პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაღაროელები შახტში ჩავიდნენ და ამოსვლაზე უარს ამბობენ - ისინი მიმდინარე ხელფასს ითხოვენ
მაღაროელები შახტში ჩავიდნენ და ამოსვლაზე უარს ამბობენ - ისინი მიმდინარე ხელფასს ითხოვენ

დღეს დი­ლი­დან ტყი­ბულ­ში 15-მდე მე­შახ­ტე მინ­დე­ლი­სა და ძი­ძი­გუ­რის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტში ჩა­ვი­და და ამოს­ვლა­ზე უარს აცხა­დებს, ვიდ­რე მიმ­დი­ნა­რე ხელ­ფასს არ მი­ი­ღებს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­შახ­ტე­ებს, რო­გორც წესი, შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა 15 სექ­ტემ­ბრამ­დე უნდა მი­ე­ღოთ, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ამ ისი­ნი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის დროს თან­ხის გა­რე­შე და­ტო­ვა და უფრო მე­ტიც - კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვერც ახლა ამ­ბო­ბენ რო­დის და­უ­რი­ცხა­ვენ ხელ­ფა­სებს.

„მე­შახ­ტე­ე­ბი მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან შე­საძ­ლებ­ლო­ბას შე­ას­რუ­ლონ სა­ბან­კო და კო­მუ­ნა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც მათ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას კი­დევ უფრო აუ­ა­რე­სებს - მათ ყო­ველ­დღი­უ­რად ეკის­რე­ბათ სა­ბან­კო ჯა­რი­მე­ბი სეს­ხის პრო­ცენ­ტის გა­დახ­დის ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის გამო და იზ­რდე­ბა იმის შან­სი, რომ მათ, რო­გორც აბო­ნენ­ტებს, შე­უ­წყდეთ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი, სამ­თო და ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის მუ­შაკ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს, "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას" და "სო­კარ­გაზს", რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და კი­დევ უფრო არ და­ამ­ძი­მონ ტყი­ბუ­ლელ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ასე­ვე მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რომ სას­წრა­ფოდ მოხ­დეს თან­ხე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბა ტყი­ბუ­ლელ­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­სა­ცე­მად და ასე­ვე მოხ­დეს მე­შახ­ტე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რა გეგ­მა გა­აჩ­ნია მთავ­რო­ბას და კომ­პა­ნი­ას ნახ­შირ­მო­პო­ვე­ბის პრო­ცე­სის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

შახ­ტებ­ზე რის­კე­ბი­სა და საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბას, დარ­ღვე­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და იძუ­ლე­ბი­თი მოც­დე­ნის მთელ პე­რი­ოდ­ზე მე­შახ­ტე­ე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და დარ­გობ­რი­ვი პროფ­კავ­ში­რი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­და, თუმ­ცა მთავ­რო­ბის მხრი­დან ეს მო­თხოვ­ნა ყო­ველ ჯერ­ზე იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია, რის გა­მოც 2018 წლის აპ­რი­ლის თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უკ­რა­ი­ნი­დან მოხ­და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბის მოწ­ვე­ვა, რომ­ლებ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს შახ­ტე­ბის კვლე­ვა და მო­ამ­ზა­დეს 22 გვერ­დი­ა­ნი კრი­ტი­კუ­ლი დას­კვნა.

ამის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რო­ბის სამმხრი­ვი კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე და­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა მო­თხოვ­ნა სა­ექ­სპერ­ტო ჯგუ­ფის მთავ­რო­ბის ეგი­დით მოწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, 2018 წლის 16 ივ­ლი­სი­დან ტყი­ბულ­ში ნახ­შირ­მო­პო­ვე­ბის პრო­ცე­სი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით შე­ჩერ­და. შახ­ტა­ში არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბის და საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით შე­მოყ­ვა­ნი­ლი იქნა გერ­მა­ნუ­ლი სა­ექ­სპერ­ტო კომ­პა­ნია DMT ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კვლე­ვა და 2018 წლის დე­კემ­ბრის თვე­ში დას­კვნაც მო­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც სი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბის­თვის მთავ­რო­ბას დღემ­დე არ მი­უ­წო­დე­ბია და არც რა­ი­მე სა­ხის გეგ­მა გა­უმ­ჟღავ­ნე­ბია შახ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

მაღაროელები შახტში ჩავიდნენ და ამოსვლაზე უარს ამბობენ - ისინი მიმდინარე ხელფასს ითხოვენ

მაღაროელები შახტში ჩავიდნენ და ამოსვლაზე უარს ამბობენ - ისინი მიმდინარე ხელფასს ითხოვენ

დღეს დილიდან ტყიბულში 15-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც - კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ როდის დაურიცხავენ ხელფასებს.

„მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს - მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, "ენერგო პრო ჯორჯიას" და "სოკარგაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა.

ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

შახტებზე რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, დარღვევების იდენტიფიცირებას, პრევენციული სამუშაოების განხორციელებას და იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მეშახტეების შრომის ანაზღაურებით უზრუნველყოფას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მთავრობის მხრიდან ეს მოთხოვნა ყოველ ჯერზე იგნორირებულია, რის გამოც 2018 წლის აპრილის თვეში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ საკუთარი რესურსების გამოყენებით უკრაინიდან მოხდა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების მოწვევა, რომლებმაც განახორციელეს შახტების კვლევა და მოამზადეს 22 გვერდიანი კრიტიკული დასკვნა.

ამის შემდეგ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე დაყენებული იქნა მოთხოვნა საექსპერტო ჯგუფის მთავრობის ეგიდით მოწვევასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2018 წლის 16 ივლისიდან ტყიბულში ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. შახტაში არსებული რისკების და საფრთხეების შეფასების მიზნით შემოყვანილი იქნა გერმანული საექსპერტო კომპანია DMT ჯგუფი, რომელმაც განახორციელა კვლევა და 2018 წლის დეკემბრის თვეში დასკვნაც მოამზადა, რომელიც სიციალური პარტნიორებისთვის მთავრობას დღემდე არ მიუწოდებია და არც რაიმე სახის გეგმა გაუმჟღავნებია შახტების მუშაობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოსი პოეტისა და “ვეფხისტყაოსნის” ოსურად მთარგმნელის, გიორგი ბესთაუთის სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას  მიენიჭა

"ბიჭები ხელვაჩაურში მეგობართან სტუმრად იყვნენ..." - რას ჰყვებიან ადგილობრივები მეწყერში მოყოლილ ახალგაზრდებზე

ხელვაჩაურში  მაშველებმა მეწყერში მოყოლილ მანქანაში ორი ცხედარი იპოვეს