"მის საქართველო" ნუკა ყარალაშვილი პირადი ცხოვრების გამო ყვითელი პრესის ფურცლებზე არასდროს მოხვედრილა. ის პოპულარული და გულახდილი რესპოდენტია, თუმცა არასდროს უსაუბრია პირად გრძნობებზე.
ნუკა გათხოვდა, მისი რჩეული ზაზა ტყეშელაშვილია. როგორც ჩანს, წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ჯვრისწერამდე ეს ამბავი დამალეს.
ნუკა ყარალაშვილმა და ზაზა ტყეშელაშვილმა ჯვარი შიომღვიმის მონასტერში დაიწერეს, სადაც უახლოესი მეგობრები და მეჯვარეები ახლდათ. ნუკას ჯვრისწერაზე სადა და ორიგინალური თეთრი კაბა ეცვა, რომელიც დიზაინერმა თამუნა ინგოროყვამ შექმნა.წყვილმა ჯვრისწერა ვიწრო წრეში აღნიშნა და ისინი უახლოეს მომავალში გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავენ.