სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროსი კიწმარიშვილის ძმა "რუსთავი 2"-ში მუშაობას აგრძელებს - "იას სრული უფლება ტელევიზიის წილი მოითხოვოს"
ეროსი კიწმარიშვილის ძმა "რუსთავი 2"-ში მუშაობას აგრძელებს - "იას სრული უფლება ტელევიზიის წილი მოითხოვოს"

"რუს­თა­ვი 2"-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, გარ­დაც­ვლი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ძმა, ზურა კიწ­მა­რიშ­ვი­ლი 25 წე­ლია ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია. ის ამ­ჟა­მად, არხზე დუბ­ლი­რე­ბი­სა და ფრო­მო­უ­შე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ზურა ერთ-ერ­თია იმ თა­ნამ­შრო­მელ­თა­გან, ვინც არხი გვა­რა­მი­ას გუნდთან ერ­თად არ და­ტო­ვა და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში დარ­ჩა.

რა გეგ­მე­ბი აქვს გა­ნახ­ლე­ბულ "რუს­თა­ვი 2"-ში და რო­გო­რია მისი პო­ზი­ცია რძლის - ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­ტა­ლებს AMBEBI.GE-სთან მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

- ზურა, რო­გორ მი­ი­ღეთ არხზე დარ­ჩე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- არც მქო­ნია, სხვა რამე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და არც ვა­რი­ან­ტე­ბი. დავ­რჩი იქ სა­დაც ვარ 25 წე­ლია, ჩემს სახ­ლში ვარ, ჩემს თავ­ში და სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან ვერ გა­ვალ.

- ნიკა გვა­რა­მი­ას­გან თუ გქო­ნი­ათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

- არა, არა­ფე­რი.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ წა­სუ­ლებ­თან საქ­მი­ა­ნი თუ მე­გობ­რუ­ლი?

- ეს ჩემი პი­რა­დი სივ­რცეა და არ მინ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი, ყვე­ლას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და...

- რო­გორ გრძნობთ თავს გა­ნახ­ლე­ბულ „რუს­თა­ვი 2“-ში?

- ძა­ლი­ან შე­მარ­თე­ბით ვართ, ბევ­რი საქ­მეა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, გვინ­და რომ „რუს­თა­ვი 2“ კვლავ ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ფლაგ­მა­ნი იყოს. ძა­ლი­ან დიდი ზი­ა­ნი მი­ად­გა არხს, ჩა­მოშ­ლის პი­რას იყო, ახლა ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რომ ფეხ­ზე დად­გეს და ისევ ლი­დე­რი იყოს. გუ­შინ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი „კუ­რი­ე­რი“ გა­ვი­და, და­გეგ­მი­ლია ბევ­რი პრო­ექ­ტი და ჩვე­ულ პროგ­რა­მი­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბით.

- თუმ­ცა, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცია გა­ი­ზარ­და... და­ე­მა­ტა ორი ტე­ლე­ვი­ზია, რომ­ლე­ბიც ოპო­ზი­ცი­ურ არ­ხე­ბად მო­ი­აზ­რე­ბი­ან.

- ისი­ნი თა­ვის გზას თვი­თონ გა­იკ­ვლე­ვენ, „რუს­თა­ვი 2“ კი გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც ყო­ველ­თვის - ახა­ლი სის­ხლის გა­დას­ხმით, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ზიდ­ვით, ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბით! „რუს­თა­ვი 2“ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ლი­დე­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აკ­რი­ტი­კე­ბენ ახალ და დარ­ჩე­ნილ თა­ნამ­შრომ­ლებს. ეს ალ­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზეც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს, არა?

- სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი სივ­რცე ყო­ველ­თვის სავ­სე იყო მსგავ­სი ნე­გა­ტი­უ­რი მო­მენ­ტე­ბით, ად­რეც და ახ­ლაც. ჩემს კო­ლე­გებს ძა­ლი­ან მალე ეს აღარ ემახ­სოვ­რე­ბათ. მათ ექ­ნე­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­სა­კე­თე­ბე­ლი და და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი, ეს მალე გა­და­ივ­ლის და დიდ დაბ­რკო­ლე­ბად ვერ ვხე­დავ.

- ბევ­რი სახე წა­ვი­და არ­ხი­დან, თუმ­ცა გუ­შინ გა­ნახ­ლე­ბულ ეთერ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ძვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვნა­ხეთ. იგი­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძე, რო­მე­ლიც წა­ვი­და "რუს­თა­ვი 2"-დან და ახლა ისევ დაბ­რუნ­და.

- მე არ შევ­ხვედ­რილ­ვარ იმ ადა­მი­ა­ნებს ვინც რთულ პე­რი­ოდ­ში აღარ ჩან­დნენ ტე­ლე­ვი­ზი­ის ოფის­ში. თუმ­ცა მსმე­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი ზა­ფხულ­ში შვე­ბუ­ლე­ბა­ში იყო. ზო­გიც სახ­ლში იჯდა და ფიქ­რობ­და რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. დრო­ე­ბით შე­ჩერ­დნენ, აწონ-და­წო­ნეს რა­ღა­ცე­ბი და ზოგი დაბ­რუნ­და, ზო­გიც ისევ სახ­ლში ზის ან სხვა არხზე გა­და­ვი­და.

"რუს­თა­ვი 2“-ის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებ­და მუ­შა­ო­ბას ძა­ლი­ან მძი­მე სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­და. ეს ეხე­ბა ჩემ სფე­როს... მთე­ლი ზა­ფხუ­ლი ბევ­რი საქ­მე მქონ­და და არ მქონ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი გა­მერ­კვია. ჩვენ­თვის მთა­ვა­რი იყო არ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო მა­უ­წყებ­ლო­ბა და გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში ფილ­მე­ბით, სე­რი­ა­ლე­ბით ვმა­უ­წყებ­ლობ­დით. ვემ­ზა­დე­ბო­დით იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ვინც დარ­ჩნენ და ვინც შე­მოგ­ვე­მატ­ნენ. თან იმ ფაქ­ტმა, რომ ტე­ლე­ვი­ზია არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, ბევრ ადა­მი­ან­ზე იმოქ­მე­და და გა­და­წყვი­ტეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ.

- პა­ა­ტა სა­ლი­ას თუ იც­ნობ­დით მა­ნამ­დე?

- არა­სო­დეს შევ­ხვედ­რილ­ვარ, გა­ვი­ცა­ნი პირ­ველ თათ­ბირ­ზე, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და „რუს­თა­ვი 2“-ში და ეს­წრე­ბო­და მთე­ლი ბორ­დი. მათ შო­რის ის სა­ხე­ე­ბიც, რომ­ლებ­მაც და­ტო­ვეს არხი და შექ­მნეს სხვა ტე­ლე­ვი­ზია.

- ამ­ბო­ბენ, რომ არხზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ბრუნ­დე­ბა, ხომ არ ვი­ხი­ლავთ ისევ აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვილს?

- აკა­კი­ზე არ მსმე­ნია, თუმ­ცა ვთვლი, რომ ის დიდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია ტე­ლეს­ფე­რო­ში ასე­თი დო­ნის წამ­ყვა­ნი და პრო­დი­უ­სე­რი. მის დაბ­რუ­ნე­ბას მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბი, თუმ­ცა ეს მისი და არ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა. ბოლო წლებ­ში მას­თან არ მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა მე მახ­სოვს მას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­ლის წლე­ბი და ეს იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, მა­ღალ თა­მა­სა­ზე იყო მა­შინ "კუ­რი­ე­რის" რე­დაქ­ცია.

- და­სას­რულს, რძალ­ზე, ია კიწ­მა­რიშ­ვილ­ზე გკი­თხავთ. რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს. რა ეტაპ­ზეა ეს საქ­მე?

- სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ იას ჰქონ­და პრე­ტენ­ზი­ე­ბი რო­გორც ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რეს და სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. შემ­დგომ რა პრო­ცე­სე­ბია ვერ გე­ტყვით, ჩემი რძა­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და ქვეყ­ნის გა­რეთ თა­ვის შვი­ლებ­თან და ზა­ფხუ­ლი იქ გა­ა­ტა­რა. ეს პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს, შე­იძ­ლე­ბა შე­ნელ­დეს, გა­ჩერ­დეს. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, არ შევ­ხვედ­რი­ვარ იას დიდი ხა­ნია. და­ნარ­ჩე­ნი რა გი­თხრათ, გა­მოჩ­ნდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი...

- თქვე­ნი პო­ზი­ცია რო­გო­რია ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- მას სრუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს დავა აწარ­მო­ოს და წილი მო­ი­თხო­ვოს. რას გან­სჯის სა­სა­მარ­თლო, ეს სხვა სა­კი­თხია. „რუს­თა­ვი 2“-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ერო­სია და მას ჰქონ­და თა­ვი­სი წილი. 2009 წელს თა­ვად ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი დავა, მა­შინ ეს პრო­ცე­სი მი­ნელ­და. ერო­სი სხვა საქ­მე­ე­ბით და­კავ­და, საკ­მა­ოდ მძი­მე და რთუ­ლი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და მერე რაც მოხ­და ყვე­ლამ კარ­გად იცით... იას პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მან და­ი­წყო, სად მივა ვერ გე­ტყვით. სა­უ­ბა­რია ტე­ლე­ვი­ზი­ის 30 პრო­ცენტზე.

- სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ხომ არ აი­სა­ხე­ბა უარ­ყო­ფი­თად თქვენს "რუს­თა­ვი 2"-ში მუ­შა­ო­ბა­ზე?

- არამ­გო­ნია, რად­გან სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა იყო ლო­ზუნ­გი ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ­ლე­ბიც "რუს­თავ­თან" და­კავ­ში­რე­ბით საქ­მეს აწარ­მო­ებ­დნენ, ია­ზეც ვრცელ­დე­ბა და სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს თა­ვი­სი სი­მარ­თლე და­ამ­ტკი­ცოს. ეს არ უნდა აი­სა­ხოს ნე­გა­ტი­უ­რად ჩემი და ტე­ლე­ვი­ზი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ჩემი საქ­მე­ე­ბი მაქვს და ამ არ­ხის ერთ-ერთი შემ­ქმნე­ლი ვარ ჩემ ძმას­თან და მის პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ეროსი კიწმარიშვილის ძმა "რუსთავი 2"-ში მუშაობას აგრძელებს - "იას სრული უფლება ტელევიზიის წილი მოითხოვოს"

ეროსი კიწმარიშვილის ძმა "რუსთავი 2"-ში მუშაობას აგრძელებს - "იას სრული უფლება ტელევიზიის წილი მოითხოვოს"

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიზნესმენის ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი 25 წელია ამ ტელეკომპანიის თანამშრომელია. ის ამჟამად, არხზე დუბლირებისა და ფრომოუშენის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

ზურა ერთ-ერთია იმ თანამშრომელთაგან, ვინც არხი გვარამიას გუნდთან ერთად არ დატოვა და ტელეკომპანიაში დარჩა.

რა გეგმები აქვს განახლებულ "რუსთავი 2"-ში და როგორია მისი პოზიცია რძლის - ია კიწმარიშვილის სასამართლო დავასთან დაკავშირებით, დეტალებს AMBEBI.GE-სთან მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ზურა, როგორ მიიღეთ არხზე დარჩენის გადაწყვეტილება?

- არც მქონია, სხვა რამე გადაწყვეტილება მიღებული და არც ვარიანტები. დავრჩი იქ სადაც ვარ 25 წელია, ჩემს სახლში ვარ, ჩემს თავში და საკუთარი თავიდან ვერ გავალ.

- ნიკა გვარამიასგან თუ გქონიათ შემოთავაზება?

- არა, არაფერი.

- როგორი ურთიერთობა გქონდათ წასულებთან საქმიანი თუ მეგობრული?

- ეს ჩემი პირადი სივრცეა და არ მინდა ამაზე საუბარი, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა...

- როგორ გრძნობთ თავს განახლებულ „რუსთავი 2“-ში?

- ძალიან შემართებით ვართ, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, გვინდა რომ „რუსთავი 2“ კვლავ ქართული ტელევიზიის ფლაგმანი იყოს. ძალიან დიდი ზიანი მიადგა არხს, ჩამოშლის პირას იყო, ახლა ბევრია გასაკეთებელი, რომ ფეხზე დადგეს და ისევ ლიდერი იყოს. გუშინ განახლებული „კურიერი“ გავიდა, დაგეგმილია ბევრი პროექტი და ჩვეულ პროგრამირებას დავუბრუნდებით.

- თუმცა, სატელევიზიო ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა... დაემატა ორი ტელევიზია, რომლებიც ოპოზიციურ არხებად მოიაზრებიან.

- ისინი თავის გზას თვითონ გაიკვლევენ, „რუსთავი 2“ კი გამორჩეული იქნება, როგორც ყოველთვის - ახალი სისხლის გადასხმით, ახალი ადამიანების მოზიდვით, ამბიციური პროექტებით! „რუსთავი 2“ ყოველთვის იქნება ლიდერი და გამორჩეული ქართულ ტელესივრცეში.

- სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ ახალ და დარჩენილ თანამშრომლებს. ეს ალბათ ჟურნალისტებზეც ძალიან მოქმედებს, არა?

- სამწუხაროდ, ქართული სივრცე ყოველთვის სავსე იყო მსგავსი ნეგატიური მომენტებით, ადრეც და ახლაც. ჩემს კოლეგებს ძალიან მალე ეს აღარ ემახსოვრებათ. მათ ექნებათ ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი და დასამტკიცებელი, ეს მალე გადაივლის და დიდ დაბრკოლებად ვერ ვხედავ.

- ბევრი სახე წავიდა არხიდან, თუმცა გუშინ განახლებულ ეთერში ძალიან ბევრი ძველი თანამშრომელი ვნახეთ. იგივე ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელიც წავიდა "რუსთავი 2"-დან და ახლა ისევ დაბრუნდა.

- მე არ შევხვედრილვარ იმ ადამიანებს ვინც რთულ პერიოდში აღარ ჩანდნენ ტელევიზიის ოფისში. თუმცა მსმენია, რომ ადამიანების ნაწილი ზაფხულში შვებულებაში იყო. ზოგიც სახლში იჯდა და ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო. დროებით შეჩერდნენ, აწონ-დაწონეს რაღაცები და ზოგი დაბრუნდა, ზოგიც ისევ სახლში ზის ან სხვა არხზე გადავიდა.

"რუსთავი 2“-ის ჯგუფი, რომელიც აგრძელებდა მუშაობას ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებდა. ეს ეხება ჩემ სფეროს... მთელი ზაფხული ბევრი საქმე მქონდა და არ მქონდა იმის საშუალება რომ თანამშრომლების ისტორიები გამერკვია. ჩვენთვის მთავარი იყო არ გაჩერებულიყო მაუწყებლობა და გარდამავალ პერიოდში ფილმებით, სერიალებით ვმაუწყებლობდით. ვემზადებოდით იმ ადამიანებთან ერთად, ვინც დარჩნენ და ვინც შემოგვემატნენ. თან იმ ფაქტმა, რომ ტელევიზია არ გაჩერებულა, ბევრ ადამიანზე იმოქმედა და გადაწყვიტეს დაბრუნებულიყვნენ.

- პაატა სალიას თუ იცნობდით მანამდე?

- არასოდეს შევხვედრილვარ, გავიცანი პირველ თათბირზე, რომელიც ჩატარდა „რუსთავი 2“-ში და ესწრებოდა მთელი ბორდი. მათ შორის ის სახეებიც, რომლებმაც დატოვეს არხი და შექმნეს სხვა ტელევიზია.

- ამბობენ, რომ არხზე საგამოძიებო ჟურნალისტიკა ბრუნდება, ხომ არ ვიხილავთ ისევ აკაკი გოგიჩაიშვილს?

- აკაკიზე არ მსმენია, თუმცა ვთვლი, რომ ის დიდი პროფესიონალია და თითზე ჩამოსათვლელია ტელესფეროში ასეთი დონის წამყვანი და პროდიუსერი. მის დაბრუნებას მხოლოდ მივესალმები, თუმცა ეს მისი და არხის გადასაწყვეტია. ძალიან ემოციური იყო ნათია ლაზაშვილის დაბრუნება. ბოლო წლებში მასთან არ მქონია ურთიერთობა, თუმცა მე მახსოვს მასთან თანამშრომლობლის წლები და ეს იყო ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი, მაღალ თამასაზე იყო მაშინ "კურიერის" რედაქცია.

- დასასრულს, რძალზე, ია კიწმარიშვილზე გკითხავთ. რამდენიმე თვის წინ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და "რუსთავი 2"-ის წილის დაბრუნებას ითხოვს. რა ეტაპზეა ეს საქმე?

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ იას ჰქონდა პრეტენზიები როგორც ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრეს და სარჩელი შეიტანა. შემდგომ რა პროცესებია ვერ გეტყვით, ჩემი რძალი იმყოფებოდა ქვეყნის გარეთ თავის შვილებთან და ზაფხული იქ გაატარა. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, შეიძლება შენელდეს, გაჩერდეს. წარმოდგენა არ მაქვს, არ შევხვედრივარ იას დიდი ხანია. დანარჩენი რა გითხრათ, გამოჩნდება ყველაფერი...

- თქვენი პოზიცია როგორია ამ საქმესთან დაკავშირებით?

- მას სრული საფუძველი აქვს დავა აწარმოოს და წილი მოითხოვოს. რას განსჯის სასამართლო, ეს სხვა საკითხია. „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ეროსია და მას ჰქონდა თავისი წილი. 2009 წელს თავად ჰქონდა დაწყებული დავა, მაშინ ეს პროცესი მინელდა. ეროსი სხვა საქმეებით დაკავდა, საკმაოდ მძიმე და რთული პროცესები დაიწყო მის საქმიანობაში და მერე რაც მოხდა ყველამ კარგად იცით... იას პროცესი, რომელიც მან დაიწყო, სად მივა ვერ გეტყვით. საუბარია ტელევიზიის 30 პროცენტზე.

- სასამართლო პროცესი ხომ არ აისახება უარყოფითად თქვენს "რუსთავი 2"-ში მუშაობაზე?

- არამგონია, რადგან სამართლიანობის აღდგენა იყო ლოზუნგი ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც "რუსთავთან" დაკავშირებით საქმეს აწარმოებდნენ, იაზეც ვრცელდება და სრული უფლება აქვს თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ეს არ უნდა აისახოს ნეგატიურად ჩემი და ტელევიზიის ურთიერთობაზე. ჩემი საქმეები მაქვს და ამ არხის ერთ-ერთი შემქმნელი ვარ ჩემ ძმასთან და მის პარტნიორებთან ერთად.

"ჩემს ქვევრს თანატოლი მსოფლიოში არ ჰყავს, არც მის ტევადობას აქვს ანალოგი" - გაიცანით ოსტატი მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფელიდან

"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა

გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდა - ნეტსან აბჟანდაძე მეუღლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს