მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ალაგი“ ქალაქის გულში - ადგილი, სადაც ძველი ქართული და ევროპული სამზარეულო ერთმანეთს ერწყმის
„ალაგი“ ქალაქის გულში - ადგილი, სადაც ძველი ქართული და ევროპული სამზარეულო ერთმანეთს ერწყმის

ნე­ბის­მი­ე­რი მოგ­ზა­უ­რი, რო­მელ­საც ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის შეც­ნო­ბა სურს, მისი მუ­ზე­უ­მე­ბის, ის­ტო­რი­უ­ლი ქუ­ჩე­ბი­სა და შე­ნო­ბე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ, აუ­ცი­ლებ­ლად ტრა­დი­ცი­ულ რეს­ტო­რანს მი­ად­გე­ბა. ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებ­ში, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხინ­კა­ლი, ხა­ჭა­პუ­რი, მწვა­დი, სა­ცი­ვი, ჩა­ქა­ფუ­ლი, კუბ­და­რი თუ სხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძი მი­ირ­თვას.

ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, ასე მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძის გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, ვინ­მეს ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­დევ­რე­ბი არ მო­ე­წო­ნოს და მისი მე­ო­რედ და­გე­მოვ­ნე­ბა არ მო­უნ­დეს.

რეს­ტორ­ნებს შო­რის სა­უ­კე­თე­სო კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა­ში დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა, თუმ­ცა სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლის პოვ­ნა მარ­ტი­ვი მა­ინც არ არის. რეს­ტო­რან „ალა­გის“ დი­რექ­ტორ ივა­ნე ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნელ-ნელა ფეხს იკი­დებს, რო­გორც ტუ­რის­ტე­ბის­თვის, ისე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს რეს­ტორ­ნის პოვ­ნა, რო­მე­ლიც მომ­სა­ხუ­რე­ბით ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან.

არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, „ალა­გის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ­გა­და­წყვი­ტა შე­ექ­მნა სივ­რცე, სა­დაც ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რის - წი­თე­ლი აგუ­რით ნა­შე­ნე­ბი კედ­ლე­ბი, ჩუ­ქურ­თმე­ბი, ორ­ნა­მენ­ტე­ბით მო­ხა­ტუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ნე­იტ­რა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბა, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა და უგემ­რი­ე­ლე­სი ქარ­თუ­ლი თუ ევ­რო­პუ­ლი კერ­ძე­ბის სინ­თე­ზი იქ­ნე­ბო­და.

დე­და­ქა­ლა­ქის შუა გულ­ში, ძველ ვე­რა­ზე მდე­ბა­რე რეს­ტორ­ნის კონ­ცეფ­ცი­ის შე­სა­ხებ უფრო დე­ტა­ლუ­რად, მისი დი­რექ­ტო­რი ივა­ნე ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გვე­სა­უბ­რა.

რა­ტომ არის რეს­ტო­რა­ნი „ალა­გი“ გა­მორ­ჩე­უ­ლი, რა არის მისი კონ­ცეფ­ცია?

კონ­ცეფ­ცია ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რი­სა და კერ­ძე­ბის სინ­თე­ზია, თუმ­ცა, ჩვენს რეს­ტო­რან­ში ევ­რო­პუ­ლი კერ­ძე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც დაგ­ხვდე­ბათ, რო­მე­ლიც 90%-ით იმე­ო­რებს მათ ტრა­დი­ცი­ულ გე­მოს თუ ვი­ზუ­ალს.

გვაქვს ქარ­თუ­ლი სრულ­ყო­ფი­ლი მე­ნიუ ასე­ვე, ვამ­ზა­დებთსხვა­დას­ხვა ვა­რი­ა­ცი­ის, ულა­მა­ზე­სი ფე­რე­ბი­თა და უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ ფურ­შე­ტებს. რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბას, ჩვე­ნი რეს­ტო­რა­ნი 100-მდე ადა­მი­ანს იტევს.

ძვე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის­სას შე­გაქვთ თუ არა მათ­ში თქვე­ნი ელე­მენ­ტე­ბიც?

რა თქმა უნდა, თუმ­ცა არა რა­ი­მე ძი­რე­უ­ლი, რაც მას ძველ გე­მოს და ხიბლს და­უ­კარ­გავს. ეს სწო­რედ ის ად­გი­ლია, სა­დაც ძვე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის გე­მოს სრულ­ყო­ფი­ლად შე­იგ­რძნობ.

აღ­ნიშ­ნეთ, რომ გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. რამ­დე­ნად მა­ღა­ლია ეს სტან­დარ­ტე­ბი­ქარ­თულ სა­რეს­ტორ­ნო სფე­რო­ში და რო­გორ აკ­მა­ყო­ფი­ლებთ მათ?

ჩვენ­სმე­ნი­უ­ში ყვე­ლა კერ­ძის ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არის მი­თი­თე­ბუ­ლი მათი წონა, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­უ­გებ­რო­ბა­ში არ აღ­მოჩ­ნდეს და მო­სა­ლოდ­ნელ­ზე დიდი ან მცი­რე ულუ­ფა არ მი­ი­ღოს. თვალ­სა­ჩი­ნო უნდა იყოს, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფულს რაში იხ­დის. ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წო­ნის მი­თი­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი.ასე­ვე, გვაქვს მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რუ­კაც და მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რე­ბელს მისი გაც­ნო­ბა შე­უძ­ლია, თუ მას ალერ­გია ან სხვა რა­ი­მე პრობ­ლე­მა აწუ­ხებს.

რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბიც არ უნდა შე­ი­ტა­ნო რეს­ტო­რან­ში, თუ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის და­ნად­გა­რე­ბით არ მუ­შა­ობ, ყვე­ლა­ფე­რი უნაკ­ლოდ ვერ მო­ამ­ზა­დებ. უამ­რა­ვი ნი­უ­ან­სია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­რეს­ტორ­ნო სფე­როს რომ ვუ­ყუ­რებ, ევ­რო­პას­თან შე­და­რე­ბით, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ სუს­ტა­დაა. თუმ­ცა ჩვენს რეს­ტო­რან­ში ეს პრობ­ლე­მაც მოგ­ვა­რე­ბუ­ლია.

ჩვენს ად­გილს, „ალა­გი“ იმი­ტომ და­ვარ­ქვით, რომ აქ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი უნდა იყოს. გარ­და იმი­სა, რომ ეს ბიზ­ნე­სია, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თიც არის და სა­რეს­ტორ­ნო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შეგ­ვაქვს.

ხში­რად, რეს­ტორ­ნებ­ში მე­ნიუ სე­ზო­ნუ­რად იც­ვლე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რო­გორ მუ­შა­ობს „ალა­გი“? შე­უძ­ლი­ათ, სტუმ­რებს სა­სურ­ვე­ლი კერ­ძი ნე­ბის­მი­ერ დროს და­ა­გე­მოვ­ნონ?

ხში­რად მსმე­ნია, რომ მა­გა­ლი­თად, ჩა­ქა­ფუ­ლი მე­ნი­უ­ებ­ში სე­ზო­ნუ­რად­შე­აქვთ, თუმ­ცა ჩვე­ნი მიდ­გო­მით შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე მომ­ზად­დეს. ცხვა­რი და და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ტყე­მა­ლი სულ იყი­დე­ბა. რა თქმა უნდა, სე­ზო­ნუ­რო­ბა­საც თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი აქვს, თუმ­ცა, „ალა­გი“ სწო­რედ ის ად­გი­ლია, სა­დაც შე­გიძ­ლია, სა­სურ­ვე­ლი გემო ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე შე­იგ­რძნო. ეს ჩვენს რეს­ტო­რანს თა­ვი­სე­ბურ ხიბლს აძ­ლევს.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბას, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ამ მხრივ ევ­რო­პუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გაქვთ აღე­ბუ­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად, რას გუ­ლის­ხმობს ეს?

ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, სუფ­რა­ზე სა­ერ­თო ულუ­ფე­ბის მი­ტა­ნაა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი და შემ­დეგ ყვე­ლა სა­სურ­ველ რა­ო­დე­ნო­ბას მი­ირ­თმევს. ეს ადა­მი­ა­ნებ­თან გვა­ახ­ლო­ვებს, ჩვე­ნი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლია, თუმ­ცა ევ­რო­პა­ში ასე არ ხდე­ბა. ამი­ტომ ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა სტუ­მარ­ზე გვაქვს მორ­გე­ბუ­ლი, სურ­ვი­ლი­სა­მებრ მათ­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ულუ­ფე­ბი მიგ­ვაქვს ან სა­ერ­თო სუფ­რას ვშლით.

ასე­ვე, გვაქვს რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე ევ­რო­პუ­ლი დე­სერ­ტე­ბიც და ჩვე­ნი, ექ­სკლუ­ზი­უ­რი რე­ცეპ­ტით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცხე­ლი ნა­ყი­ნი, რო­მელ­საც „ალა­გის“ გარ­და ვერ­სად და­ა­გე­მოვ­ნებთ. მის მი­სარ­თმე­ვად კი მე­ო­რედ აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

„ალაგი“ ქალაქის გულში - ადგილი, სადაც ძველი ქართული და ევროპული სამზარეულო ერთმანეთს ერწყმის

„ალაგი“ ქალაქის გულში - ადგილი, სადაც ძველი ქართული და ევროპული სამზარეულო ერთმანეთს ერწყმის

ნებისმიერი მოგზაური, რომელსაც ქვეყნის კულტურის შეცნობა სურს, მისი მუზეუმების, ისტორიული ქუჩებისა და შენობების მონახულების შემდეგ, აუცილებლად ტრადიციულ რესტორანს მიადგება. ამ დროს მნიშვნელოვანია, საუკეთესო პირობებში, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და პროფესიონალი მზარეულების მიერ მომზადებული ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, საცივი, ჩაქაფული, კუბდარი თუ სხვა ტრადიციული კერძი მიირთვას.

ძნელად წარმოსადგენია, ასე მომზადებული კერძის გასინჯვის შემდეგ, ვინმეს ქართული სამზარეულოს შედევრები არ მოეწონოს და მისი მეორედ დაგემოვნება არ მოუნდეს.

რესტორნებს შორის საუკეთესო კერძების მომზადებასა და სტანდარტების დაცვაში დიდი კონკურენციაა, თუმცა საუკეთესო ადგილის პოვნა მარტივი მაინც არ არის. რესტორან „ალაგის“ დირექტორ ივანე ჟორჟოლიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის სირთულეს წარმოადგენს რესტორნის პოვნა, რომელიც მომსახურებით ბოლომდე კმაყოფილები დარჩებიან.

არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, „ალაგის“ ადმინისტრაციამგადაწყვიტა შეექმნა სივრცე, სადაც ძველი ქართული ინტერიერის - წითელი აგურით ნაშენები კედლები, ჩუქურთმები, ორნამენტებით მოხატული აქსესუარები, ნეიტრალური განათება, ქართული მუსიკა და უგემრიელესი ქართული თუ ევროპული კერძების სინთეზი იქნებოდა.

დედაქალაქის შუა გულში, ძველ ვერაზე მდებარე რესტორნის კონცეფციის შესახებ უფრო დეტალურად, მისი დირექტორი ივანე ჟორჟოლიანი გვესაუბრა.

რატომ არის რესტორანი „ალაგი“ გამორჩეული, რა არის მისი კონცეფცია?

კონცეფცია ძველი ქართული ინტერიერისა და კერძების სინთეზია, თუმცა, ჩვენს რესტორანში ევროპული კერძების ჩამონათვალიც დაგხვდებათ, რომელიც 90%-ით იმეორებს მათ ტრადიციულ გემოს თუ ვიზუალს.

გვაქვს ქართული სრულყოფილი მენიუ ასევე, ვამზადებთსხვადასხვა ვარიაციის, ულამაზესი ფერებითა და უგემრიელესი კერძებით დაკომპლექტებულ ფურშეტებს. რაც შეეხება სტუმრების მიღებას, ჩვენი რესტორანი 100-მდე ადამიანს იტევს.

ძველი ქართული კერძების მომზადებისსას შეგაქვთ თუ არა მათში თქვენი ელემენტებიც?

რა თქმა უნდა, თუმცა არა რაიმე ძირეული, რაც მას ძველ გემოს და ხიბლს დაუკარგავს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ძველი ქართული კერძების გემოს სრულყოფილად შეიგრძნობ.

აღნიშნეთ, რომ გარკვეული სტანდარტების დაცვა აუცილებელია. რამდენად მაღალია ეს სტანდარტებიქართულ სარესტორნო სფეროში და როგორ აკმაყოფილებთ მათ?

ჩვენსმენიუში ყველა კერძის ინგრედიენტების ჩამონათვალში არის მითითებული მათი წონა, რომ მომხმარებელი გაუგებრობაში არ აღმოჩნდეს და მოსალოდნელზე დიდი ან მცირე ულუფა არ მიიღოს. თვალსაჩინო უნდა იყოს, მომხმარებელი ფულს რაში იხდის. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, წონის მითითება საქართველოში არ არის დამკვიდრებული.ასევე, გვაქვს მომზადების ტექნოლოგიური რუკაც და მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს მისი გაცნობა შეუძლია, თუ მას ალერგია ან სხვა რაიმე პრობლემა აწუხებს.

რამდენად ხარისხიანი ინგრედიენტებიც არ უნდა შეიტანო რესტორანში, თუ უმაღლესი ხარისხის დანადგარებით არ მუშაობ, ყველაფერი უნაკლოდ ვერ მოამზადებ. უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და საქართველოს სარესტორნო სფეროს რომ ვუყურებ, ევროპასთან შედარებით, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სუსტადაა. თუმცა ჩვენს რესტორანში ეს პრობლემაც მოგვარებულია.

ჩვენს ადგილს, „ალაგი“ იმიტომ დავარქვით, რომ აქ ყველაფერი კარგი, უმაღლესი სტანდარტების დაცვით შესრულებული უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ ეს ბიზნესია, ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათიც არის და სარესტორნო სფეროს განვითარებაში ჩვენც მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს.

ხშირად, რესტორნებში მენიუ სეზონურად იცვლება. ამ მიმართულებით როგორ მუშაობს „ალაგი“? შეუძლიათ, სტუმრებს სასურველი კერძი ნებისმიერ დროს დააგემოვნონ?

ხშირად მსმენია, რომ მაგალითად, ჩაქაფული მენიუებში სეზონურადშეაქვთ, თუმცა ჩვენი მიდგომით შესაძლებელია, ნებისმიერ სეზონზე მომზადდეს. ცხვარი და დაკონსერვებული ტყემალი სულ იყიდება. რა თქმა უნდა, სეზონურობასაც თავისი ხასიათი აქვს, თუმცა, „ალაგი“ სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლია, სასურველი გემო ნებისმიერ სეზონზე შეიგრძნო. ეს ჩვენს რესტორანს თავისებურ ხიბლს აძლევს.

რაც შეეხება მომსახურებას, რამდენადაც ვიცი, ამ მხრივ ევროპული მიმართულება გაქვთ აღებული. კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს?

ქართული ტრადიციების მიხედვით, სუფრაზე საერთო ულუფების მიტანაა დამკვიდრებული და შემდეგ ყველა სასურველ რაოდენობას მიირთმევს. ეს ადამიანებთან გვაახლოვებს, ჩვენი წეს-ჩვეულებების ნაწილია, თუმცა ევროპაში ასე არ ხდება. ამიტომ ჩვენი მომსახურება ყველა სტუმარზე გვაქვს მორგებული, სურვილისამებრ მათთვის ინდივიდუალური ულუფები მიგვაქვს ან საერთო სუფრას ვშლით.

ასევე, გვაქვს როგორც ქართული, ისე ევროპული დესერტებიც და ჩვენი, ექსკლუზიური რეცეპტით მომზადებული ცხელი ნაყინი, რომელსაც „ალაგის“ გარდა ვერსად დააგემოვნებთ. მის მისართმევად კი მეორედ აუცილებლად დაბრუნდებით.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი