Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის 4 გზა- რჩევები მეღვინეებს
უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის 4 გზა- რჩევები მეღვინეებს

მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ვერ ნა­ხავთ ქვე­ყა­ნას, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა­საც ღვი­ნის სახ­ლში და­წურ­ვის ტრა­დი­ცია ჰქონ­დეს და ამას 8 000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვე­ტად აკე­თებ­დეს. ღვი­ნის და­წურ­ვის ამ­დენ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცია მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს. მეღ­ვი­ნე­თა რი­ცხვი დღეს­დღე­ო­ბით სულ უფრო და უფრო იზ­რდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში მეღ­ვი­ნე­ე­ბის ნა­წი­ლი ადრე თუ მხო­ლოდ ჩა­მო­სას­ხმელ ღვი­ნოს ამ­ზა­დებ­და, დღეს მის ბრენ­დი­რე­ბა­სა და არამ­ხო­ლოდ შიდა ბა­ზარ­ზე, არა­მედ უცხო­ეთ­ში სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ო­დაც ამ­ზა­დებს. ამის­თვის მათ მარ­ტი­ვი გზის გავ­ლა არ უწევთ, თუმ­ცა ჩი­ნეთ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რო­ბის, ასე­ვე, მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი ბაზ­რის პერ­სპექ­ტი­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დღეს გავ­ლი­ლი რთუ­ლი გზა ყვე­ლა­ზე სარ­ფი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­აა, რო­მე­ლიც შე­დეგს ხვალ­ვე თუ არა, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მა­ინც გვაჩ­ვე­ნებს.

ღვი­ნის შიდა ბა­ზარ­ზე სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ თუ სა­ექ­სპორ­ტოდ გა­ტა­ნამ­დე მისი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის გზე­ბი უნდა დავ­სა­ხოთ. ამის­თვის რო­გორც უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი და სა­უ­კე­თე­სო გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი, ისე სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

ჩვენ დავ­სა­ხეთ რამ­დე­ნი­მე გზა, რო­გორ გავ­ხა­დოთ ღვი­ნო უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ მისი წარ­მო­ე­ბა მხო­ლოდ ახლა და­ვი­წყეთ და ფარ­თო ბა­ზარ­ზე ჯერ არა­ვინ გვიც­ნობს.

1. კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვა

თუ გვინ­და, რომ ღვი­ნო ბა­ზარ­ზე სან­დო­ო­ბით გა­მო­ი­ჩე­ო­დეს, იგი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა იყოს წარ­მო­ე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის - ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ზო­გა­დი წე­სი­სა და ნე­ბა­დარ­თუ­ლი პრო­ცე­სე­ბის, მა­სა­ლე­ბი­სა და ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გან­სა­ზღვრის შე­სა­ხებ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი და­ცუ­ლი იყოს. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის მი­ხედ­ვით უნდა იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი ღვი­ნის ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი და ფი­ზი­კურ-ქი­მი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, და­ცუ­ლი უნდა იყოს სპირ­ტშემ­ცვე­ლო­ბის ნორ­მე­ბი, დი­ოქ­სი­დის სა­ერ­თო მა­სუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია, დიგ­ლუ­კო­ზი­დის მა­სუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია და ა.შ.

თუ ღვი­ნო კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა ნორ­მას აკ­მა­ყო­ფი­ლებს, დიდი ალ­ბა­თო­ბით,პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სო­მე­ლი­ე­ე­ბი მას არ და­ი­წუ­ნე­ბენ.

2. გან­ვსა­ზღვროთ, ვინ არის ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი

მა­გა­ლი­თად, თუ გსურთ, ღვი­ნო სა­ექ­სპორ­ტოდ აწარ­მო­ოთ და ჩი­ნეთ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სი­კე­თით თქვენც ისარ­გებ­ლოთ, უნდა შე­ის­წავ­ლოთ, რა სა­ხის ღვი­ნით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ისი­ნი. რამ­დე­ნი­მე ექ­სპორ­ტი­ო­რის გან­მარ­ტე­ბით, ჩი­ნურ ბა­ზარ­ზე უფრო მეტი მო­თხოვ­ნა წი­თელ ღვი­ნო­ზეა, ვიდ­რე თეთრზე.

3. ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა

უარი არ უნდა ვთქვათ არ­ცერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტუ­რის­ტებ­თან. უკვე მე­სა­მე წე­ლია, ქარ­თვე­ლი მეღ­ვი­ნე­ე­ბი მე­ი­დან­ზე გა­მარ­თულ ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და რო­გორც ტუ­რის­ტებს, ისე ად­გი­ლობ­რი­ვებს თა­ვი­ანთ პრო­დუქ­ცი­ას აც­ნო­ბენ. აქ სხვა­დას­ხვა წარ­მოდ­გე­ნა და ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია-გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა იმარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი ტუ­რის­ტებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, ამი­ტომ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რო­გორც მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, ისე დამ­წყე­ბი მეღ­ვი­ნე­ე­ბი იღე­ბენ.

წელს, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 12 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და ტრა­დი­ცი­უ­ლად, უამ­რავ სტუ­მარს უმას­პინ­ძლებს. მეღ­ვი­ნე­თა რე­გის­ტრა­ცია უკვე და­წყე­ბუ­ლია.

4. პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჩარ­თუ­ლო­ბით გა­მარ­თუ­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი

ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს აქვს პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნის სამ­შობ­ლო“. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში წლს მათ ია­პო­ნი­ის ბა­ზარს გა­აც­ნეს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და მისი და­ყე­ნე­ბის მე­თო­დი. 2017 წელს კი საფ­რან­გეთ­ში, ბორ­დო­ში და­ი­წყეს გა­მო­ფე­ნე­ბის სე­რია და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ათა­სო­ბით უცხო­ელს მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია.

წელს, ია­პო­ნი­ა­ში, კერ­ძოდ, ტო­კი­ო­ში ქარ­თულ ღვი­ნო­სა და კულ­ტუ­რას სუ­მო­ის­ტი (ოძე­კი) ლე­ვან გორ­გა­ძე იგი­ვე ტო­ჩი­ნო­ში­ნიც უწევ­და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. გა­მო­ფე­ნა­ში არა­ერ­თმა ქარ­თულ­მა მხვილ­მა კომ­პა­ნი­ამ თუ მცი­რე მა­რან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც ახა­ლი პარტნი­ო­რე­ბი შე­ი­ძი­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის 4 გზა- რჩევები მეღვინეებს

უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის 4 გზა- რჩევები მეღვინეებს

მსოფლიოს მასშტაბით ვერ ნახავთ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმეტესობასაც ღვინის სახლში დაწურვის ტრადიცია ჰქონდეს და ამას 8 000 წლის განმავლობაში უწყვეტად აკეთებდეს. ღვინის დაწურვის ამდენსაუკუნოვანი ტრადიცია მხოლოდ საქართველოს აქვს. მეღვინეთა რიცხვი დღესდღეობით სულ უფრო და უფრო იზრდება. განსაკუთრებით კახეთის რეგიონში მეღვინეების ნაწილი ადრე თუ მხოლოდ ჩამოსასხმელ ღვინოს ამზადებდა, დღეს მის ბრენდირებასა და არამხოლოდ შიდა ბაზარზე, არამედ უცხოეთში სარეალიზაციოდაც ამზადებს. ამისთვის მათ მარტივი გზის გავლა არ უწევთ, თუმცა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობისა და ქართული ღვინის პოპულარობის, ასევე, მრავალმილიონიანი ევროპული ბაზრის პერსპექტივის გათვალისწინებით, დღეს გავლილი რთული გზა ყველაზე სარფიანი ინვესტიციაა, რომელიც შედეგს ხვალვე თუ არა, რამდენიმე წლის შემდეგ მაინც გვაჩვენებს.

ღვინის შიდა ბაზარზე სარეალიზაციოდ თუ საექსპორტოდ გატანამდე მისი პოპულარიზაციის გზები უნდა დავსახოთ. ამისთვის როგორც უმაღლესი ხარისხი და საუკეთესო გემოვნური თვისებები, ისე სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის მიღება დაგვეხმარება.

ჩვენ დავსახეთ რამდენიმე გზა, როგორ გავხადოთ ღვინო უფრო პოპულარული, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი წარმოება მხოლოდ ახლა დავიწყეთ და ფართო ბაზარზე ჯერ არავინ გვიცნობს.

1. კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა

თუ გვინდა, რომ ღვინო ბაზარზე სანდოობით გამოიჩეოდეს, იგი საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით უნდა იყოს წარმოებული. საქართველოს კანონმდებლობა, უფრო კონკრეტულად კი საქართველოს მთავრობის დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის - ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ. მნიშვნელოვანია, ეს ტექნიკური რეგლამენტი დაცული იყოს. კანონმდებლობაში არსებული ნორმების მიხედვით უნდა იყოს განსაზღვრული ღვინის ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები, დაცული უნდა იყოს სპირტშემცველობის ნორმები, დიოქსიდის საერთო მასური კონცენტრაცია, დიგლუკოზიდის მასური კონცენტრაცია და ა.შ.

თუ ღვინო კანონით გათვალისწინებულ ყველა ნორმას აკმაყოფილებს, დიდი ალბათობით,პროფესიონალი სომელიეები მას არ დაიწუნებენ.

2. განვსაზღვროთ, ვინ არის ჩვენი მომხმარებელი

მაგალითად, თუ გსურთ, ღვინო საექსპორტოდ აწარმოოთ და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სიკეთით თქვენც ისარგებლოთ, უნდა შეისწავლოთ, რა სახის ღვინით ინტერესდებიან ისინი. რამდენიმე ექსპორტიორის განმარტებით, ჩინურ ბაზარზე უფრო მეტი მოთხოვნა წითელ ღვინოზეა, ვიდრე თეთრზე.

3. ღვინის ფესტივალებში მონაწილეობა

უარი არ უნდა ვთქვათ არცერთ ღონისძიებაზე, რომელიც ჩვენი პროდუქციის პრეზენტაციის საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებით, ტურისტებთან. უკვე მესამე წელია, ქართველი მეღვინეები მეიდანზე გამართულ ღვინის ფესტივალში იღებენ მონაწილეობას და როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივებს თავიანთ პროდუქციას აცნობენ. აქ სხვადასხვა წარმოდგენა და ღვინის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა იმართება. ფესტივალი ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ მასში მონაწილეობას როგორც მსხვილი კომპანიები, ისე დამწყები მეღვინეები იღებენ.

წელს, ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს გაიმართება და ტრადიციულად, უამრავ სტუმარს უმასპინძლებს. მეღვინეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

4. პროდუქციის პოპულარიზაციისთვის გამოიყენეთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით გამართული გამოფენები

ღვინის ეროვნულ სააგენტოს აქვს პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“. პროექტის ფარგლებში წლს მათ იაპონიის ბაზარს გააცნეს ქართული ღვინო და მისი დაყენების მეთოდი. 2017 წელს კი საფრანგეთში, ბორდოში დაიწყეს გამოფენების სერია და ქართული კულტურის შესახებ ათასობით უცხოელს მიაწოდეს ინფორმაცია.

წელს, იაპონიაში, კერძოდ, ტოკიოში ქართულ ღვინოსა და კულტურას სუმოისტი (ოძეკი) ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინიც უწევდა პოპულარიზაციას. გამოფენაში არაერთმა ქართულმა მხვილმა კომპანიამ თუ მცირე მარანმა მიიღო მონაწილეობა, რისი მეშვეობითაც ახალი პარტნიორები შეიძინეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი