ფესტივალის ფარგლებში საუკეთესო ქართული სააგენტო, დიზაინ სტუდიო და ყველაზე კრეატიული სააგენტო გამოვლინდა.
წელს ფესტივალში 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტოები მონაწილეობდა. Ad Black Sea უკვე მეხუთედ ტარდება და მიზანია ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა.
ფესტივალის საუკეთესო სარეკლამო სააგენტო - voskhod agency.
ფესტივალის საუკეთესო ქართული სააგენტო - windfor’s. ფესტივალის საუკეთესო ქსელური სააგენტო - BBDO Group.
ფესტივალის საუკეთესო დამოუკიდებელი სააგენტო - voskhod agency.
ACAG-ის რეიტინგის მიხედვით წლის საუკეთესო დიზაინ სტუდიის წოდება windfor's მოიპოვა.
წლის საუკეთესო კრეატიული სააგენტო redbery გახდა.