პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურას 200%-ით ვენდობი - დიმიტრი გაბუნიას კომენტარი გამოკითხვის შემდეგ
პროკურატურას 200%-ით ვენდობი - დიმიტრი გაბუნიას კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის, დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ზე მისი გა­მო­კი­თხვის შე­სა­ხებ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­უთ­ქმე­ლო­ბის პი­რო­ბა ჩა­მო­არ­თვეს. ამის შე­სა­ხებ გა­ბუ­ნი­ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც გა­ბუ­ნია ამ­ბობს, გა­უთ­ქმე­ლო­ბის პი­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მას არ შე­უძ­ლია იმ კი­თხვებ­ზე და სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­როს, რი­თაც გა­მო­ძი­ე­ბა მისი გა­მო­კი­თხვი­სას და­ინ­ტე­რეს­და.

„მე და­ვი­კი­თხე მოწ­მის სა­ხით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და დე­ტა­ლუ­რად მი­ვა­წო­დე გა­მო­ძი­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია, რაც მე მქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის შე­კი­თხვებს და დე­ტა­ლებს, მე მო­ვა­წე­რე ხელი გა­უთ­ქმე­ლო­ბის ხელ­წე­რილს და არ მაქვს უფ­ლე­ბა მო­გახ­სე­ნოთ, კონ­კრე­ტუ­ლად რა პა­სუ­ხე­ბი გა­ვე­ცი. ის, რა­ზეც მე ვი­ლა­პა­რა­კე რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბუ­ნებ­რი­ვია, გან­ხილ­ვის სა­გა­ნი იქ­ნე­ბო­და. და­ნარ­ჩე­ნი არის ძი­ე­ბის სა­გა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას და გა­მო­ძი­ე­ბას სრულ ნდო­ბას უცხა­დებს.

„დღე­ვან­დე­ლი გა­მო­კი­თხვის მე­რეც მე დამ­რჩა ეს გან­ცდა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია გა­მო­ავ­ლი­ნოს შე­საძ­ლო და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი და 200%-ით ვენ­დო­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას და გა­მო­ძი­ე­ბას. ჩემს ინ­ტე­რეს­შია და მო­ვი­თხო­ვე კი­დეც, რომ გა­მო­ვე­კი­თხე გა­მო­ძი­ე­ბას. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა დე­ტა­ლუ­რად, უმოკ­ლეს ვა­დებ­ში და­დებს დას­კვნას და თუ შე­საძ­ლო და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­მო­იკ­ვეთ­ნენ, ისი­ნი უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯონ კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით. უნდა და­ი­კი­თხოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პირი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა იმ პი­რის მი­მართ, ვინც შე­წყა­ლე­ბის სკან­დალ­ში მისი გვა­რი გა­რია, სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას აპი­რებს და გა­მო­ძი­ე­ბა­საც მო­ი­თხოვს. რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცის, ვის სჭირ­დე­ბო­და შე­წყა­ლე­ბის საქ­მეს­თან მისი სა­ხე­ლის და­კავ­ში­რე­ბა.

„რო­გორც კი დამ­თავ­რდე­ბა ეს გა­მო­ძი­ე­ბა, კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით, ყვე­ლა ის პირი, ვინც მე, დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია, ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი გა­რია ამ ბინ­ძურ ცი­ლის­წა­მე­ბა­ში, კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით აგებს პა­სუხს. პი­რა­დად მე შე­ვი­ტან გან­ცხა­დე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და პი­რა­დად მე შე­ვი­ტან სარ­ჩელს სა­სა­მარ­თლო­ში. ეს თემა ასე არ დამ­თავ­რდე­ბა. ჩემ­თვის ეს თემა არის სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხი, რო­დე­საც ჩემი ოჯა­ხი არის ამ დღე­ში, რო­დე­საც მე შე­მე­ხო ეს სა­კი­თხე­ბი. მე არ ვიცი ჯერ ვინ და­გეგ­მა, ვის სჭირ­დე­ბო­და ჩემი სა­ხე­ლის და გვა­რის გა­რე­ვა, რო­დე­საც გამჭვირ­ვა­ლედ, სტრუქ­ტუ­რუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ერთ-ერთი სუ­ბი­ექ­ტი, ვის სა­ხელ­ზეც გა­ბუ­ნია სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას აპი­რებს, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლია.

„აუ­ცი­ლებ­ლად ის იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი. სარ­ჩელს შე­ვი­ტან ყვე­ლა იმ ცრუ­პენ­ტე­ლას მი­მართ, ვინც სა­ჯა­როდ ხელი და­მა­დო და თით­ქოს კო­რუფ­ცი­ა­ში მამ­ხი­ლა. გარ­და ამი­სა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­გი­სა­ხე­ლებთ. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ „რუს­თა­ვი 2“ არა­ფერ შუ­ა­ში არ არის. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­გი­სა­ხე­ლებთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი შე­წყა­ლე­ბის აქ­ტით, მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე პირი შე­ი­წყა­ლა, მათ შო­რის 22 წლის პო­ლი­ცი­ე­ლის თა­რაშ მუ­კბა­ნი­ა­ნის, გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რის შვი­ლის და­ვით ოთხმე­ზუ­რი­სა და სოსო ქო­ი­ა­ვას მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბი. სკან­და­ლუ­რი შე­წყა­ლე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის: რა­მაზ დე­ვა­ძის, ას­ლან ბეჟა­ნი­ძის, ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძის და სხვა პირ­თა შე­წყა­ლე­ბის პრო­ცეს­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

პროკურატურას 200%-ით ვენდობი - დიმიტრი გაბუნიას კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

პროკურატურას 200%-ით ვენდობი - დიმიტრი გაბუნიას კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, შეწყალების საქმეზე მისი გამოკითხვის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს. ამის შესახებ გაბუნიამ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გაბუნია ამბობს, გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე მას არ შეუძლია იმ კითხვებზე და საკითხებზე ისაუბროს, რითაც გამოძიება მისი გამოკითხვისას დაინტერესდა.

„მე დავიკითხე მოწმის სახით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით და დეტალურად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია, რაც მე მქონდა. რაც შეეხება გამოძიების შეკითხვებს და დეტალებს, მე მოვაწერე ხელი გაუთქმელობის ხელწერილს და არ მაქვს უფლება მოგახსენოთ, კონკრეტულად რა პასუხები გავეცი. ის, რაზეც მე ვილაპარაკე რამდენიმე დღის წინ, ბუნებრივია, განხილვის საგანი იქნებოდა. დანარჩენი არის ძიების საგანი“, - განაცხადა გაბუნიამ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.

„დღევანდელი გამოკითხვის მერეც მე დამრჩა ეს განცდა, რომ გამოძიება დაინტერესებულია გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას. ჩემს ინტერესშია და მოვითხოვე კიდეც, რომ გამოვეკითხე გამოძიებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად, უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას და თუ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. უნდა დაიკითხოს აბსოლუტურად ყველა პირი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეწყალების სკანდალში მისი გვარი გარია, სარჩელის შეტანას აპირებს და გამოძიებასაც მოითხოვს. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჯერჯერობით არ იცის, ვის სჭირდებოდა შეწყალების საქმესთან მისი სახელის დაკავშირება.

„როგორც კი დამთავრდება ეს გამოძიება, კანონის სრული სიმკაცრით, ყველა ის პირი, ვინც მე, დიმიტრი გაბუნია, ჩემი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და პირადად მე შევიტან სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრდება. ჩემთვის ეს თემა არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, როდესაც ჩემი ოჯახი არის ამ დღეში, როდესაც მე შემეხო ეს საკითხები. მე არ ვიცი ჯერ ვინ დაგეგმა, ვის სჭირდებოდა ჩემი სახელის და გვარის გარევა, როდესაც გამჭვირვალედ, სტრუქტურულად ყველაფერი ნათელი იყო“, - განაცხადა გაბუნიამ.

ერთ-ერთი სუბიექტი, ვის სახელზეც გაბუნია სარჩელის შეტანას აპირებს, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილია.

„აუცილებლად ის იქნება ერთ-ერთი ფიგურანტი. სარჩელს შევიტან ყველა იმ ცრუპენტელას მიმართ, ვინც საჯაროდ ხელი დამადო და თითქოს კორუფციაში მამხილა. გარდა ამისა, დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დაგისახელებთ. შემიძლია გითხრათ, რომ „რუსთავი 2“ არაფერ შუაში არ არის. დამოუკიდებელი ჟურნალისტები არიან, საკმაოდ ცნობილი ადამიანები და რამდენიმე დღეში დაგისახელებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს