საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით დაასაჩუქრა კომპანია avon-მა გაყიდვების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომელი?
რით დაასაჩუქრა კომპანია avon-მა გაყიდვების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომელი?

“10 წლის წინ, მე გა­დავ­წყვი­ტე ვმდგა­რი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე თა­მა­მი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქა­ლე­ბის რიგ­ში. მე არ მი­ნა­ნია ეს ნა­ბი­ჯი, რად­გან მე ავირ­ჩიე წინსვლა, წარ­მა­ტე­ბა, გა­მოწ­ვე­ვე­ბი, სირ­თუ­ლე­ე­ბი და გა­მარ­ჯვე­ბის ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ჩვენ ვი­ცით. მიყ­ვარს და მე­ა­მა­ყე­ბა გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შე­მიძ­ლია ქარ­თვე­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ცვა­ლო“ – ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა კომ­პა­ნია AVON-ის პირ­ველ­მა ქარ­თველ­მა დი­რექ­ტორ­მა, ანა ცხა­და­ძემ „შატო მუხ­რან­ში“ შეკ­რე­ბილ სტუმ­რებს.

10 სექ­ტემ­ბერს ის­ტო­რი­ულ კომ­პლექს „შატო მუხ­რან­ში“, სა­ერ­თა­შო­რი­სო უმ­სხვი­ლე­სი კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დის – კომ­პა­ნია AVON-ის კორ­პო­რა­ტი­უ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის მას­შტა­ბუ­რი კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც კომ­პა­ნი­ამ გა­ყიდ­ვე­ბის წლი­უ­რი შე­დე­გე­ბი წა­რად­გი­ნა, და­ა­ჯილ­დო­ვა სა­უ­კე­თე­სო გა­ყიდ­ვე­ბის მქო­ნე ლი­დე­რე­ბი და კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, თუ სად არის ის სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე დღეს და რა მიღ­წე­ვე­ბი აქვს.

AVON-ი სი­ლა­მა­ზი­სა და კოს­მე­ტი­კის ინ­დუსტრი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დია, რო­მე­ლიც უკვე 130 წლი­ან ის­ტო­რი­ას ით­ვლის მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მყა­რი პო­ზი­ცია უჭი­რავს კოს­მე­ტი­კურ ინ­დუსტრი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია 10 წელ­ზე მე­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლია და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბულ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­საც ით­ვლის. მის გა­ყიდ­ვე­ბის გუნდს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ქალი შე­უ­ერ­თდა, რად­გა­ნაც კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მათ ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს.

“ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ეფუძ­ნე­ბა მი­ზანს, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, ჰქონ­დეს ღირ­სე­უ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ AVON-ი არის ქალი ანტრეპ­რე­ნე­რე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამას სწო­რედ იმით მი­ვაღ­წი­ეთ, რომ ვართ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი გა­ყიდ­ვე­ბის ლი­დე­რე­ბი­სა და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მუდ­მივ სწავ­ლე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი ღერ­ძი ისაა, რომ ხელი შე­ვუ­წყოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას და და­ვამ­სხვრი­ოთ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, რად­გან ქა­ლებს ნამ­დვი­ლად ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია“ – გა­ნა­ცხა­და ანა ცხა­და­ძემ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია კომ­პა­ნია AVON-ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კუ­თხით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც. AVON-მა ორ­გა­ნი­ზა­ცია Europa Donna Georgia-სთან ერ­თად, შექ­მნა „ვარ­დის­ფე­რი სივ­რცე“ , რომ­ლის მი­ზან­საც ძუ­ძუს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა და მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბა წარ­მო­ად­გენს. „ვარ­დის­ფე­რი სივ­რცე“ 2019 წლის მარ­ტში გა­იხ­სნა და ის უკვე 500-მდე ძუ­ძუს კი­ბოს­თან მებ­რძოლ ქალს და­ეხ­მა­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, წელს კომ­პა­ნია AVON-ი მი­იწ­ვი­ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია WOMEN FOR TOMORROW-ს წევ­რად, რო­მე­ლიც ქალ ბიზ­ნეს­ლი­დერ­თა ფე­დე­რა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს და ბიზ­ნეს­ში ქალ­თა რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­ჯილ­დოვ­და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით კომ­პა­ნი­ის გა­ყიდ­ვე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ გვა­ჯა­ია.

„დღეს ჩვენ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის ლი­დე­რი ზუგ­დი­დი­დან, ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ გვა­ჯა­ია ავ­ტო­მო­ბი­ლით და­ვა­ჯილ­დო­ვეთ, რად­გა­ნაც ის არის მა­გა­ლი­თი მთე­ლი ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყო სა­მა­გა­ლი­თო დედა და საქ­მი­ა­ნი ბიზ­ნეს ლედი. ჩვენ გვჯე­რა, რომ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა ქმნის წარ­მა­ტე­ბას“- ამ­ბობს ანა ცხა­და­ძე.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ასე­ვე და­ა­ნონსდა კომ­პა­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ასე­ვე ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რით დაასაჩუქრა კომპანია avon-მა გაყიდვების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომელი?

რით დაასაჩუქრა კომპანია avon-მა გაყიდვების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომელი?

“10 წლის წინ, მე გადავწყვიტე ვმდგარიყავი ყველაზე თამამი, წარმატებული და დამოუკიდებელი ქალების რიგში. მე არ მინანია ეს ნაბიჯი, რადგან მე ავირჩიე წინსვლა, წარმატება, გამოწვევები, სირთულეები და გამარჯვების ის განსაკუთრებული შეგრძნება, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცით. მიყვარს და მეამაყება გუნდის თითოეული წევრი და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ქართველი ქალის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო“ – ამ სიტყვებით მიმართა კომპანია AVON-ის პირველმა ქართველმა დირექტორმა, ანა ცხადაძემ „შატო მუხრანში“ შეკრებილ სტუმრებს.

10 სექტემბერს ისტორიულ კომპლექს „შატო მუხრანში“, საერთაშორისო უმსხვილესი კოსმეტიკური ბრენდის – კომპანია AVON-ის კორპორატიული გაყიდვების მასშტაბური კონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანიამ გაყიდვების წლიური შედეგები წარადგინა, დააჯილდოვა საუკეთესო გაყიდვების მქონე ლიდერები და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ სად არის ის საქართველოს ბაზარზე დღეს და რა მიღწევები აქვს.

AVON-ი სილამაზისა და კოსმეტიკის ინდუსტრიის საერთაშორისო ბრენდია, რომელიც უკვე 130 წლიან ისტორიას ითვლის მსოფლიო ბაზარზე და ერთ-ერთი ყველაზე მყარი პოზიცია უჭირავს კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. საქართველოში კომპანია 10 წელზე მეტია წარმოდგენილია და საკმაოდ წარმატებულ მაჩვენებლებსაც ითვლის. მის გაყიდვების გუნდს საქართველოში ამ წლების განმავლობაში უამრავი ქალი შეუერთდა, რადგანაც კომპანია თანამშრომლობის ფარგლებში მათ ფინანსური დამოუკიდებლობის, პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს.

“ჩვენი საქმიანობა ეფუძნება მიზანს, რომ თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებისა და წინსვლის შესაძლებლობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ AVON-ი არის ქალი ანტრეპრენერების ყველაზე მასშტაბური ორგანიზაცია საქართველოში და ამას სწორედ იმით მივაღწიეთ, რომ ვართ ფოკუსირებული ჩვენი გაყიდვების ლიდერებისა და წარმომადგენლების მუდმივ სწავლებასა და განვითარებაზე. ჩვენი საქმიანობის მთავარი ღერძი ისაა, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ქალების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას და დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რადგან ქალებს ნამდვილად ყველაფერი შეგვიძლია“ – განაცხადა ანა ცხადაძემ კონფერენციაზე.

აღსანიშნავია კომპანია AVON-ის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯებიც. AVON-მა ორგანიზაცია Europa Donna Georgia-სთან ერთად, შექმნა „ვარდისფერი სივრცე“ , რომლის მიზანსაც ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და მკურნალობის შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმირება წარმოადგენს. „ვარდისფერი სივრცე“ 2019 წლის მარტში გაიხსნა და ის უკვე 500-მდე ძუძუს კიბოსთან მებრძოლ ქალს დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ქალთა უფლებებისა და გაძლიერების კუთხით აქტიური საქმიანობისთვის, წელს კომპანია AVON-ი მიიწვიეს ორგანიზაცია WOMEN FOR TOMORROW-ს წევრად, რომელიც ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაციას წარმოადგენს და ბიზნესში ქალთა როლის გაძლიერებას ემსახურება.

კონფერენციაზე დაჯილდოვდა საქართველოს მასშტაბით კომპანიის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი თამარ გვაჯაია.

„დღეს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გაყიდვების ლიდერი ზუგდიდიდან, ქალბატონი თამარ გვაჯაია ავტომობილით დავაჯილდოვეთ, რადგანაც ის არის მაგალითი მთელი ჩვენი ორგანიზაციისთვის, თუ როგორ შეიძლება იყო სამაგალითო დედა და საქმიანი ბიზნეს ლედი. ჩვენ გვჯერა, რომ შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ქმნის წარმატებას“- ამბობს ანა ცხადაძე.

კონფერენციაზე ასევე დაანონსდა კომპანიის სამომავლო გეგმები და პროექტები, რომელთა უმრავლესობა ასევე ქალების მხარდაჭერისა და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი