხულობას გრძნობ - რატომ არ უნდა იყოს ეზო მოწესრიგებული? რატომ არ უნდა მქონდეს თუნდაც ბოსტანი? როცა დამჭირდება, გავალ, მწვანილს მოვკრეფ ან პატარა თაიგულს გავაკეთებ - რა არის ამაში ცუდი? მოკლედ მე ჩემი პატარა სამოთხე მაქვს.

- ადრეულ წლებშიც ასეთი იყო თქვენი ეზო?

- დედა ძალიან მშრომელი და ძლიერი ქალი გახლდათ. მე მას დიდად არ ვგავარ, უფრო ჩემი შვილები დაემსგავსნენ. ადრეულ წლებში, როცა ამ ეზოს უვლიდა, მე აქაურობას არც ვეკარებოდი - ბოსტანი, ეზო ჩემი საქმე არ იყო. დედა კი სულ მიბიძგებდა, რომ რაღაც გამეკეთებინა, ბოსტანში ან ყვავილნარში გავსულიყავი. გავიდა დრო, ის აღარ არის და მისი საქმეები მე განვაგრძე. დედას წასვლის შემდეგ რაღაცნაირად შემოვბრუნდი და მისი საქმეების მთელი სიმძიმე მხრებზე მე დამაწვა. ეს ეზო ძალიან უყვარდა, აქაურობა წესრიგითა და სიკოხტავით გამოირჩეოდა, აყვავებულ-აბაღნარებული გახლდათ. ყვაოდა ფურისულები, ენძელები, იები, ნარცისები, ტიტები და ასე დაუსრულებლად. ფიტოთერაპიაც აინტერესებდა და ამ მხრივაც გამოირჩეოდა. ბალახებით მკურნალობაც შეეძლო, დადიოდა ტყეში, საიდანაც უამრავი სასარგებლო რამ მოჰქონდა. ეზოში ყველაფერს თვითონ რგავდა და ანაწილებდა. ეზოში ახლაც ხარობს მისი დარგული ხე, რომელზეც სამი ჯიშIის მსხალი დაამყნო.

- მოკლედ, მას შემდეგ, რაც დედა აღარ არის, ეზოს მოვლის სურვილი დაგებადათ...

- გაზაფხული რომ დგება და ბუნება იღვიძებს, სურვილი გიჩნდება, უფრო მეტი და მეტი გააკეთო. მიყვარს ყვავილები. ბევრნაირი მაქვს, სეზონის მიხედვით მოყვავილეები. გაზაფხული ფურისულებით იწყება, მათ იები, შროშანები მოჰყვება. ტიტები, იორდასალამები - ყველაფერს ნახავთ აქ, რაც გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყვავის. წლეულს დეკორაციების შეცვლა მინდოდა და შევცდი - ის მცენარეები, რომლებიც უკანა ეზოში უნდა დამეთესა, ამერია და წინ დავთესე. ახლა გაზაფხულზე სხვა გეგმები მაქვს.

- მარტო მუშაობთ და არავინ გეხმარებათ?

- ჩემი შვილები მეხმარებიან, თბილისიდან რაღაცებს მაწვდიან - ნერგი იქნება თუ სხვა რამ მცენარე. ამასთან, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს. კარგი მეზობლები და ახალგაზრდა კოლეგები მყავს, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და ნერგებს, თესლებს ვუცვლით. სხვათა შორის, ჩვენს ბაღში დღემდეა დედაჩემის მიერ ტყიდან მოტანილი ფურისულები, რომლებიც ერთწლიანი მცენარეებია, მაგრამ ჩვენთან ყოველწლიურად ამოდის და ყვავის. გაზაფხულზე მოფენილია ხოლმე მთელი ეზო. ხან იმდენია, ვხშირავ, მაგრამ მე მცენარეები ისე მიყვარს, რომ ამოსაგდებად მენანება...წაიკითეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ