საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იყო თუ არა ყალბი 16 წლის გრეტას გამოსვლა გაეროში - "აუტისტური სპექტრის ადამიანებს არ შეუძლიათ ემოციების დამალვა!"
იყო თუ არა ყალბი 16 წლის გრეტას გამოსვლა გაეროში - "აუტისტური სპექტრის ადამიანებს არ შეუძლიათ ემოციების დამალვა!"

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, 16 წლის შვედ გო­გო­ნა­ზე, გრე­ტა ტუნ­ბერ­გზე მთე­ლი მსოფ­ლიო სა­უბ­რობს - მას ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლა ჰქონ­და გა­ე­როს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­მიტ­ზე, სა­დაც მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა.

„ახლა აქ არ უნდა ვიდ­გე, სკო­ლა­ში უნდა ვიყო, ოკე­ა­ნის გაღ­მა. რო­გორ ბე­დავთ? ჩემი ოც­ნე­ბე­ბი და ჩემი ბავ­შვო­ბა ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბით მომ­პა­რეთ,“ - მი­მარ­თა აუ­დი­ტო­რი­ას გრე­ტამ.

მი­სი­ვე თქმით, მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის დაშ­ვე­ბით ნად­გურ­დე­ბა ეკო­სის­ტე­მე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სებს კი მხო­ლოდ „ფული ადარ­დებთ“ და ჰყვე­ბი­ან „ზღაპ­რებს და­უს­რუ­ლე­ბელ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე“.

ტუნ­ბერ­გის გა­მოს­ვლამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აღაფრ­თო­ვა­ნა, თუმ­ცა ცხა­დია, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მისი ბევ­რი კრი­ტი­კო­სიც გა­მოჩ­ნდა. გრე­ტას მი­მარ­თვი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ტექ­სტი მისი და­წე­რი­ლი არ იყო, ცრემ­ლი­ა­ნი გა­მოს­ვლა კი ძა­ლი­ან ყალ­ბი იყო და ზო­გა­დად, შე­უძ­ლე­ბე­ლია, 16 წლის ადა­მი­ანს ასე ადარ­დებ­დეს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი.

გრე­ტა 2003 წელს სტოკ­ჰოლმში და­ი­ბა­და. და­ახ­ლო­ე­ბით 8 წლის ასაკ­ში გა­ი­გო პირ­ვე­ლად კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ და მას შემ­დეგ თე­მით აქ­ტი­უ­რად და­ინ­ტე­რეს­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გო­ნას ას­პერ­გე­რის სინ­დრო­მი და­უდ­გი­ნეს - ეს არის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1944 წელს ავ­სტრი­ელ­მა ფსი­ქი­ატრმა H.Asperger-მა აღ­წე­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მის მქო­ნე ბავ­შვებს ნორ­მა­ლუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბის ფონ­ზე ახა­სი­ა­თებთ სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­ფი­ცი­ტი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სირ­თუ­ლე და უც­ნა­უ­რი, ექ­სცენ­ტრი­უ­ლი ქცე­ვე­ბი.

მის კრი­ტი­კო­სებს არა­ერ­თმა ფსი­ქო­ლოგ­მა უპა­სუ­ხა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ტუნ­ბერ­გის გა­მოს­ვლას გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­შიც - აუ­ტიზ­მის კვლე­ვი­სა და ხელ­შე­წყო­ბის ცენ­ტრის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­თია მე­ლაშ­ვი­ლი წერს, რომ გრე­ტას კრი­ტი­კო­სებ­მა ას­პერ­გე­რის სინ­დრო­მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან :

"დიდი ამ­ბა­ვი ატყდა ამ გო­გო­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით მის ას­პერ­გე­რის სინ­დრომ­ზე. სპე­ცი­ა­ლუ­რად ვუ­ყუ­რე ამ აჟი­ო­ტა­ჟის მერე. ჰოდა ახლა კარ­გად მო­მის­მი­ნეთ:

1. „ეს ტექ­სტი არ არის ამის და­წე­რი­ლი" მო­საზ­რე­ბა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამის და­წე­რი­ლია, ზუს­ტა­დაც იმი­ტომ, რომ ას­პერ­გე­რი აქვს. აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის ამ ფორ­მის ადა­მი­ა­ნებს ზუს­ტად ის გა­ნარ­ჩევს სხვა ნე­ი­რო­ტი­პი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან (რა თქმა უნდა ეს არ არის ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბა), რომ მათი IQ არის უზარ­მა­ზა­რი! რომ არ და­გე­სიზ­მრე­ბათ ჩვე­უ­ლებ­რივ, თუნ­დაც ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებს, იმ­ხე­ლა. მათი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არის ის, რომ სა­კითხს, რო­მე­ლიც მათი ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში ექ­ცე­ვა, არ­კვე­ვენ და სწავ­ლო­ბენ ყვე­ლა ბოლო წერ­ტი­ლამ­დე. არ ეპა­რე­ბათ არ­ცერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლი. ვერ ის­ვე­ნე­ბენ ვიდ­რე ამომ­წუ­რა­ვად არ მო­ი­ცა­ვენ სა­კითხს. ამი­ტომ დიახ, ეს სი­ტყვა ამ გო­გოს და­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა. და დიახ, ადა­მი­ა­ნე­ბი აუ­ტის­ტუ­რის სპექტრის ას­პერ­გე­რის სინ­დრო­მით ჩემ­ზე და თქვენ­ზე ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან! შე­იძ­ლე­ბა ვერ შე­იკ­რან თას­მა, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ - სა­კი­თხში, რო­მე­ლიც მათ აინ­ტე­რე­სებთ, ნე­ბის­მი­ერ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კლა­სის სპე­ცი­ა­ლის­ტთან შევ­ლენ დე­ბა­ტებ­ში თა­ნაბ­რად!

2. მისი ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლა - ადა­მი­ა­ნის­თვის ას­პერ­გე­რის სინ­დრო­მით დიდი სტრე­სია ამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა. (ნეტა რო­მე­ლი­მე თქვენ­გა­ნი დამ­ჯდა­რი­ყა­ვით მაგ აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე და რო­გორ არ იღელ­ვებ­დით მა­გას და­ვაკ­ვირ­დე­ბო­დი!). მი­თუ­მე­ტეს ამ გო­გო­ნას­თვის აშ­კა­რად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს თემა და ორი­ვე ეს კომ­პო­ნენ­ტი ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ქმნის ამ ემო­ცი­ას, რო­მე­ლიც იხი­ლეთ.

3. უმ­რავ­ლე­სო­ბას არ მო­ე­წო­ნა უხე­ში ფორ­მა, რო­გორც ის გა­მო­ხა­ტავს თა­ვის აზრს. ის გაბ­რა­ზე­ბუ­ლია. აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის ადა­მი­ა­ნებს და მათ შო­რის ას­პერ­გე­რის მქო­ნეს, არ შე­უძ­ლია ემო­ცი­ე­ბის და­მალ­ვა! არ შე­უძ­ლია შე­ლა­მა­ზე­ბა! არ შე­უძ­ლია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­ლა­ქუ­ცე­ბა! ალე­გი­ო­რი­უ­ლი სა­უ­ბა­რი. ისი­ნი ამ­ბო­ბენ იმას რა­საც ფიქ­რო­ბენ და ამ­ბო­ბენ ისე, რო­გორც გრძნო­ბენ! ჩვენ­გან, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნებსგან გან­სხვა­ვე­ბით ისი­ნი დაც­ლილ­ნი არი­ან ტყუ­ი­ლის­გან ან შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი სი­მარ­თლის­გან!

4. თა­ვად სა­კი­თხზე, რო­მელ­ზეც ისა­უბ­რა, ვინ­მე შე­იძ­ლე­ბა და­ე­თან­ხმოს ან, არა. ეს მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია. ამა­ზე უნდა იმ­სჯე­ლონ ისე­თი­ვე კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რო­გო­რე­ბის კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც ექ­ნე­ბა ამ გო­გო­ნას მომ­ზა­დე­ბუ­ლი თა­ვი­სი სი­ტყვა! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამა­ში.

5. მას­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა - ამას ვინც ამ­ბობთ, დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ აზ­რზე არ ხართ რას ნიშ­ნავს აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი და ას­პერ­გე­რის სინ­დრო­მი. წა­ი­კი­თხეთ!“ - წერს თა­თია მე­ლაშ­ვი­ლი.

ავტორი:

იყო თუ არა ყალბი 16 წლის გრეტას გამოსვლა გაეროში - "აუტისტური სპექტრის ადამიანებს არ შეუძლიათ ემოციების დამალვა!"

იყო თუ არა ყალბი 16 წლის გრეტას გამოსვლა გაეროში - "აუტისტური სპექტრის ადამიანებს არ შეუძლიათ ემოციების დამალვა!"

უკვე რამდენიმე დღეა, 16 წლის შვედ გოგონაზე, გრეტა ტუნბერგზე მთელი მსოფლიო საუბრობს - მას ემოციური გამოსვლა ჰქონდა გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე, სადაც მსოფლიო ლიდერები მკაცრად გააკრიტიკა.

„ახლა აქ არ უნდა ვიდგე, სკოლაში უნდა ვიყო, ოკეანის გაღმა. როგორ ბედავთ? ჩემი ოცნებები და ჩემი ბავშვობა ცარიელი სიტყვებით მომპარეთ,“ - მიმართა აუდიტორიას გრეტამ.

მისივე თქმით, მსოფლიო ლიდერების დაშვებით ნადგურდება ეკოსისტემები, პოლიტიკოსებს კი მხოლოდ „ფული ადარდებთ“ და ჰყვებიან „ზღაპრებს დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე“.

ტუნბერგის გამოსვლამ უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა, თუმცა ცხადია, ინტერნეტსივრცეში მისი ბევრი კრიტიკოსიც გამოჩნდა. გრეტას მიმართვისადმი კრიტიკულად განწყობილები ამტკიცებენ, რომ ტექსტი მისი დაწერილი არ იყო, ცრემლიანი გამოსვლა კი ძალიან ყალბი იყო და ზოგადად, შეუძლებელია, 16 წლის ადამიანს ასე ადარდებდეს კლიმატის ცვლილებები.

გრეტა 2003 წელს სტოკჰოლმში დაიბადა. დაახლოებით 8 წლის ასაკში გაიგო პირველად კლიმატის ცვლილების პრობლემის შესახებ და მას შემდეგ თემით აქტიურად დაინტერესდა. მოგვიანებით გოგონას ასპერგერის სინდრომი დაუდგინეს - ეს არის განვითარების დარღვევა, რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა H.Asperger-მა აღწერა. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები.

მის კრიტიკოსებს არაერთმა ფსიქოლოგმა უპასუხა სოციალური ქსელების საშუალებით. ტუნბერგის გამოსვლას გამოეხმაურნენ საქართველოშიც - აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ცენტრის თანადამფუძნებელი თათია მელაშვილი წერს, რომ გრეტას კრიტიკოსებმა ასპერგერის სინდრომის შესახებ არაფერი იციან :

"დიდი ამბავი ატყდა ამ გოგოზე და განსაკუთრებით მის ასპერგერის სინდრომზე. სპეციალურად ვუყურე ამ აჟიოტაჟის მერე. ჰოდა ახლა კარგად მომისმინეთ:

1. „ეს ტექსტი არ არის ამის დაწერილი" მოსაზრებაზე გიპასუხებთ, რომ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამის დაწერილია, ზუსტადაც იმიტომ, რომ ასპერგერი აქვს. აუტისტური სპექტრის ამ ფორმის ადამიანებს ზუსტად ის განარჩევს სხვა ნეიროტიპიური ადამიანებისგან (რა თქმა უნდა ეს არ არის ერთადერთი განსხვავება), რომ მათი IQ არის უზარმაზარი! რომ არ დაგესიზმრებათ ჩვეულებრივ, თუნდაც ჭკვიან ადამიანებს, იმხელა. მათი მახასიათებელი არის ის, რომ საკითხს, რომელიც მათი ინტერესის სფეროში ექცევა, არკვევენ და სწავლობენ ყველა ბოლო წერტილამდე. არ ეპარებათ არცერთი უმნიშვნელო დეტალი. ვერ ისვენებენ ვიდრე ამომწურავად არ მოიცავენ საკითხს. ამიტომ დიახ, ეს სიტყვა ამ გოგოს დაწერილი იქნება. და დიახ, ადამიანები აუტისტურის სპექტრის ასპერგერის სინდრომით ჩემზე და თქვენზე ჭკვიანები არიან! შეიძლება ვერ შეიკრან თასმა, მაგრამ გარწმუნებთ - საკითხში, რომელიც მათ აინტერესებთ, ნებისმიერ ყველაზე მაღალი კლასის სპეციალისტთან შევლენ დებატებში თანაბრად!

2. მისი ემოციური გამოსვლა - ადამიანისთვის ასპერგერის სინდრომით დიდი სტრესია ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. (ნეტა რომელიმე თქვენგანი დამჯდარიყავით მაგ აუდიტორიის წინაშე და როგორ არ იღელვებდით მაგას დავაკვირდებოდი!). მითუმეტეს ამ გოგონასთვის აშკარად ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა და ორივე ეს კომპონენტი ერთობლიობაში ქმნის ამ ემოციას, რომელიც იხილეთ.

3. უმრავლესობას არ მოეწონა უხეში ფორმა, როგორც ის გამოხატავს თავის აზრს. ის გაბრაზებულია. აუტისტური სპექტრის ადამიანებს და მათ შორის ასპერგერის მქონეს, არ შეუძლია ემოციების დამალვა! არ შეუძლია შელამაზება! არ შეუძლია დიპლომატიურად მოლაქუცება! ალეგიორიული საუბარი. ისინი ამბობენ იმას რასაც ფიქრობენ და ამბობენ ისე, როგორც გრძნობენ! ჩვენგან, ჩვეულებრივი ადამიანებსგან განსხვავებით ისინი დაცლილნი არიან ტყუილისგან ან შელამაზებული სიმართლისგან!

4. თავად საკითხზე, რომელზეც ისაუბრა, ვინმე შეიძლება დაეთანხმოს ან, არა. ეს მსჯელობის საგანია. ამაზე უნდა იმსჯელონ ისეთივე კვალიფიციურმა ადამიანებმა, როგორების კვლევებზე დაყრდნობითაც ექნება ამ გოგონას მომზადებული თავისი სიტყვა! დარწმუნებული ვარ ამაში.

5. მასზე მანიპულირება - ამას ვინც ამბობთ, დიდი ბოდიში, მაგრამ აზრზე არ ხართ რას ნიშნავს აუტისტური სპექტრი და ასპერგერის სინდრომი. წაიკითხეთ!“ - წერს თათია მელაშვილი.

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"

პატრიარქი - "შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის..."