Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე კომპანიებს "ბოლო გაფრთხილებას" აძლევს - თბილისის მერი დედაქალაქში მიმდინარე პროექტებზე
კახა კალაძე კომპანიებს "ბოლო გაფრთხილებას" აძლევს - თბილისის მერი დედაქალაქში მიმდინარე პროექტებზე

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­კი­თხულ­თა 90% ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას ემ­ხრო­ბა, ამი­ტომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა და­ა­ფიქ­სი­რა, რომ მომ­ხრეა ჭავ­ჭა­ვა­ძის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გაგ­რძელ­დეს და თა­ვა­დაც ეს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად მი­აჩ­ნია.

„ჩა­ვა­ტა­რეთ გა­მო­კი­თხვა და facebook-ით გა­მო­კი­თხუ­ლი ადა­მი­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, 90% ამ­ბობს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გაგ­რძელ­დეს ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. გარ­და ამი­სა, ვა­კის გამ­გებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ვკი­თხეთ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც და ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი მომ­ხრეა, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რძელ­დეს. გუნდში იყო აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, ხომ არ შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა და გა­ზა­ფხულ­ზე დაგ­ვე­წყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, სწო­რია სა­მუ­შა­ო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ვე­თან­ხმე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას.

„პიქ­სე­ლი­დან“ არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩამ­დე 15 ოქ­ტომ­ბრამ­დე ქვე­და ფე­ნებ­ში გზა მო­წყო­ბი­ლი იქ­ნე­ბა. ახლა ბოლო ეტა­პია, სა­ნი­აღ­ვრე ქსე­ლის ჩა­დე­ბა ხდე­ბა. ალ­ბათ, ვინც აქ გა­და­ად­გილ­დე­ბა, ხე­დავს, რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მარ­თლაც, საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო სა­მუ­შაო კეთ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, თბი­ლი­სის მერი გლ­დან­ში ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი­სა და ვე­კუ­ას ქუ­ჩებ­ზე, ასე­ვე კიკ­ვი­ძის პარკში მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ებს „ბო­ლო­ჯერ აფრ­თხი­ლებს“.

რო­გორც კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, ის კომ­პა­ნი­ას ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბას აძ­ლევს და თუ სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჯე­როვ­ნად არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მე­რია კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­წყვეტს.

„ეს იქ­ნე­ბა ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად იმ კომ­პა­ნი­ის, ვინც ად­გილ­ზე მუ­შა­ობს და ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ანს მინ­და და­ვა­ვა­ლო, თუ იქ სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ წა­რი­მარ­თე­ბა ისე, რო­გორც უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს... ამას ხალ­ხი ხე­დავს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს. ჩვენ, რო­დე­საც მივ­დი­ვართ სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, რა­ღაც მოჩ­ვე­ნე­ბით გვაჩ­ვე­ნე­ბენ, რომ იქ ყვე­ლა ჩარ­თუ­ლია, მუ­შა­ობს, მი­დის ფუს­ფუ­სი და გა­მოვ­დი­ვართ ორი დღის შემ­დეგ, ხუთი-ექ­ვსი კაცი მუ­შა­ობს, და­ათ­რევს ამ ჭებს აქეთ-იქით. ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვენ­თვის და შე­უ­რა­ცხყო­ფაა იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნი­ამ კე­თი­ლი ინე­ბოს და და­ა­მა­ტოს ჯგუ­ფე­ბი, იმის­თვის, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე იქ­ნას დას­რუ­ლე­ბუ­ლი. მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვი­დეთ ად­გილ­ზე, გა­ვეც­ნოთ სა­მუ­შა­ო­ებს და კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ეს არის ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბა ამ კომ­პა­ნი­ის. თუ ის არ წარ­მარ­თავს სა­მუ­შა­ო­ებს, რო­გორც სა­ჭი­როა ისე, იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რო­გორც უნდა მუ­შა­ობ­დნენ, მა­შინ­ვე შე­წყვი­ტეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და და­ი­წყეთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის მო­ძებ­ნა იმის­თვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად იქ­ნას დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი,” - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გაფრ­თხი­ლე­ბა ბო­ლოა კიკ­ვი­ძის ბაღ­ში მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ის­თვი­საც. მისი თქმით, თუ კომ­პა­ნი­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ შე­ას­რუ­ლე­ბენ, მე­რია მათ სხვა, მათ შო­რის უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებს.

„კიკ­ვი­ძის პარკს რაც შე­ე­ხე­ბა, აქაც ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნო მაია {ბი­თა­ძე} თქვენ მინ­და და­გა­ვა­ლოთ და მე­რი­ის იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ სა­მუ­შა­ო­ებს კუ­რი­რე­ბენ. მერი არ უნდა და­დი­ო­დეს და არ უნდა ამოწ­მებ­დეს, რო­გორ მი­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კიკ­ვი­ძის პარკში კა­ციშ­ვი­ლი არ მუ­შა­ობს, მიგ­დე­ბუ­ლია, მიყ­რი­ლია ყვე­ლა­ფე­რი. კონ­ტრაქ­ტით ნო­ემ­ბერ­ში აქვთ ჩა­ბა­რე­ბის ვადა, მაგ­რამ ეს იმას ხომ არ ნიშ­ნავს, რომ გავ­ჩერ­დეთ და და­ვე­ლო­დოთ, რო­დის მოვა ნო­ემ­ბე­რი, თუ დას­რუ­ლე­ბა ად­რეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს მიდ­გო­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ერთი დღე , რო­გორც კი იქ სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ იქ­ნე­ბა, შე­უ­წყვი­ტეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ და­ვი­ღა­ლეთ, პი­რა­დად მე, მო­ად­გი­ლე­ე­ბი დავ­დი­ვართ და თავ­ზე ვად­გა­ვართ, რას და რო­გორ აკე­თე­ბენ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ მე­ნე­ჯმენ­ტი არაა ჩვე­ნი მხრი­დან, უბ­რა­ლოდ მშე­ნებ­ლო­ბის კულ­ტუ­რა არ გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში. აქვთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია, ერთ გზას და­ა­გე­ბენ, ჯიპს იყი­დი­ან და გო­ნი­ათ, რომ კომ­პა­ნია მა­გა­რია, მერე მი­დის პი­რა­მი­დე­ბით რა­ღა­ცებს მა­ი­მუ­ნო­ბენ და მერე ის რომ სა­მუ­შა­ოს ვერ შე­ას­რუ­ლებს, ვი­ნაა დამ­ნა­შა­ვე? მო­სახ­ლე­ო­ბას არ აინ­ტე­რე­სებს კონ­ტრაქ­ტო­რის თუ ვისი ბრა­ლია, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მე­რი­აა და მო­სახ­ლე­ო­ბას ჩვენ­თან აქვს პრე­ტენ­ზი­ე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კახა კა­ლა­ძე ტაქ­სის რე­ფორ­მა­ზე, რო­მე­ლიც 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან უნდა ამოქ­მედ­დეს, კი­დევ ერთხელ სა­უბ­რობს. ამას­თან, მისი თქმით, 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ასე­ვე, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მაც ამოქ­მედ­დე­ბა.

დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე კა­ლა­ძემ ისევ გან­მარ­ტა, რომ ტაქ­სის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში კა­ტე­გო­რი­ე­ბი შე­მო­დის, ხოლო რე­ფორ­მის შემ­დეგ ეტა­პებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეტა­პობ­რი­ვად მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

„1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­დის ტაქ­სის რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც რა­მო­დე­ნი­მე ეტა­პად იყო და­ყო­ფი­ლი. შე­მო­დის კა­ტე­გო­რი­ე­ბი. ტაქ­სე­ბი იქ­ნე­ბა თეთ­რი ფე­რის, სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ნა­თობ­ლე­ბით, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა წარ­წე­რა: „ტაქ­სი თბი­ლი­სი“. მა­ნა­თობ­ლე­ბი უკვე მზად­დე­ბა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა. ეს მა­ნა­თობ­ლე­ბი სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მათ A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლებს. რო­გორც იცით, ტაქ­სი უნდა იყოს თეთ­რი ფე­რის, ოთხკა­რი­ა­ნი, მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი, ასე­ვე მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ უფა­სო პარ­კი­რე­ბით ისარ­გებ­ლონ. რე­ფორ­მის შემ­დგომ ეტა­პებ­ზე და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბას ახლო მო­მა­ვალ­ში მი­ვაწ­ვდით,”-აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ასე­ვე 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა: „1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან კი­დევ ერთი სი­ახ­ლე გვაქვს - ზო­ნა­ლუ­რი პარ­კი­რე­ბა. პირ­ვე­ლი სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ კოტე აფხა­ზის ქუ­ჩა­ზე, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან უკვე ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­და­ნი და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა ზო­ნა­ლუ­რი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ვებ-გვერ­დის ან სა­ინ­ფორ­მა­ციო ჯი­ხუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­უძ­ლი­ათ ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ა­რე­გის­ტრი­რონ და უფა­სო პარ­კი­რე­ბით ისარ­გებ­ლონ. ასე­ვე უფა­სო პარ­კი­რე­ბა ვრცელ­დე­ბა შშმ პი­რებ­სა და ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა პი­რებს, პირ­ვე­ლი 15 წუთი უფა­სო იქ­ნე­ბა, ხოლო შემ­დეგ ყო­ვე­ლი 1 სა­ა­თის სა­ფა­სუ­რი 1 ლარი იქ­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

კახა კალაძე კომპანიებს "ბოლო გაფრთხილებას" აძლევს - თბილისის მერი დედაქალაქში მიმდინარე პროექტებზე

კახა კალაძე კომპანიებს "ბოლო გაფრთხილებას" აძლევს - თბილისის მერი დედაქალაქში მიმდინარე პროექტებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამოკითხულთა 90% ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დააფიქსირა, რომ მომხრეა ჭავჭავაძის რეაბილიტაცია გაგრძელდეს და თავადაც ეს სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია.

„ჩავატარეთ გამოკითხვა და facebook-ით გამოკითხული ადამინების უმრავლესობა, 90% ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ვაკის გამგებლის ხელმძღვანელობით ვკითხეთ ადგილობრივ მოსახლეობასაც და ძალიან დიდი ნაწილი მომხრეა, რომ სამუშაოები გაგრძელდეს. გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, ხომ არ შეგვეჩერებინა და გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა, ვფიქრობ, სწორია სამუშაოების გაგრძელება. ვეთანხმები მოსახლეობას.

„პიქსელიდან“ არაყიშვილის ქუჩამდე 15 ოქტომბრამდე ქვედა ფენებში გზა მოწყობილი იქნება. ახლა ბოლო ეტაპია, სანიაღვრე ქსელის ჩადება ხდება. ალბათ, ვინც აქ გადაადგილდება, ხედავს, რა სამუშაოები მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, მართლაც, საშვილიშვილო სამუშაო კეთდება,“ - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერი გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე, ასევე კიკვიძის პარკში მომუშავე კომპანიებს „ბოლოჯერ აფრთხილებს“.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ის კომპანიას ბოლო გაფრთხილებას აძლევს და თუ სამუშაოები ჯეროვნად არ განხორციელდება, მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.

„ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის, ვინც ადგილზე მუშაობს და ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, თუ იქ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს... ამას ხალხი ხედავს, საზოგადოება ხედავს. ჩვენ, როდესაც მივდივართ სამუშაოების დასათვალიერებლად, რაღაც მოჩვენებით გვაჩვენებენ, რომ იქ ყველა ჩართულია, მუშაობს, მიდის ფუსფუსი და გამოვდივართ ორი დღის შემდეგ, ხუთი-ექვსი კაცი მუშაობს, დაათრევს ამ ჭებს აქეთ-იქით. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და შეურაცხყოფაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, კომპანიამ კეთილი ინებოს და დაამატოს ჯგუფები, იმისთვის, რომ სამუშაოები რაც შეიძლება მალე იქნას დასრულებული. მომდევნო დღეების განმავლობაში მივიდეთ ადგილზე, გავეცნოთ სამუშაოებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ბოლო გაფრთხილება ამ კომპანიის. თუ ის არ წარმართავს სამუშაოებს, როგორც საჭიროა ისე, იმ რაოდენობით, როგორც უნდა მუშაობდნენ, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება და დაიწყეთ ალტერნატიული კომპანიის მოძებნა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას დამთავრებული სამუშაოები,” - განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, გაფრთხილება ბოლოა კიკვიძის ბაღში მომუშავე კომპანიისთვისაც. მისი თქმით, თუ კომპანიები ვალდებულებებს არ შეასრულებენ, მერია მათ სხვა, მათ შორის უცხოური კომპანიებით ჩაანაცვლებს.

„კიკვიძის პარკს რაც შეეხება, აქაც ბოლო გაფრთხილება. ქალბატონო მაია {ბითაძე} თქვენ მინდა დაგავალოთ და მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ სამუშაოებს კურირებენ. მერი არ უნდა დადიოდეს და არ უნდა ამოწმებდეს, როგორ მიდის სამუშაოები. 2-3 დღის განმავლობაში კიკვიძის პარკში კაციშვილი არ მუშაობს, მიგდებულია, მიყრილია ყველაფერი. კონტრაქტით ნოემბერში აქვთ ჩაბარების ვადა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ და დაველოდოთ, როდის მოვა ნოემბერი, თუ დასრულება ადრეა შესაძლებელი. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ერთი დღე , როგორც კი იქ სამუშაოები არ იქნება, შეუწყვიტეთ ხელშეკრულება. უბრალოდ დავიღალეთ, პირადად მე, მოადგილეები დავდივართ და თავზე ვადგავართ, რას და როგორ აკეთებენ, ეს არ ნიშნავს, რომ მენეჯმენტი არაა ჩვენი მხრიდან, უბრალოდ მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. აქვთ სამშენებლო კომპანია, ერთ გზას დააგებენ, ჯიპს იყიდიან და გონიათ, რომ კომპანია მაგარია, მერე მიდის პირამიდებით რაღაცებს მაიმუნობენ და მერე ის რომ სამუშაოს ვერ შეასრულებს, ვინაა დამნაშავე? მოსახლეობას არ აინტერესებს კონტრაქტორის თუ ვისი ბრალია, პასუხისმგებელი მერიაა და მოსახლეობას ჩვენთან აქვს პრეტენზიები,“ - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე ტაქსის რეფორმაზე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს, კიდევ ერთხელ საუბრობს. ამასთან, მისი თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან ასევე, ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაც ამოქმედდება.

დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კალაძემ ისევ განმარტა, რომ ტაქსის რეფორმის ფარგლებში კატეგორიები შემოდის, ხოლო რეფორმის შემდეგ ეტაპებზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.

„1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმა, რომელიც რამოდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. შემოდის კატეგორიები. ტაქსები იქნება თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლებით, რომელსაც ექნება წარწერა: „ტაქსი თბილისი“. მანათობლები უკვე მზადდება და უახლოეს მომავალში თბილისში იქნება. ეს მანათობლები საჩუქრად გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. როგორც იცით, ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი, ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ უფასო პარკირებით ისარგებლონ. რეფორმის შემდგომ ეტაპებზე დამატებით დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას ახლო მომავალში მივაწვდით,”-აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას, რომელიც ასევე 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება, კახა კალაძემ აღნიშნა: „1-ელი ოქტომბრიდან კიდევ ერთი სიახლე გვაქვს - ზონალური პარკირება. პირველი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ კოტე აფხაზის ქუჩაზე, ლესელიძის ქუჩაზე და საკმაოდ წარმატებული იყო. 1-ელი ოქტომბრიდან უკვე ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩებზეც გავრცელდება ზონალური პარკირების სისტემა. ადგილობრივ მოსახლეობას ვებ-გვერდის ან საინფორმაციო ჯიხურის საშუალებით შეუძლიათ ავტომობილი დაარეგისტრირონ და უფასო პარკირებით ისარგებლონ. ასევე უფასო პარკირება ვრცელდება შშმ პირებსა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. რაც შეეხება სხვა პირებს, პირველი 15 წუთი უფასო იქნება, ხოლო შემდეგ ყოველი 1 საათის საფასური 1 ლარი იქნება,“ - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"