სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმღერამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა" - "ალილოს" 20 წლის იუბილე, ქირურგის კარიერა და მოსიყვარულე ბაბუის ამპლუა
"სიმღერამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა" - "ალილოს" 20 წლის იუბილე, ქირურგის კარიერა და მოსიყვარულე ბაბუის ამპლუა

ლაშა ღლონ­ტი, გია და­ვი­თი­ა­ნი, მიშა ჭო­ნიშ­ვი­ლი, აჩი­კო ბე­რი­ძე, სან­დრო კო­ბა­ხი­ძე, საბა კე­მუ­ლა­რია - ეს ის ექ­ვსე­უ­ლია, რო­მე­ლიც ან­სამ­ბლ „ალი­ლოს“ ქმნის და რო­მე­ლიც 24 ნო­ემ­ბერს ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ან­სამ­ბლის 20 წლის იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, სოლო-კონ­ცერტს გა­მარ­თავს. ეს მათ­თვის პირ­ვე­ლი სოლო-კონ­ცერ­ტია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „ალი­ლოს“ უამ­რა­ვი კონ­ცერ­ტი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ.

„სცე­ნა­ზე მხო­ლოდ ჩვენ ვიქ­ნე­ბით, რად­გა­ნაც მა­ყუ­რებ­ლის­თვის გვინ­დო­და, ჩვე­ნი ჰი­ტე­ბი ჩვენ­ვე შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა იმ ფორ­მით და იმ სა­ხით, რო­გო­რიც მათ უყ­ვართ, თუმ­ცა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სი­აც გაჟ­ღერ­დე­ბა ცო­ცხალ ორ­კესტრთან ერ­თად,“ - გვე­უბ­ნე­ბა ლაშა ღლონ­ტი და AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარს ასე გა­ნაგ­რძობს:

- ან­სამ­ბლი „ალი­ლო“ 20 წლის წინ ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ხმის, გე­ნი­ა­ლუ­რი მომღრე­ლის გუ­რამ თა­მა­ზაშ­ვი­ლის მიერ და­არ­სდა. ბა­ტო­ნი გუ­რა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სტაგ­ნა­ცი­ის პე­რი­ო­დი გვქონ­და, მაგ­რამ თავი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ და ამ­დე­ნი წე­ლია, მოვ­დი­ვართ. ამ ხნის მან­ძილ­ზე ბევ­რი, ხალ­ხის­თვის საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა გვაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

წლე­ბის წინ ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა რომ და­მი­რე­კა, ან­სამ­ბლი ერთი თვის შექ­მნი­ლი იყო და მთხო­ვა, ქა­ლა­ქურ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში გვერ­დით დავ­დგო­მო­დი. წევ­რე­ბი ჩემ­ზე უმ­ცრო­სე­ბი იყ­ვნენ. მე ჯგუფ­ში გია და­ვი­თი­ა­ნი მი­ვიყ­ვა­ნე და ერ­თად მი­ვე­დით... თუმ­ცა მას მერე ან­სამ­ბლმა ცვლი­ლე­ბა არა­ერ­თხელ გა­ნი­ცა­და, ბევ­რი წა­ვი­და, მო­ვი­და, არ­სე­ბობს ან­სამ­ბლის გა­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც ფოლკ­ლორს ას­რუ­ლებს, ჩვენ თავი კვარ­ტე­ტის სა­ხით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ...

ახლა სწო­რედ 24 ნო­ემ­ბერს, პირ­ვე­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი სოლო-კონ­ცერ­ტით, ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, 20 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ვნიშ­ნავთ. ამ იუ­ბი­ლეს ბა­ტონ გუ­რამ­თან ერ­თად ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბით თავ­ზა­რი დაგ­ვე­ცა.

- თუ ამ 20 წელს შე­ვა­ფა­სებთ - რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ?

- ეს 20 წელი იყო დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის წლე­ბი იმი­ტომ, რომ ჩვენს რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მო­დი­ოდ­ნენ ძვე­ლი „ქარ­თუ­ლი ხმე­ბის“ წევ­რე­ბი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი, ამ წლებ­მა და გე­ნი­ა­ლურ მუ­სი­კო­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ ბევ­რი რამ მოგ­ვცა, მათ­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლეთ. ადა­მი­ა­ნი რაც უფრო მა­ღა­ლი რან­გის ხე­ლო­ვა­ნია, მით მე­ტად უბ­რა­ლოა. ეს ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იყო, რომ თუ რა­მეს მი­ვაღ­წევ­დით, ასე­ვე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ჯერ­ჯე­რო­ბით გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წი­ეთ, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლეთ, რაც ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გა­ნაც მო­მა­ვალ თა­ო­ბას სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რებთ... ეს 20 წე­ლი­წა­დი ასე­ვე ერ­თმა­ნე­თის გა­მოც­დის პე­რი­ო­დიც იყო. მოკ­ლედ, გა­მოც­დის შემ­დეგ, კარ­გა­დაც შე­ვე­გუ­ეთ...

სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც სა­ე­ტა­პო აღ­მოჩ­ნდა

- ჩვენს ან­სამ­ბლს ადრე „ზა­რე­ბი“ ერ­ქვა, მაგ­რამ მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა­ზე „ალი­ლო“ კლი­პის ჩა­წე­რის შემ­დეგ (რო­მე­ლიც 15 წლის წინ გა­და­ვი­ღეთ, სა­დაც ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლიც მღე­რის), პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ან­სამ­ბლს „ალი­ლო“ გვე­წო­და. იმ სიმ­ღე­რამ ბევ­რი რამ გან­სა­ზღვრა...

რო­გორ გახ­და სოლო მომ­ღერ­ლი

- სიმ­ღე­რა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და. ცნო­ბილ მუ­სი­კო­სებ­თან თა­ვი­დან­ვე ვმე­გობ­რობ­დი, კომ­პო­ზი­ტო­რებ­თა­ნაც მქონ­და შე­ხე­ბა, რომ­ლებ­მაც მირ­ჩი­ეს, რომ სო­ლო­კა­რი­ე­რაც უნდა და­მე­წყო... მერე ისე მოხ­და, რომ დათო არჩვე­ძემ ნანა ცინ­ცა­ძის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ტექ­სტზე სიმ­ღე­რა „მო­ნატ­რე­ბი­ხარ ფიქ­რებს“ და­წე­რა, რო­მელ­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. ამ სიმ­ღე­რის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უკვე მე­თორ­მე­ტე წე­ლია, თვითმფრი­ნა­ვის ტრა­პი­დან არ ჩა­მოვ­სულ­ვარ. სიმ­ღე­რა მე­გა­ჰი­ტი გახ­და, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სოლო სიმ­ღე­რე­ბით მო­მი­წია გამ­გზავ­რე­ბამ. შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ნა­მუშ­ვა­რი კი­დევ გა­პო­პუ­ლა­რულ­და, მათ შო­რის - ქეთი ფა­რე­საშ­ვი­ულ­თან ერ­თად ნამ­ღე­რი დუ­ე­ტი „ოქ­რო­ყა­ნის აღ­მარ­თი“ და მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის სიმ­ღე­რა - „შენ რომ დიდი იქ­ნე­ბი“ (ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის ლექსზე) შე­ვას­რუ­ლე. ის სა­უ­კე­თე­სო ქა­ლა­ქურ სიმ­ღე­რად და­სა­ხელ­და. ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემიგ­რან­ტებს უყ­ვართ.

წელს ჩემი მე­გობ­რე­ბის „ჯე­ო­ი­ვენ­თის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ვა­ტა­რე - 65 სუ­პე­რანშლა­გი მქონ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ბი­ლე­თე­ბი ხელ­მი­საწ­ვდომ ფას­ში იყო. შეხ­ვედ­რა ამ­დენ ადა­მი­ან­თან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ახლა სვა­ნეთ­ში ვა­პი­რებ კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას და დიდი იმე­დი მაქვს, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­შიც ოდეს­მე მო­მე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რო.

ექი­მი-მომ­ღე­რა­ლი

- პირ­ვე­ლი ჩემი კონ­ცერ­ტი ჯონი ჯა­ნა­ში­ა­სა და გია აფხა­ზა­ვას პრო­ექ­ტში „ექი­მე­ბი არ ხუმ­რო­ბენ“ იყო. მაგ პე­რი­ო­დის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტრიო მქონ­და, სა­დაც ვი­ყა­ვით - მე, კახა იშხნე­ლი და სოსო ბურ­დუ­ლა­ძე. დღეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი (ჩემი მე­გობ­რე­ბი), წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მე­ბი არი­ან... რაც შე­ხე­ბა ჩემს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას, ვმუ­შობ­დი ქი­რურ­გად, მერე თვა­ლის ოპე­რა­ცი­ის გამო მუ­შა­ო­ბა ვე­ღარ შევ­ძე­ლი. ასე რომ, კლი­ნი­კურ მე­დი­ცი­ნა­ში 1999-დან 2004 წლამ­დე ვი­ყა­ვი. შემ­დეგ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე, ასე­ვე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წილ­ში ვმუ­შა­ობ­დი, დღე­საც სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ოღონდ, ბიზ­ნე­სის და მე­ნე­ჯმენ­ტის კუ­თხით (კერ­ძო სტრუქ­ტუ­რა­ში).

ასეა, - ექიმ­მა რაც უნდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია გა­ა­კე­თო, მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი გცნო­ბენ, რომ­ლებ­საც ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თე, ანუ პა­ცი­ენ­ტე­ბი. მომ­ღე­რა­ლი კი ერთ სიმ­ღე­რას ჩა­წერს, თუ ხალ­ხს მო­ე­წო­ნა, პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა და მერე ქვე­ყა­ნა იც­ნობს. მოკ­ლედ, პო­პუ­ლა­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბულ­მა სიმ­ღე­რამ გამ­ხა­და. თან, სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე აღ­მოვ­ჩნდი, თო­რემ ჩემ­ზე ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­ლე­ბიც არი­ან. ის კი არა, შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ კონ­ცერ­ტზე, დარ­ბაზ­ში მჯდო­მი მა­ყუ­რე­ბე­ლი ამო­ვი­დეს სცე­ნა­ზე და სა­ო­ცა­რად იმ­ღე­როს. ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის­გან არის და უფალს მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრათ.

ბა­ბუ­ის ამ­პლუა

- ბა­ბუ­ის ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა სა­ინ­ტე­რე­სოა. სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა, ვინც ბე­ბია-ბაუა არ არის, ამას ვერ გა­ი­გებს... შვი­ლი რომ შე­მე­ძი­ნა, 22 წლის ვი­ყა­ვი და ვერც გა­ვი­აზ­რე, ფაქ­ტობ­რი­ვად, რა მოხ­და... მერე ცხოვ­რე­ბის რთულ ეტა­პებს რომ გა­დი­ხარ, აზ­რზე მო­დი­ხარ და ამ დროს ჩნდე­ბა ეს პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასა­კის მო­მა­ტე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ნოს­ტალ­გი­ას გა­ვი­წყებს და თით­ქოს თა­ვი­დან იბა­დე­ბი. ცხოვ­რე­ბა ხე­ლახ­ლა იწყე­ბა. ყვე­ლაფ­რის სტი­მუ­ლი გეძ­ლე­ვა, რომ კი­დევ ბევ­რი იშ­რო­მო, რად­გა­ნაც იცი, რომ მემ­კვიდ­რე გყავს, რომ რაც იცი და გა­გაჩ­ნია, მას გა­დას­ცე და და­უ­ტო­ვო. ამას­თან, გინ­და, პა­ტა­რას­თან ერ­თად, გა­ი­ა­რო ცხოვ­რე­ბის დარ­ჩე­ნი­ლი წლე­ბი. ჩემი 2 წლი-ნა­ხევ­რის შვი­ლიშ­ვი­ლი გვა­ო­ცებს, ჭკუ­ი­დან გა­დავ­ყა­ვართ...

უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი

- 5 ოქ­ტო­მებრს ამ­სტერ­დამ­ში, 6 ოქ­ტომ­ბერს კი ჰა­ა­გა­ში მაქვს კონ­ცერ­ტი. მიწ­ვე­ვით მივ­დი­ვარ. მი­ხა­რია, რომ ემიგ­რა­ცი­ას­თან, ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ხში­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს და ეს ამ­ბა­ვი მა­ბედ­ნი­ე­რებს. ხუმ­რო­ბით ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ ჩემი გრა­ფი­კია ჩო­ხა­ტა­უ­რი-ნიუ-იორ­კი... ყვე­ლა­ფე­რი კი დიდი შრო­მის ფა­სად მო­დის, ვცდი­ლობ, კომ­ფორ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი შე­ვუქ­მნა ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს, რომ მათ­თვის ჩემი ჩას­ვლა არ იყოს ზედ­მე­ტი ტვირ­თი. საქ­მეს სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ... ჩვე­ნი ხალ­ხის პრობ­ლე­მა უსიყ­ვა­რი­ლო­ბაა, ამი­ტომ, გა­ვერ­თი­ან­დეთ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის, ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გარ­შე­მო და ვა­კე­თოთ კარ­გი საქ­მე­ე­ბი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"სიმღერამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა" - "ალილოს" 20 წლის იუბილე, ქირურგის კარიერა და მოსიყვარულე ბაბუის ამპლუა

"სიმღერამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა" - "ალილოს" 20 წლის იუბილე, ქირურგის კარიერა და მოსიყვარულე ბაბუის ამპლუა

ლაშა ღლონტი, გია დავითიანი, მიშა ჭონიშვილი, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე, საბა კემულარია - ეს ის ექვსეულია, რომელიც ანსამბლ „ალილოს“ ქმნის და რომელიც 24 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანსამბლის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სოლო-კონცერტს გამართავს. ეს მათთვის პირველი სოლო-კონცერტია, მიუხედავად იმისა, რომ „ალილოს“ უამრავი კონცერტი აქვს ჩატარებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„სცენაზე მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, რადგანაც მაყურებლისთვის გვინდოდა, ჩვენი ჰიტები ჩვენვე შეგვეთავაზებინა იმ ფორმით და იმ სახით, როგორიც მათ უყვართ, თუმცა ბევრი საინტერესო ვერსიაც გაჟღერდება ცოცხალ ორკესტრთან ერთად,“ - გვეუბნება ლაშა ღლონტი და AMBEBI.GE-სთან საუბარს ასე განაგრძობს:

- ანსამბლი „ალილო“ 20 წლის წინ ცნობილი ქართული ხმის, გენიალური მომღრელის გურამ თამაზაშვილის მიერ დაარსდა. ბატონი გურამის გარდაცვალების შემდეგ სტაგნაციის პერიოდი გვქონდა, მაგრამ თავი შევინარჩუნეთ და ამდენი წელია, მოვდივართ. ამ ხნის მანძილზე ბევრი, ხალხისთვის საყვარელი სიმღერა გვაქვს შესრულებული.

წლების წინ ბატონმა გურამმა რომ დამირეკა, ანსამბლი ერთი თვის შექმნილი იყო და მთხოვა, ქალაქურ მიმართულებაში გვერდით დავდგომოდი. წევრები ჩემზე უმცროსები იყვნენ. მე ჯგუფში გია დავითიანი მივიყვანე და ერთად მივედით... თუმცა მას მერე ანსამბლმა ცვლილება არაერთხელ განიცადა, ბევრი წავიდა, მოვიდა, არსებობს ანსამბლის განაყოფი, რომელიც ფოლკლორს ასრულებს, ჩვენ თავი კვარტეტის სახით შევინარჩუნეთ...

ახლა სწორედ 24 ნოემბერს, პირველი გრანდიოზული სოლო-კონცერტით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ამ იუბილეს ბატონ გურამთან ერთად ვაპირებდით, მაგრამ მისი გარდაცვალებით თავზარი დაგვეცა.

- თუ ამ 20 წელს შევაფასებთ - რისი თქმა შეგიძლიათ?

- ეს 20 წელი იყო დიდი გამოცდილების მიღების წლები იმიტომ, რომ ჩვენს რეპეტიციაზე მოდიოდნენ ძველი „ქართული ხმების“ წევრები, ცნობილი ადამიანები, კომპოზიტორები, ამ წლებმა და გენიალურ მუსიკოსებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მოგვცა, მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ადამიანი რაც უფრო მაღალი რანგის ხელოვანია, მით მეტად უბრალოა. ეს ჩვენთვის ყოველთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ თუ რამეს მივაღწევდით, ასევე უნდა ვყოფილიყავით. ჯერჯერობით განსაკუთრებულს ვერაფერს მივაღწიეთ, თუმცა ადამიანებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც ძალიან კარგია, რადგანაც მომავალ თაობას საჭირო გამოცდილებას გავუზიარებთ... ეს 20 წელიწადი ასევე ერთმანეთის გამოცდის პერიოდიც იყო. მოკლედ, გამოცდის შემდეგ, კარგადაც შევეგუეთ...

სიმღერა, რომელიც საეტაპო აღმოჩნდა

- ჩვენს ანსამბლს ადრე „ზარები“ ერქვა, მაგრამ მარიკა კვალიაშვილის სიმღერაზე „ალილო“ კლიპის ჩაწერის შემდეგ (რომელიც 15 წლის წინ გადავიღეთ, სადაც ჩემი ქალიშვილიც მღერის), პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ანსამბლს „ალილო“ გვეწოდა. იმ სიმღერამ ბევრი რამ განსაზღვრა...

როგორ გახდა სოლო მომღერლი

- სიმღერა ბავშვობიდან მიყვარდა. ცნობილ მუსიკოსებთან თავიდანვე ვმეგობრობდი, კომპოზიტორებთანაც მქონდა შეხება, რომლებმაც მირჩიეს, რომ სოლოკარიერაც უნდა დამეწყო... მერე ისე მოხდა, რომ დათო არჩვეძემ ნანა ცინცაძის არაჩვეულებრივ ტექსტზე სიმღერა „მონატრებიხარ ფიქრებს“ დაწერა, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ამ სიმღერის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მეთორმეტე წელია, თვითმფრინავის ტრაპიდან არ ჩამოვსულვარ. სიმღერა მეგაჰიტი გახდა, ბევრ ქვეყანაში სოლო სიმღერებით მომიწია გამგზავრებამ. შემდეგ რამდენიმე ნამუშვარი კიდევ გაპოპულარულდა, მათ შორის - ქეთი ფარესაშვიულთან ერთად ნამღერი დუეტი „ოქროყანის აღმართი“ და მამუკა ჩარკვიანის სიმღერა - „შენ რომ დიდი იქნები“ (ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე) შევასრულე. ის საუკეთესო ქალაქურ სიმღერად დასახელდა. ეს ნამუშევრები განსაკუთრებულად ემიგრანტებს უყვართ.

წელს ჩემი მეგობრების „ჯეოივენთის“ ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში კონცერტები ჩავატარე - 65 სუპერანშლაგი მქონდა. მოსახლეობისთვის ბილეთები ხელმისაწვდომ ფასში იყო. შეხვედრა ამდენ ადამიანთან დიდი ბედნიერებაა. ახლა სვანეთში ვაპირებ კონცერტის გამართვას და დიდი იმედი მაქვს, ოკუპირებულ რეგიონშიც ოდესმე მომეცემა საშუალება, კონცერტი ჩავატარო.

ექიმი-მომღერალი

- პირველი ჩემი კონცერტი ჯონი ჯანაშიასა და გია აფხაზავას პროექტში „ექიმები არ ხუმრობენ“ იყო. მაგ პერიოდისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის ტრიო მქონდა, სადაც ვიყავით - მე, კახა იშხნელი და სოსო ბურდულაძე. დღეს ეს ადამიანები (ჩემი მეგობრები), წარმატებული ექიმები არიან... რაც შეხება ჩემს სამედიცინო სფეროში მოღვაწეობას, ვმუშობდი ქირურგად, მერე თვალის ოპერაციის გამო მუშაობა ვეღარ შევძელი. ასე რომ, კლინიკურ მედიცინაში 1999-დან 2004 წლამდე ვიყავი. შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში გადავინაცვლე, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო ნაწილში ვმუშაობდი, დღესაც სამედიცინო საქმიანობით ვარ დაკავებული, ოღონდ, ბიზნესის და მენეჯმენტის კუთხით (კერძო სტრუქტურაში).

ასეა, - ექიმმა რაც უნდა წარმატებული ოპერაცია გააკეთო, მხოლოდ ის ადამიანები გცნობენ, რომლებსაც ოპერაცია გაუკეთე, ანუ პაციენტები. მომღერალი კი ერთ სიმღერას ჩაწერს, თუ ხალხს მოეწონა, პოპულარული ხდება და მერე ქვეყანა იცნობს. მოკლედ, პოპულარული წარმატებულმა სიმღერამ გამხადა. თან, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი, თორემ ჩემზე ნიჭიერი მომღელებიც არიან. ის კი არა, შეიძლება, ნებისმიერ კონცერტზე, დარბაზში მჯდომი მაყურებელი ამოვიდეს სცენაზე და საოცარად იმღეროს. ყველაფერი უფლისგან არის და უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ.

ბაბუის ამპლუა

- ბაბუის ამპლუაში ყოფნა საინტერესოა. საოცარი გრძნობაა, ვინც ბებია-ბაუა არ არის, ამას ვერ გაიგებს... შვილი რომ შემეძინა, 22 წლის ვიყავი და ვერც გავიაზრე, ფაქტობრივად, რა მოხდა... მერე ცხოვრების რთულ ეტაპებს რომ გადიხარ, აზრზე მოდიხარ და ამ დროს ჩნდება ეს პატარა ადამიანი, რომელიც ასაკის მომატებით გამოწვეულ ნოსტალგიას გავიწყებს და თითქოს თავიდან იბადები. ცხოვრება ხელახლა იწყება. ყველაფრის სტიმული გეძლევა, რომ კიდევ ბევრი იშრომო, რადგანაც იცი, რომ მემკვიდრე გყავს, რომ რაც იცი და გაგაჩნია, მას გადასცე და დაუტოვო. ამასთან, გინდა, პატარასთან ერთად, გაიარო ცხოვრების დარჩენილი წლები. ჩემი 2 წლი-ნახევრის შვილიშვილი გვაოცებს, ჭკუიდან გადავყავართ...

უახლოესი გეგმები

- 5 ოქტომებრს ამსტერდამში, 6 ოქტომბერს კი ჰააგაში მაქვს კონცერტი. მიწვევით მივდივარ. მიხარია, რომ ემიგრაციასთან, ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირი კონტაქტი მაქვს და ეს ამბავი მაბედნიერებს. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი გრაფიკია ჩოხატაური-ნიუ-იორკი... ყველაფერი კი დიდი შრომის ფასად მოდის, ვცდილობ, კომფორტული პირობები შევუქმნა ქართველ ემიგრანტებს, რომ მათთვის ჩემი ჩასვლა არ იყოს ზედმეტი ტვირთი. საქმეს სიყვარულით ვაკეთებ... ჩვენი ხალხის პრობლემა უსიყვარილობაა, ამიტომ, გავერთიანდეთ ქართული სიმღერის, ქართული ხელოვნების გარშემო და ვაკეთოთ კარგი საქმეები.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს