საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე
"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა უც­ნო­ბი ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლის ხსოვ­ნას ეძღვნე­ბა. წე­რი­ლი სა­ელ­ჩო­ში უც­ნობ­მა სამ­ხედ­რომ გა­აგ­ზავ­ნა და მას­ში იგო­ნებს 2015 წელს, ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პულ ქარ­თველ ჯა­რის­კაცს - ვა­სილ ყულ­ჯა­ნიშ­ვილს.

სა­ელ­ჩოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში ვკი­თხუ­ლობთ:

"დღეს დი­ლას გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ამა­ნა­თი მი­ვი­ღეთ. სა­ელ­ჩო­ში დაგ­ვხვდა უც­ნო­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი წე­რი­ლით, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სი­ა­ში 2015 წელს და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის ვა­სილ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ხსოვ­ნის პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავს:

"აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყვე­ლა მებ­რძო­ლის­თვის, ვინც მუ­შა­ობ­და ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად და ყვე­ლას­თვის, ვინც იბ­რძო­და შენ­თან ერ­თად - შენი მსხვერ­პლი არ არის და­კარ­გუ­ლი და არც და­ვი­წყე­ბუ­ლი" - ვკი­თხუ­ლობთ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ხელ­მო­წე­რი­ლია - All of Us (ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­გან)".

ჩვე­ნი უღ­რმე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა უც­ნობ ამე­რი­კელ ჯა­რის­კაცს და ყვე­ლა მე­ო­მარს მშვი­დო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის!" - ნათ­ქვა­მია აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

21 წლის ვა­სილ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლი 2015 წლის 22 სექ­ტემ­ბერს ავ­ღა­ნეთ­ში, "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბის დროს, ფარ­ვა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში და­ი­ღუ­პა. პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თი, მე-4 მე­ქა­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ბრი­გა­დის 43-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის სა­ცე­ცხლე ჯგუ­ფის ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ლი ჩა­საფ­რე­ბის მო­წყო­ბის დროს, პირ­და­პი­რი ცე­ცხლით და­ი­ღუ­პა. პატ­რუ­ლი­რე­ბის დროს და­იჭ­რა ამა­ვე ბა­ტა­ლი­ო­ნის სერ­ჟან­ტი პა­ა­ტა როს­ტო­ბა­ი­აც, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ.

ვა­სილ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლს მე­გობ­რე­ბი "სმა­ი­ლას" ეძახ­დნენ, რად­გან სულ იცი­ნო­და და სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო. 21 წლის რი­გი­თი, წარ­მო­შო­ბით ახალ­ცი­ხი­დან იყო.

რო­გორც ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბო­და, ჯა­რის­კა­ცი სა­სიკ­ვდი­ლოდ იმ დროს და­იჭ­რა, რო­დე­საც პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს თავს და­ესხნენ: პატ­რუ­ლი­რე­ბის დროს ერთ-ერთი სერ­ჟან­ტი და­იჭ­რა, ამ დროს ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლი და­ზღვე­ვა­ზე იყო და ოპე­რა­ცი­ის გა­ნა­წე­სის თა­ნახ­მად, მის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, რაც მო­ა­ხერ­ხა კი­დეც, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი, რომელიც დაღუპული ქართველი თანამებრძოლის ხსოვნას ეძღვნება. წერილი საელჩოში უცნობმა სამხედრომ გააგზავნა და მასში იგონებს 2015 წელს, ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს - ვასილ ყულჯანიშვილს.

საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ:

"დღეს დილას გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ. საელჩოში დაგვხვდა უცნობის მიერ გამოგზავნილი ყვავილები წერილით, რომელიც ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 2015 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივისცემას გამოხატავს:

"აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყველა მებრძოლისთვის, ვინც მუშაობდა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად და ყველასთვის, ვინც იბრძოდა შენთან ერთად - შენი მსხვერპლი არ არის დაკარგული და არც დავიწყებული" - ვკითხულობთ წერილში, რომელიც ხელმოწერილია - All of Us (ყველა ჩვენგანისგან)".

ჩვენი უღრმესი პატივისცემა უცნობ ამერიკელ ჯარისკაცს და ყველა მეომარს მშვიდობისა და თავისუფლებისათვის!" - ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, ფარვანის პროვინციაში დაიღუპა. პირველი კლასის რიგითი, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელი ჩასაფრების მოწყობის დროს, პირდაპირი ცეცხლით დაიღუპა. პატრულირების დროს დაიჭრა ამავე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაიაც, რომელიც გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ვასილ ყულჯანიშვილს მეგობრები "სმაილას" ეძახდნენ, რადგან სულ იცინოდა და სულ კარგ ხასიათზე იყო. 21 წლის რიგითი, წარმოშობით ახალციხიდან იყო.

როგორც ყულჯანიშვილის მეგობარი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ყვებოდა, ჯარისკაცი სასიკვდილოდ იმ დროს დაიჭრა, როდესაც პატრულირებისას ქართველ სამხედროებს თავს დაესხნენ: პატრულირების დროს ერთ-ერთი სერჟანტი დაიჭრა, ამ დროს ყულჯანიშვილი დაზღვევაზე იყო და ოპერაციის განაწესის თანახმად, მის გადარჩენას ცდილობდა, რაც მოახერხა კიდეც, თუმცა, სამწუხაროდ საკუთარი სიცოცხლის ფასად...

ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" უსაფრთხოების მთავარ შტაბზე დარტყმა განახორციელა

"ცახალი" - რას წარმოადგენს არმია, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია