პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა? სად? როდის?" მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა - "ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა!"
"რა? სად? როდის?" მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა - "ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა!"

ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბის - "რა? სად? რო­დის?" წევ­რს ნიკა აგ­ლა­ძეს თურ­ქეთ­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. 29 წლის მო­აზ­როვ­ნეს ცოტა ხნის წინ თა­ვის ტვინ­ში კა­ვერ­ნო­ზუ­ლი ჰე­მან­გი­ო­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს და ოპე­რა­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც გამა და­ნით უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო თან­ხე­ბი ოჯახ­მა მე­გობ­რე­ბი­სა და ქველ­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­აგ­რო­ვა. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და ნიკა აგ­ლა­ძის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და მის დას, ნინა აგ­ლა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

"გამა და­ნის პრო­ცე­დუ­რა არ კეთ­დე­ბა ნარ­კო­ზით, თავ­ზე აფა­რე­ბენ შლემს და დას­ხი­ვე­ბით, ლა­ზე­რით ჭრი­ან ტვინ­ში არ­სე­ბულ კა­ვერ­ნო­ზულ ჰე­მან­გი­ო­მას. ნი­კას ეს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ახლა ძა­ლი­ან კარ­გა­დაა, ყვე­ლა­ფერ­მა იდე­ა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა! გა­მო­წე­რეს უკვე, ერთხელ მივა კი­დევ კლი­ნი­კა­ში და 30 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში ჩა­მო­ვა.

პრო­ცე­დუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 7 000 დო­ლა­რი იყო. მთლი­ა­ნი ხარ­ჯე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით, რად­გან არაა ცნო­ბი­ლი რისი გა­კე­თე­ბა დას­ჭირ­დე­ბა მომ­დევ­ნო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. შემ­დეგ კი­დევ ერთხელ მო­უ­წევს გან­მე­ო­რე­ბი­თი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, თუმ­ცა ამ მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. ნი­კას ვე­სა­უბ­რე და მშვე­ნი­ერ გან­წყო­ბა­ზეა, მხნე ხმა აქვს და დამ­შვი­დე­ბუ­ლი.

ოპე­რა­ცი­ის თან­ხა შეგ­როვ­და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის და სრუ­ლი­ად უცხო ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით. ჩემი მე­გობ­რე­ბის - გიგა წი­ბა­ხაშ­ვი­ლის, ლადო წი­ბა­ხაშ­ვი­ლი­სა და სალი და­დი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, საქ­ველ­მოქ­მე­დო ივენ­თი გა­ვა­კე­თეთ "წი­ბა­ხა სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის კლუბ­ში", ღო­ნის­ძი­ე­ბა "ფე­ის­ბუქ­ზეც" გა­ზი­არ­და და ბევ­რმა ასე გა­ი­გო, რომ ნიკა ცუ­და­დაა.

ბოლო მო­მენ­ტამ­დე ვე­ლო­დე­ბო­დით და­ფი­ნან­სე­ბას, რო­მელ­მაც და­იგ­ვი­ა­ნა და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­კე­თე­ბა. დაგ­ვეხ­მა­რა ყვე­ლა! საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზე აქ­ტი­უ­რად მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნი­კას მოს­წავ­ლე­ებ­მა (ნიკა ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლია, ავტ.) და მა­თაც ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ნაჩ­ქა­რე­ვად გა­მო­ყო ოპე­რა­ცი­ის (გამა და­ნით პრო­ცე­დუ­რის) თან­ხა. იმ მო­მენ­ტის­თვის ჩვენ უკვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა და თან­ხაც შეგ­რო­ვე­ბუ­ლი იყო, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად და­ფა­რა ფრე­ნის, თურ­ქეთ­ში ცხოვ­რე­ბის და მო­მა­ვა­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ხარ­ჯე­ბი. ამის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დით თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ დროს გვერ­დში დაგ­ვიდ­გა!

ამას­თა­ნა­ვე, რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­ში ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და მე­რი­ი­და­ნაც დაგ­ვი­რე­კეს და შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, თუმ­ცა რად­გან თან­ხა უკვე იყო შეგ­რო­ვი­ლი, უარი ვუ­თხა­რით" - გვი­თხრა ნიკა აგ­ლა­ძის დამ, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, მო­აზ­როვ­ნე თბი­ლის­ში 30 სექ­ტემ­ბერს დაბ­რუნ­დე­ბა.

ავტორი:

"რა? სად? როდის?" მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა - "ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა!"

"რა? სად? როდის?" მოაზროვნეს ნიკა აგლაძეს თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა - "ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა!"

ინტელექტკლუბის - "რა? სად? როდის?" წევრს ნიკა აგლაძეს თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა. 29 წლის მოაზროვნეს ცოტა ხნის წინ თავის ტვინში კავერნოზული ჰემანგიომა აღმოუჩინეს და ოპერაციისთვის, რომელიც გამა დანით უნდა გაკეთებულიყო, თურქეთში გადაიყვანეს.

ოპერაციისთვის საჭირო თანხები ოჯახმა მეგობრებისა და ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით შეაგროვა. AMBEBI.GE დაინტერესდა ნიკა აგლაძის ამჟამინდელი მდგომარეობით და მის დას, ნინა აგლაძეს დავუკავშირდით:

"გამა დანის პროცედურა არ კეთდება ნარკოზით, თავზე აფარებენ შლემს და დასხივებით, ლაზერით ჭრიან ტვინში არსებულ კავერნოზულ ჰემანგიომას. ნიკას ეს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ძალიან კარგადაა, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა! გამოწერეს უკვე, ერთხელ მივა კიდევ კლინიკაში და 30 სექტემბერს თბილისში ჩამოვა.

პროცედურის ღირებულება დაახლოებით 7 000 დოლარი იყო. მთლიანი ხარჯები ჯერჯერობით არ ვიცით, რადგან არაა ცნობილი რისი გაკეთება დასჭირდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში. შემდეგ კიდევ ერთხელ მოუწევს განმეორებითი კვლევის ჩატარება, თუმცა ამ მომენტში ყველაფერი რიგზეა. ნიკას ვესაუბრე და მშვენიერ განწყობაზეა, მხნე ხმა აქვს და დამშვიდებული.

ოპერაციის თანხა შეგროვდა ჩვენი მეგობრების, ახლობლების, ნათესავების და სრულიად უცხო ხალხის დახმარებით. ჩემი მეგობრების - გიგა წიბახაშვილის, ლადო წიბახაშვილისა და სალი დადიანის გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო ივენთი გავაკეთეთ "წიბახა სამაგიდო თამაშების კლუბში", ღონისძიება "ფეისბუქზეც" გაზიარდა და ბევრმა ასე გაიგო, რომ ნიკა ცუდადაა.

ბოლო მომენტამდე ველოდებოდით დაფინანსებას, რომელმაც დაიგვიანა და ამიტომაც გადავწყვიტეთ საქველმოქმედო ღონისძიების გაკეთება. დაგვეხმარა ყველა! საქველმოქმედო საღამოზე აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ნიკას მოსწავლეებმა (ნიკა ისტორიის მასწავლებელია, ავტ.) და მათაც ძალიან დიდი მადლობა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ ნაჩქარევად გამოყო ოპერაციის (გამა დანით პროცედურის) თანხა. იმ მომენტისთვის ჩვენ უკვე ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა და თანხაც შეგროვებული იყო, რომელმაც სრულიად დაფარა ფრენის, თურქეთში ცხოვრების და მომავალი რეაბილიტაციისა და გამოკვლევების ხარჯები. ამისთვის მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ დროს გვერდში დაგვიდგა!

ამასთანავე, როდესაც ინტერნეტში ინფორმაცია გავრცელდა მერიიდანაც დაგვირეკეს და შემოგვთავაზეს ხარჯების დაფინანსება, თუმცა რადგან თანხა უკვე იყო შეგროვილი, უარი ვუთხარით" - გვითხრა ნიკა აგლაძის დამ, რომლის ინფორმაციითაც, მოაზროვნე თბილისში 30 სექტემბერს დაბრუნდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ