პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რითი უნდა ვკვებოთ ბავშვი და რა ტიპის პროდუქტის მიწოდებაა დაუშვებელი?
რითი უნდა ვკვებოთ ბავშვი და რა ტიპის პროდუქტის მიწოდებაა დაუშვებელი?

უფ­რო­სე­ბის­გან ყვე­ლას გვსმე­ნია, რომ არ­ჩე­ვა­ნის არარ­სე­ბო­ბის გამო, შვი­ლებს მაწ­ვნი­თა და ძრო­ხის რძით ზრდიდ­ნენ. რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ კი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ტრა­დი­ცი­ის სახე შე­ი­ძი­ნა და მშობ­ლე­ბი ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე იმე­ო­რებ­დნენ ამ ქცე­ვას

დღეს, პე­დი­ატ­რე­ბი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უხ­სნი­ან მშობ­ლებს, რას უნდა შე­ი­ცავ­დეს საკ­ვე­ბი, რო­მელ­საც შვი­ლებს აწ­ვდი­ან და რა ტი­პის პრო­დუქ­ტე­ბი იწ­ვევს გარ­თუ­ლე­ბებს. ასე­ვე, პე­დი­ატ­რე­ბი დე­ტა­ლუ­რად იკ­ვლე­ვენ სხვა­დას­ხვა ბავ­შვთა კვე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას და ცდი­ლო­ბენ, მშობ­ლებს სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი შეს­თა­ვა­ზონ.

მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ, პე­დი­ატრ მაია სურ­ვი­ლა­ძეს­თან ერ­თად, გა­დავ­წყვი­ტეთ, მშობ­ლებს გა­ვაც­ნოთ ის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბი, რაც დე­დის რძის ჩა­ნაც­ვლე­ბა­სა და ბავ­შვის კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. ამას­თან, პრო­ფე­სო­რი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს, რა ტი­პის პრო­დუქ­ტი არ უნდა მი­ი­ღოს ბავ­შვმა რო­გორც ახალ­შო­ბი­ლო­ბის, ისე მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­შიც.

„როცა ბავ­შვი იბა­დე­ბა, მისი უპირ­ვე­ლე­სი საკ­ვე­ბი არის დე­დის რძე. უკე­თე­სი საკ­ვე­ბი აქამ­დე არც ყო­ფი­ლა და მგო­ნი, ასე­უ­ლო­ბით წელი რომ გა­ვი­დეს, მსგავსს ვე­რა­ფერს შექ­მნი­ან“, - გვე­უბ­ნე­ბა პე­დი­ატ­რი, რო­მე­ლიც დე­დის რძეს უწევს რე­კო­მენ­და­ცი­ას, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი არ ვლინ­დე­ბა.

იმის გამო, რომ დე­დის რძე ბავ­შვის­თვის სა­უ­კე­თე­სო საკ­ვე­ბია, მისი შემ­ცვლე­ლი ნა­რე­ვე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცია ქა­ლის რძის ფორ­მუ­ლას­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ახ­ლო­ვონ.

„როცა ბავ­შვი და­ი­ბა­დე­ბა, მა­შინ­ვე უნდა და­ა­წყე­ბი­ნონ ძუ­ძუ­თი კვე­ბა, რათა დე­დის სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბი მის კუჭ-ნაწ­ლავ­ში ჩა­სახ­ლდეს, რომ ამან მო­მა­ვალ­ში ორ­გა­ნიზ­მის სწო­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას შე­უ­წყოს ხელი. ძუ­ძუ­თი კვე­ბი­სას დე­დებ­მა ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლიც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რათა ბავ­შვმა სა­ჭი­რო ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი და ნახ­შირ­წყლე­ბი შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ი­ღოს.ქა­ლის მკერ­დში რძე ფე­ნე­ბად არის ჩა­ლა­გე­ბუ­ლი. წინა ფე­ნა­ში­ნახ­შირ­წყლე­ბით მდი­და­რი რძეა, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად, აი­რე­ბის დაგ­რო­ვე­ბას უწყობს ხელს; რაც უფრო უკა­ნა ფე­ნაა მით უფრო მე­ტად არის ცხი­მით მდი­და­რი და და­ნაყ­რე­ბას უწყობს ხელს, ამი­ტო­მაც ბავ­შვმა ერთ კვე­ბა­ზე ერთი მკერ­დი მთლი­ა­ნად უნდა გა­მო­წო­ვოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვს გა­ზე­ბი აღარ და­უგ­როვ­დე­ბა და და­ნაყ­რდე­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის­თვის დე­დის რძის მი­ცე­მა 2 წლის ასა­კამ­დეა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

თუ ძუ­ძუ­თი კვე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მა­შინ რა ვქნათ, რა ტი­პის პრო­დუქ­ტი მი­ვა­წო­დოთ ბავ­შვს?

უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ ისე­თი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ნა­რე­ვი, რომ­ლის ფორ­მუ­ლაც ცხი­მე­ბის, ცი­ლე­ბი­სა და ნახ­შირ­წყლე­ბის, მიკ­რო და მაკ­რო ელე­მენ­ტე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის შემ­ცვე­ლო­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დე­დის რძეს­თან.

„ნე­ბის­მი­ე­რი საკ­ვე­ბი შედ­გე­ბა ცი­ლის, ცხი­მი­სა და ნახ­შირ­წყლის­გან. ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ენერ­გი­ას წარ­მოქ­მნის. მე­ხუ­თე აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტი კი წყა­ლია, რომ­ლის მი­წო­დე­ბაც აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. ბავ­შვს დე­დის რძეს ვაწ­ვდით თუ ადაპ­ტი­რე­ბულ ნა­რევს, 6 თვემ­დე მას წყლის და­მა­ტე­ბით მი­ცე­მა არ სჭირ­დე­ბა, რად­გან ამ ნივ­თი­ე­რე­ბას ორი­ვე ტი­პის საკ­ვე­ბი შე­ი­ცავს“.

თუ დედა შე­სა­ბა­მი­სად იკ­ვე­ბე­ბა, მისი რძე სრულ­ფა­სო­ვა­ნია ყვე­ლა სა­ჭი­რო კომ­პო­ნენ­ტით შე­სა­ბა­მი­სად და ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მშიც არ წარ­მო­იქ­მნე­ბა დე­ფი­ცი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, ეს კი ხელს უწყობს მის სრულ­ფა­სო­ვან ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას.

ცილა, ცხი­მი, ნახ­შირ­წყა­ლი, მი­ნე­რა­ლე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი -ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი უნდა იყოს რძე­ში. თუ ეს ბა­ლან­სი და­ირ­ღვა, შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­დეს მათი ჭარ­ბი დაგ­რო­ვე­ბა ან პი­რი­ქით გან­ვი­თარ­დეს დე­ფი­ცი­ტი, რაც ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია და ამ ყვე­ლა­ფერ­მა შე­იძ­ლე­ბა მოზ­რდი­ლო­ბა­ში იჩი­ნოს თავი.ზო­გი­ერ­თი კომ­პო­ნენ­ტის დე­ფი­ციტ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბა და ა.შ.

ზრდის ფაქ­ტო­რე­ბი: ჰორ­მო­ნე­ბი, იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნე­ბი, ნუკ­ლე­ო­ტი­დე­ბია, მხო­ლოდ დე­დის რძე შე­ი­ცავს და ადაპ­ტი­რე­ბულ ნა­რევ­ში არ გვხვდე­ბა,თუმც კომ­პა­ნი­ე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად ცდი­ლო­ბენ სულ უფრო დახ­ვე­წონ პრო­დუქ­ტი და მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­უ­ახ­ლო­ვონ დე­დის რძეს. ამი­სათ­ვის მას ამ­დიდ­რე­ბენ სხვა­და­სახ­ვა კომ­პო­ნენ­ტე­ბით (მა­გა­ლი­თად: ნუკ­ლე­ო­ტი­დე­ბით, პრე- და პრო-ბი­ო­ტი­კე­ბით, პოსტბი­ო­ტი­კე­ბით, გა­ლაქ­ტო და ფრუქ­ტო­ო­ლი­გო­სა­ქა­რი­დე­ბით და ა.შ.). ბავ­შვთა კვე­ბის სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ტე­ბი­გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის და კომ­ბი­ნა­ცი­ის ცი­ლებს, ცხი­მებს და ნახ­შირ­წყლებს შე­ი­ცავს დას­წო­რედ ამი­ტომ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. პე­დი­ატ­რის გა­და­სა­წყვე­ტია კონ­კრე­ტულ ბავ­შვთან, თა­ვი­სი მემ­კვიდ­რუ­ლი თუ ანამ­ნე­ზუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით რა შე­მად­გენ­ლო­ბის და რა ტი­პის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ნა­რე­ვი და­ნიშ­ნოს, რათა არ გა­მო­იწ­ვი­ოს ამ ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვა.

„პლას­მო­ნი“ სამი ტი­პის რძის ადაპ­ტი­რე­ბულ ნა­რევს აწარ­მო­ებს: „ნუტ­რი - უნო 1 და­ბა­დე­ბი­დან 6 თვემ­დე“, „ნუტ­რი­მუნ 2“ – 6-დან 12 თვემ­დე და ნუტ­რი­მუნ 3“ – 12-დან 24 თვემ­დე. აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა ამ სტან­დარ­ტებს ბრენდ პლას­მო­ნის ფორ­მუ­ლე­ბი?

რა­საკ­ვირ­ვე­ლია „პლას­მო­ნის“ ადაპ­ტი­რე­ბულ ფორ­მუ­ლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ეს სტან­დარ­ტე­ბი, რაც მათ დე­დის რძის შემ­ცვე­ლო­ბას­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად აახ­ლო­ვებს. მათ­ში სხვა კომ­პა­ნი­ის ფორ­მუ­ლე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით და­მა­ტე­ბით ჩა­დე­ბუ­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტი პოსტბი­ო­ტი­კი -L.PARACASEI CBA L74, რო­მე­ლიც ხელს უწყობს იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას და 60%-ით ამ­ცი­რებს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მულ­ტი­ცენ­ტრუ­ლი კვლე­ვე­ბით. კომ­პა­ნი­ას ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით, მკაც­რი კონ­ტრო­ლის გავ­ლი­სა და შე­მოწ­მე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­დე­გად, დე­ტა­ლუ­რად აქვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის ნორ­მე­ბი ასა­კობ­რივ ჭრილ­ში.

თუ დედა ბავ­შვის ძუ­ძუ­თი გა­მოკ­ვე­ბას ვერ ახერ­ხებს, უმ­ჯო­ბე­სია, ის ხა­რის­ხი­ა­ნი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ნა­რე­ვით ჩა­ა­ნაც­ვლოს.წლი­ნა­ხევ­რის ასა­კამ­დე ბავ­შვის­თვის ძრო­ხის რძის მი­ცე­მა და­უშ­ვე­ბე­ლია.

დე­დის რძი­სა და ძრო­ხის რძის შე­მად­გენ­ლო­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა, მისი მოხ­მა­რე­ბა კი ბავ­შვებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

ძრო­ხის რძე ვი­ტა­მი­ნებს ქა­ლის რძის მსგავ­სი რა­ო­დე­ნო­ბით არ შე­ი­ცავს, ამი­ტომ შემ­დეგ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამა თუ იმ ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა წარ­მო­იქ­მნას.ძრო­ხის რძით კვე­ბი­სას ბავ­შვი „არას­წორ ცი­ლას“ იღებს, რაც პე­დი­ატ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­მა­ვალ­ში სიმ­სუქ­ნის სა­ფუძ­ვე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. ეს კი პო­ტენ­ცი­უ­რად, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, ჰი­პერ­ტენ­ზი­ის და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი პრობ­ლე­მაა.

რო­დე­საც ბავ­შვი ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე­არ­ძის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ნა­რე­ვე­ბი ასა­კის მი­ხედ­ვით უნდა შე­იც­ვა­ლოს. ზრდას­თან ერ­თად ბავ­შვის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა იც­ვლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ცი­ლის, ცხი­მის, ნახ­შირ­წყლი­სა და მაკ­რო ელე­მენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც და­კო­რექ­ტი­რე­ბას ითხოვს. ამი­ტო­მაც იყო­ფა ფორ­მუ­ლე­ბი ასა­კის მი­ხედ­ვით­და ეს ფაქ­ტო­რი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

პე­დი­ატ­რი დე­დის რძის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი რძის ნა­რე­ვით ჩა­ნაც­ვლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთ რე­კო­მენ­და­ცი­ას გვაძ­ლევს. ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო ხდე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ფორ­მუ­ლე­ბი, ამი­ტომ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი რძის შერ­ჩე­ვი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია პე­დი­ატრთან ყო­ველ­თვი­უ­რი ვი­ზი­ტი ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად კვე­ბის კო­რექ­ცი­ის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

რითი უნდა ვკვებოთ ბავშვი და რა ტიპის პროდუქტის მიწოდებაა დაუშვებელი?

რითი უნდა ვკვებოთ ბავშვი და რა ტიპის პროდუქტის მიწოდებაა დაუშვებელი?

უფროსებისგან ყველას გვსმენია, რომ არჩევანის არარსებობის გამო, შვილებს მაწვნითა და ძროხის რძით ზრდიდნენ. რესურსების ნაკლებობამ კი დროთა განმავლობაში ტრადიციის სახე შეიძინა და მშობლები ათწლეულების მანძილზე იმეორებდნენ ამ ქცევას

დღეს, პედიატრები ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნიან მშობლებს, რას უნდა შეიცავდეს საკვები, რომელსაც შვილებს აწვდიან და რა ტიპის პროდუქტები იწვევს გართულებებს. ასევე, პედიატრები დეტალურად იკვლევენ სხვადასხვა ბავშვთა კვების მწარმოებელი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას და ცდილობენ, მშობლებს საუკეთესო არჩევანი შესთავაზონ.

მედიცინის დოქტორ, პედიატრ მაია სურვილაძესთან ერთად, გადავწყვიტეთ, მშობლებს გავაცნოთ ის ძირითადი საკითხები, რაც დედის რძის ჩანაცვლებასა და ბავშვის კვებასთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინონ. ამასთან, პროფესორი დეტალურად აღწერს, რა ტიპის პროდუქტი არ უნდა მიიღოს ბავშვმა როგორც ახალშობილობის, ისე მომდევნო პერიოდშიც.

„როცა ბავშვი იბადება, მისი უპირველესი საკვები არის დედის რძე. უკეთესი საკვები აქამდე არც ყოფილა და მგონი, ასეულობით წელი რომ გავიდეს, მსგავსს ვერაფერს შექმნიან“, - გვეუბნება პედიატრი, რომელიც დედის რძეს უწევს რეკომენდაციას, იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის გარკვეული დარღვევები არ ვლინდება.

იმის გამო, რომ დედის რძე ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია, მისი შემცვლელი ნარევების მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ, თავიანთი პროდუქცია ქალის რძის ფორმულასთან მაქსიმალურად დაახლოვონ.

„როცა ბავშვი დაიბადება, მაშინვე უნდა დააწყებინონ ძუძუთი კვება, რათა დედის სასარგებლო ბაქტერიები მის კუჭ-ნაწლავში ჩასახლდეს, რომ ამან მომავალში ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებას შეუწყოს ხელი. ძუძუთი კვებისას დედებმა ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც უნდა გაითვალისწინონ, რათა ბავშვმა საჭირო ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები შესაბამისი რაოდენობით მიიღოს.ქალის მკერდში რძე ფენებად არის ჩალაგებული. წინა ფენაშინახშირწყლებით მდიდარი რძეა, რომელიც უფრო მეტად, აირების დაგროვებას უწყობს ხელს; რაც უფრო უკანა ფენაა მით უფრო მეტად არის ცხიმით მდიდარი და დანაყრებას უწყობს ხელს, ამიტომაც ბავშვმა ერთ კვებაზე ერთი მკერდი მთლიანად უნდა გამოწოვოს. ამ შემთხვევაში, ბავშვს გაზები აღარ დაუგროვდება და დანაყრდება.

მისივე ინფორმაციით, ბავშვისთვის დედის რძის მიცემა 2 წლის ასაკამდეა რეკომენდებული.

თუ ძუძუთი კვებას ვერ ვახერხებთ, მაშინ რა ვქნათ, რა ტიპის პროდუქტი მივაწოდოთ ბავშვს?

უნდა შევარჩიოთ ისეთი ადაპტირებული ნარევი, რომლის ფორმულაც ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების, მიკრო და მაკრო ელემენტების, ვიტამინების შემცველობით მაქსიმალურად დაახლოებული იქნება დედის რძესთან.

„ნებისმიერი საკვები შედგება ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლისგან. ეს ყველაფერი ადამიანის ორგანიზმში ენერგიას წარმოქმნის. მეხუთე აუცილებელი კომპონენტი კი წყალია, რომლის მიწოდებაც აუცილებლობას წარმოადგენს. ბავშვს დედის რძეს ვაწვდით თუ ადაპტირებულ ნარევს, 6 თვემდე მას წყლის დამატებით მიცემა არ სჭირდება, რადგან ამ ნივთიერებას ორივე ტიპის საკვები შეიცავს“.

თუ დედა შესაბამისად იკვებება, მისი რძე სრულფასოვანია ყველა საჭირო კომპონენტით შესაბამისად და ბავშვის ორგანიზმშიც არ წარმოიქმნება დეფიციტური მდგომარეობები, ეს კი ხელს უწყობს მის სრულფასოვან ზრდა-განვითარებას.

ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, მინერალები, ვიტამინები -ეს ყველაფერი დაბალანსებული უნდა იყოს რძეში. თუ ეს ბალანსი დაირღვა, შეიძლება ბავშვის ორგანიზმში მოხდეს მათი ჭარბი დაგროვება ან პირიქით განვითარდეს დეფიციტი, რაც ორივე შემთხვევაში ორგანიზმისათვის ზიანის მომტანია და ამ ყველაფერმა შეიძლება მოზრდილობაში იჩინოს თავი.ზოგიერთი კომპონენტის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითება და ა.შ.

ზრდის ფაქტორები: ჰორმონები, იმუნოგლობულინები, ნუკლეოტიდებია, მხოლოდ დედის რძე შეიცავს და ადაპტირებულ ნარევში არ გვხვდება,თუმც კომპანიები ყოველწლიურად ცდილობენ სულ უფრო დახვეწონ პროდუქტი და მაქსიმალურად მიუახლოვონ დედის რძეს. ამისათვის მას ამდიდრებენ სხვადასახვა კომპონენტებით (მაგალითად: ნუკლეოტიდებით, პრე- და პრო-ბიოტიკებით, პოსტბიოტიკებით, გალაქტო და ფრუქტოოლიგოსაქარიდებით და ა.შ.). ბავშვთა კვების სხვადასხვა მწარმოებელი კომპანიის პროდუქტებიგანსხვავებული რაოდენობის და კომბინაციის ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს შეიცავს დასწორედ ამიტომ არის ადაპტირებული საკვების სწორად შერჩევა აუცილებელი. პედიატრის გადასაწყვეტია კონკრეტულ ბავშვთან, თავისი მემკვიდრული თუ ანამნეზური მონაცემებით რა შემადგენლობის და რა ტიპის ადაპტირებული ნარევი დანიშნოს, რათა არ გამოიწვიოს ამ ბალანსის დარღვევა.

„პლასმონი“ სამი ტიპის რძის ადაპტირებულ ნარევს აწარმოებს: „ნუტრი - უნო 1 დაბადებიდან 6 თვემდე“, „ნუტრიმუნ 2“ – 6-დან 12 თვემდე და ნუტრიმუნ 3“ – 12-დან 24 თვემდე. აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს ბრენდ პლასმონის ფორმულები?

რასაკვირველია „პლასმონის“ ადაპტირებულ ფორმულებში გათვალისწინებულია ეს სტანდარტები, რაც მათ დედის რძის შემცველობასთან მაქსიმალურად აახლოვებს. მათში სხვა კომპანიის ფორმულებისაგან განსხვავებით დამატებით ჩადებულია ინოვაციური კომპონენტი პოსტბიოტიკი -L.PARACASEI CBA L74, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და 60%-ით ამცირებს ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს. აღნიშნული დადასტურებულია მულტიცენტრული კვლევებით. კომპანიას ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, მკაცრი კონტროლის გავლისა და შემოწმების მექანიზმის შედეგად, დეტალურად აქვს გათვალისწინებული ყველა კომპონენტის ნორმები ასაკობრივ ჭრილში.

თუ დედა ბავშვის ძუძუთი გამოკვებას ვერ ახერხებს, უმჯობესია, ის ხარისხიანი ადაპტირებული ნარევით ჩაანაცვლოს.წლინახევრის ასაკამდე ბავშვისთვის ძროხის რძის მიცემა დაუშვებელია.

დედის რძისა და ძროხის რძის შემადგენლობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მისი მოხმარება კი ბავშვებში ჯანმრთელობის პრობლემების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ძროხის რძე ვიტამინებს ქალის რძის მსგავსი რაოდენობით არ შეიცავს, ამიტომ შემდეგში შესაძლებელია, ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტური მდგომარეობა წარმოიქმნას.ძროხის რძით კვებისას ბავშვი „არასწორ ცილას“ იღებს, რაც პედიატრის ინფორმაციით, მომავალში სიმსუქნის საფუძველიც შეიძლება გახდეს. ეს კი პოტენციურად, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტენზიის და სხვა დაავადებების გამომწვევი პრობლემაა.

როდესაც ბავშვი ხელოვნურ კვებაზეარძის ადაპტირებული ნარევები ასაკის მიხედვით უნდა შეიცვალოს. ზრდასთან ერთად ბავშვის მოთხოვნილება იცვლება, შესაბამისად, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლისა და მაკრო ელემენტების რაოდენობაც დაკორექტირებას ითხოვს. ამიტომაც იყოფა ფორმულები ასაკის მიხედვითდა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია.

პედიატრი დედის რძის ადაპტირებული რძის ნარევით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ რეკომენდაციას გვაძლევს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების შემთხვევაში საჭირო ხდება სპეციფიკური სამკურნალო-პროფილაქტიკური ფორმულები, ამიტომ ადაპტირებული რძის შერჩევისას აუცილებელია პედიატრთან ყოველთვიური ვიზიტი ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისად კვების კორექციისთვის.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი