კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყარო პირდაპირ ამბობს, რომ შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს" - რაზე ისაუბრა ირმა ნადირაშვილმა გამოკითხვაზე
"წყარო პირდაპირ ამბობს, რომ შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს" - რაზე ისაუბრა ირმა ნადირაშვილმა გამოკითხვაზე

მე არ ვხე­დავ არა­ლო­გი­კურს არა­ფერს იმა­ში, რომ პირ­ვე­ლი ჩემ­გან მო­ი­თხო­ვეს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა ლო­გი­კუ­რი იყოს, რად­გან ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა და­ეს­ვას შემ­დეგ კი­თხვე­ბი პრე­ზი­დენ­ტსაც და დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ა­საც”, - ამის შე­სა­ხებ “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წევ­რმა ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის არ აპი­რებს თა­ვი­სი წყა­როს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას.

“ჩვენ დაგ­ვი­კავ­შირ­და წყა­რო, რო­მელ­მაც იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა, რო­გორ ერე­ვა ბა­ტო­ნი გა­ბუ­ნია შე­წყა­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მე ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდი გა­მო­ძი­ე­ბას, მათი მხრი­დან იყო სურ­ვი­ლი ჩემი გა­მო­კი­თხვის. რაც შე­ე­ხე­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ჩემი წყა­რო­სი, მე შე­ვეც­დე­ბი, რომ არ მი­ვა­წო­დო ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ჩვენ ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ასე­თი წყა­რო გახ­დეს თვი­თონ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს მხრი­დან დევ­ნის სა­გა­ნი და არა გა­ბუ­ნია ან პრე­ზი­დენ­ტი, რომ­ლებ­მაც არ­ნა­ხუ­ლი შე­წყა­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს მო­ლო­დი­ნებს, გვაქვს ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა, როცა თა­რო­ებ­ზე იდე­ბა საქ­მე­ე­ბი წლო­ბით და გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ „გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“. ჩვენ არ გვინ­და, რომ ეს სა­კი­თხი ასე­თი ტი­პის გახ­დეს და ერთი თვის თავ­ზე ჩვენ შუ­ა­ლე­დურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ვი­თხოვთ. თუ არ მი­ვი­ღებთ, შემ­დეგ და­ვა­ყე­ნებთ დღის წეს­რიგ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კითხს. ჩემი წყა­როს მხრი­დან, პირ­და­პირ იყო ნათ­ქვა­მი, რომ აი ასე­თი ტი­პის შე­წყა­ლე­ბე­ბის უკან, გა­ბუ­ნია უბ­რა­ლოდ ფულს აკე­თებს. ეს არის მისი ბიზ­ნე­სი. ეს იყო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ და ჩვენს წყა­როს პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით ჰქონ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია. რომ გი­თხრათ, რომ ვე­ლო­დე­ბი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აქ მოვა, არ ვე­ლო­დე­ბი ნამ­დვი­ლად. მაგ­რამ ჩვენ არ ვი­თხოვთ მარ­ტო ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას, იგი­ვე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან ითხოვ­და, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე იყოს აღ­ძრუ­ლი”, - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წევ­რი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მან გა­მო­კი­თხვა­ზე არ და­ა­სა­ხე­ლა იმ წყა­როს ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­მაც მას ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

“გავა დრო და ვნა­ხავთ, და­ი­ბა­რე­ბენ თუ არა ბა­ტონ გა­ბუ­ნი­ას და პრე­ზი­დენტს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­სა­ცე­მად. წყა­რო არ და­ვა­სა­ხე­ლე და გან­ვუ­მარ­ტე კი­დეც გა­მომ­ძი­ე­ბელს, რომ კა­ნო­ნი მაძ­ლევს უფ­ლე­ბას, დავ­ტო­ვო ჩემი წყა­რო სა­ი­დუმ­ლოდ. ეს გა­ვა­კე­თე იმი­ტომ, რომ ინ­ფორ­მა­ცია სწო­რედ ამ პი­რო­ბით მი­ვი­ღე, რომ არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ­დი წყა­როს და მე­ო­რე, ესეც და­კი­თხვის ოქ­მშია ჩა­წე­რი­ლი, რომ მე არ მინ­და, ეს ადა­მი­ა­ნი დევ­ნის ობი­ექ­ტი გახ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში და ჩვენ ასეთ სა­ხელ­მწი­ფო­ში ვცხოვ­რობთ, სამ­წუ­ხა­როდ და და­კი­თხვის შემ­დეგ მე მივ­ხვდი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად მო­ვი­ქე­ცი, რო­დე­საც წყა­რო არ და­ვა­სა­ხე­ლე, რად­გან ბოლო კი­თხვე­ბი იყო ისე­თი, რომ ამ წყა­რო­თი უფრო და­ინ­ტე­რეს­დნენ, ვიდ­რე გა­ბუ­ნი­ა­თი და პრე­ზი­დენ­ტით”, - გა­ნა­ცხა­და ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, თუ სა­ი­დან ფლობ­და წყა­რო არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ნა­დი­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ მის წყა­როს თა­ვად სურ­და ახ­ლო­ბელს დახ­მა­რე­ბო­და შე­წყა­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში და და­უ­კავ­შირ­და ერთ-ერთ ად­ვო­კატს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, თუ რა სა­ბუ­თე­ბი იყო სა­ჭი­რო ამის­თვის.

“ჩემ­მა წყა­რომ ჩემ­ზე გა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა ამ სკან­და­ლუ­რი შე­წყა­ლე­ბე­ბის შემ­დეგ და მან მი­თხრა, რომ უნ­დო­და ჩემ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს მი­თხრა, რომ თვი­თო­ნაც სურ­და დახ­მა­რე­ბო­და თა­ვის ახ­ლო­ბელ ოჯახს, რომ მი­ე­ღო შე­წყა­ლე­ბა და და­უ­კავ­შირ­და ერთ-ერთ ად­ვო­კატს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად რა სა­ბუ­თე­ბი უნდა მი­ე­ღოთ, რო­გორ უნდა გა­და­ედ­გათ ნა­ბი­ჯე­ბი შე­წყა­ლე­ბის მი­საღ­წე­ვად და ად­ვო­კატ­მა უთხრა, რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო და­კავ­ში­რე­ბო­და გა­ბუ­ნი­ას ერთ-ერთ პარტნი­ორს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რი ჰქონ­და და ამ პარტნი­ო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­სუ­ლი­ყო გა­ბუ­ნი­ა­ზე და ასე­თი წე­სით მი­ე­ღო შე­წყა­ლე­ბა. ინ­ტერპრე­ტა­ცი­ებს რომ არ ჰქონ­დეს ად­გი­ლი, პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ ეს პარტნი­ო­რი პა­ა­ტა სა­ლია არ გახ­ლავთ. პა­ა­ტა სა­ლია ნამ­დვი­ლად არ არის, ის რა­საც აკე­თებს, ეყო­ფა. რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც არის, მაგ­რამ ვერ და­გეხ­მა­რე­ბით ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ჩემი წყა­როს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას. ასე­ვე, ჩემს წყა­როს უთხრეს, რომ კონ­ტაქ­ტი ხდე­ბა ამ პარტნი­ორ­თან და შემ­დეგ პარტნი­ორს მი­აქვს ამ­ბა­ვი გა­ბუ­ნი­ამ­დე და შემ­დეგ კან­ტო­რა, რა­საც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ეძა­ხი­ან, იქ­ცე­ვა “პა­ტი­ოს­ნად” და ფულს აი­ღე­ბენ მხო­ლოდ იმის მერე, რო­დე­საც მსჯავ­რდე­ბუ­ლი და­ტო­ვებს პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ეს არის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მე მი­ვი­ღე”, - გა­ნა­ცხა­და ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წევ­რის გან­ცხა­დე­ბით, მან არ იცის, ისარ­გებ­ლა თუ არა შემ­დგომ მის­მა წყა­რომ ამ სქე­მით ახ­ლობ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"წყარო პირდაპირ ამბობს, რომ შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს" - რაზე ისაუბრა ირმა ნადირაშვილმა გამოკითხვაზე

"წყარო პირდაპირ ამბობს, რომ შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს" - რაზე ისაუბრა ირმა ნადირაშვილმა გამოკითხვაზე

მე არ ვხედავ არალოგიკურს არაფერს იმაში, რომ პირველი ჩემგან მოითხოვეს ინფორმაციის მიღება. ეს შეიძლება ლოგიკური იყოს, რადგან ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე უნდა დაესვას შემდეგ კითხვები პრეზიდენტსაც და დიმიტრი გაბუნიასაც”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, ის არ აპირებს თავისი წყაროს იდენტიფიცირებას.

“ჩვენ დაგვიკავშირდა წყარო, რომელმაც იმ გარემოებებზე შეგვატყობინა, როგორ ერევა ბატონი გაბუნია შეწყალებების საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შესაბამისად, მე ამ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, მათი მხრიდან იყო სურვილი ჩემი გამოკითხვის. რაც შეეხება იდენტიფიცირებას ჩემი წყაროსი, მე შევეცდები, რომ არ მივაწოდო ასეთი ინფორმაცია რამდენადაც შესაძლებელი იქნება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ასეთი წყარო გახდეს თვითონ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან დევნის საგანი და არა გაბუნია ან პრეზიდენტი, რომლებმაც არნახული შეწყალებები განახორციელეს. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, გვაქვს ცუდი გამოცდილება, როცა თაროებზე იდება საქმეები წლობით და გვეუბნებიან, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს საკითხი ასეთი ტიპის გახდეს და ერთი თვის თავზე ჩვენ შუალედურ ინფორმაციას მოვითხოვთ. თუ არ მივიღებთ, შემდეგ დავაყენებთ დღის წესრიგში საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ჩემი წყაროს მხრიდან, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აი ასეთი ტიპის შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს. ეს არის მისი ბიზნესი. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ჩვენს წყაროს პირადი გამოცდილებით ჰქონდა ეს ინფორმაცია. რომ გითხრათ, რომ ველოდები ზურაბიშვილი აქ მოვა, არ ველოდები ნამდვილად. მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ მარტო ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას, იგივე სახალხო დამცველი, პარლამენტის ტრიბუნიდან ითხოვდა, რომ სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში “ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მან გამოკითხვაზე არ დაასახელა იმ წყაროს ვინაობა, რომელმაც მას ინფორმაცია მიაწოდა.

“გავა დრო და ვნახავთ, დაიბარებენ თუ არა ბატონ გაბუნიას და პრეზიდენტს პროკურატურაში ახსნა-განმარტებების მისაცემად. წყარო არ დავასახელე და განვუმარტე კიდეც გამომძიებელს, რომ კანონი მაძლევს უფლებას, დავტოვო ჩემი წყარო საიდუმლოდ. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ინფორმაცია სწორედ ამ პირობით მივიღე, რომ არ გავასაჯაროებდი წყაროს და მეორე, ესეც დაკითხვის ოქმშია ჩაწერილი, რომ მე არ მინდა, ეს ადამიანი დევნის ობიექტი გახდეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სამწუხაროდ და დაკითხვის შემდეგ მე მივხვდი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი, როდესაც წყარო არ დავასახელე, რადგან ბოლო კითხვები იყო ისეთი, რომ ამ წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ საიდან ფლობდა წყარო არსებულ ინფორმაციას, ნადირაშვილმა უპასუხა, რომ მის წყაროს თავად სურდა ახლობელს დახმარებოდა შეწყალების მოპოვებაში და დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს ინფორმაციის მისაღებად, თუ რა საბუთები იყო საჭირო ამისთვის.

“ჩემმა წყარომ ჩემზე გამოსვლა გადაწყვიტა ამ სკანდალური შეწყალებების შემდეგ და მან მითხრა, რომ უნდოდა ჩემთვის ინფორმაციის მოწოდება. კომუნიკაციის დროს მითხრა, რომ თვითონაც სურდა დახმარებოდა თავის ახლობელ ოჯახს, რომ მიეღო შეწყალება და დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს ინფორმაციის მისაღებად რა საბუთები უნდა მიეღოთ, როგორ უნდა გადაედგათ ნაბიჯები შეწყალების მისაღწევად და ადვოკატმა უთხრა, რომ ძალიან მარტივი იყო დაკავშირებოდა გაბუნიას ერთ-ერთ პარტნიორს, რომელთან ერთადაც საადვოკატო ბიური ჰქონდა და ამ პარტნიორის საშუალებით გასულიყო გაბუნიაზე და ასეთი წესით მიეღო შეწყალება. ინტერპრეტაციებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს პარტნიორი პაატა სალია არ გახლავთ. პაატა სალია ნამდვილად არ არის, ის რასაც აკეთებს, ეყოფა. რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც არის, მაგრამ ვერ დაგეხმარებით ისეთი ინფორმაციის მოწოდებაში, რომელიც ჩემი წყაროს იდენტიფიცირებაში დაეხმარება პროკურატურას. ასევე, ჩემს წყაროს უთხრეს, რომ კონტაქტი ხდება ამ პარტნიორთან და შემდეგ პარტნიორს მიაქვს ამბავი გაბუნიამდე და შემდეგ კანტორა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეძახიან, იქცევა “პატიოსნად” და ფულს აიღებენ მხოლოდ იმის მერე, როდესაც მსჯავრდებული დატოვებს პენიტენციალურ დაწესებულებას. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მივიღე”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრის განცხადებით, მან არ იცის, ისარგებლა თუ არა შემდგომ მისმა წყარომ ამ სქემით ახლობლის დასახმარებლად.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები