პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, ვინ ურჩია პრეზიდენტს" - რას ამბობს დიმიტრი გაბუნია შეწყალებასა და კორუფციული გარიგების ბრალდებაზე
"არ ვიცი, ვინ ურჩია პრეზიდენტს" - რას ამბობს დიმიტრი გაბუნია შეწყალებასა და კორუფციული გარიგების ბრალდებაზე

პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია შე­წყა­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბის თა­ო­ბა­ზე მის მი­მართ არ­სე­ბულ ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ თა­ვა­დაც მე­დი­ის­გან შე­ი­ტყო.

მი­სი­ვე თქმით, ის­რე­ბი მის­კენ მი­დის და მა­საც აინ­ტე­რე­სებს, ვინ ურ­ჩია პრე­ზი­დენტს მათი შე­წყა­ლე­ბა.

"ჩემ­თვის ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს და­ვა­ფიქ­სი­რე თათ­ბირ­ზეც. მე შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი, გა­მო­ვე­დი 3 სექ­ტემ­ბერს და გა­ვი­გე მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, დავ­სვი შე­კი­თხვე­ბი. ეს იყო ჩემი დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაო.

ამის­თვის ბუ­ნებ­რი­ვია, არ­სე­ბობს შე­წყა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შიც შე­დი­ო­და ამ სი­ე­ბის შე­ტა­ნა, გა­ფილ­ტვრა და ა.შ. მეც მა­ინ­ტე­რე­სებს თქვენ­თან ერ­თად. როცა და­მი­ბა­რე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, მე აუ­ცი­ლებ­ლად დავ­სვამ ამ სა­კითხს. ყვე­ლას გვყავს ოჯა­ხი. ჩემი ოჯა­ხი არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან ცუ­დად, იმი­ტომ, რომ ეს არის ბინ­ძუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბა.

ის­რე­ბი რომ ჩემ­სკენ მო­დის, იმი­ტომ ვარ დღეს აქ. არ ვიცი, ვინ ურ­ჩია პრე­ზი­დენტს. მე მა­ინ­ტე­რე­სებს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დად­გინ­დეს, ვინ შე­ად­გი­ნა ეს სია, ვინ ურ­ჩია პრე­ზი­დენტს, ვინ შე­ი­ტა­ნა და რა­ტომ მო­ა­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა ხელი, მე ამა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ვარ გა­რე­უ­ლი“ - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ამ.

მისი თქმით, ის "ცამ­დე მარ­თა­ლია" და და მის მი­მართ ბრალ­დე­ბე­ბი უსა­ფუძ­ვლოა.

"მე ამ სა­კითხს ასე არ დავ­ტო­ვებ, ეს არის სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხი ჩემ­თვის. ასე­თი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და, ასე­თი ტე­რო­რი... გე­უბ­ნე­ბით გულ­წრფე­ლად, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სა­მე­გობ­რო არის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, ხალ­ხო, თი­თის და­დე­ბა. ვის ინ­ტე­რე­სი იყო ჩემი სა­ხე­ლის და გვა­რის წა­მო­წე­ვა და და­სა­ხე­ლე­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თო და გა­მო­ი­ძი­ონ კონ­კრე­ტუ­ლად რა მოხ­და.

ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დას­რულ­დე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ღმერ­თის და ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, რომ ცამ­დე მარ­თა­ლი ვარ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი, მერე, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს და­გეგ­მა, ვინც ეს გა­აჟ­ღე­რა სარ­ჩე­ლით, უმ­კაც­რე­სად, კა­ნო­ნის სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვი­თხოვ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის­თვის პა­სუ­ხის­გე­ბას", -აცხა­დებს გა­ბუ­ნია.

პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წევ­რი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს. ნა­დი­რაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ და­უ­კავ­შირ­და წყა­რო, რო­მელ­მაც იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე შე­ა­ტყო­ბი­ნა, თუ რო­გორ ერე­ვა დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია შე­წყა­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში - "ჩემი წყა­როს მხრი­დან პირ­და­პირ იყო ნათ­ქვა­მი, რომ ასე­თი ტი­პის შე­წყა­ლე­ბე­ბის უკან, გა­ბუ­ნია უბ­რა­ლოდ ფულს აკე­თებს" - აცხა­დებს ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი.

ავტორი:

"არ ვიცი, ვინ ურჩია პრეზიდენტს" - რას ამბობს დიმიტრი გაბუნია შეწყალებასა და კორუფციული გარიგების ბრალდებაზე

"არ ვიცი, ვინ ურჩია პრეზიდენტს" - რას ამბობს დიმიტრი გაბუნია შეწყალებასა და კორუფციული გარიგების ბრალდებაზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია შეწყალების პროცესში მონაწილეობისა და კორუფციული გარიგების თაობაზე მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების შესახებ თავადაც მედიისგან შეიტყო.

მისივე თქმით, ისრები მისკენ მიდის და მასაც აინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს მათი შეწყალება.

"ჩემთვის ეს მიუღებელია. ეს დავაფიქსირე თათბირზეც. მე შვებულებაში ვიყავი, გამოვედი 3 სექტემბერს და გავიგე მედიის საშუალებით. ბუნებრივია, დავსვი შეკითხვები. ეს იყო ჩემი დისკრეციული უფლებამოსილება და მე მივიღე გადაწყვეტილებაო.

ამისთვის ბუნებრივია, არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ვის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა და ა.შ. მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად. როცა დამიბარებენ პროკურატურაში, მე აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს. ყველას გვყავს ოჯახი. ჩემი ოჯახი არის ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად, იმიტომ, რომ ეს არის ბინძური ცილისწამება.

ისრები რომ ჩემსკენ მოდის, იმიტომ ვარ დღეს აქ. არ ვიცი, ვინ ურჩია პრეზიდენტს. მე მაინტერესებს პროკურატურაში დადგინდეს, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ ურჩია პრეზიდენტს, ვინ შეიტანა და რატომ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი, მე ამაში აბსოლუტურად არ ვარ გარეული“ - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

მისი თქმით, ის "ცამდე მართალია" და და მის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა.

"მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის. ასეთი ცრუ ბრალდებები, რომელიც ამ კვირების განმავლობაში მოხდა, ასეთი ტერორი... გეუბნებით გულწრფელად, ჩემი ოჯახის წევრები და სამეგობრო არის განადგურებული. ასე არ შეიძლება, ხალხო, თითის დადება. ვის ინტერესი იყო ჩემი სახელის და გვარის წამოწევა და დასახელება, არ არის გამორიცხული პროკურატურას მივმართო და გამოიძიონ კონკრეტულად რა მოხდა.

ეს ყველაფერი რომ დასრულდება, დარწმუნებული ვარ, ღმერთის და ადამიანების წინაშე, რომ ცამდე მართალი ვარ და საზოგადოება არის შეცდომაში შეყვანილი, მერე, ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააჟღერა სარჩელით, უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას", -აცხადებს გაბუნია.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებში “ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ნადირაშვილის ინფორმაციით, მათ დაუკავშირდა წყარო, რომელმაც იმ გარემოებებზე შეატყობინა, თუ როგორ ერევა დიმიტრი გაბუნია შეწყალებების საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - "ჩემი წყაროს მხრიდან პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ასეთი ტიპის შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს" - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები