ავტორი:

"მძიმე მდგომარეობაშია, პარალიზებული აქვს ხელი და ფეხი" - ადვოკატი 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ლევან ჯიქურზე

"მძიმე მდგომარეობაშია, პარალიზებული აქვს ხელი და ფეხი" - ადვოკატი 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ლევან ჯიქურზე

20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური ციხის საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე ზუბიაშვილმა განუცხადა, ჯიქურს ხელი და ფეხი პარალიზებული აქვს.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ის შიმშილობს და პარალიზებული აქვს ხელი და ფეხი. დაკლებული აქვს დაახლოებით 30 კგ წონაში. ექიმებიც ამბობენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის მხრივ", - განაცხადა ალექსანდრე ზუბიაშვილმა.

ლევან ჯიქური ერთ-ერთია, ვინც 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის და სხვა პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ