მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოკლული დედა პირველად შვილმა ნახა და პოლიციას შეატყობინა" - თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
"მოკლული დედა პირველად შვილმა ნახა და პოლიციას შეატყობინა" - თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თე­ლავ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 48 წლის ნონა ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს დიდი ხნის წინ და­შორ­და. მათ სამი შვი­ლი ჰყავთ. გა­შო­რე­ბის შემ­დეგ ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უფ­როს შვილ­თან ერ­თად დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, ხოლო მისი ორი შვი­ლი, ტყუ­პი გო­გო­ნა და ბიჭი ამ დრო­ის მან­ძილ­ზე თე­ლავ­ში ცხოვ­რობ­დნენ.

ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი და მისი შვი­ლი მშობ­ლი­ურ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაბ­რუნ­დნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მკვლე­ლო­ბამ­დე, მოკ­ლუ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე რ.კ. თბი­ლი­სი­დან თე­ლავ­ში შვი­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­ვი­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფილ ცოლ-ქმარს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რა დრო­საც მა­მა­კაც­მა ია­რა­ღით მოკ­ლა ნონა ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი, შემ­დეგ კი თავ­ში ის­რო­ლა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვი ნანა ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი უყ­ვე­ბა, მოკ­ლუ­ლი დედა პირ­ვე­ლად მის­მა გო­გო­ნამ ნახა და პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის მო­ტივს, გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებს ამა­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ, თუმ­ცა ერთ-ერთი ვერ­სი­ით, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა გახ­და

"მე რო­გორც ვიცი, ეხ­ვე­წე­ბო­და შე­მი­რიგ­დიო, უყ­ვარ­და და მას­თან ცხოვ­რე­ბა უნ­დო­და. ეს არ ურიგ­დე­ბო­და. რო­გორც გა­ვი­გე, მოკ­ლუ­ლი დედა პირ­ვე­ლად შვილ­მა ნახა და პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა. მეტი არა­ფე­რი ვიცი. ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი მიმ­ძიმს..." - აცხა­დებს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ნა­თე­სა­ვი ნანა ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბას, ამ დრო­ის­თვის ის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა ზურა სა­ჩიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მა­მა­კაცს თა­ვის არე­ში ჭრი­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

"პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. ერთი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი თა­ვის არე­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით, ეს ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა და­ად­გი­ნოს", - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

საგიჯეთია
0

ეს რა ცოდვის რტიალი ხდება.თელავში მეორედ მოსვლაა დაწყებული ალბათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"მოკლული დედა პირველად შვილმა ნახა და პოლიციას შეატყობინა" - თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"მოკლული დედა პირველად შვილმა ნახა და პოლიციას შეატყობინა" - თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თელავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი მეუღლეს დიდი ხნის წინ დაშორდა. მათ სამი შვილი ჰყავთ. გაშორების შემდეგ ლაზარიაშვილი, წლების განმავლობაში, უფროს შვილთან ერთად დუბაიში ცხოვრობდა და მუშაობდა, ხოლო მისი ორი შვილი, ტყუპი გოგონა და ბიჭი ამ დროის მანძილზე თელავში ცხოვრობდნენ.

ლაზარიაშვილი და მისი შვილი მშობლიურ სახლში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. როგორც ცნობილია, მკვლელობამდე, მოკლულის ყოფილი მეუღლე რ.კ. თბილისიდან თელავში შვილების მოსანახულებლად ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა იარაღით მოკლა ნონა ლაზარიაშვილი, შემდეგ კი თავში ისროლა.

როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ნათესავი ნანა ლაზარიაშვილი უყვება, მოკლული დედა პირველად მისმა გოგონამ ნახა და პოლიციას შეატყობინა. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, გარდაცვლილის ახლობლებს ამაზე საუბარი უჭირთ, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა

"მე როგორც ვიცი, ეხვეწებოდა შემირიგდიო, უყვარდა და მასთან ცხოვრება უნდოდა. ეს არ ურიგდებოდა. როგორც გავიგე, მოკლული დედა პირველად შვილმა ნახა და პოლიციას შეატყობინა. მეტი არაფერი ვიცი. ამ თემაზე საუბარი მიმძიმს..." - აცხადებს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილი ქალის ნათესავი ნანა ლაზარიაშვილი.

რაც შეეხება დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობას, ამ დროისთვის ის თელავის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ზურა საჩიშვილმა განუცხადა, მამაკაცს თავის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

"პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს", - განაცხადა ექიმმა.

ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ტრაგედია ბორჯომში - ახალი წლის ღამეს მამაკაცი, სავარაუდოდ, დედამ მოკლა

ხობში 2 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო - "მშობლები მის გადარჩენას ცდილობდნენ და მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ავარიაში მოყვნენ"