სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუტიზმის მქონე 9 წლის ბავშვი, რომელსაც მამა ქამრით სცემდა, პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულად არ მიიჩნია
აუტიზმის მქონე 9 წლის ბავშვი, რომელსაც მამა ქამრით სცემდა, პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულად არ მიიჩნია

9 წლის ბავ­შვი, რო­მელ­საც აუ­ტიზ­მის სპექტრის სინ­დრო­მი აქვს და რო­მელ­საც, მამა ქამ­რით სცემ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი არ მი­ა­ნი­ჭა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ავ­რცე­ლებს.

რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბოს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, 9 წლის პეტ­რე (ბავ­შვის სა­ხე­ლი და ყვე­ლა მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია შეც­ვლი­ლია), რო­მელ­საც აუ­ტიზ­მის სპექტრის სინ­დრო­მი აქვს, პე­რი­ო­დუ­ლად სახ­ლი­დან გარ­ბის. იგი ვერ ლა­პა­რა­კობს. მოწ­მე­ე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ მამა ღი­ზი­ან­დე­ბო­და პეტ­რეს დი­აგ­ნო­ზით გა­მოწ­ვე­ულ ქცე­ვებ­ზე და ქამ­რით ცემ­და. მამა კრძა­ლავ­და პეტ­რეს ჩარ­თვას თე­რა­პი­ულ კურ­სებ­ში და ბავ­შვის დი­აგ­ნო­ზის გამო დე­დას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ამას­თან, მა­მა­კა­ცი ბავ­შვს აუ­ტიზ­მის დი­აგ­ნო­ზის გამო სას­ტი­კად სჯი­და.

გა­მო­ძი­ე­ბამ, რო­მე­ლიც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო, გა­მო­ავ­ლი­ნა რომ ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო დე­დაც და პეტ­რეს დე­ბიც, რო­მელ­თა თან­დას­წრე­ბი­თაც მამა ცე­მით და საგ­ნე­ბის სრო­ლით უს­წორ­დე­ბო­და მე­უღ­ლეს და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე შვილს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლად ცნო დედა და ორი შვი­ლი, მაგ­რამ უარი თქვა პეტ­რეს­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე.

პრო­კუ­რო­რი დად­გე­ნი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს:

"მარ­თა­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი რიგი მოწ­მე­ე­ბი უთი­თე­ბენ, რომ ბავ­შვის მი­მართ მა­მის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და ძა­ლა­დო­ბას, თუმ­ცა სის­ხლის სა­მარ­თლის მა­სა­ლებ­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია-მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა ქმე­დე­ბამ ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია".

"პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" მი­უ­თი­თებს, რომ ამით პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ 9 წლის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვი, რომ­ლის ქამ­რით და ხე­ლით ცე­მას არა­ერ­თი მოწ­მე ადას­ტუ­რებს, და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი არ არის, რად­გან ის სი­ტყვი­ე­რად ვერ აღ­წერს გან­ცდილ ტკი­ვილს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ აღ­მოჩ­ნდა არც ის ფაქ­ტი, რომ პეტ­რე ქამ­რის და­ნახ­ვა­ზე უმ­ძი­მეს ემო­ცი­ურ რე­აქ­ცი­ას გა­მო­ხა­ტავ­და და ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ურ­ბო­და მო­ძა­ლა­დეს­თან ერთ სივ­რცე­ში დარ­ჩე­ნას. პრო­კუ­რა­ტუ­რამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა არც ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა, რო­მელ­შიც ბავ­შვე­ბი აღ­წე­რენ პეტ­რეს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უმ­ძი­მეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას" - აღ­ნიშ­ნუ­ლია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" (PHR) ად­ვო­კატ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზემ­დგომ პრო­კუ­რორ­თან გა­ა­სა­ჩივ­რა, რო­მელ­მაც არ გა­ი­ზი­ა­რა სა­ჩი­ვა­რი და უც­ვლე­ლად და­ტო­ვა პრო­კუ­რის დად­გე­ნი­ლე­ბა აუ­ტიზ­მის მქო­ნე ბავ­შვის­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუს­ზე უა­რის თქმის ნა­წილ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­შიც, რო­მელ­მაც ასე­ვე არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა PHR-ის ად­ვო­კა­ტის სა­ჩი­ვა­რი.

"პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა წარ­მო­ად­გენს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვის­თვის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ზე უა­რის თქმის შე­მაშ­ფო­თე­ბელ პრე­ცე­დენტს ქვე­ყა­ნა­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მო­ტი­ვით მოხ­და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის შემ­დეგ კი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მხრი­დან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­ღვევს არა მხო­ლოდ ერთი ბავ­შვის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბას და­ცუ­ლი იყოს ძა­ლა­დო­ბის­გან. არა­მედ, წა­ა­ხა­ლი­სებს და­უს­ჯე­ლო­ბას ყვე­ლა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვის მი­მართ ქვე­ყა­ნა­ში. 9 წლის აუ­ტიზ­მის მქო­ნე ბავ­შვის მი­მართ აშ­კა­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის და­უს­ჯე­ლი და­ტო­ვე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის მიერ აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით.

ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­აგ­რძე­ლებს 9 წლის აუ­ტიზ­მის მქო­ნე ბავ­შვის დაც­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რათა პირ­ველ რიგ­ში აღ­დგეს მისი დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბა და ამავდრო­უ­ლად ხელი შე­ე­წყოს ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნი და ბავ­შვზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას" - ნათ­ქვა­მია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ წყა­რო

ლელა
0

რაღაც არასწორია აქ! პროკურატურას რა უფლება აქვს, უარყოს ბავშვის დიაგნოზი და არ მიიღოს მხედველობაში?! აშკარად დაუჯერებელია🤔 ჯანსაღი ბავშვის ქამრით ცემაა კოშმარი და დასჯადი და აუტისტური სპექტრის მქონესი- ხო საერთოდ!!! თანაც დედა და დები მოწმეები! არა რაა, ან ესენი სცოდავენ,. არასამთავრობოები😏 ანდა,. პროკურატურაში რაღაც ყარს აშკარად და ვერ გაუგიათ!!! გასარკვევია ეს ამბავი და დასასჯელია მამა, თუ ეს სიმართლეა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

აუტიზმის მქონე 9 წლის ბავშვი, რომელსაც მამა ქამრით სცემდა, პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულად არ მიიჩნია

აუტიზმის მქონე 9 წლის ბავშვი, რომელსაც მამა ქამრით სცემდა, პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულად არ მიიჩნია

9 წლის ბავშვი, რომელსაც აუტიზმის სპექტრის სინდრომი აქვს და რომელსაც, მამა ქამრით სცემდა, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

როგორც არასამთავრობოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 9 წლის პეტრე (ბავშვის სახელი და ყველა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია შეცვლილია), რომელსაც აუტიზმის სპექტრის სინდრომი აქვს, პერიოდულად სახლიდან გარბის. იგი ვერ ლაპარაკობს. მოწმეები მიუთითებენ, რომ მამა ღიზიანდებოდა პეტრეს დიაგნოზით გამოწვეულ ქცევებზე და ქამრით ცემდა. მამა კრძალავდა პეტრეს ჩართვას თერაპიულ კურსებში და ბავშვის დიაგნოზის გამო დედას ადანაშაულებდა. ამასთან, მამაკაცი ბავშვს აუტიზმის დიაგნოზის გამო სასტიკად სჯიდა.

გამოძიებამ, რომელიც ოჯახში ძალადობის ფაქტზე 2018 წლის სექტემბერში დაიწყო, გამოავლინა რომ ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი იყო დედაც და პეტრეს დებიც, რომელთა თანდასწრებითაც მამა ცემით და საგნების სროლით უსწორდებოდა მეუღლეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს. პროკურატურამ ძალადობის მსხვერპლად ცნო დედა და ორი შვილი, მაგრამ უარი თქვა პეტრესთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

პროკურორი დადგენილებაში აღნიშნავს:

"მართალია სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული რიგი მოწმეები უთითებენ, რომ ბავშვის მიმართ მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, თუმცა სისხლის სამართლის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი ინფორმაცია-მტკიცებულება, რომ აღნიშნულმა ქმედებამ ბავშვის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია".

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიუთითებს, რომ ამით პროკურატურამ განაცხადა, რომ 9 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომლის ქამრით და ხელით ცემას არაერთი მოწმე ადასტურებს, დანაშაულის მსხვერპლი არ არის, რადგან ის სიტყვიერად ვერ აღწერს განცდილ ტკივილს.

"პროკურატურისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა არც ის ფაქტი, რომ პეტრე ქამრის დანახვაზე უმძიმეს ემოციურ რეაქციას გამოხატავდა და ყველა საშუალებით გაურბოდა მოძალადესთან ერთ სივრცეში დარჩენას. პროკურატურამ არ გაითვალისწინა არც ფსიქოლოგის დასკვნა, რომელშიც ბავშვები აღწერენ პეტრეს მიმართ განხორციელებულ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ფიზიკურ ძალადობას" - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა, რომელმაც არ გაიზიარა საჩივარი და უცვლელად დატოვა პროკურის დადგენილება აუტიზმის მქონე ბავშვისთვის დაზარალებულის სტატუსზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, რომელმაც ასევე არ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატის საჩივარი.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შემაშფოთებელ პრეცედენტს ქვეყანაში. ორგანიზაციის შეფასებით დისკრიმინაციული მოტივით მოხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის უგულებელყოფა ჯერ საქართველოს პროკურატურის შემდეგ კი სასამართლო სისტემის მხრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს არა მხოლოდ ერთი ბავშვის კონსტიტუციურ უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან. არამედ, წაახალისებს დაუსჯელობას ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ ქვეყანაში. 9 წლის აუტიზმის მქონე ბავშვის მიმართ აშკარა მტკიცებულებებით დადასტურებული ფიზიკური ძალადობის დაუსჯელი დატოვება ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების კუთხით.

ორგანიზაცია გააგრძელებს 9 წლის აუტიზმის მქონე ბავშვის დაცვას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, რათა პირველ რიგში აღდგეს მისი დარღვეული უფლება და ამავდროულად ხელი შეეწყოს ქვეყანაში სამართლიანი და ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას" - ნათქვამია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" განცხადებაში.

იხილეთ წყარო