სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებები და ბავშვობა წამართვით, როგორ ბედავთ?!" - 16 წლის გოგოს გამოსვლა გაერო-ს სამიტზე ინტერნეტით ვირუსულად ვრცელდება
"ოცნებები და ბავშვობა წამართვით, როგორ ბედავთ?!" - 16 წლის გოგოს გამოსვლა გაერო-ს სამიტზე ინტერნეტით ვირუსულად ვრცელდება

16 წლის შვედ გო­გო­ნას თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო იც­ნობს - გრე­ტა ტუნ­ბერ­გი ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზეა წარ­დგე­ნი­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის, რო­მელ­საც ის ეწე­ვა ახალ­გაზ­რდებს შო­რის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კი­თხზე.

გუ­შინ კი გო­გო­ნა კი­დევ ერთხელ იქცა ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვად - ის გა­ე­როს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­მიტ­ზე ემო­ცი­უ­რი სი­ტყვით გა­მო­ვი­და და მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა. ტუნ­ბერ­გმა გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა მას ბავ­შვო­ბა „ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბით“ მოჰ­პა­რეს.

„ახლა აქ არ უნდა ვიდ­გე, სკო­ლა­ში უნდა ვიყო, ოკე­ა­ნის გაღ­მა. რო­გორ ბე­დავთ? ჩემი ოც­ნე­ბე­ბი და ჩემი ბავ­შვო­ბა ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბით მომ­პა­რეთ,“ - მი­მარ­თა აუ­დი­ტო­რი­ას 16 წლის მოს­წავ­ლემ.

მან ხაზი გა­უს­ვა, რომ მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის დაშ­ვე­ბით ნად­გურ­დე­ბა ეკო­სის­ტე­მე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სებს კი მხო­ლოდ „ფული ადარ­დებთ“ და ჰყვე­ბი­ან „ზღაპ­რებს და­უს­რუ­ლე­ბელ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე“.

„ახალ­გაზ­რდე­ბი უკვე ხვდე­ბი­ან, რომ გვი­ღა­ლა­ტეთ. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი თქვენ შე­მოგ­ცქე­რი­ან და თუ არ გა­ა­მარ­თლებთ ჩვენს იმე­დებს, არა­სო­დეს გა­პა­ტი­ებთ. მსოფ­ლიო ნელ-ნელა იღ­ვი­ძებს და ცვლი­ლე­ბე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია, მოგ­წონთ თუ არა ეს,“ - აღ­ნიშ­ნა გრე­ტამ.

მისი გა­მოს­ვლა მე­დი­ი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. ასე­ვე, ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა ვი­დეო, სა­დაც აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის და­ნახ­ვი­სას ტუნ­ბერ­გის რე­აქ­ცია ჩანს.

ტრამ­პი, რო­მე­ლიც უამ­რა­ვი მეც­ნი­ე­რის დას­კვნის მი­უ­ხე­და­ვად აცხა­დებს, რომ არ ჰგო­ნია, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის ბრა­ლი იყოს, დარ­ბაზ­ში შე­ვი­და. ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გო­რი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი უყუ­რებს მას შვე­დი გო­გო­ნა.

VIDEO: გრე­ტა თუნ­ბერ­გის რე­აქ­ცია, რო­დე­საც ჰო­რი­ზონტზე დო­ნალდ ტრამ­პი გა­მოჩ­ნდა

ჟურ­ნალ­მა Time-მა გრე­ტა ტუნ­ბერ­გი 2018 წლის ერთ-ერთ გავ­ლე­ნი­ან მო­ზარ­დად და­ა­სა­ხე­ლა. ის გა­სულ წლებ­ში სი­ტყვით გა­მო­ვი­და გა­ე­როს კლი­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ "ლი­დე­რე­ბი უნდა იქ­ცე­ოდ­ნენ ისე, თით­ქოს სახ­ლში ხან­ძა­რია, რად­გან ეს მარ­თლაც ასეა".

გო­გო­ნა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და ერ­თკა­ცი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას შვე­დე­თის პარ­ლა­მენ­ტის წინ მო­თხოვ­ნით, მეტი ძა­ლის­ხმე­ვა და­ეთ­მოს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კითხს.

გრე­ტა 2003 წელს სტოკ­ჰოლმში და­ი­ბა­და. და­ახ­ლო­ე­ბით 8 წლის ასაკ­ში გა­ი­გო პირ­ვე­ლად კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ და მას შემ­დეგ თე­მით აქ­ტი­უ­რად და­ინ­ტე­რეს­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გო­ნას ას­პერ­გე­რის სინ­დრო­მი და­უდ­გი­ნეს - ეს არის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1944 წელს ავ­სტრი­ელ­მა ფსი­ქი­ატრმა H.Asperger-მა აღ­წე­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მის მქო­ნე ბავ­შვებს ნორ­მა­ლუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბის ფონ­ზე ახა­სი­ა­თებთ სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­ფი­ცი­ტი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სირ­თუ­ლე და უც­ნა­უ­რი, ექ­სცენ­ტრი­უ­ლი ქცე­ვე­ბი.

TEDxStockholm-ზე გა­მოს­ვლი­სას თი­ნე­ი­ჯერ­მა აქ­ტი­ვის­ტმა თა­ვის და­ა­ვა­დე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ის მხო­ლოდ მა­შინ სა­უბ­რობს, როცა სა­ჭი­როა და ახლა სწო­რედ ის დროა, ილა­პა­რა­კოს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ოცნებები და ბავშვობა წამართვით, როგორ ბედავთ?!" - 16 წლის გოგოს გამოსვლა გაერო-ს სამიტზე ინტერნეტით ვირუსულად ვრცელდება

"ოცნებები და ბავშვობა წამართვით, როგორ ბედავთ?!" - 16 წლის გოგოს გამოსვლა გაერო-ს სამიტზე ინტერნეტით ვირუსულად ვრცელდება

16 წლის შვედ გოგონას თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს - გრეტა ტუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი სამუშაოსთვის, რომელსაც ის ეწევა ახალგაზრდებს შორის კლიმატის ცვლილებების საკითხზე.

გუშინ კი გოგონა კიდევ ერთხელ იქცა ინტერნეტვარსკვლავად - ის გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე ემოციური სიტყვით გამოვიდა და მსოფლიო ლიდერები მკაცრად გააკრიტიკა. ტუნბერგმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა მას ბავშვობა „ცარიელი სიტყვებით“ მოჰპარეს.

„ახლა აქ არ უნდა ვიდგე, სკოლაში უნდა ვიყო, ოკეანის გაღმა. როგორ ბედავთ? ჩემი ოცნებები და ჩემი ბავშვობა ცარიელი სიტყვებით მომპარეთ,“ - მიმართა აუდიტორიას 16 წლის მოსწავლემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ლიდერების დაშვებით ნადგურდება ეკოსისტემები, პოლიტიკოსებს კი მხოლოდ „ფული ადარდებთ“ და ჰყვებიან „ზღაპრებს დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე“.

„ახალგაზრდები უკვე ხვდებიან, რომ გვიღალატეთ. მომავალი თაობები თქვენ შემოგცქერიან და თუ არ გაამართლებთ ჩვენს იმედებს, არასოდეს გაპატიებთ. მსოფლიო ნელ-ნელა იღვიძებს და ცვლილებები გარდაუვალია, მოგწონთ თუ არა ეს,“ - აღნიშნა გრეტამ.

მისი გამოსვლა მედიითა და სოციალური ქსელების საშუალებით ვირუსულად გავრცელდა. ასევე, ათასობით ადამიანმა გააზიარა ვიდეო, სადაც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დანახვისას ტუნბერგის რეაქცია ჩანს.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">I felt that <a href="https://t.co/0uuYf94COb">pic.twitter.com/0uuYf94COb</a></p>&mdash; marv (@mrvndn) <a href="https://twitter.com/mrvndn/status/1176163478706384896?ref_src=twsrc%5Etfw">September 23, 2019</a></blockquote>

ტრამპი, რომელიც უამრავი მეცნიერის დასკვნის მიუხედავად აცხადებს, რომ არ ჰგონია, კლიმატის ცვლილებები ადამიანის ბრალი იყოს, დარბაზში შევიდა. ვიდეოში ჩანს, როგორი გაბრაზებული უყურებს მას შვედი გოგონა.

VIDEO: გრეტა თუნბერგის რეაქცია, როდესაც ჰორიზონტზე დონალდ ტრამპი გამოჩნდა

ჟურნალმა Time-მა გრეტა ტუნბერგი 2018 წლის ერთ-ერთ გავლენიან მოზარდად დაასახელა. ის გასულ წლებში სიტყვით გამოვიდა გაეროს კლიმატთან დაკავშირებულ კონფერენციაზე და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც განაცხადა, რომ "ლიდერები უნდა იქცეოდნენ ისე, თითქოს სახლში ხანძარია, რადგან ეს მართლაც ასეა".

გოგონა ერთი თვის განმავლობაში მართავდა ერთკაციან საპროტესტო აქციას შვედეთის პარლამენტის წინ მოთხოვნით, მეტი ძალისხმევა დაეთმოს კლიმატური ცვლილებების საკითხს.

გრეტა 2003 წელს სტოკჰოლმში დაიბადა. დაახლოებით 8 წლის ასაკში გაიგო პირველად კლიმატის ცვლილების პრობლემის შესახებ და მას შემდეგ თემით აქტიურად დაინტერესდა. მოგვიანებით გოგონას ასპერგერის სინდრომი დაუდგინეს - ეს არის განვითარების დარღვევა, რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა H.Asperger-მა აღწერა. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები.

TEDxStockholm-ზე გამოსვლისას თინეიჯერმა აქტივისტმა თავის დაავადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ის მხოლოდ მაშინ საუბრობს, როცა საჭიროა და ახლა სწორედ ის დროა, ილაპარაკოს".