პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილმი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს - ეკრანზე გაცოცხლებული "შინდისის გმირები"
ფილმი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს - ეკრანზე გაცოცხლებული "შინდისის გმირები"

"ტყვედ არა­ვინ ჩა­ბარ­დეთ, ბიჭო!" - ეს იყო ფრა­ზა, რო­მე­ლიც მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის "შინ­დი­სის გმი­რე­ბის" ნახ­ვის შემ­დეგ მთე­ლი დღე გო­ნე­ბა­ში მიტ­რი­ა­ლებ­და... არც უფიქ­რი­ათ ჩა­ბა­რე­ბა­ზე...

ფილმში ასა­ხუ­ლი 2008 წლის ომის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­უ­ლი ეპი­ზოდ­ში, რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გმი­რო­ბე­ბია ასა­ხუ­ლი, რო­მელ­საც რე­ჟი­სორ­მა კრე­ბი­თი სახე მის­ცა.

2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს, უკან და­ხე­ვის ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მის შემ­დეგ, სო­ფელ შინ­დის­ში II ქვე­ი­თი ბრი­გა­დის სა­ინ­ჟინ­რო ოცე­ულ­სა და რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ის მო­ტომსრო­ლელ­თა ასე­ულს შო­რის მომ­ხდარ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში, ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის გმი­რო­ბა და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, რე­ჟი­სორ­მა დიტო ცინ­ცა­ძემ კინო-ეკ­რა­ნებ­ზე გა­ა­ცო­ცხლა.

"შინ­დი­სის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ედ­მონდ მი­ნაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­და და კინ­ძავ­და იმ დღე­ებ­ში მომ­ხდარ რე­ა­ლურ ამ­ბებს...

მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გოგა პი­პი­ნაშ­ვი­ლი იმ შინ­დი­სელს ასა­ხი­ე­რებს, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ბრძო­ლის ვე­ლი­დან სამი დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა და გა­დარ­ჩე­ნი­ლებს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად სახ­ლში მა­ლავ­და.

შინ­დი­სე­ლე­ბის გად­მო­ცე­მით, შე­ტა­კე­ბამ­დე ორი სა­ა­თით ადრე რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი სო­ფელ­ში ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბით გა­მოჩ­დნენ, სოფ­ლის გზა გა­ი­ა­რეს და შინ­დი­სის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან მო­ა­წყეს ჩა­საფ­რე­ბა, რად­გან ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­თუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის ბი­ჭებს იმ ად­გი­ლას უნდა გა­ევ­ლოთ...

სწო­რედ აქ იწყე­ბა ფილ­მის ემო­ცი­უ­რი სცე­ნა­რი - თუ რო­გორ იბ­რძო­ლა სი­გი­ჟით შე­პყრო­ბილ­მა ოცმა ახალ­გაზ­რდამ ბოლო ტყვი­ამ­დე და ტყვედ ჩა­ვარ­დნა არც ერთს არ უფიქ­რია! ჯა­რის­კაც­მა ალე­კო ონი­ან­მა თავი აი­ფეთ­ქა და მას­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა მისი დაჭ­რი­ლი ნათ­ლუ­ლი, რო­მან ზო­ი­ძე, რომ­ლის თავი მუხ­ლებ­ზე ედო... მხო­ლოდ 3 მათ­გა­ნი გა­და­ურ­ჩა მტერს.

ფილმში სწო­რად და მხატ­ვრუ­ლად გად­მო­ცე­მუ­ლია ემო­ცი­ე­ბი: ერთ-ერთი მებ­რძო­ლის ხმა­მა­ღა­ლი, უკი­დე­გა­ნო ვედ­რე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "მა­მაო ჩვე­ნო”, იმე­დი, ბრძო­ლის და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ჟინი - და ეს ყვე­ლა­ფე­რი მამა სე­რა­ფი­მეს მიერ, არა­მე­ულ ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გა­ლო­ბის ფონ­ზე სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია.

ფილ­მის ყუ­რე­ბი­სას, თით­ქოს ხე­ლახ­ლა გა­ნიც­დი იმ ხუთ­დღი­ა­ნი ომის კოშ­მარს, გრძნობ და მძაფ­რად აღიქ­ვამ, თით­ქოს იქ, იმ სა­ო­ცა­რი თავ­გან­წირ­ვის მომსწრე ხარ... სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბა გახ­რჩობს, თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად ამა­ყი ხარ, რად­გან ხე­დავ, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად რო­გორ ცდი­ლო­ბენ, ფაქ­ტობ­რი­ვად ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, მტრის ტყვი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნას.

ის შინ­დი­სე­ლე­ბი რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან - ბად­რი (ახ­მეტ) ხუ­ციშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე ხა­ტია, რო­მე­ლიც იმ დროს ავად­მყო­ფო­ბას ებ­რძო­და. მათ­თან ერ­თად ბეწ­ვის გზა რამ­დე­ნი­მე შინ­დი­სელ­მა გა­ი­ა­რა, რო­მელ­თა კრე­ბით სა­ხეს ფილ­მის ორი პერ­სო­ნა­ჟი - მამა-შვი­ლი წარ­მო­ად­გე­ნენ.

"შინ­დის­ში" ცოტა დი­ა­ლო­გია, რაც სა­ხის, თვა­ლე­ბის, მი­მი­კე­ბის მე­ტყვე­ლე­ბას კი­დევ უფრო აცო­ცხლებს. რე­ჟი­სორ დიტო ცინ­ცა­ძის თქმით, - მას უბ­რა­ლოდ არ უყ­ვარს ფილმში ბევ­რი დი­ა­ლო­გი და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა ასე... მსა­ხი­ობ გოგა პი­პი­ნაშ­ვი­ლის გმი­რიც სი­ტყვაძ­ვი­რია და ძა­ლი­ან ცო­ტას სა­უბ­რობს...

"მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ შევ­ხვდი “ახ­მე­ტას”, არ მინ­დო­და კონ­კრე­ტი­ზა­ცია დიდი დო­ზით ყო­ფი­ლი­ყო და მის­გან ამე­ღო ყვე­ლა­ფე­რი. მსურ­და, ჩემი წარ­მო­სახ­ვით მე­თა­მა­შა... ვფიქ­რობ, გა­ა­მარ­თლა" - გვი­თხრა პი­პი­ნაშ­ვილ­მა.

რე­ა­ლურ ამ­ბებ­თან შერ­წყმუ­ლი რე­ჟი­სო­რის მხატ­ვრუ­ლი წარ­მო­სახ­ვე­ბი, რო­მე­ლიც გან­საც­დე­ლის დროს ქარ­თულ ხა­სი­ათს ნათ­ლად გად­მოს­ცემს, მთლი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და რაც მთა­ვა­რია, ნამ­დვი­ლია... ბად­რი ხუ­ციშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, რო­მე­ლიც ფილმში ეროვ­ნე­ბით ოსია, მა­შინ რო­დე­საც რუ­სე­თის ვერ­ტმფრე­ნი სნა­ი­პერ­თან ერ­თად სა­კონ­ტრო­ლო შე­მოვ­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­და, ერთ-ერთ დაჭ­რილ ბიჭს კა­ბის კალ­თა მარ­თლაც გა­და­ა­ფა­რა...

ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რის, ედ­მონდ აბა­ში­ძის თქმით, - იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სამ­ხედ­რო მან­ქა­ნებ­ში დას­ვე­ნე­ბულ ცხედ­რებ­ში დაჭ­რი­ლებს მა­ლავ­დნენ და ისე გაჰ­ყავ­დათ... ასე გა­ა­პა­რა ნო­დარ ხუ­ციშ­ვილ­მა ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი, კაპ­რა­ლი ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძე, რო­მელ­საც ომის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, წე­რო­ვა­ნის სა­რე­ა­ბილ­ტა­ციო ცენ­ტრში შევ­ხვდი და დე­ტა­ლუ­რად მი­ამ­ბო იმ სა­ბე­დის­წე­რო დღე­ე­ბის შე­სა­ხებ... შარ­შან ივ­ლის­ში, ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძემ ომის სიმ­ძი­მეს ვერ გა­უძ­ლო და გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. ფილ­მის ნახ­ვი­სას, თით­ქოს მას­თან ერ­თათ, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯს გავ­დი­ო­დი იმ გზას, რო­მე­ლიც თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად გა­ი­ა­რა...

27 სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ყვე­ლას შე­უძ­ლია ნა­ხოს თავ­გან­წირ­ვი­სა და გმი­რო­ბის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ის­ტო­რია!

ფილმ "შინ­დი­სის­გან" მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცია კი­ნო­ეკ­რა­ნე­ბი­დან ყვე­ლა ქარ­თველ­მა უნდა გა­მოს­ცა­დოს, თუნ­დაც იმ ბი­ჭე­ბი­სა და შინ­დი­სე­ლე­ბის თავ­გან­წირ­ვის და­სა­ფა­სებ­ლად, რომ­ლე­ბიც მტრის ძა­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბას არ შე­უ­შინ­დნენ და ფილ­მის ერთ-ერთი გმი­რის, ოკუ­პან­ტი რუსი ოფიც­რის “ნა­აზ­რე­ვი” - “ქარ­თვე­ლე­ბი სიკ­ვდი­ლამ­დე გვიყ­ვარ­ხართ და არ­სად გა­გიშ­ვებთ” კი­დევ ერთხელ გა­აც­ნო­ბი­ე­რონ! რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ფილმი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს - ეკრანზე გაცოცხლებული "შინდისის გმირები"

ფილმი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს - ეკრანზე გაცოცხლებული "შინდისის გმირები"

"ტყვედ არავინ ჩაბარდეთ, ბიჭო!" - ეს იყო ფრაზა, რომელიც მხატვრული ფილმის "შინდისის გმირების" ნახვის შემდეგ მთელი დღე გონებაში მიტრიალებდა... არც უფიქრიათ ჩაბარებაზე...

ფილმში ასახული 2008 წლის ომის ერთ-ერთ გამორჩეული ეპიზოდში, რეალური პერსონებისა და ადგილობრივების გმირობებია ასახული, რომელსაც რეჟისორმა კრებითი სახე მისცა.

2008 წლის 11 აგვისტოს, უკან დახევის ბრძანების გაცემის შემდეგ, სოფელ შინდისში II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის მომხდარ უთანასწორო ბრძოლაში, ქართველი ბიჭების გმირობა და ერთსულოვნება, რეჟისორმა დიტო ცინცაძემ კინო-ეკრანებზე გააცოცხლა.

"შინდისის" პროექტის ავტორი და პროდიუსერი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა და კინძავდა იმ დღეებში მომხდარ რეალურ ამბებს...

მთავარი როლის შემსრულებელი გოგა პიპინაშვილი იმ შინდისელს ასახიერებს, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად ბრძოლის ველიდან სამი დაჭრილი ქართველი მებრძოლი გამოიყვანა და გადარჩენილებს რამდენიმე დღის განმავლობაში, საკუთარი სიცოცხლის ფასად სახლში მალავდა.

შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე ორი საათით ადრე რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩდნენ, სოფლის გზა გაიარეს და შინდისის რკინიგზის სადგურთან მოაწყეს ჩასაფრება, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ბატალიონის ბიჭებს იმ ადგილას უნდა გაევლოთ...

სწორედ აქ იწყება ფილმის ემოციური სცენარი - თუ როგორ იბრძოლა სიგიჟით შეპყრობილმა ოცმა ახალგაზრდამ ბოლო ტყვიამდე და ტყვედ ჩავარდნა არც ერთს არ უფიქრია! ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა მისი დაჭრილი ნათლული, რომან ზოიძე, რომლის თავი მუხლებზე ედო... მხოლოდ 3 მათგანი გადაურჩა მტერს.

ფილმში სწორად და მხატვრულად გადმოცემულია ემოციები: ერთ-ერთი მებრძოლის ხმამაღალი, უკიდეგანო ვედრებით შესრულებული "მამაო ჩვენო”, იმედი, ბრძოლის და დაუმორჩილებლობის ჟინი - და ეს ყველაფერი მამა სერაფიმეს მიერ, არამეულ ენაზე შესრულებული გალობის ფონზე სულისშემძვრელია.

ფილმის ყურებისას, თითქოს ხელახლა განიცდი იმ ხუთდღიანი ომის კოშმარს, გრძნობ და მძაფრად აღიქვამ, თითქოს იქ, იმ საოცარი თავგანწირვის მომსწრე ხარ... საკუთარი უსუსურობა გახრჩობს, თუმცა, იმავდროულად ამაყი ხარ, რადგან ხედავ, საკუთარი სიცოცხლის ფასად როგორ ცდილობენ, ფაქტობრივად ტყვეობაში მყოფი ადგილობრივები, მტრის ტყვიას სასწაულებრივად გადარჩენილი ბიჭების გამოყვანას.

ის შინდისელები რეალური პერსონაჟები არიან - ბადრი (ახმეტ) ხუციშვილი და მისი მეუღლე ხატია, რომელიც იმ დროს ავადმყოფობას ებრძოდა. მათთან ერთად ბეწვის გზა რამდენიმე შინდისელმა გაიარა, რომელთა კრებით სახეს ფილმის ორი პერსონაჟი - მამა-შვილი წარმოადგენენ.

"შინდისში" ცოტა დიალოგია, რაც სახის, თვალების, მიმიკების მეტყველებას კიდევ უფრო აცოცხლებს. რეჟისორ დიტო ცინცაძის თქმით, - მას უბრალოდ არ უყვარს ფილმში ბევრი დიალოგი და ამიტომ გადაწყვიტა ასე... მსახიობ გოგა პიპინაშვილის გმირიც სიტყვაძვირია და ძალიან ცოტას საუბრობს...

"მე შეგნებულად არ შევხვდი “ახმეტას”, არ მინდოდა კონკრეტიზაცია დიდი დოზით ყოფილიყო და მისგან ამეღო ყველაფერი. მსურდა, ჩემი წარმოსახვით მეთამაშა... ვფიქრობ, გაამართლა" - გვითხრა პიპინაშვილმა.

რეალურ ამბებთან შერწყმული რეჟისორის მხატვრული წარმოსახვები, რომელიც განსაცდელის დროს ქართულ ხასიათს ნათლად გადმოსცემს, მთლიანობაში ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ნამდვილია... ბადრი ხუციშვილის მეუღლემ, რომელიც ფილმში ეროვნებით ოსია, მაშინ როდესაც რუსეთის ვერტმფრენი სნაიპერთან ერთად საკონტროლო შემოვლას ახორციელებდა, ერთ-ერთ დაჭრილ ბიჭს კაბის კალთა მართლაც გადააფარა...

ფილმის პროდიუსერის, ედმონდ აბაშიძის თქმით, - იყო შემთხვევები, როდესაც სამხედრო მანქანებში დასვენებულ ცხედრებში დაჭრილებს მალავდნენ და ისე გაჰყავდათ... ასე გააპარა ნოდარ ხუციშვილმა ერთ-ერთი დაჭრილი, კაპრალი ოთარ კალმახელიძე, რომელსაც ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, წეროვანის სარეაბილტაციო ცენტრში შევხვდი და დეტალურად მიამბო იმ საბედისწერო დღეების შესახებ... შარშან ივლისში, ოთარ კალმახელიძემ ომის სიმძიმეს ვერ გაუძლო და გულის შეტევით გარდაიცვალა. ფილმის ნახვისას, თითქოს მასთან ერთათ, ნაბიჯ-ნაბიჯს გავდიოდი იმ გზას, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად გაიარა...

27 სექტემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში ყველას შეუძლია ნახოს თავგანწირვისა და გმირობის სულისშემძვრელი ისტორია!

ფილმ "შინდისისგან" მიღებული ემოცია კინოეკრანებიდან ყველა ქართველმა უნდა გამოსცადოს, თუნდაც იმ ბიჭებისა და შინდისელების თავგანწირვის დასაფასებლად, რომლებიც მტრის ძალების უპირატესობას არ შეუშინდნენ და ფილმის ერთ-ერთი გმირის, ოკუპანტი რუსი ოფიცრის “ნააზრევი” - “ქართველები სიკვდილამდე გვიყვარხართ და არსად გაგიშვებთ” კიდევ ერთხელ გააცნობიერონ! რუსეთი ოკუპანტია!

მონიკა ბელუჩის ქალიშვილი ახალ სიმაღლეებს იპყრობს - 16 წლის გოგონას ახალი ფოტოები ფრანგული Elle-ისთვის

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე

სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა სახლში იმშობიარა - "ვიცოდი, რომ აუტანელი ტკივილი იქნებოდა...გიჟს ვგავდი"