14 წლის გოგონა, რომელიც ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ანი გოგიჩაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.