მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთში 4 დღის წინ დაკარგული ქართველი გოგონა იპოვეს - ახლობლის თქმით, ის შოკურ მდგომარეობაშია
საბერძნეთში 4 დღის წინ დაკარგული ქართველი გოგონა იპოვეს - ახლობლის თქმით, ის შოკურ მდგომარეობაშია

სა­ბერ­ძნეთ­ში და­კარ­გუ­ლი 32 წლის სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვი­ლი იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს და­კარ­გუ­ლის ახ­ლო­ბელ­მა და­უ­დას­ტუ­რა.

მი­სი­ვე თქმით, გო­გი­ნაშ­ვი­ლი შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს და კი­თხვებ­ზე მხო­ლოდ იმას პა­სუ­ხობ­და, რომ სა­ლო­მე ჰქვია.

გო­გო­ნა ათე­ნის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც ტე­ლე­ვი­ზი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს და­კარ­გუ­ლის პოვ­ნის თა­ო­ბა­ზე, ოჯახ­ში კი სწო­რედ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და­რე­კეს და სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს. დე­დამ უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა და­კარ­გუ­ლი შვი­ლი.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი პორტთან უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა იპო­ვა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნა. და­კარ­გულს უჭ­მე­ლო­ბის­გან ორ­გა­ნიზ­მი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი და გა­მო­ფი­ტუ­ლი აქვს, შე­სა­ბა­მი­სად ის რამ­დე­ნი­მე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რებს.

32 წლის გო­გი­ნაშ­ვილს ოჯა­ხი 4 დღე ეძებ­და. სად იმ­ყო­ფე­ბო­და ის ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

საბერძნეთში 4 დღის წინ დაკარგული ქართველი გოგონა იპოვეს - ახლობლის თქმით, ის შოკურ მდგომარეობაშია

საბერძნეთში 4 დღის წინ დაკარგული ქართველი გოგონა იპოვეს - ახლობლის თქმით, ის შოკურ მდგომარეობაშია

საბერძნეთში დაკარგული 32 წლის სალომე გოგინაშვილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს დაკარგულის ახლობელმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, გოგინაშვილი შოკურ მდგომარეობაში იპოვეს და კითხვებზე მხოლოდ იმას პასუხობდა, რომ სალომე ჰქვია.

გოგონა ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც ტელევიზიას შეატყობინეს დაკარგულის პოვნის თაობაზე, ოჯახში კი სწორედ ტელევიზიიდან დარეკეს და სალომე გოგინაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ აცნობეს. დედამ უკვე მოინახულა დაკარგული შვილი.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ქალი პორტთან უცნობმა ადამიანმა იპოვა და საავადმყოფოში მიიყვანა. დაკარგულს უჭმელობისგან ორგანიზმი დაუძლურებული და გამოფიტული აქვს, შესაბამისად ის რამდენიმე დღეს საავადმყოფოში გაატარებს.

32 წლის გოგინაშვილს ოჯახი 4 დღე ეძებდა. სად იმყოფებოდა ის ამ დღეების განმავლობაში და რატომ აღმოჩნდა შოკურ მდგომარეობაში, ჯერჯერობით უცნობია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ