პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეში 2 ლიტრი წყალი, არანაირი "ოქროს წესი" არ არის" - გასტროენტეროლოგი, რომელიც დიეტებზე შეხედულებას თავდაყირა აყენებს
"დღეში 2 ლიტრი წყალი, არანაირი "ოქროს წესი" არ არის" - გასტროენტეროლოგი, რომელიც დიეტებზე შეხედულებას თავდაყირა აყენებს

კეტო დი­ე­ტა, ცი­ლე­ბის დი­ე­ტა, დუ­კა­ნის დი­ე­ტა - ეს იმ პო­პუ­ლა­რუ­ლი კვე­ბის რე­ჟი­მე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ხში­რად რის­კე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის გა­რე­შე მი­მარ­თა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი.

AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი-ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარ­ქუა სწო­რედ დი­ე­ტე­ბის რის­კებ­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რომ­ლის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­შიც ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა­სა და ფა­ტა­ლურ შე­დე­გე­ბამ­დეც კი მიჰ­ყავს ადა­მი­ა­ნი.

- ჯაბა, რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს ორ­გა­ნიზმს სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ე­ტე­ბის­გან?

- რო­დე­საც ვამ­ბობთ დი­ე­ტას, ვგუ­ლის­ხმობთ კონ­კრე­ტულ სამ­კურ­ნა­ლო ჩა­რე­ვას, რომ­ლის ეფექ­ტუ­რო­ბაც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია სან­დო, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით. არ მინ­და, დავ­წვრილ­მან­დე ნე­ბის­მი­ერ კონ­კრე­ტულ დი­ე­ტა­ზე, რომ­ლის და­წყე­ბა­საც აპი­რებთ მე­ზობ­ლის ან ვინ­მეს რჩე­ვით, ამ თე­მას­თან ასე თა­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბა.

დი­ე­ტა არის ცალ­კე მეც­ნი­ე­რე­ბა და ყვე­ლა ჩა­რე­ვა­ზე, რა­საც ჩვენ ორ­გა­ნიზმს ვუ­პი­რებთ, მე­დი­კა­მენ­ტი­სა თუ დი­ე­ტის სა­ხით, უნდა გვქონ­დეს წი­ნას­წარ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია: რის­თვის გვჭირ­დე­ბა, რა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს, რო­დის არ შე­იძ­ლე­ბა, რას უნდა ვუფრ­თხილ­დეთ.

დი­ე­ტა უნდა გვირ­ჩი­ოს სპე­ცი­ა­ლის­ტმა, ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ვი­კი­თხე და უი, ცი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა თურ­მე კარ­გი ყო­ფი­ლა, და­უშ­ვე­ბე­ლი და სა­ხი­ფა­თო მიდ­გო­მაა. შე­იძ­ლე­ბა გა­უ­გე­ბარ­მა დი­ე­ტებ­მა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბი დაგ­ვი­ზი­ა­ნოს ან წო­ნა­ში სწრა­ფად კი დაგ­ვაკ­ლე­ბი­ნოს, მაგ­რამ მერე ორ­მა­გად მოგ­ვა­მა­ტე­ბი­ნოს.

- ყვე­ლა­ზე ცუდი შე­დე­გი რა შე­იძ­ლე­ბა დად­გეს?

- დი­ე­ტას ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ტერ­ვენ­ცი­ას, აქვს თა­ვი­სი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო კვე­ბი­თი და­ნა­მა­ტე­ბი. პა­ცი­ენ­ტე­ბი ზო­გი­ერ­თი კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ მიქსტუ­რებს და მცე­ნა­რე­ულ ნა­ყე­ნებს მი­ირ­თმე­ვენ ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დი­ე­ტუ­რი სქე­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ არის კლი­ნი­კუ­რად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და მათ არ სცნობს მე­დი­ცი­ნა!

გახ­სოვ­დეთ, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა მცე­ნა­რე­ულ­მა სა­შუ­ა­ლე­ბამ და მიქსტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს ღვიძ­ლი! სა­ბედ­ნი­ე­როდ ეს და­ზი­ა­ნე­ბა არის გარ­და­მა­ვა­ლი ხა­სი­ა­თის და შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი, რო­მე­ლიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში თვით­გან­კურ­ნე­ბა­დია სუბსტან­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, მაგ­რამ აღ­წე­რი­ლია ისე­თი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც ფა­ტა­ლუ­რა­დაც დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

- დი­ე­ტას თუ აქვს ასა­კი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ში­ში რა ასაკ­შია მკაც­რი დი­ე­ტა?

- ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის მე­ტა­ბო­ლიზ­მი სხვა­ნა­ი­რია და მოზ­რდი­ლის სხვა­ნა­ი­რი. ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა ასე­ვე გან­სხვავ­დე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. არ არ­სე­ბობს უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ე­ტა, რო­მე­ლიც შაბ­ლო­ნუ­რად მო­ერ­გე­ბა ყვე­ლას, ცი­რო­ზი­ან პა­ცი­ენ­ტსაც და 5 წლის ჯან­მრთელ ბავ­შვსაც. კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ - დი­ე­ტას უნდა არ­ჩევ­დეს სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ.

ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შიმ­ში­ლი და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო შე­იძ­ლე­ბა იყოს, მზარდ ორ­გა­ნიზ­მში გა­უ­აზ­რე­ბელ­მა ჩა­რე­ვამ შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­ხე­დეთ დი­ე­ტებს, რო­გორც წა­მალს - უნდა იცო­დეთ რა­ტომ იღებთ, რას ელით მის­გან, რა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს და რა სარ­გე­ბე­ლი. თუ არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რომ ბე­ნე­ფი­ტე­ბი გა­დას­წო­ნის რის­კებს (და ამა­ში აპ­რი­ო­რი ვერ იქ­ნე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, თუ საქ­მე ეხე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის უც­ნობ დი­ე­ტებ­სა და სუბსტან­ცი­ებს), მა­შინ თავი უნდა შე­ი­კა­ვოთ მათ­გან.

უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ე­ტა არის მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, რაც გუ­ლის­ხმობს წო­ნის კონ­ტროლს, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის ჭა­მას, მეტ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, სწრაფ კვე­ბა­ზე, თამ­ბა­ქო­სა და ალ­კოჰოლ­ზე უა­რის თქმას

- კვე­ბის კუ­თხით ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სუფ­რა რო­გო­რია?

- თა­ვი­სი ის­ტო­რია და ბექგ­რა­უნ­დი აქვს. ყვე­ლა­ფერ­ში დო­ზი­რე­ბას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. თუ ჩვენ ყო­ველ­დღე შევ­ჭამთ ხინ­კალს და აჭა­რულ ხა­ჭა­პურს, რა თქმა უნდა მო­ვი­მა­ტებთ წო­ნა­ში. ეს საჭ­მე­ლე­ბი რო­დე­საც შე­იქ­მნა, თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­სტი ჰქონ­და, იმი­ტომ რომ სჭირ­დე­ბო­და მა­შინ­დელ ქარ­თველს ამ­დე­ნი კა­ლო­რი­ის ამ სა­ხით და ამ ჯე­რა­დო­ბით მი­ღე­ბა.

დღეს სხვა გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობთ, სხვა ორ­გა­ნიზ­მი გვაქვს. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა რო­გორც ჰე­პა­ტო­ლოგ­მა, რომ ერ­თა­დერ­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ცუ­დია ღვიძ­ლის­თვის არის ალ­კოჰო­ლი, სხვა არც ერთი პრო­დუქ­ტი არ არის პირ­და­პირ სა­ზი­ა­ნო ღვიძ­ლის­თვის.

- ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­ხვას დი­ე­ტა­დაც აღიქ­ვა­მენ...

- მარ­ხვის დროს უფრო მეტ ცო­მე­ულ­სა და მშრალ საკ­ვებს იღებს ადა­მი­ა­ნი. რო­გორც წესი, მარ­ხვა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ზი­ა­ნო არ არის, მაგ­რამ არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რა დრო­საც მეტი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო. მა­გა­ლი­თად, ღვიძ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის დროს, პა­ცი­ენ­ტებს ვურ­ჩევთ რომ გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და­უშ­ვან რა­ცი­ონ­ში. მარ­ხვა წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად არ არის მო­გო­ნი­ლი, ეს არის მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის, რომ სულ­ზე იზ­რუ­ნონ და ხორ­ცი დათ­რგუ­ნონ. წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის­თვის უნდა მივ­მარ­თოთ მე­დი­ცი­ნას და არა - ეკ­ლე­სი­ას.

- ბოლო დროს მო­და­შია ვარ­ჯი­შის დროს საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი­სა და აბე­ბის მი­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც აძ­ლი­ე­რებს ორ­გა­ნიზმს. მათ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე რას გვე­ტყვით?

- სპორ­ტულ­მა კვე­ბით­მა და­ნა­მა­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა ღვიძ­ლის შემ­თხვე­ვა­ში მსუ­ბუ­ქი დარ­ღვე­ვე­ბი გა­მო­იწ­ვი­ონ, მაგ­რამ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ეს გარ­და­მა­ვა­ლი იქ­ნე­ბა მათი შე­წყვე­ტის შემ­დეგ. ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებს არ გვჭირ­დე­ბა ზედ­მე­ტი სუბსტან­ცი­ე­ბი. დი­ე­ტე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი სჭირ­დე­ბათ კონ­კრე­ტულ პა­ცი­ენ­ტებს და არა ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებს. პა­ცი­ენ­ტებს კი რჩე­ვებს აძ­ლევს ცალ­სა­ხად ექი­მი და არა სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

- გვი­თხა­რით "ოქ­როს წესი" ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

- მათ, ვი­საც დარ­ღვე­ვე­ბი აქვთ - უნდა მი­მარ­თონ ექიმს, რო­მე­ლიც გა­მო­იკ­ვლევს ჭარ­ბი წო­ნის თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბებს და და­ი­წყებს მდგო­მა­რე­ო­ბის კომ­პლექ­სურ მარ­თვას. ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის მქო­ნე პი­რე­ბი კი უნდა იყ­ვნენ ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რე­ბი, იცხოვ­რონ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით, მი­ირ­თვან ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად და არ ჩა­ი­ტა­რონ სა­კუ­თარ თავ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი.

- წყლის მი­ღე­ბა თუ უწყობს წო­ნა­ში კლე­ბას ხელს? ოქ­როს წე­სად იქცა დღე­ში ორი ლიტ­რის და­ლე­ვა...

- ჯან­მრთელ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა წყა­ლი უნდა დავ­ლი­ოთ იმ­დე­ნი, რამ­დენ­საც ორ­გა­ნიზ­მი გვთხოვს. ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით ჭკვი­ა­ნი გო­ნის მიერ და ამი­ტომ მან უკეთ იცის, რამ­დე­ნი წყა­ლი სჭირ­დე­ბა არ­სე­ბო­ბის­თვის. წყლით გა­ჭყეპ­ვა და 2-3 ლიტ­რი და­ლე­ვა ჯან­მრთელ პი­რებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­წო­დე­ბუ­ლი არ­სად არის.

უზ­მო­ზე თუ ვინ­მე წყალს სვამს დიდი ოდე­ნო­ბით, ხში­რად ამას მა­დის და­საქ­ვე­ი­თებ­ლად აკე­თებს, მაგ­რამ ეს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან არა­ფერ შუ­ა­შია

ჩვენ­მა ორ­გა­ნიზ­მმა თა­ვად იცის რამ­დე­ნი სი­თხე მი­ი­ღოს დღე­ში. ამის ბა­ლანს თა­ვად და­ი­ცავს და მი­ვან­დოთ ეს მას. მთე­ლი რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, ორ­გა­ნიზ­მის წყლით ზედ­მე­ტად დატ­ვირ­თვა შე­იძ­ლე­ბა სა­ხი­ფა­თოც კი იყოს. მა­გა­ლი­თად, თირკმლის, ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს.

2 ლიტ­რი წყა­ლი დღე­ში არა­ნა­ი­რი ოქ­როს წესი არ არის! მეტ­საც გე­ტყვით - გან­სა­კუთ­რე­ბით სკეპ­ტი­კუ­რად შე­ხე­დეთ ყვე­ლა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც იწყე­ბა ამ სი­ტყვე­ბით „ოქ­როს წესი“.

მო­უს­მი­ნეთ თქვენს ორ­გა­ნიზმს და როცა მოს­წყურ­დე­ბა და­ლი­ეთ წყა­ლი, როცა არ მოს­წყურ­დე­ბა - არ და­ლი­ოთ. თუ არა­ბუ­ნებ­რი­ვად ბევ­რი წყა­ლი გინ­დათ, მი­ა­კი­თხეთ ექიმს - შე­იძ­ლე­ბა ეს გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლიც კი იყოს. ერთი "ოქ­როს წესი" მა­ინც გა­მახ­სენ­და ახლა: ნაკ­ლე­ბი ძა­ლა­დო­ბა ჩვენს ორ­გა­ნიზ­მზე და ნაკ­ლე­ბი გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩვენს თავ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნელი
1

ძალიან მომეწონა თქვენი საუბარიმე მაწუხებს გასტრიტი კოლიტი ექიმებთან სიარულმა დროებითი შეღავათი მომცა მეტი არაფერი ვსვამ წყალს რამდენის სურვილი მაქვს ზედმეტის სმა დისკომფორტს მიქმნის და ვცდილობ ჯანსაღად ვჭამო ზომიერად კარგად ვგრძნობ თავს თუ არ შევცოდე მადლობთ

Nino
14

მოგესალმებით მეგობრებო.. სასმელ წყალთან დაკავშირებით ორგანიზმი რასაც მოითხოვს მიიღებთო.. ტყუილია.. ერთ მშცენიერ დღეს მივხვდი რომ ძალიან ვერა ვარ.. ამასთანავე ვცხოვრობ ევროოაში. გავიქეცი ანალიზები ჩავაბარე და პასუხი წყალი დალიე და კარგად იქნებითო.... 

ავტორი:

"დღეში 2 ლიტრი წყალი, არანაირი "ოქროს წესი" არ არის" - გასტროენტეროლოგი, რომელიც დიეტებზე შეხედულებას თავდაყირა აყენებს

"დღეში 2 ლიტრი წყალი, არანაირი "ოქროს წესი" არ არის" - გასტროენტეროლოგი, რომელიც დიეტებზე შეხედულებას თავდაყირა აყენებს

კეტო დიეტა, ცილების დიეტა, დუკანის დიეტა - ეს იმ პოპულარული კვების რეჟიმების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში და ხშირად რისკების გაცნობიერების გარეშე მიმართავენ ადამიანები.

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, გასტროენტეროლოგი-ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა სწორედ დიეტების რისკებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე გვესაუბრება, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ჭარბწონიანობასა და ფატალურ შედეგებამდეც კი მიჰყავს ადამიანი.

- ჯაბა, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ორგანიზმს სხვადასხვა პოპულარული დიეტებისგან?

- როდესაც ვამბობთ დიეტას, ვგულისხმობთ კონკრეტულ სამკურნალო ჩარევას, რომლის ეფექტურობაც დამტკიცებულია სანდო, ავტორიტეტული, კლინიკური კვლევებით. არ მინდა, დავწვრილმანდე ნებისმიერ კონკრეტულ დიეტაზე, რომლის დაწყებასაც აპირებთ მეზობლის ან ვინმეს რჩევით, ამ თემასთან ასე თამაში არ შეიძლება.

დიეტა არის ცალკე მეცნიერება და ყველა ჩარევაზე, რასაც ჩვენ ორგანიზმს ვუპირებთ, მედიკამენტისა თუ დიეტის სახით, უნდა გვქონდეს წინასწარ სრულფასოვანი ინფორმაცია: რისთვის გვჭირდება, რა გვერდითი მოვლენები აქვს, როდის არ შეიძლება, რას უნდა ვუფრთხილდეთ.

დიეტა უნდა გვირჩიოს სპეციალისტმა, ინტერნეტში წავიკითხე და უი, ცილების შეზღუდვა თურმე კარგი ყოფილა, დაუშვებელი და სახიფათო მიდგომაა. შეიძლება გაუგებარმა დიეტებმა სხვადასხვა ორგანოები დაგვიზიანოს ან წონაში სწრაფად კი დაგვაკლებინოს, მაგრამ მერე ორმაგად მოგვამატებინოს.

- ყველაზე ცუდი შედეგი რა შეიძლება დადგეს?

- დიეტას ისევე, როგორც ნებისმიერ სამედიცინო ინტერვენციას, აქვს თავისი გვერდითი მოვლენები. ამ მხრივ განსაკუთრებით მინდა გამოვყო კვებითი დანამატები. პაციენტები ზოგიერთი კომერციული ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ მიქსტურებს და მცენარეულ ნაყენებს მიირთმევენ ამავე ორგანიზაციების მიერ შემუშავებული დიეტური სქემების პარალელურად. ხშირ შემთხვევებში ეს ღონისძიებები არ არის კლინიკურად დამტკიცებული და მათ არ სცნობს მედიცინა!

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერმა მცენარეულმა საშუალებამ და მიქსტურამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი! საბედნიეროდ ეს დაზიანება არის გარდამავალი ხასიათის და შედარებით მსუბუქი, რომელიც უმეტეს შემთხვევებში თვითგანკურნებადია სუბსტანციების მიღების შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ აღწერილია ისეთი მძიმე დაზიანებებიც, რომლებიც ფატალურადაც დასრულებულა.

- დიეტას თუ აქვს ასაკი, განსაკუთრებულად საშიში რა ასაკშია მკაცრი დიეტა?

- ბავშვის ორგანიზმის მეტაბოლიზმი სხვანაირია და მოზრდილის სხვანაირი. ნივთიერებათა ცვლა ასევე განსხვავდება სხვადასხვა დაავადებების არსებობის შემთხვევაში. არ არსებობს უნივერსალური დიეტა, რომელიც შაბლონურად მოერგება ყველას, ციროზიან პაციენტსაც და 5 წლის ჯანმრთელ ბავშვსაც. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - დიეტას უნდა არჩევდეს სპეციალისტი საჭიროებისამებრ.

ბავშვების შემთხვევაში შიმშილი და ექსპერიმენტები განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება იყოს, მზარდ ორგანიზმში გაუაზრებელმა ჩარევამ შეიძლება ჯანმრთელობის ძალიან საყურადღებო დაზიანება გამოიწვიოს. შეხედეთ დიეტებს, როგორც წამალს - უნდა იცოდეთ რატომ იღებთ, რას ელით მისგან, რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს და რა სარგებელი. თუ არ ხართ დარწმუნებული რომ ბენეფიტები გადასწონის რისკებს (და ამაში აპრიორი ვერ იქნებით დარწმუნებული, თუ საქმე ეხება მეცნიერებისთვის უცნობ დიეტებსა და სუბსტანციებს), მაშინ თავი უნდა შეიკავოთ მათგან.

უნივერსალური დიეტა არის მხოლოდ ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს წონის კონტროლს, ჯანსაღი საკვების ჭამას, მეტ ფიზიკურ აქტივობას, სწრაფ კვებაზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას

- კვების კუთხით ტრადიციული ქართული სუფრა როგორია?

- თავისი ისტორია და ბექგრაუნდი აქვს. ყველაფერში დოზირებას აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენ ყოველდღე შევჭამთ ხინკალს და აჭარულ ხაჭაპურს, რა თქმა უნდა მოვიმატებთ წონაში. ეს საჭმელები როდესაც შეიქმნა, თავისი ისტორიული კონტექსტი ჰქონდა, იმიტომ რომ სჭირდებოდა მაშინდელ ქართველს ამდენი კალორიის ამ სახით და ამ ჯერადობით მიღება.

დღეს სხვა გარემოში ვცხოვრობთ, სხვა ორგანიზმი გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა როგორც ჰეპატოლოგმა, რომ ერთადერთი პროდუქტი, რომელიც დადასტურებულად ცუდია ღვიძლისთვის არის ალკოჰოლი, სხვა არც ერთი პროდუქტი არ არის პირდაპირ საზიანო ღვიძლისთვის.

- ხშირად ადამიანები მარხვას დიეტადაც აღიქვამენ...

- მარხვის დროს უფრო მეტ ცომეულსა და მშრალ საკვებს იღებს ადამიანი. როგორც წესი, მარხვა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანო არ არის, მაგრამ არსებობს დაავადებები, რა დროსაც მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მაგალითად, ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს, პაციენტებს ვურჩევთ რომ გარკვეული პროდუქტები დაუშვან რაციონში. მარხვა წონაში დასაკლებად არ არის მოგონილი, ეს არის მორწმუნეებისთვის, რომ სულზე იზრუნონ და ხორცი დათრგუნონ. წონაში დაკლებისთვის უნდა მივმართოთ მედიცინას და არა - ეკლესიას.

- ბოლო დროს მოდაშია ვარჯიშის დროს საკვები დანამატებისა და აბების მიღება, რომლებიც აძლიერებს ორგანიზმს. მათ გამოყენებაზე რას გვეტყვით?

- სპორტულმა კვებითმა დანამატებმა შეიძლება ღვიძლის შემთხვევაში მსუბუქი დარღვევები გამოიწვიონ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს გარდამავალი იქნება მათი შეწყვეტის შემდეგ. ჯანმრთელ ადამიანებს არ გვჭირდება ზედმეტი სუბსტანციები. დიეტები და მედიკამენტები სჭირდებათ კონკრეტულ პაციენტებს და არა ჯანმრთელ ადამიანებს. პაციენტებს კი რჩევებს აძლევს ცალსახად ექიმი და არა სხვა სპეციალობის წარმომადგენელი.

- გვითხარით "ოქროს წესი" ფორმის შესანარჩუნებლად.

- მათ, ვისაც დარღვევები აქვთ - უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც გამოიკვლევს ჭარბი წონის თანმხლებ დაავადებებს და დაიწყებს მდგომარეობის კომპლექსურ მართვას. ნორმალური წონის მქონე პირები კი უნდა იყვნენ ფიზიკურად აქტიურები, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მიირთვან ჯანსაღი საკვები რეგულარულად და არ ჩაიტარონ საკუთარ თავზე ექსპერიმენტები.

- წყლის მიღება თუ უწყობს წონაში კლებას ხელს? ოქროს წესად იქცა დღეში ორი ლიტრის დალევა...

- ჯანმრთელმა ადამიანებმა წყალი უნდა დავლიოთ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი გვთხოვს. ჩვენი ორგანიზმი დაპროექტებულია ჩვენზე გაცილებით ჭკვიანი გონის მიერ და ამიტომ მან უკეთ იცის, რამდენი წყალი სჭირდება არსებობისთვის. წყლით გაჭყეპვა და 2-3 ლიტრი დალევა ჯანმრთელ პირებში, განსაკუთრებულად მოწოდებული არსად არის.

უზმოზე თუ ვინმე წყალს სვამს დიდი ოდენობით, ხშირად ამას მადის დასაქვეითებლად აკეთებს, მაგრამ ეს ჯანმრთელობასთან არაფერ შუაშია

ჩვენმა ორგანიზმმა თავად იცის რამდენი სითხე მიიღოს დღეში. ამის ბალანს თავად დაიცავს და მივანდოთ ეს მას. მთელი რიგი დაავადებების დროს, ორგანიზმის წყლით ზედმეტად დატვირთვა შეიძლება სახიფათოც კი იყოს. მაგალითად, თირკმლის, ღვიძლის დაავადებების დროს.

2 ლიტრი წყალი დღეში არანაირი ოქროს წესი არ არის! მეტსაც გეტყვით - განსაკუთრებით სკეპტიკურად შეხედეთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც იწყება ამ სიტყვებით „ოქროს წესი“.

მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და როცა მოსწყურდება დალიეთ წყალი, როცა არ მოსწყურდება - არ დალიოთ. თუ არაბუნებრივად ბევრი წყალი გინდათ, მიაკითხეთ ექიმს - შეიძლება ეს გარკვეული დაავადების მანიშნებელიც კი იყოს. ერთი "ოქროს წესი" მაინც გამახსენდა ახლა: ნაკლები ძალადობა ჩვენს ორგანიზმზე და ნაკლები გაუაზრებელი ექსპერიმენტი ჩვენს თავზე.