მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დმანისში ‘შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია’ იხსნება
დმანისში ‘შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია’ იხსნება

25 სექ­ტემ­ბერს დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სარ­კი­ნეთ­ში ‘შვე­ი­ცა­რი­უ­ლი აგ­რა­რუ­ლი სკო­ლა კავ­კა­სი­ას' პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. სკო­ლა კავ­კა­სია უპ­რე­ცე­დენ­ტო არა­კო­მერ­ცი­უ­ლი კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვაა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სვი­მო­ნიშ­ვი­ლის, თი­ნა­თინ მა­ხა­რა­ძი­სა და მათი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი თა­ნა­მო­აზ­რის ფი­ლიპ ეგე­რის მრა­ვალ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. შვე­ი­ცა­რი­უ­ლი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი კო­ლე­ჯი სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა­ში, რძი­სა და ყვე­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­მო ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში შვე­ი­ცა­რე­ლებს 33 ყვე­ლის სა­წარ­მო და ასე­ვე შვე­ი­ცა­რი­უ­ლი სკო­ლაც ჰქონ­დათ გახ­სნი­ლი. სწო­რედ ამ ის­ტო­რი­ის გა­ცო­ცხლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის მიზ­ნით, პრო­ექ­ტის მთა­ვარ პარტნი­ო­რად შე­ირ­ჩა შვე­ი­ცა­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აგ­რა­რუ­ლი სკო­ლა - პლან­ტაჰო­ფი. პლან­ტაჰო­ფი უზ­რუნ­ველ­ყოფს სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შედ­გე­ნას, მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვას, სას­წავ­ლო სა­წარ­მო­ე­ბის და­გეგ­მვა­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას.

კო­ლე­ჯის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბაა 3 წლი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მა მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა­ში, რძი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ში. ამას­თა­ნა­ვე, ფერ­მე­რებ­სა და მოყ­ვა­რუ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ გა­ი­ა­რონ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი კურ­სე­ბი.

თე­ო­რი­ულ სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბაც. ამ მიზ­ნით, კო­ლე­ჯის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშენ­დე­ბა მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მა და შვე­ი­ცა­რი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ყვე­ლის ქარ­ხა­ნა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით სტუ­დენ­ტე­ბი თა­ვად წარ­მარ­თა­ვენ ფერ­მის ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, და­ამ­ზა­დე­ბენ საკ­ვებს ფერ­მის­თვის, იმუ­შა­ვე­ბენ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, გა­და­ა­მუ­შა­ვე­ბენ რძე­სა და და­ამ­ზა­დე­ბენ რძის პრო­დუქ­ტებს, რო­მე­ლიც სკო­ლის კუთ­ვნილ მა­ღა­ზი­ა­ში გა­ი­ყი­დე­ბა.

სკო­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ასე­ვე მო­ი­ცავს 30 სტუ­დენტზე გათ­ვლილ სა­ცხოვ­რე­ბელ კამ­პუს­სა და მცი­რე ზო­მის სას­ტუმ­როს მოწ­ვე­უ­ლი უცხო­ე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის.

პრო­ექ­ტის ხორ­ცი­ელ­დე­ბა კერ­ძო ფი­ნან­სუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი პარტნი­ო­რია კერ­ძო შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ფონ­დი Swiss South Caucasus Foundation (SSFC), რო­მე­ლიც უკვე 20 წე­ლია მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს. პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით. კო­ლე­ჯი ასე­ვე აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრთან, ბა­ტონ ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან. ასე­ვე, და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დის სხვა­დას­ხვა დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან.

“შვე­ი­ცა­რი­უ­ლი აგ­რა­რუ­ლი სკო­ლა კავ­კა­სია”-ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი 2020 წლის შე­მოდ­გო­მის სე­მესტრი­დან და­ი­წყე­ბა.

კო­ლე­ჯის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნია 10 წლის შემ­დეგ 100 ძლი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფერ­მე­რი გა­უ­ზარ­დოს სა­ქარ­თვე­ლოს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დმანისში ‘შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია’ იხსნება

დმანისში ‘შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია’ იხსნება

25 სექტემბერს დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში ‘შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას' პრეზენტაცია გაიმართება. სკოლა კავკასია უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში, რომელიც მიხეილ სვიმონიშვილის, თინათინ მახარაძისა და მათი შვეიცარიელი თანამოაზრის ფილიპ ეგერის მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზირებული იქნება მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მეცხრამეტე საუკუნეში შვეიცარელებს 33 ყველის საწარმო და ასევე შვეიცარიული სკოლაც ჰქონდათ გახსნილი. სწორედ ამ ისტორიის გაცოცხლებისა და პროფესიული განათლების სფეროში უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, პროექტის მთავარ პარტნიორად შეირჩა შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა - პლანტაჰოფი. პლანტაჰოფი უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო საწარმოების დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.

კოლეჯის ძირითადი საქმიანობაა 3 წლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთანავე, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც. ამ მიზნით, კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდება მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა. პროფესიონალი მასწავლებლების მეთვალყურეობით სტუდენტები თავად წარმართავენ ფერმის ყოველდღიურ საქმიანობას, დაამზადებენ საკვებს ფერმისთვის, იმუშავებენ ლაბორატორიაში, გადაამუშავებენ რძესა და დაამზადებენ რძის პროდუქტებს, რომელიც სკოლის კუთვნილ მაღაზიაში გაიყიდება.

სკოლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მცირე ზომის სასტუმროს მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის.

პროექტის ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორია კერძო შვეიცარიული ფონდი Swiss South Caucasus Foundation (SSFC), რომელიც უკვე 20 წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით. კოლეჯი ასევე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ბატონ ლევან დავითაშვილთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან. ასევე, დამატებითი რესურსების მოზიდვის მიზნით, აქტიური მოლაპარაკებები მიდის სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან.

“შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია”-ში სასწავლო პროცესი 2020 წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყება.

კოლეჯის გრძელვადიანი მიზანია 10 წლის შემდეგ 100 ძლიერი პროფესიონალი ფერმერი გაუზარდოს საქართველოს.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის