პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი, რაც კბილების მოვლის შესახებ უნდა იცოდეთ
ყველაფერი, რაც კბილების მოვლის შესახებ უნდა იცოდეთ

თუ გინ­დათ, რომ ჯან­მრთე­ლი პი­რის ღრუ­სა და კბი­ლე­ბი გქონ­დეთ, ფთო­რის შემ­ცვე­ლი კბი­ლის პას­ტით გა­ი­ხე­ხეთ კბი­ლე­ბი დღე­ში ორ­ჯერ და­ახ­ლო­ე­ბით 2 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. კბი­ლის ნა­დე­ბი არის ბაქ­ტე­რია, რო­მე­ლიც კბი­ლე­ბის არას­წო­რად გაწ­მენ­დის შემ­თხვე­ვა­ში ჩნდე­ბა. შემ­დეგ ეტაპ­ზე კი ის ღრძი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბებ­სა და კბი­ლის კა­რი­ესს იწ­ვევს. კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვა ნა­დე­ბის გა­ჩე­ნის­გან გი­ცავთ. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა კბი­ლის ზე­და­პი­რი გულ­დას­მით გა­იწ­მინ­დოთ ჯაგ­რი­სით.

რო­დის უნდა გა­ვი­ხე­ხო კბი­ლე­ბი?

კბი­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­ხე­ხოთ ძი­ლის წინ და გა­ხეხ­ვის შემ­დეგ საკ­ვე­ბი აღარ უნდა მი­ი­ღოთ. გარ­და ამი­სა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კბი­ლე­ბი მე­ო­რე­დაც უნდა გა­ი­ხე­ხოთ კბი­ლის ჯაგ­რი­სი­თა და პას­ტით. მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ კბი­ლის პას­ტა თქვე­ნი პი­რა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­არ­ჩი­ოთ. მა­გა­ლი­თად, თუ მწე­ვე­ლი ხართ, გა­მო­ი­ყე­ნეთ კბი­ლის პას­ტა მწე­ვე­ლე­ბის­თვის, თუ ყა­ვას ან ჩაის აქ­ტი­უ­რად მო­იხ­მართ, გა­მო­ი­ყე­ნეთ ყა­ვი­სა და ჩაის ნა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კბი­ლის პას­ტა. ავ­სტრი­ულ ბრენდ White Glo-ს სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის კბი­ლის პას­ტე­ბის მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი აქვს და მისი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი­დან თქვენს სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი შე­გიძ­ლი­ათ შე­არ­ჩი­ოთ.

ელექტრო კბი­ლის ჯაგ­რი­სი გა­მო­ვი­ყე­ნო თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი?

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა, რომ ელექტრო ჯაგ­რი­სი უკე­თე­სად ასუფ­თა­ვებს კბი­ლებს. რე­ა­ლუ­რად, არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ელექტრო იქ­ნე­ბა თქვე­ნი კბი­ლის ჯაგ­რი­სი თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. მთა­ვა­რია, თქვენ სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ ჯაგ­რი­სი და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით კბი­ლის ზე­და­პი­რი კარ­გად გაწ­მინ­დოთ.

რო­გო­რი კბი­ლის პას­ტა გა­მო­ვი­ყე­ნო?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კბი­ლის პას­ტას ფთო­რის ადექ­ვა­ტუ­რი შემ­ცვე­ლო­ბა ჰქონ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ წა­ი­კი­თხეთ კბი­ლის პას­ტის ანო­ტა­ცია. მისი შემ­ცვე­ლო­ბა მი­ნი­მუმ 1350 პპმ უნდა იყოს. 6 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის კი მაქ­სი­მუმ 1000 პპმ შემ­ცვე­ლო­ბის კბი­ლის პას­ტის გა­მო­ყე­ნე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. თქვე­ნი სტო­მა­ტო­ლო­გი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გირ­ჩევთ, თუ მეტი ფტო­რის შემ­ცვე­ლი კბი­ლის პას­ტის გა­მო­ყე­ნე­ბაა თქვენ­თვის უმ­ჯო­ბე­სი.

რო­გორ გა­ვი­ხე­ხო კბი­ლე­ბი?

კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვის დროს ორი აუ­ცი­ლე­ბე­ლი წესი უნდა და­იც­ვათ. პირ­ველ რიგ­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოთ, რომ კბი­ლებს 2 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იხე­ხავთ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კი კბი­ლის სრუ­ლი ზე­და­პი­რი უნდა გა­იწ­მინ­დოთ. ეს გუ­ლის­ხმობს კბი­ლის წინა ზე­და­პირს, უკა­ნა ზე­და­პირს და სა­ღე­ჭი კბი­ლე­ბის ზე­და­პირს.რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტა­რებს, მათ, რო­გორც წესი, და­მო­უ­კი­დებ­ლად კბი­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი გა­ხეხ­ვა 7 წლის ასა­კი­დან შე­უძ­ლი­ათ. სა­სურ­ვე­ლია, რომ მა­ნამ­დე ბავ­შვებს თქვენ და­ეხ­მა­როთ.არ გა­მო­ივ­ლოთ წყა­ლი გა­ხეხ­ვის­თა­ნა­ვე­კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვას რომ და­ას­რუ­ლებთ, გა­და­ა­ნერ­წყვეთ პირ­ში დარ­ჩე­ნი­ლი კბი­ლის პას­ტა და რამ­დე­ნი­მე წამი გა­ჩერ­დით. გა­ხეხ­ვის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე თუ გა­მო­ივ­ლებთ წყალს, მა­შინ კბი­ლის პას­ტა­ში არ­სე­ბულ ფტორს კბილ­ზე მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემთ. შე­სა­ბა­მი­სად, კბი­ლის პას­ტის და­დე­ბი­თი ეფექ­ტი შემ­ცირ­დე­ბა.

გა­მო­ვი­ყე­ნო პი­რის ღრუს სავ­ლე­ბი?

ფტო­რის შემ­ცვე­ლი პი­რის ღრუს სავ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კა­რი­ე­სის გა­ჩე­ნის­გან გი­ცავთ. თუმ­ცა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი უშუ­ა­ლოდ კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვის შემ­დეგ. რად­გან ის კბი­ლებ­ზე დარ­ჩე­ნილ ფტორს ჩა­მო­რე­ცხავს.მისი გა­მო­ყე­ნე­ბა უმ­ჯო­ბე­სია ლან­ჩის შემ­დეგ. პი­რის ღრუს სავ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ი­ღოთ საკ­ვე­ბი ან სას­მე­ლი.რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ კბი­ლის ჩხი­რი­კ­ბი­ლის ჩხი­რის სა­შუ­ა­ლე­ბით თქვენ კბი­ლებს შო­რის დარ­ჩე­ნილ საკ­ვებს მო­ი­შო­რებთ. მისი რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა ღრძი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გა­ნაც გი­ცავთ და ჯან­სა­ღი სუნ­თქვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.კბი­ლის ჩხი­რის გა­მო­ყე­ნე­ბა იდე­ა­ლუ­რია გა­ხეხ­ვის წინ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ყველაფერი, რაც კბილების მოვლის შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც კბილების მოვლის შესახებ უნდა იცოდეთ

თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი პირის ღრუსა და კბილები გქონდეთ, ფთორის შემცველი კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. კბილის ნადები არის ბაქტერია, რომელიც კბილების არასწორად გაწმენდის შემთხვევაში ჩნდება. შემდეგ ეტაპზე კი ის ღრძილების დაავადებებსა და კბილის კარიესს იწვევს. კბილების გახეხვა ნადების გაჩენისგან გიცავთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა კბილის ზედაპირი გულდასმით გაიწმინდოთ ჯაგრისით.

როდის უნდა გავიხეხო კბილები?

კბილები აუცილებლად უნდა გაიხეხოთ ძილის წინ და გახეხვის შემდეგ საკვები აღარ უნდა მიიღოთ. გარდა ამისა, დღის განმავლობაში კბილები მეორედაც უნდა გაიხეხოთ კბილის ჯაგრისითა და პასტით. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია, რომ კბილის პასტა თქვენი პირადი საჭიროებებიდან გამომდინარე შეარჩიოთ. მაგალითად, თუ მწეველი ხართ, გამოიყენეთ კბილის პასტა მწეველებისთვის, თუ ყავას ან ჩაის აქტიურად მოიხმართ, გამოიყენეთ ყავისა და ჩაის ნადების საწინააღმდეგო კბილის პასტა. ავსტრიულ ბრენდ White Glo-ს სხვადასხვა კატეგორიის კბილის პასტების მეტად მრავალფეროვანი არჩევანი აქვს და მისი შეთავაზებებიდან თქვენს საჭიროებებზე მორგებული შეგიძლიათ შეარჩიოთ.

ელექტრო კბილის ჯაგრისი გამოვიყენო თუ ჩვეულებრივი?

საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ ელექტრო ჯაგრისი უკეთესად ასუფთავებს კბილებს. რეალურად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ელექტრო იქნება თქვენი კბილის ჯაგრისი თუ ჩვეულებრივი. მთავარია, თქვენ სწორად გამოიყენოთ ჯაგრისი და მისი საშუალებით კბილის ზედაპირი კარგად გაწმინდოთ.

როგორი კბილის პასტა გამოვიყენო?

მნიშვნელოვანია, რომ კბილის პასტას ფთორის ადექვატური შემცველობა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ წაიკითხეთ კბილის პასტის ანოტაცია. მისი შემცველობა მინიმუმ 1350 პპმ უნდა იყოს. 6 წლამდე ბავშვებისთვის კი მაქსიმუმ 1000 პპმ შემცველობის კბილის პასტის გამოყენებაა რეკომენდებული. თქვენი სტომატოლოგი ინდივიდუალურად გირჩევთ, თუ მეტი ფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენებაა თქვენთვის უმჯობესი.

როგორ გავიხეხო კბილები?

კბილების გახეხვის დროს ორი აუცილებელი წესი უნდა დაიცვათ. პირველ რიგში, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ კბილებს 2 წუთის განმავლობაში იხეხავთ. ამ დროის განმავლობაში კი კბილის სრული ზედაპირი უნდა გაიწმინდოთ. ეს გულისხმობს კბილის წინა ზედაპირს, უკანა ზედაპირს და საღეჭი კბილების ზედაპირს.რაც შეეხება პატარებს, მათ, როგორც წესი, დამოუკიდებლად კბილების სრულყოფილი გახეხვა 7 წლის ასაკიდან შეუძლიათ. სასურველია, რომ მანამდე ბავშვებს თქვენ დაეხმაროთ.არ გამოივლოთ წყალი გახეხვისთანავეკბილების გახეხვას რომ დაასრულებთ, გადაანერწყვეთ პირში დარჩენილი კბილის პასტა და რამდენიმე წამი გაჩერდით. გახეხვის დასრულებისთანავე თუ გამოივლებთ წყალს, მაშინ კბილის პასტაში არსებულ ფტორს კბილზე მოქმედების საშუალებას არ მისცემთ. შესაბამისად, კბილის პასტის დადებითი ეფექტი შემცირდება.

გამოვიყენო პირის ღრუს სავლები?

ფტორის შემცველი პირის ღრუს სავლების გამოყენება კარიესის გაჩენისგან გიცავთ. თუმცა მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული უშუალოდ კბილების გახეხვის შემდეგ. რადგან ის კბილებზე დარჩენილ ფტორს ჩამორეცხავს.მისი გამოყენება უმჯობესია ლანჩის შემდეგ. პირის ღრუს სავლების გამოყენების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები ან სასმელი.როგორ გამოვიყენოთ კბილის ჩხირიკბილის ჩხირის საშუალებით თქვენ კბილებს შორის დარჩენილ საკვებს მოიშორებთ. მისი რეგულარული გამოყენება ღრძილების დაავადებებისგანაც გიცავთ და ჯანსაღი სუნთქვის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.კბილის ჩხირის გამოყენება იდეალურია გახეხვის წინ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი