ავტორი:

"მე ვარ ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი!" - მაია ასათიანი განახლებულ "პროფილში" ახალი იმიჯით დაბრუნდა

"მე ვარ ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი!" - მაია ასათიანი განახლებულ "პროფილში" ახალი იმიჯით დაბრუნდა

"მე ვარ მაია ასათიანი, ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და ჩვენ ვიწყებთ!" - ასეთია განახლებული "პროფილის" ახალი პრომო, რომელიც "რუსთავი 2"-ზე კვლავ ყოველ ხუთშაბათს გავა ეთერში.

გადაცემის პირველი ეთერი 3 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

მაია ასათიანი "პროფილის" ახალ პრომოში განსხვავებული იმიჯით წარსდგა მაყურებლის წინაშე - ის მთის მწვერვალზე დგას, სამხედრო ფორმა აცვია და თმაზე ნაწნავი აქვს. წამყვანის ტექსტი ოკუპაციას ეძღვნება.

"მე დაპყრობილ ქვეყანაში დავიბადე... მე მახსოვს ბრეჟნევის სურათი სახლის წინ და ტანკები ჩემი ბავშვობის ქუჩაზე... მე დაპყრობილ ქვეყანაში დავიბადე და დღეს თავისუფალი საქართველოს შვილი ვარ, ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და ყოველთვის, ყველგან, ყველაზე ხმამაღლა ვიყვირებ: რომ ჩემი სამშობლოს 20% დღემდე დაპყრობილია! რომ რუსეთი ჩემი ქვეყნის მთავარი მტერია! რომ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის!

მე ვარ მაია ასათიანი, ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და ჩვენ ვიწყებთ!" - ამბობს ტელეწამყვანი.

"პროფილის" ახალ პრომოს უკვე მოჰყვა ტელემაყურებლის კომენტარები. მაია ასათიანს დაბრუნებას და ახალ სეზონს ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.

"მეც ჩემი რუტინა უნდა შევცვალო. უნდა ავდგე და ვიარო, თუნდაც რისკის ფასად..." - რას წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში?

"ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია... პიარისთვის გჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცო" - დოროყაშვილი ბასილაშვილს

"ბრალდებულის მამამ დამირეკა, სვანურად მოგიღებ ბოლოსო... ამოგწყვიტავთ ყველას და ჩემს შვილსაც მოვკლავო" - რას წერს მარიამ კუბლაშვილი?