სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია ლაზაშვილს "კურიერის" პირველ ეთერში ის პიჯაკი ეცვა, რომლითაც 13 წლის წინ "რუსთავი 2" დატოვა
ნათია ლაზაშვილს "კურიერის" პირველ ეთერში ის პიჯაკი ეცვა, რომლითაც 13 წლის წინ "რუსთავი 2" დატოვა

თით­ქმის ერ­თთვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნია "კუ­რი­ე­რი" ეთერ­ში გა­ვი­და. რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლი იყო, მისი წამ­ყვა­ნი ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ვიდ­რე ეთერ­ში ის გა­მოჩ­ნდე­ბო­და მა­ყუ­რე­ბელს სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვილ­მა მი­მარ­თა:

"რუს­თა­ვი 2"-ის 25 წლი­ა­ნი ის­ტო­რია გრძელ­დე­ბა. ამ არ­ხმა კი­დევ ერთი კრი­ზი­სი გა­და­ლა­ხა და თა­ვი­სი სიძ­ლი­ე­რე და­ამ­ტკი­ცა. დღე­ი­დან "კუ­რი­ე­რის" პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი ეფუძვნე­ბა სა­რე­დაქ­ციო მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას. ჩვენ არ ვიქ­ნე­ბით არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის თუ ბიზ­ნესჯ­გუ­ფის მხა­რეს. "კუ­რი­ე­რი" არ იც­რუ­ებს, არ მო­ახ­დენს ფაქ­ტე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას. ჩვე­ნი მი­სი­აა, ვი­ყოთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა და­ვაჩ­ქა­როთ ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რა­ცია. ჩვენ გვჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა... ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20 პრო­ცენ­ტი რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ამ­ძი­მებს ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ჩვენ ამ პრობ­ლე­მებ­ზე რე­ა­გი­რე­ბას ყო­ველ­დღე მო­ვი­თხოვთ" - აღ­ნიშ­ნა იმ­ნა­იშ­ვილ­მა.

ამის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბელს ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი მი­ე­სალ­მა, რო­მელ­მაც ტე­ლე­კომ­პა­ნია ზუს­ტად 13 წლის წინ და­ტო­ვა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დაბ­რუნ­და იმის­თვის, რომ "არხზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ მო­ტი­ვა­ცია, თა­ვი­სუფ­ლად აკე­თონ თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე". აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლა­ზაშ­ვი­ლი ეთერ­ში ზუს­ტად იმ პი­ჯა­კით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც 13 წლის წინ იმ დროს ეცვა, რო­დე­საც "კუ­რი­ე­რი" და­ტო­ვა.

"24 წლის წინ მე ვი­ყა­ვი ის ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად პირ­და­პირ ეთერ­ში გა­იყ­ვა­ნა "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი. ზუს­ტად 13 წლის წინ კი მე ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ტო­ვე­ბა მო­მიხ­და. ვბრუნ­დე­ბი, რად­გან ვთვლი, რომ ეს ტე­ლე­ვი­ზია არ უნდა იყოს გა­თი­შუ­ლი, ეს სტუ­დია კი ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი. დავ­ბრუნ­დი, რათა ჟურ­ნა­ლის­ტებს და ამ არხზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ მო­ტი­ვა­ცია, თა­ვი­სუფ­ლად აკე­თონ თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე. აკე­თონ ახა­ლი ამ­ბე­ბი სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის მი­ხედ­ვით, მაგ­რამ ამა­ვე დროს სხვი­სი ღირ­სე­ბის დაც­ვით. იმე­დი მაქვს, რომ ეს იყო პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც "კუ­რი­ერ­მა" მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტა" - გა­ნა­ცხა­და ნა­თია ლა­ზაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ნათია ლაზაშვილს "კურიერის" პირველ ეთერში ის პიჯაკი ეცვა, რომლითაც 13 წლის წინ "რუსთავი 2" დატოვა

ნათია ლაზაშვილს "კურიერის" პირველ ეთერში ის პიჯაკი ეცვა, რომლითაც 13 წლის წინ "რუსთავი 2" დატოვა

თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ტელეკომპანია "კურიერი" ეთერში გავიდა. როგორც უკვე ცნობილი იყო, მისი წამყვანი ნათია ლაზაშვილი იქნება. ვიდრე ეთერში ის გამოჩნდებოდა მაყურებელს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი იმნაიშვილმა მიმართა:

"რუსთავი 2"-ის 25 წლიანი ისტორია გრძელდება. ამ არხმა კიდევ ერთი კრიზისი გადალახა და თავისი სიძლიერე დაამტკიცა. დღეიდან "კურიერის" პროფესიული საქმიანობები ეფუძვნება სარედაქციო მიუკერძოებლობას. ჩვენ არ ვიქნებით არც ერთი პოლიტიკური პარტიის თუ ბიზნესჯგუფის მხარეს. "კურიერი" არ იცრუებს, არ მოახდენს ფაქტებით მანიპულირებას. ჩვენი მისიაა, ვიყოთ დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე. ჩვენი ამოცანაა დავაჩქაროთ ევროპაში ინტეგრაცია. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროპული არჩევანი უალტერნატივოა... ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ლარის გაუფასურება ამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ ამ პრობლემებზე რეაგირებას ყოველდღე მოვითხოვთ" - აღნიშნა იმნაიშვილმა.

ამის შემდეგ მაყურებელს ნათია ლაზაშვილი მიესალმა, რომელმაც ტელეკომპანია ზუსტად 13 წლის წინ დატოვა. როგორც მან აღნიშნა, დაბრუნდა იმისთვის, რომ "არხზე მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, თავისუფლად აკეთონ თავისი საყვარელი საქმე". აღსანიშნავია, რომ ლაზაშვილი ეთერში ზუსტად იმ პიჯაკით იყო წარმოდგენილი, რომელიც 13 წლის წინ იმ დროს ეცვა, როდესაც "კურიერი" დატოვა.

"24 წლის წინ მე ვიყავი ის ჟურნალისტი, რომელმაც ჩემს კოლეგებთან ერთად პირდაპირ ეთერში გაიყვანა "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახური. ზუსტად 13 წლის წინ კი მე ამ ტელევიზიის დატოვება მომიხდა. ვბრუნდები, რადგან ვთვლი, რომ ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული, ეს სტუდია კი ჩაბნელებული. დავბრუნდი, რათა ჟურნალისტებს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, თავისუფლად აკეთონ თავისი საყვარელი საქმე. აკეთონ ახალი ამბები საკუთარი სინდისის მიხედვით, მაგრამ ამავე დროს სხვისი ღირსების დაცვით. იმედი მაქვს, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც "კურიერმა" მუშაობა შეწყვიტა" - განაცხადა ნათია ლაზაშვილმა.

"რუსთავი 2"-ზე დავით კიკალიშვილი ბრუნდება  - რა სიახლეები გელოდებათ ახალი სეზონიდან და როგორ აღნიშნა არხმა 27 წლის იუბილე?

"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას ამბობს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის დაინფიცირების შემდეგ?

"პოლიციელთა შვილებო - თქვენ საამაყო მშობლების შვილები ხართ!" - ვახტანგ გომელაური პატარებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს