პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?
პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?

22 სექ­ტემ­ბერს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყო­ფას ით­ვა­ლის­წი­ნებს "აფხა­ზუ­რი არ­მი­ის" მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­თვის. 26 წლის წინ, 1993 წლის სექ­ტემ­ბრის სწო­რედ ამ დღე­ებ­ში, სო­ხუმ­ში ალ­ყა­ში მყოფ­ნი ჩვენ თავ­ზე გან­ვიც­დი­დით რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნის აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის მთელ ძა­ლას - მა­შინ კრემლს ამის­თვის რა­ი­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბე­ბის გა­მო­ცე­მა არც სჭირ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი სი­ტყვი­ე­რი მი­თი­თე­ბე­ბით ხდე­ბო­და...

რა­ტომ დას­ჭირ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, რო­მელ­საც ისე­დაც ბევ­რი სა­ფიქ­რა­ლი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­დაზ­ვერ­ვო ხრი­კე­ბის ჩა­ფიქ­რე­ბა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლო საქ­მე­ებ­ში, ორი­ა­თა­სი­ა­ნი, ნა­ხევ­რად რე­გუ­ლა­რუ­ლი აფხა­ზუ­რი "არ­მი­ის" პრობ­ლე­მე­ბის გახ­სე­ნე­ბა და მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ფიქ­რი?

აფხა­ზუ­რი "არ­მია" თა­ვი­სი რი­ცხოვ­ნო­ბით ერთ რუ­სულ მო­ტომსრო­ლელ ბრი­გა­და­საც ვერ უტოლ­დე­ბა და მისი გაძ­ლი­ე­რე­ბა, არ გაძ­ლი­ე­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ამ ოკუ­პი­რე­ბულ ნა­წილ­ში ბევ­რი არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, რად­გან ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში "აღ­ლუ­მი" აფხა­ზებს კი არა, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებს მე-7 სამ­ხედ­რო ბა­ზის სა­ხით მიჰ­ყავთ.

მი­თუ­მე­ტეს, რომ 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში შე­იქ­მნა "გა­ერ­თი­ნე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა აფხა­ზეთ­ში", რო­მელ­შიც რუ­სე­თის მე-7 სა­ო­კუ­პა­ციო სამ­ხედ­რო ბა­ზის გარ­და შე­ვი­და აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის "არ­მი­ის" ორი ცალ­კე­უ­ლი მო­ტომსრო­ლე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი, სარ­ტი­ლე­რიო და სა­ა­ვი­ა­ციო ჯგუ­ფე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ცალ­კე­უ­ლი რაზ­მი.

ამ "გა­ერ­თი­ნე­ბის" შემ­დეგ, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის "არ­მი­ის" ლო­მის წი­ლის "გა­დაყ­ლაპ­ვად", რაღა დარ­ჩა სე­პა­რა­ტის­ტულ სო­ხუმს, რომ "არ­მი­ად" ჩა­ით­ვა­ლოს და თა­ნაც მის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ზე იფიქ­როს?

კრემ­ლმა "ჩვე­ნე­ბუ­რი" სე­პა­რა­ტის­ტე­ბი, რო­გორც ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, ისე აფხა­ზეთ­ში მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში (მათი გა­დას­რო­ლა არც უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­ვი­წყე­ბია ოკუ­პი­რე­ბულ დონ­ბას­ში), მაგ­რამ რუს გე­ნერ­ლებს აღარ სჭირ­დე­ბათ წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი ოსე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის ნაკ­ლე­ბად­მარ­თვა­დი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რაზ­მე­ბი და მათ "შერ­წყმას" რუ­სულ სა­ო­კუ­პა­ციო სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იმი­ტომ ახ­დე­ნენ, რომ "წვე­რი გა­პარ­სონ" და მე­ტად გა­ა­კონ­ტრო­ლონ.

ყო­ვე­ლი­ვე ამის ფონ­ზე ჩნდე­ბა მო­საზ­რე­ბა, რომ პუ­ტი­ნის ზრუნ­ვა "აფხა­ზუ­რი არ­მი­ის" (რო­მე­ლიც ერთ რუ­სულ ბრი­გა­დასც კი ვერ უტოლ­დე­ბა) მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ზე, სხვა არა­ფე­რია თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ახალ "პრე­ზი­დენ­ტად" "არ­ჩე­უ­ლი" ძვე­ლი "პრე­ზი­დენ­ტის" რაულ ხა­ჯიმ­ბას მხარ­და­ჭე­რა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­ში, ანუ "თქვენ სწო­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გით, რომ ისევ ხა­ჯიმ­ბა აირ­ჩი­ეთ ,სა­მა­გი­ე­როდ, რუ­სე­თი თქვენს მხა­რე­საა და ხე­დავთ არ­მი­ა­საც გიძ­ლი­ე­რებ­თო... - და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია ის მე­სი­ჯი, რა­საც კრემ­ლი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მა­ცხოვ­რებ­ლებს უგ­ზავ­ნის, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი, ძი­რი­თა­დად აფხა­ზი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ ხა­ჯიმ­ბას კან­დი­და­ტუ­რის და მხარს მის მთა­ვარ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, კვი­ცი­ნი­ას უჭერ­დნენ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?

22 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომელიც დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს "აფხაზური არმიის" მოდერნიზაციისთვის. 26 წლის წინ, 1993 წლის სექტემბრის სწორედ ამ დღეებში, სოხუმში ალყაში მყოფნი ჩვენ თავზე განვიცდიდით რუსული სამხედრო მანქანის აფხაზი სეპარატისტებისთვის დახმარების მთელ ძალას - მაშინ კრემლს ამისთვის რაიმე ოფიციალური ბრძანებების გამოცემა არც სჭირდებოდა, ყველაფერი სიტყვიერი მითითებებით ხდებოდა...

რატომ დასჭირდა რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც ისედაც ბევრი საფიქრალი აქვს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური და სადაზვერვო ხრიკების ჩაფიქრება-განხორციელების საიდუმლო საქმეებში, ორიათასიანი, ნახევრად რეგულარული აფხაზური "არმიის" პრობლემების გახსენება და მის გაძლიერებაზე ფიქრი?

აფხაზური "არმია" თავისი რიცხოვნობით ერთ რუსულ მოტომსროლელ ბრიგადასაც ვერ უტოლდება და მისი გაძლიერება, არ გაძლიერებით საქართველოს ამ ოკუპირებულ ნაწილში ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში "აღლუმი" აფხაზებს კი არა, რუსეთის საოკუპაციო ძალებს მე-7 სამხედრო ბაზის სახით მიჰყავთ.

მითუმეტეს, რომ 2015 წლის ნოემბერში შეიქმნა "გაერთინებული დაჯგუფება აფხაზეთში", რომელშიც რუსეთის მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზის გარდა შევიდა აფხაზი სეპარატისტების "არმიის" ორი ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონი, სარტილერიო და საავიაციო ჯგუფები, სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმი.

ამ "გაერთინების" შემდეგ, რომელიც რეალურად შეიძლება შეფასდეს, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზი სეპარატისტების "არმიის" ლომის წილის "გადაყლაპვად", რაღა დარჩა სეპარატისტულ სოხუმს, რომ "არმიად" ჩაითვალოს და თანაც მის მოდერნიზაციაზე იფიქროს?

კრემლმა "ჩვენებური" სეპარატისტები, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში მეოთხედი საუკუნის განმავლობაში კარგად გამოიყენა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლინობის წინააღმდეგ ბრძოლაში (მათი გადასროლა არც უკრაინის წინააღმდეგ დავიწყებია ოკუპირებულ დონბასში), მაგრამ რუს გენერლებს აღარ სჭირდებათ წვერმოშვებული ავტომატიანი ოსებისა და აფხაზების ნაკლებადმართვადი შეიარაღებული რაზმები და მათ "შერწყმას" რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზების შემადგენლობაში იმიტომ ახდენენ, რომ "წვერი გაპარსონ" და მეტად გააკონტროლონ.

ყოველივე ამის ფონზე ჩნდება მოსაზრება, რომ პუტინის ზრუნვა "აფხაზური არმიის" (რომელიც ერთ რუსულ ბრიგადასც კი ვერ უტოლდება) მოდერნიზაციაზე, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ნაბიჯი ოკუპირებული აფხაზეთის ახალ "პრეზიდენტად" "არჩეული" ძველი "პრეზიდენტის" რაულ ხაჯიმბას მხარდაჭერა ადგილობრივი მოსახლეობის თვალში, ანუ "თქვენ სწორი ნაბიჯი გადადგით, რომ ისევ ხაჯიმბა აირჩიეთ ,სამაგიეროდ, რუსეთი თქვენს მხარესაა და ხედავთ არმიასაც გიძლიერებთო... - დაახლოებით ასეთია ის მესიჯი, რასაც კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლებს უგზავნის, რომელთა დიდი ნაწილი, ძირითადად აფხაზი ეროვნების ადამიანები, წინააღმდეგი იყვნენ ხაჯიმბას კანდიდატურის და მხარს მის მთავარ მოწინააღმდეგეს, კვიცინიას უჭერდნენ. წაიკითხეთ სრულად

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია

აფხაზეთში შექმნილ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ შტაბს სომხები შეუერთდნენ