პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო - "არ შემიძლია სუნთქვის შეკავება იმდენი ხნით, რომ გითხრა ყველაფერი, რაც შენში მიყვარს"
კაცი წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო - "არ შემიძლია სუნთქვის შეკავება იმდენი ხნით, რომ გითხრა ყველაფერი, რაც შენში მიყვარს"

სტი­ვენ ვე­ბერ­მა გა­და­წყვი­ტა, საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თვის ხელი ტან­ზა­ნი­ა­ში, წყალ­ქვეშ ეთხო­ვა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და. Foxnews-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კე­ნე­შა ან­ტო­ინ­მა საქმროს გარ­დაც­ვა­ლე­ბა „ფე­ის­ბუქ­ზე“ და­ა­დას­ტუ­რა.

„არ არ­სე­ბობს სი­ტყვე­ბი, რომ­ლი­თაც გად­მოვ­ცემ, რო­გო­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყო სტი­ვენ ვე­ბე­რი. შენ იყა­ვი კე­თი­ლი, ცრემ­ლე­ბამ­დე მა­ცი­ნებ­დი ხოლ­მე და მა­ჩუ­ქე სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გო­რიც მა­ნამ­დე არა­სო­დეს მქო­ნია,“ - წერს ან­ტო­ი­ნი.

მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოც გა­ა­ზი­ა­რა, სა­დაც ვე­ბე­რი წყალ­ქვეშ ჩანს, ხელ­ში წე­რი­ლით, რო­მელ­ზეც წე­რია :

„არ შე­მიძ­ლია სუნ­თქვის შე­კა­ვე­ბა იმ­დე­ნი ხნით, რომ გი­თხრა ყვე­ლა­ფე­რი, რაც შენ­ში მიყ­ვარს. მაგ­რამ... ყვე­ლა­ფე­რი შენ­ში ყო­ველ დღე სულ უფრო მე­ტად მიყ­ვარს“.

ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ან­ტო­ი­ნი წყალ­ქვეშ არის, ოთახ­ში, ვე­ბე­რი კი შუ­შის მიღ­მა ჩანს წე­რი­ლით.

სტი­ვენ­მა ქა­ღალ­დი ამო­აბ­რუ­ნა და სა­ცო­ლემ მისი თხოვ­ნა წა­ი­კი­თხა :

„გა­მომ­ყვე­ბი ცო­ლად?“

„ვე­ღა­რა­სო­დეს ამოყ­ვინ­თავ ასე­თი სიღ­რმი­დან და ვე­რა­სო­დეს გა­ი­გებ ჩემს პა­სუხს - დიახ! დიახ! მი­ლი­ონ­ჯერ დიახ, თა­ნახ­მა ვარ შენ­ზე დავ­ქორ­წინ­დე,“ - წერს „ფე­ის­ბუქ­ზე“ ან­ტო­ი­ნი.

ვე­ბე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, ჯერ-ჯე­რო­ბით, ცნო­ბი­ლი არ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

კაცი წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო - "არ შემიძლია სუნთქვის შეკავება იმდენი ხნით, რომ გითხრა ყველაფერი, რაც შენში მიყვარს"

კაცი წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო - "არ შემიძლია სუნთქვის შეკავება იმდენი ხნით, რომ გითხრა ყველაფერი, რაც შენში მიყვარს"

სტივენ ვებერმა გადაწყვიტა, საყვარელი ქალისთვის ხელი ტანზანიაში, წყალქვეშ ეთხოვა, თუმცა ყველაფერი ფატალურად დასრულდა. Foxnews-ის ინფორმაციით, კენეშა ანტოინმა საქმროს გარდაცვალება „ფეისბუქზე“ დაადასტურა.

„არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გადმოვცემ, როგორი არაჩვეულებრივი იყო სტივენ ვებერი. შენ იყავი კეთილი, ცრემლებამდე მაცინებდი ხოლმე და მაჩუქე სიყვარული, როგორიც მანამდე არასოდეს მქონია,“ - წერს ანტოინი.

მან სოციალურ ქსელში ვიდეოც გააზიარა, სადაც ვებერი წყალქვეშ ჩანს, ხელში წერილით, რომელზეც წერია :

„არ შემიძლია სუნთქვის შეკავება იმდენი ხნით, რომ გითხრა ყველაფერი, რაც შენში მიყვარს. მაგრამ... ყველაფერი შენში ყოველ დღე სულ უფრო მეტად მიყვარს“.

ვიდეოში ჩანს, რომ ანტოინი წყალქვეშ არის, ოთახში, ვებერი კი შუშის მიღმა ჩანს წერილით.

სტივენმა ქაღალდი ამოაბრუნა და საცოლემ მისი თხოვნა წაიკითხა :

„გამომყვები ცოლად?“

„ვეღარასოდეს ამოყვინთავ ასეთი სიღრმიდან და ვერასოდეს გაიგებ ჩემს პასუხს - დიახ! დიახ! მილიონჯერ დიახ, თანახმა ვარ შენზე დავქორწინდე,“ - წერს „ფეისბუქზე“ ანტოინი.

ვებერის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის.

"ვილი აქ ცხოვრობს, ურთიერთობს ადამიანებთან ეზოში, ქუჩაში. მანქანით მომსახურებაზეც უარი თქვა" - რას ამბობს ლევან კობიაშვილი ნაკრების ახალ მწვრთნელზე

"80 წლის ქალმა ჩვენთვის გაამზადა საფირმო ღომი და კიდევ ბევრი რამ" - კოვიდით ინფიცირებულ ახალგაზრდაზე მეზობლის მზრუნველობისა და სიკეთის ამბავი

"უცხო ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე" - უკრაინელმა ლეგიონერმა "ტორპედოს" ფიფაში დავა მოუგო