ავტორი:

საბერძნეთში 32 წლის ქართველ გოგონას ეძებენ - "დედი არ დამღუპო, გამოჩნდი..."

საბერძნეთში 32 წლის ქართველ გოგონას ეძებენ - "დედი არ დამღუპო, გამოჩნდი..."

საბერძნეთში 32 წლის ქართველ გოგონას სალომე გოგინაშვილს ეძებენ. ინფორმაცია დაკარგული გოგონას დედამ ნონა კუპრაშვილმა "ფეისბუქზე" გაავრცელა.

"სალო დედი, არ დამღუპო, გამოჩნდი... გთხოვთ გააზიარეთ მეგობრებო და მომაძებნინეთ ჩემი გოგო" - წერს გოგონას დედა "ფეისბუქზე".

როგორც AMBEBI.GE-ს სალომე გოგინაშვილის ახლობელმა განუცხადა, გოგონა 15 წელია ათენში დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს.

"გუშინ დილით გავიდა სახლიდან, მას შემდეგ არავის უნახავს. შუადღეს დედა ურეკავდა, ზარი გადიოდა, მაგრამ არ გვპასუხობდა. შემდეგ ტელეფონიც გაითიშა... მას მერე აღარაფერი ვიცით. ადგილობრივ პოლიციას უკვე მივმართეთ... დაკარგვიდან 24 საათი როგორც კი გავიდა, ძებნა დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე მისი პოვნა ვერ მოხერხდა. მის მეგობრებსაც ვესაუბრეთ, ვინც საბერძნეთში ცხოვრობენ, თუმცა არც მათ დაკავშირებია." - ამბობს ჩვენთან საუბარში გოგონას ახლობელი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ